You are on page 1of 9

N 04-575 575-02-2-202002211739

21/02/2020

სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსს

ბატონ ანდრო ასლანიშვილს

ბატონო ანდრო ,

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში განსახილველად დამატებით შემოვიდა სსიპ


„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ წერილი (N21/209; 29/01/2020) , რომელიც ეხება შპს „ეიჩ
ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე
სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის 49 წლის ვადით გაცემასთან
დაკავშირებით, მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებას.

გაცნობებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო


მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის
ინფორმირება მერის წარმომადგენლების მეშვეობით. წარმოდგენილი ინფორმაციის
შესწავლის საფუძველზე, მერია თანახმაა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური
ლიცენზიის 49 წლის ვადით გაცემის მიზნით გამოცხადდეს აუქციონი.

პატივისცემით,

დიმიტრი საყვარელიძე

მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი


2/18/2020 სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო
საჯარო სამართლის იურიდიული პირი

წიაღის ეროვნული სააგენტო

KA020121703690820
მისამართი: თბილისი , დავით აღმაშენებლის გამზ. N150 ტელ: +995 591 40 40 51: ფაქსი: +995 32 243 95 02

# 22/1105 18 / თებერვალი / 2020 წ.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს


ბატონ ანდრო ასლანიშვილს

ბატონო ანდრო,

თქვენი 2020 წლის 29 იანვრის N21/212 წერილის პასუხად, რომელიც ეხება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის
რეგიონის ტერიტორიაზე, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის 49 წლის ვადით გაცემის
მიზნით, აუქციონის გამოცხადების საკითხს, გაცნობებთ, რომ სააგენტოში არსებული ინფორმაციით,
აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წლის) შესწავლა-
მოპოვების მიზნით, 2018 წელს, 25 წლის ვადით შპს „ბი ჯი ინვესტმენტიზე“ გაცემული N1005499 ლიცენზია.

გარდა ამისა, სააგენტოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, წარმოდგენილი ობიექტის ტერიტორიაზე


ფიქსირდება მზიურის სპილენძის გამოვლინება, ქვაკაცის სტიბიუმის და ვოლფრამის გამოვლინება,
პიპილეთის, ბორჯანის, სორტუანის, ონის, გომის, უწერის, საკაოს, შოვის, ლიხეთის, გობი შურის და
ხვარგულას მინერალური წყლების საბადები და ონის და ამბროლაურის მტკნარი წყლების გამოსავლები.
გიგზავნით, აღნიშნული საბადოების და გამოვლინებების კოორდინატებს (Shp-ფაილების სახით), ამასთან
გაცნობებთ, რომ აღნიშნული კოორდინატები ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭიროებდეს დაზუსტებას.

გთხოვთ, სამონადირეო ტერიტორიიდან ამოჭრათ ზემოაღნიშნული ლიცენზია, საბადოები და


გამოვლინებები და წარმოადგინოთ დაკორექტირებული რუკა და Shp-ფაილები, რის შემდეგაც გაცნობებთ
სააგენტოს პოზიციას.

დანართი: 5 Shp-ფაილი

პატივისცემით,

სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ნანა ზამთარაძე


პირველი მოადგილე

file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/844d8b0c-5e00-468b-9f8b-f498d3c7a35a.html 1/1

You might also like