You are on page 1of 2

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

წევრს ქ-ნ სოფიკო ბერძენიშვილს

ქ. მცხეთაში, მცხოვრები მოქალაქეების

განცხადება
მოგმართავთ თხოვნით, იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ხანია რაც
მცხეთის მოსახლეობას გაუსაძლის პრობლემად გვაქვს ქცეული, კერძოდ: მცხეთა-
თბილისის სამარშუტო ტაქსების გადაადგილების მოუწესრიგებელი განრიგი, მუდმივად
მგზავრებით გადაჭედილი სამარშუტო ტაქსი რაც სახიფათოა და საფთხის შემცველია
მგზავრობისთვის, ასევე ეწინაღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას,
საფრთხეშია განსაკუთრებით ყინვაში გაყინული მომლოდინე ადამიანების ჯანმრთელობა,
გვეზღუდება დროული გადაადგილების უფლება.

ჩვეთვის ცნობილია, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანას კერძო კომპალიები


უზრუნველყოფენ ამიტომ გთხოვთ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ
გამოიჩინოთ ინიციატივა და როგორც მცხეთის მოსახლეობის კეთილდღეობაზე
პასუხისმგებელმა ორგანოებმა სანამ მუნიციპალური ტრანსპორტი შემოვა რაც თქვენივე
ცნობით დროში გაიწელება ჩანიშნოთ გასაუბრება კომპანიების მფლობელებსა თუ ინდ
მეწარმეებთან რათა ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმება მოხდეს ისეთ საკითხებზე, რითაც
მოგვარდება სამარშუტო ტაქსების გრაფიკის საორგანიზაციო მხარე.

პატივისცემით:
დანართი

You might also like