You are on page 1of 9

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი

ოქმი N50
2022 წელი, 17 ივნისი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი
(C კორპუსი, II სართული, ოთახი N239)

სხდომას უძღვებოდა: გიორგი ამილახვარი - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და


მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თამარ ტალიაშვილი, მაია მენაღარიშვილი,


ბექა დავითულიანი, ირაკლი მეზურნიშვილი (მარიამ ლაშხის ადგილმონაცვლე),
ვლადიმერ ჩაჩიბაია (ვლადიმერ კახაძის ადგილმონაცვლე) დავით ზილფიმიანი, ვახტანგ
მეგრელიშვილი, როსტომ ჩხეიძე.

სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის


პირველი მოადგილე;

თამარ მახარაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი


მოადგილე;

კახაბერ ერაძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის


მოადგილე.

სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის


აპარატის უფროსი სპეციალისტი.

სხდომის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი


და დაადასტურა კვორუმის არსებობა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს,
კომიტეტის წევრების მიმართვის საფუძველზე დაემატა ერთი განსახილველი საკითხი.

დღის წესრიგი:

1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და


სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს
მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის
გაუმჯობესება)“ (№07-2/152; 19.05.2022), განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;

2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა


(მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის
დაფინანსებული პროქტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების
რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო)
შორის საგრანტო შეთანხმება“ (№07-2/153; 19.05.2022), განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;

3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა ავტორიზაციის


მიმდინარეობის თაობაზე;
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე;

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის მიმდინარეობის თაობაზე;


მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე;

5. განათლების დამცველთა ასოციაციის (დავით ფერაძე) მიერ წარმოდგენილი


საკანონმდებლო წინადადება მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით (№1-4450/22;
11.04.2022), განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
თავმჯდომარე.

კომიტეტმა მოისმინა:

გიორგი კაკაურიძემ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს


წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო
შეთანხმება (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და
ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“.

მომხსენებლის განცხადებით დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი


შინაარსობრივად ებმის ამავე დღის წესრიგის მეორე განსახილველ საკითხს, რომელიც
ეხება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ
„საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც
E5P-ის დაფინანსებული პროქტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების
რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო)
შორის საგრანტო შეთანხმება“-ს. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ორივე საკითხი
ეხება მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას,
რომელიც ორ ხელშეკრულებადაა გაყოფილი საიდანაც ერთი არის სასესხო, ხოლო მეორე,
საგრანტო ხელშეკრულება. ჯამში, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს
გამოეყოფა 6 მლნ. 500 ათასი ევრო, რომელიც უნდა მოხმარდეს მთიან რეგიონებში საჯარო
სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. მომხსენებელმა განაცხადა, რომ
აღნიშნული არის 10-წლიანი სესხი, საიდანაც პირველი სამი წელი საშეღავათო პერიოდს
მოიცავს. პროექტი უნდა განახორციელოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ხოლო
სკოლები შეარჩია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საფინანსო ინსტიტუტთან
ერთად. შერჩეული 15 სკოლა მდებარეობს წალკაში, ახალქალაქში, გორში, ბორჯომში.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა იკითხა


სკოლების შერჩევასთან დაკავშირებით და დააყენე წინადადება, რომ შეძლებისდაგვარად
გადაიხედოს ეს სია და დაემატოს მას სკოლები მაგალითად სვანეთიდან ან მაღალმთიანი
აჭარიდან. როგორც გიორგი ამილახვარმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, სვანეთის რეგიონში
კომიტეტის მიერ გასვლითი ვიზიტის ფარგლებში სკოლებში არსებული სიტუაციის
გაცნობის შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული რეკომენდაცია გაიცეს
აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს


მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და სკანდინავიურ
გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმებას (საქართველოს მთიან
რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“.

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე: 7;

წინააღმდეგი: 0.

კომიტეტმა მოისმინა:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ


კომიტეტის წევრებს დღის წესრიგით განსახილველი მეორე საკითხი - საქართველოს
მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა (მიმღები) და
სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული
პროქტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და
ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო
შეთანხმება“ (№07-2/153; 19.05.2022) წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებულ
პირველ საკითხთან ერთად.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს


მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა (მიმღები) და
სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული
პროქტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და
ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო
შეთანხმებას“.

