You are on page 1of 3

უპოვართა დიდი რაოდენობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და თბილისში.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს და კონკრეტულად მიის


დედაქალაქ თბილისს უამრავი პრობლემა დაატყდა თავს. თბილისმა გადაიტანა
სამოქალაქო ომი, შეიარაღებული ფორმირებებ8ს და სხვადასხვა კრიმინალური
დაჯგუფებების თარეში, გაჩანაგდა, როგორც ქვეყნის, ასევე თბილისის ეკონომიკა და
ინფრასტრუქტურა, თუმცა დროის სვლასთან ერთად ქართველი ხალხის ნებისყოფამ და
შემართებამ ეტაპობრივად მოახერხა ამ პრობლემათაგან უმეტესის დაძლევა და თბილისი
ყოველდღიურად უახლოვდება ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს, მაგრამ ამ
ყველაფრის მიუხედავად ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი და ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩემი აზრით თითოეული თბილისელის და საქართველოს
მოქალაქის თავსატეხადაა ქცეული, ესაა უპოვართა და მოწყალების მთხოვნელთა დიდი
რაოდენობა თბილისის ქუჩებში, იქნება ეს ახალგაზრდა, თუ მოხუცი. თითოეული
მათგანის გაშვერილი ხელის ნახვა ქალაქის ქუჩებში, ნებისმიერ მოქალაქეს დიდ
გულისტკივილს აყენებს და ნამდვილად საჭიროა ეს თითოეული მოქალაქე გაერთიანდეს
ამ პრობლემის ერთობლივად აღმოფხვრის გზაზე, მაგრამ მარტივი არაა. ჩვენი ქვეყანა არ
გამოირჩევა ეკონომიკური სტაბილურობით და მითუმეტეს მოსახლეობას არ გააჩნია იმ
დონის შემოსავლები და ფინანსები, რომ, როგორც ინდივიდუალური, ოჯახის და
გარემოცვის მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ, მითუმეტეს თავიანთი თავისთვის
სრულიად უცხო ადამიანის, რაც არ უნდა ამის სურვილი იყოს. აქედან გამომდინარე,
როდესაც მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობები არაა საკმარისი ამ პრობლემის
დასაძლევად, ჩვენ გამოვდივართ მოთხოვნით, რომ სახელმწიფომ მიაქციოს ყურადღება
აღნიშნულ საკითხს. მრავალი მიზეზით, უბრალოდ სოლიდარობიდან, სახელმწიფოს
ინტერესებიდან, სოციალური პასუხისმგებლობიდან ან უბრალოდ იმ მიზეზით, რომ
ქალაქის იერსახეს დაეტყოს მოწყალების მთხოვნელთა ნაკლებობა.

ეს პრობლემა მრავლისმომცველია და მოიცავს თითქმის ყველა თაობის


წარმომადგენელს ქუჩაში ხელგაწვდილს, ვხედავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებს, საპენსიო ასაკში მყოფ მოხუცებს და უბრალოდ ცხოვრებაში განვითარების
პერსპექტივა მოკლებულ ახალგაზრდებს, მაგრამ ყველაზე მეტად რაც შეიძლება
გვაწუხებდეს ესაა არასრულწლოვანთა ქუჩაში მოწყალების მიღების მიზნით დგომა და
მათი მეტროებსა, თუ ქალაქის სხვა ნებისმიერ წერტილში შეხვედრა. როგორც აღვნიშნეთ,
მოსახლეობას არ შესწევს უნარი, რომ გვერდში დაუდგეს და ფინანსურად დაეხმაროს ამ
ადამიანებს, სწორედ ამიტომ ჩვენ ვდგებით და პასუხისმგებლობას ვაკისრებთ
სახელმწიფოს. კი სახელმწიფოს ინდივიდუალურად გაუჭირდება ამ პრობლემის გადაჭრა
და ნამდვილად საჭიროებს სხვა მოქალაქეებისგანაც თანადგომას ეს ხალხი, თუმცა
სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელი და უპირობოა. გადაჭრის გზებს რაც შეეხება, ამ
საკითხის გადაჭრა ნამდვილად არაა მარტივი და მისი ერთიანი გადაწყვეტილებით, ამ
შემთხვევაში საჯარო პოლიტიკური მიდგომიდან გამომდინარე, რაციონალურ-
ყოვლისმომცველი (ფესვების) მეთოდით, ნამდვილად რთულია. სახელმწიფოს შეუძლია
ადგეს და ფინანსური სუბსიდირება გაუწიოს ამგვარ მოქალაქეებს, მაგრამ ეს მხოლოდ
ერთჯერად ხასიათს ატარებს და სახელმწიფოს უბრალოდ არ შესწევს უნარი, არათუ
საქართველოს, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოს, ამგვარი სიტუაცია ხანგრძლივ
პერსპექტივაშ აღკვეთოს. ამიტომაც საჭიროა „შტოების“ მეთოდის გამოყენებით,
ეტაპობრივად გადაწყდეს ქალაქში ამ პრობლემის არსებობა.

პირველ რიგში, ამ საკითხის გადაჭრისას, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევაა, ეს


ახალი არაა და ყველა ვთანხმდებით ამაზე, თუმცა უმუშევრობის დაძლევა საბოლოოდ
რთულია და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელიცაა, ხოლო ობოლი და მიტოვებული
არასრულწლოვნების შემთხვევაში საკითხი კიდევ უფრო მეტად რთულადაა
წარმოდგენილი. ამიტომ საჭიროა მსჯელობა, როგორ შეიძლება არასრულწლოვნები
მოვწყვიტოთ ქუჩას.

