You are on page 1of 17

წერილის

ნომერი: 19-01170582392
მიმღები: დავით ნარმანია
გაცემის თარიღი: 27.02.2017
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია - მერი

ბატონო დავით,

გაცნობებთ, რომ 2017 წლის 14 თებერვალს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში შემოვიდა ი/მ ინალ ქუჩუბერიას (პ/ნ
62002007267) N19/01170452559-01 განცხადება, რომელიც ეხება პროექტის „კომიქსი - დაჩაგრულები“
დაფინანსების საკითხს.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს კომიქსების შექმნის პროცესში ქართველი და აფხაზი


ახალგაზრდების ჩართულობით მათ დაახლოებას, ნდობის პროცესის აღდგენის ხელშეწყობას, თბილისში
მათთვის ერთობლივი სამუშაო და კულტურული გარემოს შექმნას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება
ქართულ-აფხაზური ისტორიის ამსახველი ილუსტრირებული კომიქსები, რომლებიც დაფუძნებული იქნება
რეალურ ისტორიულ მოვლენებზე. აღნიშნული კომიქსები ხელს შეუწყობენ ქართულ-აფხაზური ისტორიის
გაცნობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საკითხის ირგვლივ. პროექტი ხორციელდება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და
თანადაფინანსებით. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 68 791 (სამოცდარვა ათას შვიდას
ოთხმოცდათერთმეტი) ლარს, ხოლო ქ. თბილისის მერიისგან მოთხოვნილი თანხა შეადგენს 30 975
(ოცდაათი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი) ლარს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო


სამსახური წარმოგიდგენთ ი/მ ინალ ქუჩუბერიას პროექტს განსახილველად და გთხოვთ, მიიღოთ
გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო
ფონდიდან პროექტის დაფინანსების შესახებ.

დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად,


განხორციელდეს აღნიშნული თანხის ანგარიშსწორება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო
ანგარიშზე.

დანართის სახით იხილეთ ი/მ ინალ ქუჩუბერიას განცხადება და შერიგებისა და სამოქალაქო


თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის სარეკომენდაციო წერილი.

დანართი: 17 (ჩვიდმეტი) ფურცლად.

პატივისცემით,

სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა

You might also like