You are on page 1of 2

*MIA72202446976*

MIA 7 22 02446976
02/09/2022
საინფორმაციო პორტალის "MTISAMBEBI.GE"
რედაქტორს გელა მთივლიშვილს

მოქალაქეთა პორტალი: my.gov.ge


პ/ნ: 13001008336
ელექტრონული ფოსტის მისამართი: mtivlishvili@gmail.com
ტელეფონი:+995577528808

ბატონო გელა,

2022 წლის №CA0041227173532 წერილის პასუხად, საქართველოს შინაგან საქმეთა


სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის ინფორმაციით,
სამინისტრო აქტიურად ახორციელებს პარაგლაიდინგთან დაკავშირებული საკითხების
შესწავლას შესაბამის უწყებებთან და პარაგლაიდინგის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით. კერძოდ, პარაპლანთან მიმართებით არსებული გამოწვევების
გაანალიზებისა და პარაგლაიდინგის უსაფრთხოდ გამოყენებასთან დაკავშირებული
საკითხების განხილვის მიზნით, გაიმართა არაერთი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობით. გამართულ
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციისა და
შესაბამისი სპორტული კლუბების წარმომადგენლები. საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის
მიზნით სამუშაო პროცესი კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება, პოლიციის მიერ დადგენილ აკრძალვას, პოლიციის მიერ პარაპლანით ფრენის
აკრძალვა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს − ადამიანის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვის უფლებას. კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა,
უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის
თავიდან აცილება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციის
ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების
დაცვა, რაც, უპირველესად გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისა და ფიზიკური
ხელშეუხებლობის დაცვის ფუნქციას. შესაბამისად, ბოლო დროს განვითარებული
მოვლენების გათვალისწინებით პოლიციას აკისრია პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას
ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის, საჭიროების არსებობისას ფრენების აკრძალვის გზით.

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების


მართვის ცენტრის ,,112“ ინფორმაციით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“ წარმოადგენს გადაუდებელი
დახმარების ერთიან ნომერს, რომელიც იღებს გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო
პირველად ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია შემთხვევის პრიორიტეტის და მასზე
რეაგირებისათვის გასაგზავნი გადაუდებელი დახმარების რესურსის განსასაზღვრად.

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების


მართვის ცენტრში „112“ შემოსული შეტყობინებების კლასიფიკაცია ხდება ზარის
ინიციატორის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე. თითოეულ
განხორციელებულ ზარზე ოპერატორის (ზარის მიმღების) მიერ პროგრამულად
განისაზღვრება პრობლემის ანუ ინციდენტის ტიპი, რომელიც განსაზღვრულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №30 ბრძანების დანართით
№1. აღნიშნული დანართი არ ითვალისწინებს პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით
მომხდარ ინციდენტის ტიპს.

აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას


წარმოგიდგინოთ ინფორმაცია პარაპლანით ფრენისას მომხდარ შემთხვევებთან
დაკავშირებით შემოსული შეტყობინებების რაოდენობის შესახებ, ვინაიდან არ ხდება ამ
კუთხით მონაცემების დამუშავება.

რაც შეეხება, 2013 წლიდან - 2022 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში პარაპლანით ფრენისას
მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას,
სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, სტატისტიკური
მონაცემების დამუშავება წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მუხლებისა და არა სისხლის სამართლის დანაშაულის გარემოებათა ან სისხლის სამართლის
საქმეში არსებული ნებისმიერი სტატუსის მქონე სუბიექტ(ებ)ის (პირები) მიხედვით.
შესაბამისად, პირებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების მოძიების მიზნით
მიზანშეწონილია მიმართოთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

პატივისცემით,

ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის


მოვალეობის დროებით შემსრულებელი
თათია ცეცხლაძე

You might also like