როგორია გზები რითიც ეს შესაძლებელი გახდება. უპირველეს ყოვლისა საჭიროა,


როგორც ქვეყნის, აგრეთვე ქალაქის ბიუჯეტიდან გამოინახოს შესაბამისი ფინანსები,
კათარზისების და შესაბამისი დაწესებულებების ასაშენებლად და მოსაწყობად. სადაც
თითოეული ეს არასრულწლოვანი შეძლებს და დაიკმაყოფილებს ელემენტარულ
საყოფაცხოვრებო პირობებს. შესაძლებელია მათი და ზოგ შემთხვევაში, მათი ოჯახის
წევრების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ან შესაბამისი სოციალური სამსახურების
წყალობით, მათი უშვილო და იმ ოჯახებში განაწილება, რომლებიც მზად არიან მიიღონ
ეს ბავშვები.

საჭიროა, შესაბამისი მონიტორინგის სამსახურის შექმნა, რომელიც ქუჩაში


არასრულწლოვანთა ყოფას და მათ რაოდენობას დაადგენს, რათა სახელმწიფოს უკეთ
მიეცეს იმის განსაზღვრის შესაძლებლობა, თუ რა რესურსია საჭირო აღნიშნული
პრობლემის გადასაჭრელად. რათქმაუნდა ქუჩიდან ახალგაზრდის მიყვანის სურვილი
ქართული ოჯახების დიდ ნაწილს არ ექნება, რადგან სამწუხაროდ ისინი ცუდ
ასოციაციებს იწვევენ, თუმცა გარკვეული შეღავათების შეთავაზების შემთხვევაში,
რომელსაც აღნიშნული ოჯახები მიიღებენ, შესაძლებელიც გახდება ამ პრობლემის
მოგვარება. ფინანსური სუბსიდიები და შეღავათები ხშირ შემთხვევაში, გამოიწვევს
ინტერესს გადადგან ეს ნაბიჯი და შეიფარონ უსახლკარო ბავშვები.

ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია


მარადიული რესურსი არჩინოს ეს ახალგაზრდები და უზრუნველჰყონ მათი
კეთილდღეობა ზრდასრულობის წლებში. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი პირველი, რაც
ფინანსური ხელშეწყობის გარდა საჭიროა მივაწოდოთ მათ, ესაა მათთვის ზოგადი
განათლების მიწოდება, რაც შესაძლებლობას მისცემს ამგვარ ახალგაზრდებს
დაიმკვდირონ თავი მომავალ ცხოვრებაში.

ამასთან ერთად ვიაზრებთ იმას, რომ მათთვის ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, რაც
შესაძლებელია ესაა ზოგადი განათლება და მათი სიმრავლიდან გამომდინარე უმაღლეს
განათლებაზე საუბარი ცოტა რთულია. აქედან გამომდინარე საჭიროა სპეციალური
სამსახური, რომელიც აღწერაზე აიყვანს ამგვარი პრობლემის მქონე ბავშვებს და
ზრდასრულობის ასაკში უზრუნველჰყოფს მათ ელემენტარული სამუშაო პირობებით, რაც
მისცემს მათ თავის რჩენის საშუალებას. საჭიროების შემთხვევაში კი მიაწვდის მათ,
უმაღლესი განათლების პირობებსაც.

ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ დიდ ფინანსებთან და


რესურსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ გვინდა შევდგეთ, როგორც
განვითარებული და სოლიდარული სახელმწიფო და სწორედ ამ სოლიდარობიდან
გამომდინარე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი შეძლებული თუ საშუალო ფენის
წარმომადგენელი მოქალაქე მზად უნდა იყოს, სახელმწიფოს მისცეს აწარმოოს ის
გადამანაწილებელი პოლიტიკა, რომელიც ამ არასრულწლოვნებს მიაწვდის ზრდასრული
ასაკის უზრუნველად და მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით გატარების
საშუალებას. კი ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ უნდა იხარჯებოდეს ჩვენი
გადასახადები ამგვარ საკითხში, მაგრამ პირველ რიგში გავითვალისწინოთ სოლიდარობა,
რომლის გარეშეც რთულია შედგეს სახელმწიფო, სახელმწიფოდ. ამასთან ერთად ჩვენი
კონსტიტუცია ითვალისწინებს იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, იცხოვროს
ბედნიერად, ჰქონდეს ჯანმრთელობის და მინიმალური საყოვაფცხოვრებო პირობების
დაკმაყოფილების, როგორც შესაძლებლობა, ასევე უნარი და ამ უნარის არ არსებობის
შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია გაუწიოს მათ ის ელემენტარული დახმარება,
რასაც მათ ავალდებულებს კონსტიტუცია და მასთან ერთად სოციალური
პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ. საბოლოო ჯამში კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს
სოლიდარობა და ურთიერთდახმარება, მოქალაქეების, თანამოქალაქეების მიმართ და
სახელმწიფოსი თავისი მოქალაქეების მიმართ, გვაქცევს ისეთ სახელმწიფოდ, როგორადაც
გვინდა რომ შევდგეთ.

გიორგი ლეჟავა

You might also like