You are on page 1of 3

იმსჯელეთ, „მგზავრის წერილებში“ როგორ გამოხატავს თერგი ილია ჭავჭავაძის

პოლიტიკურ ხედვას (ვის აერთიანებს ის ფრაზაში „თერგდალეული“, როგორ


იცვლება თერგი და სხვა)?

„თერგდალეულების“ ტექსტებს შორის ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. თერგდალეული, როგორც
ტერმინი ორაზროვანია, რადგან ერთი მხრივ თერგდალეულებში მოიაზრებიან ის
ადამიანები, რომლებმაც განათლება რუსეთში მიიღეს, მოერე მხრივ კი ილია ლელთ
ღუნიასაც თერგდალეულად მოიხსენიებს, რადგან ის თერგთან ცხოვრობს და
შეიძლება ითქვას რომ „თერგი აქვს დალეული“. ლელთ ღუნია ილიასთვის არის
ადამიანი, რომელმაც მას დაანახა კავკასიის რეგიონში არსებული კულტურული
დისკურსი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არ მიიჩნევს რუსეთის
კულტურულ მოწყალებაზე დამოკიდებულად. თერგი ამ შემთხვევაში იმის კარგი
მაგალითია, რასაც ფრანგი და რუსი მოხელე ცხადჰყოფენ. საქართველოსა და რუსეთს
შორის კულტურულ განსხვავებაზე ეს მდინარე მისი ფიზიკური მახასიათებლებითაც
მეტყველებს. რუსეთის ტერიტორიაზე ის მშვიდია, მაშინ, როცა საქართველოს
მთიანეთში იგი ცოცხალი და ხმაურიანია, რაც თავისუფლების და
დამოუკიდებლობის შეგრძნებას აღძრავს.

„მგზავრის წერილებში“ ილიას პოლიტიკური ხედვა, ჩემი აზრით, ყველაზე


მეტად განსხვავებებით მჟღავნდება. ილია ცდილობს ჩამოაყალიბოს ერთგვარი
დიქოტომია, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთის, ერთფეროვნებისა
და ცვლილების, ფორმისა და შინაარსის დაპირისპირებას. ამგვარი დიქოტომიის
აღსაწერად და ნათლად გადმოსაცემად კი მყინვარისა და თერგის შედარებას იყენებს.
მაშინ, როცა მყინვარი უმოძრაოა და გამოხატავს სტაგნაციას, თერგი მოძრავია და
გამოხატავს ცვლილებას თავისივე ბუნებით. აქვე ჩნდება დღისა და ღამის
დაპირისპირებაც და თუ მყინვარი გამოხატავს ღამეს, მაშინ თერგი, ეს არის დღის ანუ
შეიძ₾ება ითქვას გათენების სიმბოლო, რაც საქართველოში კულტურული
დამოუკიდებლობის და თავისუფლების მიღწევის წინაპირობაა.
თერგის მიერ განსახიერებული ცვლილება ილიას პოლიტიკური ხედვის
თვალსაზრისით უნდა დავინახოთ სხვადასხვა ასპექტში. „მგზავრის წერილებში“
ილია საუბრობს ისეთ დაპირისპირებებზეც, როგორიცაა ფორმისა და შინაარსის.
ვგულისხმობ იმას, რომ ფორმა ესაა ის რას პირდაპირ გვესმის ლელთ ღუნიასგან ან
რუსი ოფიცრისგან, ანუ საუბრის მანერა და დიალექტი. ხოლო შინაარსი, ესაა ჩვენ
მიერ გააზრებული არსი ამ სიტყვებისა. ლელთ ღუნია, რომელიც მოხევურ
დიალექტზე საუბრობს, მსჯელობს ლოგიკურად, კარგად აყალიბებს ქართული
კულტურის საფრთხეს გახდეს ბოლომდე დამოკიდებული რუსულზე, რაც მისი
აზრით, ფიზიკურადაც გამოიხატება (მაგ. ტანსაცმელი), მაშინ, როცა რუსი ოფიცრის
მიერ გამოყენებული მაღალფარდოვანი სიტყვებისგან შემდგარი წინადადებები
უტყვი, უაზრო და ცარიელია. ამით ილია ცდილობს ნათელი გახადოს, თუ
რეალურად რა არის ის კულტურული განვითარება და განმანათლებლობა,
რომელსაც რუსეთი სთავაზობს საქართველოს. ეს არის უბრალო ბუტაფორია, ის არ
წარმოადგენს დასავლურ კულტურას და არც რუსეთის დასავლური კულტურის
მედიატორი. ეს განწყობა და ილიას პოლიტიკური შეხედლებები ამ საკითხთან
მიმართებით, ნაწარმოების დასაწყისშივე ნათელი ხდება, როდესაც ილია ფრანგ
ნაცნობს ესაუბრება, რომელიც მას თვალს აუხელს რუსეთის „კულტურული
მოწყალების“ შესახებ.

ამ ნაწარმოებში ილიამ გააადამიანურა ის წესრიგი, რომელსიც


რომანტიკოსებმა ადამიანურობისგან დაცლილ, უბრალო და უკაცრიელ სილამაზედ
აღიქვეს. ჭავჭავაძის ეს ნაწარმოები არის ერთგვარი პასუხი მამების თაობას,
რომლებმაც საქართველო რუსეთის ხელში დატოვეს. შეიძლება ითქვას, რომ ილიამ
ზურგი აქცია გარუსებულ ქართველ ინტელიგენციას და ქართული კულტურისა და
იდენტობის ხსნის ძიება დაიწყო ქართულად მოსაუბრე ხალხში. მისი მიზანია თვალი
აუხილოს ქართველებს და რუსეთის მიერ მოტანილი ცარიელი ცივილიზაცია
სააშკარაოზე გამოიტანოს მისი ყველა იმ ცუდი თვისებით, რომელსაც ქართველები
შესაძლოა ვერ ხედავდნენ. ილიამ თერგდალეულთა კლასიკური გაგება, რომელიც
რუსოფილიასა და რუსეთთან კულტურულ ასიმილაციას გულისხმობდა, შეცვალა
ქართული მთის წარმოჩინებით, რომელიც ჯერ კიდევ თავისუფალია
იმპერიალისტური კულტურული პოლიტიკის მარწუხებისგან, ან როგორც მინიმუმ
ის წარმოადგენს მასას, რომელსაც ქართული კულტურის შენარჩუნებისა და
აღდგენის სურვილი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს.

You might also like