You are on page 1of 2

„თბილისის ურბანიზაცია - საზოგადოებრივი პროცესი“

ურბანიზაციის პროცესში თანდათან უფრო იზრდება მოთხოვნა ფუნქციურ ქალაქზე და


ეს განპირობებულია სოციალურ ცხოვრებაში ქალაქის გავლენის ზრდით . არსებულ
პირობებში თბილისი ადამიანებს მხოლოდ მზარდი საცხოვრებელი და სამუშაო
ადგილებით არ უზრუნველყოფს. თბილისი არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ,
კულტურული და პოლიტიკური ქალაქი. სწორედ ამიტომ,უკეთესი ეკონომიკური
შესაძლებლობების აღმოსაჩენად სოფელს სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს და
თბილისში გადადის საცხოვრებლად.ამ პროცესს თან სდევს ქვეყანაში ქალაქის
როლის გაძლიერება, მოსახლეობის ზრდა, ქალაქური ცხოვრების წესის
გავრცელება.თუმცა,მიუხედავად იმისა, რომ თავად ურბანიზაციის ცნება მოიაზრება
საზოგადოების განვითარების ხელისშემწყობ ფაქტორად აქ ვხვდებით მრავალ
წინააღმდეგობას, რადგან მის მიერ გამოწვეული შედეგი შესაძლოა უარყოფითად
მოქმედებდეს სწორედ ამ საზოგადოებაზე. პირველ რიგში, ამ
პრობლემათაგან აღსანიშნავია სატრანსპორტო და ეკოლოგიური
პრობლემები,რომელიც ურბანიზაციის მაღალ მაჩვენებელს სდევს თან.ქ. თბილისში
მიუხედავად იმისა რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად შემცირდა სამრეწველო
საწარმოებიდან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების რაოდენობა , სამაგიეროდ
გაიზარდა ავტოტრანსპორტის მიერ გაჭუჭყიანებული ატმოსფეროს ჰაერი .თბილისში
ჰაერის მაქსიმალური გაჭუჭყიანება აღინიშნება ივლისის თვეში . ამ მხრივ ჩვენს
დედაქალაქში უკვე საგანგაშო მდგომარეობაა, ძირითად მიზეზად კი უხარისხო ბენზინი
შეიძლებაჩავთვალოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა,ასევე არის სოციალური სეგრეგაცია ,რომელიც
ურბანიზაციის მაღალ მაჩვენებელს შეიძლება მოჰყვეს. რაც უხეშად რომ ვთქვათ
საზოგადოების დაყოფას გულისხობს “სოფლელებად“ და “ქალაქელებად“, “მდიდარ “
და “ღარიბ“ უბნელებად. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს შემთხვევაში ამ პროცესს
რადიკალური ხასიათი ჯერ არ მიუღია ყოველთვის არსებობდა და დღეს
განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი. თუნდაც ბოლო პერიოდში,ხშირად
მახვილდება ამაზე ყურადღება. თუნდაც სატელევიზიო ეთერით და სოციალური
ქსელებით.

როგორც უკვე ავღნიშნე,თბილისის მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად


იზრდება, ამას კი თან სდევს ჩვენი ქალაქის არქტიტექტურული და ტერიტორიული
ცვლილებები, 1950 – 1980 -ანი წლების შუა პერიოდის და ასევე, 1990იანი წლების
საცხოვრებელი განაშენიანება თანამედროვე ეტაპზე, უამრავი მაცხოვრებლებისთვის ,
და ასევე არქიტექტორთათვის და მშენებლებისთვის, წარმოადგენს სერიოზულ
პრობლემას. ამ განაშენიანებამ, რომელიც იმ პერიოდის პროგრესიულ ნაბიჯს
წარმოადგენდა თითოეული ოჯახი ინდივიდუალური საცხოვრებლით უზრუნველყო.
ყოველ რაიონში გაჩნდა საცხოვრებელი მასივები სოციალურ-საყოფაცხოვრებო
მომსახურებით, სკოლებით, საბავშვო ბაღებით, მაღაზიებით. მშენებლობის
გლობალურმა მასშტაბებმა და მოსახლეობის საცხოვრებლით სწრაფად
დაკმაყოფილების სურვილმა, ინდუსტრიული ბაზის სიმწირემ მიიყვანა ეს
საცხოვრებელი რაიონები არასრულყოფამდე და საცხოვრებლების არქიტექტურულ
უსახურობამდე. ამასთან ერთად ბევრი, კარგი, რაც იმ დროის პროექტებში იყო
ასახული, არ იყო სათანადოთ შეფასებული, ჩაითვალა მეორე ხარისხოვნად და
პრაქტიკაზე სრულად რეალიზებული არ იყო.
სწორედ ამიტომ,ბოლო წლების მანძილზე გაჩნდა ბევრი ახალი ელემენტები საქმიანი ,
სავაჭრო და სამრეწველო საქმიანობისა , რომლებიც აქტივობის მაღალი დონით
გამოირჩევა, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ დაგროვებული
ქალაქთმშენებლობითი პოტენციალი, დამკვიდრებული ინფრასტრუქტურა და დროის
მოთხოვნის შესაბამისად მოახდინონ ქალაქის გარემოს ტრანსფორმირება .

You might also like