You are on page 1of 4

MOH 0 22 00100690 13/07/2022

MTISAMBEBI.GE-ის რედაქტორს

ბატონ გელა მთივლიშვილს

ბატონო გელა,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2022 წლის პირველ ივლისს
შემოსული თქვენი N118 განცხადების პასუხად, სადაც მოთხოვნილია ინფორმაცია
დიალიზის საჭიროების მქონე ბენეფიციართათვის სერვისის გეოგრაფიული
ხელმისაწვდომობის თაობაზე, გაცნობებთ, რომ შპს ''რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის''
ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებაში დიალიზის სერვისის მისაწოდებლად
სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს აპარატურის
დასამონტაჟებლად საჭირო მოქმედებების განხორციელება. აღნიშნულის გათვალისწინებით
მიმდინარე წლის ივლისის თვის ბოლოს ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებაში
დიალიზის სერვისი იქნება ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება, ლანჩხუთის, თიანეთსა და ყაზბეგს, გაცნობებთ, რომ უკვე
გამზადებულია სამედიცინო დაწესებულებებში დიალიზის კაბინეტის მოსაწყობად საჭირო
სამშენებლო პროექტები, გაკეთებულია მათი ხარჯთაღრიცხვა არსებული კანონმდებლობის
მიხედვით, რაზეც ჩატარებულია ექსპერტიზა. ბაზრის კვლევის დამთავრებისთანავე,
მოხდება სახელმწიფო შესყიდვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად
ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, რომლის დასრულების სავარაუდო ვადა
განისაზღვრება დაახლოებით 30 კალენდარული დღით. ტენდერის დასრულების შემდეგ
მოხდება სატენდერო დოკუმენტაციის პირობების შესაბამისად შესყიდვა ობიექტის
მოწოდება/შესრულება, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს 3 თვემდე პერიოდს.
რაც შეეხება, პროგრამის შემდგომ გაფართოებას, საკითხი განიხილება ეტაპობრივად
პროგრამის ბენეფიციართა საჭიროების გათვალისწინებით.

პატივისცემით,

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი


საზოგადოებასთან ურთიერთობისა და
საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების
სამმართველოს უფროსი
ანა დარახველიძე
5/6/2022

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories,
Labour, Health and Social Affairs of Georgia

KA030148735088322
საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge
144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel: (+995 32) 251 00 11; Hot line: (+995 32) 251 00 26; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

№ 01/10161 06 / მაისი / 2022 წ.

მოქალაქე გელა მთივლიშვილს


Mtisambebi@gmail.com

ბატონო გელა,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის


სამინისტრომ განიხილა თქვენს მიერ გამოგზავნილი N 10428 წერილი, რომელიც ეხება ზემო სვანეთში
სამედიცინო მომსახურების (დიალიზის პროგრამა) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლიდან აქტიურად


მიმდინარეობს მუშაობა დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

სამინისტროს სამუშაო ჯგუფის მიერ, შეფასდა მესტიის მუნიციპალური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა და


ადამიანური რესურსები დიალიზის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის.

ამავე ჯგუფის მონაწილეობით განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეის საავადმყოფოს დიალიზის


აპარატების მონიტორინგი და ასევე უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის
ტრეინინგი. შედეგად, მიმდინარე წლის 2 მაისიდან ჰემოდიალიზის სერვისი სრულად ამოქმედდა დაბა
მესტიაში. სამინისტროს მიერ ასევე განხორციელდა დიალიზის საჭიროების მქონე ბენეფიციართა
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი და განისაზღვრა დამატებითი სერვისები სადაც
მიზანშეწონილია დიალიზის სერვისების მიწოდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უახლოეს
პერიოდში მოხდება სერვისის ამოქმედება ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთსა და ყაზბეგში.

პატივისცემით,

პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე ადამია


პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/f83ceef9-47e9-4ff0-adb6-c838b98f0fa1.html 1/1

You might also like