You are on page 1of 4

,,სტუმარ-მასპინძელი” ანალიზი

სტუმარ-მასპინძელი ვაჟა ფშაველას კიდევ ერთი შემოქმედებაა. როგორც ყოველთვის


ავტორს ნაწარმოების დაწერით სურს ჩვენამდე მოიტანოს ის მთავარი და ფუნდამენტალური
საკითხი, რაც მის სიღრმეშია დამალული.

ვაჟას მიზანი იყო კიდევ ერთხელ ეჩვენებინა მთის მოსახლეობის მკაცრად გამჯდარი ადათ-
წესები, მისი მოწინააღმდეგე უმცირესობა და მათი დაპირისპირება მთავარ ძალასთან.

ის მთავარი საკითხი, რაც კონკრეტულად ამ ნაწარმოებს უდევს საფუძვლად არის სტუმარ-


მასპინძლობისა და სისხლის აღების ჭიდილი, რომლის შედეგიც ზოგიერთების ცხოვრებას
ანგრევს, ზოგიერთისას ასრულებს, ზოგს იმედს უცრუებს, ზოგსაც კი არაფერს არც ჰმატებს
და არც ართმევს.

სიუჟეტის დაწყების თანავე ავტორი გვამზადებს იმ მოლოდინისთვის, იმ


დაპირისპირებისათვის, რაც უნდა მოხდეს და განვითარდეს მთელი პოემის განმავლობაში.
კერძოდ ღამის წყვდიადში მოსჩანს ქისტების მიდამო, იქვეა ჯავრით ამღვრეული მდინარე,
ასევე მთები, რომელებიც ,,სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა“.

პირველივე თავში ვეცნობით ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ზვიადაურს, რომელიც ძმის


მკვლელის სისხლის ასაღებად მიემართება გზაზე. და აქ ერთბაშად შემოდის ხორციელებაც
და არახოტციელებაც ვხვდებით ქისტების სოფელს, რომელიც ერთის მხრივ არის საამო,
როგორც არწივის ბუდე და როგორც დიაცის უბე, ანუ შეგვიძლია გავიაზროთ, რომ ეს არის
არჩევანი, ვინ ცისაკენ აიხედავს და ვინ მიწის ცქერას აპირებს. საყურადღებოა ნისლი,
რომელიც აბნელებს გარემოს და ხვალ კი სხვაგან წავა და იქ დააბრმავებს არემარეს. პირველი
თავის ბოლოს კი ნაჩვენებია, რომ ეს წყვდიადი, ეს ნისლი არ შეიძლება იყოს კარგი
რამოსთვის მოსული ქვეყნად: ,,თუ მონადირეს ატირებს, გზადაკარგულსა კლდეშია,
ალაღებს მგელსა და ქურდსა, მოარულთ სიბნელეშია.“ აქ სიბნელე არის შექმნილი
იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ბოროტებას და არა მარტო აქ თუ გავიხსენებთ ილია
ჭავჭავაძის სიტყვებს მგზავრის წერილებში:

,, ჰოი ბნელო ღამევ, მეჯავრები მე შენ, შენ ხარ ჟამი კუდიანების სერობისა“.

ვაჟა გადმოსცემს ზვიადაურის დადებითობას მისივე თოფის სალტეთი, რომ იგი ისეა
აცისკროვნებული, რომ უკუნით ღამეშიც კი ანათებს ,,უბრჭყვინავს, სალტა თოფისა, ვით
წვიმის ცვარი დილითა.“ ვაჟას არ უნდა, რომ მკითხველს არასწორი დამოკიდებულება და
წარმოსახვა გაუჩნდეს მის ამ გმირზე და არ უნდა, რომ არასწორად წარმოაჩინოს იგი,
ამიტომაც ის ამართლებს ზვიადაურს, როდესაც იგი ურთიერთობას ჯოყოლასთან ტყუილით
იწყებს და მის ნამდვილ სახელს არ ამხელს, ავტორი ამბობს: ,,იცრუა ზვიადაურმა, თვისი
სახელი დამალა. რა ქნას? მის სახელს იცნობენ“..... ,, ბევრ ქისტს მოაჭრა მარჯვე“. როგორც
ვხედავთ ისევ ეს დამკვიდრებული წესები არ აძლევს საშუალებას ისეთ მამაც გმირსაც კი,
როგორიც ზვიადაურია დაიწყოს წმინდად წმინდა, ახალი ურთიერთობები რაღაც ახლის
საწყისი, ამ შემთხვევაში სტუმარ-მასპინძლობა.
როდესაც, სტუმარ-მასპინძელი ქისტეთს უახლოვდებიან მოსჩანს სიპით ნაგები სახლები,
რომლებსაც ვაჟა კლდეს ადარებს, გაუვალ კლდეს, სადაც ვერ აღწევს ყოველივე ახალი და აქ
კი ადამიანები ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე იმ კლდის შინა სტერეოტიპების
მიხედვით. ეს ყოველივე გაგვახსენებს ალუდა ქეთელაურს სადაც ვაჟა ამბობს, რომ შუქი
შუადღის მზისა ვერ აღწევს შატილში, რადგან ცა ახურია კლდის და ეს კლდეები არ უშვებენ
ქვემოთ, ვაჟას სათქმელი კი არის სწორედ ის, რომ ეს კლდეები ვიღაცამ უნდა გაარღვიოს.

