You are on page 1of 1

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს

ბ-ნ დიმიტრი ზურაბიშვილს

ქ. მცხეთის მოსახლეობის

განცხადება

ბატონო დიმიტრი,

მოგმართავთ იმ უმნიშვნელოვანეს პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც წლებია


აწუხებს მცხეთის მოსახლეობას. ეს არის შიდა (წრიული) და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი,
რომელიც აბსოლუტურად არ არის მორგებული მგზავრების ინტერესებზე.
წლების მანძილზე ვცდილობდით ამ საკითხის მოგვარებას ადგილობრივ
ხელისუფლებასთან, თუმცა უშედეგოდ, რამეთუ მოსახლეობის მოთხოვნები არ ემთხვეოდა მათ
ინტერესებს(!).
გამომდინარე საზოგადოებრივი აზრიდან თქვენს პიროვნებასთან დაკავშირებით, გაგვიჩნდა
იმედი,რომ საერთო ძალისხმევით მივიღებთ ამ საკითხის მოგვარების ოპტიმალურ შედეგს.
ვფიქრობთ, საუკეთესო გამოსავალი ამ პრობლემიდან არის მუნიციპალური ტრანსპორტი,
რომელიც თავისუფალი იქნება კერძო ინტერესებიდან და სრულად იქნება მუნიციპალიტეტის
დაქვემდებარებაში, ეს უკანასკნელი კი მკაცრად განსაზღვრავს და გააკონტროლებს მოძრაობის
გრაფიკს და რა თქმა უნდა ფასს, რომელიც ნაკლებად შეესაბამება ჩვენს დღევანდელობას და
განსაკუთრებით აზარალებს სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს.
მცხეთა-თბილისის სამარშრუტოები, რომლებსაც ე.წ. სადგური აქვთ აგურის ქარხნის
დასახლებაში, ანუ ქალაქის შუაში, ადგილზევე ისე იტვირთებიან, რომ მცხეთის და სადგურის
მგზავრებისთვის ადგილი აღარ რჩება და რჩებიან ქუჩაში კეთილი გამვლელის იმედად.
აბსოლუტურად უგრაფიკოა შიდა ტრანსპორტი (სადგური-ნარეკვავი) და შაბათ-კვირას საერთოდ
ქუჩაში ვრჩებით.
ქ. მცხეთის მოქალაქეების მხრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის
მოგვარების მოთხოვნის დასადასტურებლად შეგროვდა ხელმოწერები, რომელიც თან ერთვის
წერილს.
ბატონო დიმიტრი, გთხოვთ უახლოეს მომავალში შეგვხვდეთ საინიციატივო ჯგუფს
მოცემული პრობლემის განსახილველად.
წინასწარ გიხდით მადლობას.

საინიციატივო ჯგუფის სახელით,


ზურა თათარიშვილი
ტელ: 558142270
07.12.2021

დანართი: მოქალაქეთა ხელმოწერები ____ გვერდად.

You might also like