You are on page 1of 1

3/6/2024 სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N1


0186 თბილისი,საქართველო
+995 32 238 22 59
trainingcenter@tcj.gov.ge
www.tcj.gov.ge

06 / მარტი / 2024 წ.
KA010010513837224

№ 14/174
გორის სახელწიფო
უნივერსიტეტის რექტორს,
ბატონ ალექსანდრე
მღებრიშვილს

ბატონო ალექსანდრე,

გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში (ICRC), საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ახორციელებენ ეროვნულ
შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.
პროექტის მიზანია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა
და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
და გაუმჯობესება, სტუდენტური საკონტაქტო ქსელის შექმნა.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ერთი და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების


სამი წევრისაგან შემდგარ გუნდებს, რომლის წევრები სწავლობენ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის
საფეხურზე. შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი, სიმულაციის ფორმით, ჩატარდება საქართველოს იუსტიციის
სასწავლო ცენტრის ყვარლის სასწავლო ბაზაზე. შეჯიბრში მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც
დაკავშირებულია გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან (თბილისი-ყვარელი), განთავსებასა და
კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.
გვსურს 2024 წლის 18 მარტს ვესტუმროთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს და სტუდენტებისთვის
გავმართოთ პრეზენტაცია პროექტის შესახებ (18.03.2024; 15:00 საათი).

მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ სტუდენტთა ინფორმირება და საკონფერენციო სივრცის გამოყოფა


შესაბამისი ტექნიკური ინვენტარით (პროექტორი და ეკრანი). ასევე, თქვენი თანხმობის შემთხვევაში გვსურს
აღნიშნული ღონისძიების გაშუქება (ფოტო/ვიდეო გადაღება).
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ პროექტის კოორდინატორს თამარ ბიძიშვილს - 599 00
50 70.

პატივისცემით,

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ვახტანგ ჟვანია


ცენტრის დირექტორი

file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/8ddd12b4-c8bd-44c6-8894-9b87a2627893.html 1/1

You might also like