ვაჟა გვაჩვენებს თავის კიდევ ერთ უმთავრეს პერსონაჟ ჯოყოლას და გვიმხელს მის მის
მთავარ პრიორიტეტებს, პირველ რიგში ეს რის მისი სტუმართ მოყვარეობა, რადგან
სრულიად უცხო კაცს, რომელსაც შუაღამისას ნადირობისას გადაეყარა სახლში იპატიჟებს და
ღამის გათევას სთავაზობს მასთან. როდესაც ისინი უკვე მიადგებიან მასპინძლის სახლს
ვხედავთ თუ როგორ თავმომწონედ აცნობ ჯოყოლა თავის საცხოვრისს სტუმარს და როგორ
წარუდგენს იგი თავის ცოლს ,, ეტყობა თავმოწონება მასპინძელს საუბარში“. აგვიღწერა
ვაჟამ ჯოყოლას ქონება და გვიჩვენა თუ როგორი ამაყია თავად ის ამ ყველაფრით.

ვაჟა მცირე გადახვევით გვაჩვენებს რომ კაი ყმა ყველგან კაი ყმაა, ამას ვხვდებით მაშინ,
როდესაც ჯოყოლას სახლში დროული ქისტი მღერის: ,,ყველგან მადლობას სწირავენ
მარჯვენას კაის ყმისასა.“

აქვე ჩანს აღაზა გარეგანი და შინაგანი თანა არსობით რომ იგი არის ლამაზი, როგორც ,,ალყა
ტანადა“ და ,,ვარსკვლავი ციდან მოცილი“ ეს კი მიმანიშნებელია იმაზე, რომ იგი ზეციურია.

მწერალი საოცარი ეპითეტებით გამოიჩევა მის შემოქმედებაში, გამონაკლისი, არც სტუმარ-


მასპინძელი ყოფილა. კერძოდ ის კაცი, რომელიც კაი ყმას იხსენებდა შედარებულია კლდის
ვეფხვს და როდესაც იგი ზვიადაურს მათი ხალხის ამწიოკებელს დაინახავს ფერი ედება
მგლისა. ცოტა მოგვ იანებით კი, როდესაც ზვიადაურს კლავენ მასაც იმავე ეპითეტებით
მოიხსენიებს ვაჟა, თუმცა აქ უკვე, როდესაც ეს ადამიანი ტყუილითა და ღალატით
ზვიადაურის მოკვლას ვაჟას მიერ გველად გადაიქცევა: ,,ენასა ლესავს შხამითა“ ამავე
შედარებაა გაკეთებული იმ მოყურადეზე ვისაც გზავნიან ჯოყოლას სახლში, ხოლო
ზვიადაური ისევ და ისევ კლდის ძლიერ ვეფხვად რჩება.

ვაჟას ამ მცირე ნაწილის ძირითადი სათქმელიც სწორედ ის არის, რომ ღმერთს ადამიანი
ვეფხვად, რომ გაუჩენია, არ უნდა გადაუხაროს ცუდისკენ, და ტყუილისკენ და არ უნდა
შეიძინოს ის დამახასიათებელი თვისებები, რაც გველს მუდამ თან სდევს. ასე, რომ
ზვიადაური, ჯოყოლა და აღაზა ისევ ღმერთის მიერ ბოძებულ პირვანდელ სახედ რჩებიან
ხოლო დანარჩენები კი ვერ ინარჩუნებენ ამ ყოველივეს და იცვლებიან მათ თვისებებს
საწინააღმდეგოდ.

