You are on page 1of 5

გარევაჭრობა - აქტუალური პრობლემა 21-ე საუკუნეში

გარევაჭრობა ადამიანებისთვის დიდი ხანია არსებობის წყაროს წარმოადგენს.


საქმიანობა, რომელსაც სარგებელი მოაქვს, როგორც თავად „მოვაჭრეებისთვის“, ისე
საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ხშირად ითავსებს მომხმარებლის როლს.
ამ ფაქტის მიუხედავად, ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის „ვაჭრობის“ ეს ფორმა დიდ
პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად ბრძოლა „გარემოვაჭრეებსა“და თბილისის
მერიის წარმომადგენელ თანამშრომლებს შორის მუდმივად მიმდინარეობს.

ახლო სტატისტიკური მონაცემებით 2018 წლიდან მოყოლებული 2021 წლის


ჩათვლით, მერია გამუდმებით კრძალავს ხალხის ამ საქმიანობას, თუმცა მას ქვეყნის
მასშტაბით ყველა დროს ფართო სახე აქვს. მარნეული, გურჯაანი, გორი, რუსთავი
და სხვა დასახლებები გამუდმებით გაფრთხილების ობიექტები არიან.

„ ჩვენ აღარ დავუშვებთ გარევაჭრობას, ვისაც სად მოუნდებოდა, იქ რომ დგებოდა და


ჰყიდდა თავის პროდუქტს“,- განაცხადა გორის მერმა კონსტატნტინე
თავზარაშვილმა, რადიო „მოზაიკას“ გადაცემაში „კომუნიკაცია დისტანციურად“.

„გარევაჭრობის“ ეპიცენტრია დედაქალაქიც. განსაკუთრებით კი ისეთი


ხალხმრავალი, ტურისტებითა და ქართველი მოქალაქეებით მდიდარი ქუჩები,
როგორებიცაა მაგალითად აღმაშენებლის გამზირი, მეტრო მარჯანიშვილის
მიმდებარე ტერიტორია, ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩები. თბილისის მერიამ
დასახელებულ ადგილებში ბევრჯერ აკრძალა უნებართვოდ ამ საქმიანობის
განხორციელება და გარემოვაჭრეებს სპეციალურ სავაჭრო ადგილებში გადანაცვლება
შესთავაზეს.

„ მხოლოდ ის არაა პრობლემა, რომ გარევაჭრობის გამო ქუჩების შესახედაობა


მახინჯდება, ამის გარდა ხალხს სიარულისას ექმნებათ პრობლემები. ჩვენი დიდი
იმედია ეს ხალხი გაგებით მოეკიდოს ამ საკითხს და გადაინაცვლონ ჩვენ მიერ
გამოყოფილ სპეციალურ ტერიოტორიებზე“- განაცხადა მერიის ზედამხედველობის
სამსახურმა.
ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრე მამაკაცის, გიორგის
კომენტარი:

„ ჩვენი საქმისთვის ყველაზე მისადგომი ზუსტად ეს ადგილებია სადაც


განთავსებულნი ვართ, არ შეგვიძლია გავუგოთ მერიის სამსახურს, მათი
გადაწყვეტილება და შემოთავაზება ჩვენს საქმეს არ ადგება, არ გვიღირს, მაშინ
მოგვიწევს საერთოდ მივატოვოტ ვაჭრობა, მერე თავი რითი ვირჩინოთ?! „

გამოკითვის შემდეგ ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რომ ეს არ იყო მხოლოდ მისი პასუხი,
საუბარიც სიტყვა „ჩვენით’ დაიწყო, შესაბამისად ასეთია თავად მოვაჭრეების
გამოხმაურება სახელმწიფოს მხრიდან გამოხატულ მათდამი დამოკიდებულებასა და
შეთავაზებებზე.

„ 8 წელია გარეთ გამომაქვს პროდუქტი და ვვაჭრობ, ხელისფულებას გონია,ჩვენ


გვიხარია ყინვაში დგომა და ყველა გამვლელისთვის თვალებში ციცინი, არც ჩვენ
გვსიამოვნებს უკომფორტოდ ჯდომა, ზოგჯერ გამვლელები უნებლიეთ დახლიდან
პროდუქტსაც გადამიყრიან, მაგრამ წლებია ნამდვილი გამოსავალი ჩვენთვის არ
მოძებნილა“- გარე მოვაჭრე ქეთო ბებო .

ისეთი არაფორმალური საქმიანობის არსებობას, როგორიც „ გარევაჭრობაა“, 2020-21


წლებში, სახელმწიფოსთან ერთად წინ აღუდგა კოვიდ-პანდემია. პრობლემა უფრო
გამწვავდა და ეს ე.წ. კანონგარეშე საქმიანობა უფრო მკაცრი აკრძალვის ობიექტი
გახდა. გარემოვაჭრეების დაშლა ერთბაშად დაიწყო, ეს ადამიანები მძიმე
ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ, რის შედეგადაც 2020 წლის 30 ნოემბერს
რუსთავში პროტესტიც გაიმართა, თუმცა შედეგი ისევ იგივე დარჩა, რაც აქამდე იყო.
„გარევაჭრობის“ არსებობა, არარსებობის საკითხი ჯერ კიდევ ვრცელ, განხილვას
საჭიროებს. დღევანდელი რეალობა მკაფიოდ აჩვენებს, რომ მისი ასე ცალსახად
აკრძალვა, ქუჩის „იმიჯის“ დაცვის, ანდაც მოქალაქეების თავისუფლად
გადაადგილების მიზნით, შეუძლებელი და საზოგადოების საკმაოდ დიდი
ნაწილისთვის უსამართლოა. ყოველწლიურად კი არ მცირდება გარემოვაჭრეთა
რიცხვი, არამედ იმატებს, ეს რეალობა კი ჰქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფოს
მხრიდან პრობლემის გადაჭრის უფრო სარგებლიანი და ქვეყნისთვის შესაფერისი
გზები იქნას ნაპოვნი.

„ აუცილებელია ეს საკითხი მეტად ცივილურად იყოს წარმოჩენილი. ეს პრობლემა


დიდი ხნის წინ დაიწყო და აქამდეც უნდა მოეგვარებინათ, მაგრამ გარეთ
გამოტანილი პროდუქტის ყურება ჩემთვის მართლაც არაა მიზანშეწოლილი.
ვემხრობი მერიის გადაწყვეტილებას“- განაცხადა პოეტმა მიხეილ ღანიშაშვილმა

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“

მუხლი 1536- მუხლის გათვალისიწნებით,

„ გარევაჭრობა ნებართვის გარეშე ფიზიკური ან იურიდიული პირის 20დან 50


ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს. ასევე გასაყიდად გამოტანილი საქონლის
კონფისკაციას. იმ შემთვევაში თუ გარემოვაჭრე პოლიციას შეეწინააღმდეგება, მაშინ
დაჯარიმდება ორმოცდაათიდან ას ლარამდე, ან დაისჯება ადმინისტრაციული
პატიმრობით 7 დღის განმავლობაში“.

წყაროები:

https://bit.ly/2Pz2MjC

https://bit.ly/2OlVVJH

https://bit.ly/3wrFHzZ

https://bit.ly/31KaJoH

You might also like