ნაწარმოებში გვხვდება ჯოყოლას შედარება: ,,ჩაიგდეს ჩემი კაცობა, ფეხქვეშ ტყლაპივით


სთელავენ“. როგორც მოგვეხსენება ტყლაპი არის სრულიად ბრტყელი, სწორი რაღაც და
ჯოყოლას ამით იმის თქმა უნდოდა, რომ იგი და მისი კაცობა მიწასთან გაასწორეს და
უარყვეს მისი ყოველგვარი ადამიანობა. ასევე იგი მიიჩნევს, რომ სოფელი ამ საქციელით მას
თავზე ლაფს ასხამს კოკით ეს ნიშნავს შეურაცჰყოფას ხოლო კოკით დასხმა კი აძლიერებს ამ
მომენტს.
აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ თუ რაოდენ დიდია ჯოყოლასთვის სტუმრის როლი და
რაოდენ პრიორიტეტულია იგი მისთვის, საქმე იმაშია, რომ ზვიადაური გაკოჭეს ჯოყოლას
სახლში და სტუმარი შეურაცჰყოფილი იქნებოდა სწორედ რომ მასპინძლის, ჯოყოლას
სახლში. და შემდეგ დავინახავთ თუ როგორ იბრძვის ჯოყოლა ასე ვთქვათ დანაშაულის
გამოსასწორებლად.

ამ ნაწარმოების მთავარ ტრაგედიად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ ადამიანები


ბოროტებაზე და სამაგიეროს გადახდაზე უფრო ფიქრობენ ვიდრე მოყვასის პატივისცემასა
და სიყვარულზე, რომ თემი ამ შემთხვევაში ფიქრობდა, მხოლოდ სისხლის აღებაზე და არა
იმაზე თუ რამდენად არცხვენდნენ და მართლაც ფეხქვეშ სთელავდნენ თავისი მოძმის
კაცობას. ამიტომაც ჯოყოლა ამბობს, რომ ისეთი წვრილი და პატარა რამ როგორიც ძაფია,
მითაც კი ვერ მიაბავენ თავის გულს ჯოყოლას გულთან. არ შეიძლებაა ძაფიც კი მათთან
აკავშირებდეს.

ვხვდებით მომენტს სადაც ქისტები თავიანთ თვისებებს მიაწერენ ჯოყოლას : ,, აჰყეფდი


ქოფაკივითა“

როგორც წესი ისინი ჰყეფენ, როგორც პოემის დასაწყისში მდინარე, მათ უნდათ ტყუილითა
და უზნეო საქციელით ჩაიგდონ მტერი ხელთ სხვისი კაცობის გადა თელვის ხარჯზე.
ჯოყოლა ცდილობს ეს შეურაცჰყოფა მაინც არ შეარჩინოს მათ და მისას ხანჯალს უყრის
გულში.

მწერალი ნაწარმოებში საინტერესო შედარებას აკეთებს და გვიჩვენებს, რომ, მთლიანი თემი


ერთი ქვეყნის შვილები არიან და ერთ გემზე არიან ყველანი და თუ ეს გემი ჩაიძირება ყველა
მგზავრი დაიღუპება. შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ალუდა ქეთელაურზე, როდესაც
ალუდა ამბობს ,,შვილნი ვართ ერთის მთისანი“. თუმცაღა არც ერთ ნაწარმოებში ბრბოს არ
აქვთ ამ ერთიანობის განცდა.

ნაწარმოებში ერთ-ერთი საყურადღებო ნაწილი არის ზვიადაურის სიკვდილი, თუ, როგორ არ


დრკება იგი და როგორ იბრძვის ერთი მთელი თემის წინააღმდეგ ,,რა მოსდრეკს
წარბდაღრუბლვილსა, ქედჩაჟანგებულ მთასაო!“.

და მისი სიკვდილის შემდეგ ,, სიბნელე მოიპარება, სინათლეს სული ამოხდა“ ამით ვაჟა
კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ადამიანები ისევ და ისევ იახლოებენ სიბნელეს.
ზვიადაურის სიკვდილს ტირის ბუნებაც ,, დადგნენ სულ დადგნენ მზის სხივნი, აღარ
ელავდა ქვიშაო, აღარსად მოსჩანს გამქრალა თეთრი თმა შავის მთისაო, ნაღვლით ნაქარგი
ნაქსოვი სახე იმ სალის კლდისაო, რო მუდამ მგლოვიარეა, ცრემლი ანკარა სდისაო“. ბუნება
დადუმდა, შავი ჩაიცვა და მოიდრიკა იმის წინაშე რაც ზვიადაურს გაუკეთეს უიარაღოდ,
გაკოჭილი დაკლეს საფლავზე თუმცა მათ წადილი მაინც ვერ აისრულეს და ვერ მოდრიკეს
მტერი ,,გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა.....“
ვაჟა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანმა მეორე
ადამიანის ფასი ისწავლოს ,,სიკვდილსა გლოვა უხდება, მკვდარ ძმას-ტირილი დისაო“.....
,,ზვიადაურსა გლოვობდა შფოთვა და გლოვა წყლისაო, ნიავად ჩამონადენი ოხვრა მაღალის
მთისაო, ცრემლი ნისლების ჯარისა ნაბრძანებია ღვთისაო“. ასევე ვხვდებით აღაზას
დატირებას, რომლის ცხარე ცრემლებიც იმ კლდესაც კი დაანგრევდა რაც თავში იყო
ნახსენები.

ამ უსამართლობის დანახვა არც ღრუბლებს უნდათ ვაჟას თქმით, რომლებიც გარბიან და არ


უნთად თვალი მოჰკრან ამ საზარელ სანახაობას.

პოემის ცალკე განხილვას წარმოადგენს აღაზას ტრაგედია, რომ ერთია მხრივ იმ ვაჟკაცის
უსამართლო სიკვდილია სასწორზე მეორეს მხრივ კი მისი თემი, მისი სახლი სადაც
გაიზარდა და მისი მკვდარი ძმაც და ვაჟა ამ გასაჭირს პირველ რიგში გადმოგვცემს იმით, რომ
თითქოს ყველაფერი რაც მის გარშემო არის ბალახი, ხე, კენჭი და საკუთარი თმაც კი
საყვედურს ეუბნება, რომ მან საკუთრი და საკუთარი ხახის მტერი დაიტირა, ამას ვერ გაიგებს
უბრალო ადამიანი თუ რატომ იტირა აღაზამ უცხო კაცი, ამას მხოლოდ მისნაირები და
გულიანი ადამიანები გაიგებენ, სწორედ ამიტომ ჯოყოლამ, საკუთარმა ქმარმა მოუწონა მას
საქციელი ,,დიაცსა მუდამც უხდება გლოვა ვაჟკაცის კარგისა.“

ვაჟა გვაჩვენებს, თუ როგორი ვაჟკაცია მოკლული და მთელი ხევსურეთი უნდაა შეძრულიყო,


რომ არ ეპატიებინათ ქისტებისთვის ზვიადაურის სიკვდილი : ,, ბისოს მოვიდა ამბავი ვით
ნაქუხარი მეხადა, მოუკლავთ ზვიადაური ცით ჩამოსული სვეტადა.“

როცა იბრძვიან ხივსურები და ქისტები ვაჟა ამბობს: ,, ბლომად დალია ტყვიამა სისხლი
მოძოვა, ქუჩია“ . ვხედავთ თუ როგორი სისხლისმღვრელი ბრძოლაა გაჩაღებული, თუმცა
ასპარეზს ვერც ერთი ვერ დათმობს, ვინაიდან ხევსურებს ზვიადაურის ძვლები აქვთ
წამოსაღები, რომ ამით მართლები იყვნენ ზვიადაურის წინაშე და ვერც ქისტები დანებდებიან
ვინაიდან მათ თავისი ტრადიციები დაიცვეს ზვიადაურის დაკვლით და ახლა საკუთარ
სოფელს იცავენ.

ჯოყოლა სიმამაცესა და გამბედაობას ავლენს მაშინაც, როდესაც ხევსურთ მარტოკა ებრძვის


და საბოლოოდ მათ შეაკვდება კიდეც. ხოლო თავისი მეთემეები საბოლოოდ ამ
თავგანწირვასაც არ უფასებენ.

პოემის ფინალურ ნაწილში რჩება აღაზა რომელსაც აღარაფერი დარჩენია გარდა


სიკვდილისა, რადგან მისი ერთგული და მისნაირი ქვაც კი აღარ დარჩა ამ ქვეყანაზე და
მდინარე ისევ ისე ბოროტობს და ბორგავს როგორც თავდაპირველად და აი სწორედ ეს
მდინარე შთანთქავს აღაზასაც.

ვაჟამ ასე დაამთავრა ნაწარმოები, რომ ჯოყოლა ისევ იწვევს ზვიადაურს თავისთან , აღაზა
ისევ მასპინძლობს მათ და მთებს გადმოსწოლია ჯანღი, ამიტომაც მათ ჩვეულებრივი
ადამიანები ვერ ხედავენ და ისევ ისმის იმ მდინარის ამღვრეული ხმაური და ბორგვა, მაგრამ
აქვეა პირიმზე გაღიმებული, როგორც იმედი ხვალინდელი დღისა.

You might also like