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე: 7;

წინააღმდეგი: 0.

კომიტეტმა მოისმინა:

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა


კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა მათი მიმართვის საფუძველზე დღის
წესრიგში დამატებული საკითხი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰეფი ქიდსის”-ის (ია
დუდაშვილი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 1152 მოქალაქის ხელმოწერილი
პეტიცია „აღდგეს საზაფხულო ბაღები“ (1-7086/22; 08.06.2022).

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განსახილველად


კომიტეტი მიმართავს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, რადგან საკითხის დარეგულირება
კომიტეტის უფლებამოსილების სფეროს წარმოადგენს.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს NGO “happy kids”-ის


(ია დუდაშვილი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 1152 მოქალაქის ხელმოწერილი
პეტიციის „აღდგეს საზაფხულო ბაღები“ განსახილველად გადაგზავნას თბილისის ბაგა-
ბაღების მართვის სააგენტოში.

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე: 7;

წინააღმდეგი: 0.

კომიტეტმა მოისმინა:

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მთავარმა სპეციალისტმა, ოთარ ბეჟიტაშვილმა


კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა განათლების დამცველთა ასოციაციის
(დავით ფერაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მასწავლებელთა
გამოცდებთან დაკავშირებით.

მომხსენებლის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადებაში ყურადღება


გამახვილებულია რამდენიმე საკითხზე, კერძოდ საკანონმდებლო წინადადების ავტორი
ეწინააღმდეგება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას, რომლის
მიხედვითაც არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის
დადგენილი საგამოცდო შეღავათები, რომლებიც ითვალისწინებს 2022 წელს
მასწავლებელთა გამოცდაზე გასული აპლიკანტების განთავისუფლებას საგამოცდო
მოსაკრებლისაგან. აღნიშნული შეღავათი მოქმედებს მხოლოდ არაქართულენოვანი
სკოლების მასწავლებლებისათვის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და წარმოადგენს
დისკრიმინაციულ მიდგომას. საკანონმდებლო წინადადების ავტორს, ასევე,
არაკონსტიტუციურად მიაჩნია ის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აღარ
არსებობს. გარდა ამისა, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით
გაპროტესტებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება საჯარო სკოლების
მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების თაობაზე.
ავტორის მოსაზრებით მასწავლებლის სტატუსის დანამატი დამოკიდებული არ არის
ვაუჩერზე და ფინანსდება უშუალოდ მთავრობის მიერ. ამასთანავე, საკანონმდებლო
წინადადებაში კანონსაწინააღმდეგოდ არის მიჩნეული ერთ მოსწავლეზე გათვლილი
ფინანსური ნორმატივებისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის
დიფერენციაციაც.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა


აღნიშნა, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის არ მქონე
სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი მიმართვა, რომელიც ითვალისწინებს
ახალი კანონის მიღებას, კანონში ცვლილების შეტანას ან კანონის ძალადაკარგულად
გამოცხადებას. ამ შემთხვევაში, კი, საქმე გვაქვს მთავრობისა და მინისტრის
კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნასთან. გარდა ამისა,
სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოდგენილი მოთხოვნები არის დაუსაბუთებელი,
როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის, ასევე, კანონთან წინააღმდეგობის კუთხით,
ისინი ემყარება მხოლოდ ავტორის სუბიექტურ მოსაზრებებს და ძირითად არგუმენტებად
მოყვანილია ფაქტობრივი მდგომარეობა და არ არის ახსნილი ის ლეგიტიმური მიზანი, რის
გამოც კანონქვემდებარე აქტებში მოხდა ცვლილებები. ამდენად, როგორც ოთარ
ბეჟიტაშვილმა კომიტეტის სხდომაზე თავის გამოსვლისას განაცხადა, საკითხი არ
წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადების ფორმატში განსახილველ საკითხს, ასევე,
სამართლებრივი თვალსაზრისით ის არის დაუსაბუთებელი და არასაკმარისი
არგუმენტებით წარმოდგენილი.

კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა თავის


გამოსვლაში ხაზი გაუსა იმ რეფორმას, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა
და მისი გადავადება არაერთხელ მოხდა, საბოლოო თარიღად, კი, გასული წლის 31
დეკემბერი განისაზღვრა. გამომსვლელმა აღნიშნა, რომ არცერთი მომართვა, რომელიც
კომიტეტის მისამართით იყო წარმოდგენილი არ დარჩენილა რეაგირებისა და
უკუკავშირის გარეშე, ამასთანავე, სწორედ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
აქტიური ჩართულობით ერთი კრედიტის მქონე მასწავლებლებსაც მიენიჭათ სტატუსი.
მაგრამ, ცხადია დარჩა ის კატეგორია, რომელთაც ვერ გადალახეს ეს ბარიერი. მეორე მხრივ,
არსებობს საზოგადოების ძალიან ჯანსაღი და სწორი მოთხოვნა, რომ სკოლებში უნდა
იყვნენ გარკვეული კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები. შესაბამისად, სამწუხაროდ, იმ
მასწავლებლებს, რომელთაც ვერ დაადასტურეს საკუთარი კომპეტენცია წლების
განმავლობაში, ახლა მხოლოდ შესაძლებელია შევთავაზოთ მათთვის ხელმისაწვდომი
მომზადებისა და გადამზადების პროგრამები, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი ისედაც უზრუნველყოფს. შესაბამისად, უნდა შეიქმნას
მათთვის შესაძლებლობა, რომ კიდევ გავიდნენ გამოცდებზე და ჩაბარების შემთხვევაში
მიიღებენ მასწავლებლის სტატუსს. თუმცა, რაიმე გამონაკლისების დაშვების წესით,
რეფორმისთვის ზიანის მიყენება არ უნდა მოხდეს, ამასთანავე სტატუსიანი
მასწავლებლების გათანაბრება მათთან, ვინც ვერ დაადასტურეს კომპეტენცია არ არის
სწორი.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს განათლების


დამცველთა ასოციაციის (დავით ფერაძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებას მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით (№1-4450/22; 11.04.2022).

კენჭისყრის შედეგები:

მომხრე: 0;

წინააღმდეგი: 7.

კომიტეტმა მოისმინა:

თამარ მახარაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ,


კომიტეტის წევრებს წარუდგინა მოხსენება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებათა ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა ავტორიზაციის


პროცესი მოიცავს კანონით გათვალისწინებულ შემდეგ აქტივობებს: დაწესებულებების
პირველადი რეგისტრაცია, ავტორიზაციის დროებითი წესის დამტკიცება, თვითშეფასების
განხორციელება, დიაგნოსტიკური ანალიზი, ავტორიზაციის განრიგის დამტკიცება და
ავტორიზაციის პროცესის წარმართვა. 2022 წელს იწყება რეგისტრაცია, 2023 წელს
თვითშეფასების განხორციელება, შემდეგ ანალიზი და საბოლოო საფეხური არის
ავტორიზაცია. 2022 წლის 1 ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, როგორც საჯარო, ისე კერძო
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, ვალდებულია გაიაროს
რეგისტრაცია. აღნიშნულის შემდეგ იწყება თვითშეფასება, რომელშიც მონაწილე
სპეციალისტიც დაეხმარება დაწესებულებას თვითშეფასების პროცესის განხორციელებაში.
2025-2029 წლებში განხორციელდება ეტაპობრივი ავტორიზაცია. შემუშავებულია
რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის პროექტი, შექმნილია
რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა, აღნიშნული ელექტრონული სისტემა არის
პილოტირებული, რადგან კარგად გამოჩნდეს როგორ მუშაობს პრაქტიკაში. რეგისტრაციის
პროცესის შესასწავლად დაგეგმილია ტრენინგები ბაგა-ბაღების გაერთიანებებთან, რათა
რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით ყველა ბაღს ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია.
მომხსენებლის განცხადებით, უკვე შეიქმნა ავტორიზაციის ჯგუფი და განხილულია
სტანდარტები. საკოორდინაციო ჯგუფში შედის ყველა ის დარგობრივი სამინისტრო და
უწყება, რომელიც უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. მომზადებულია ტექნიკური
რეგლამენტის გადამუშავებული ვერსიები და მიმდინარეობს მუშაობა ავტორიზაციის
დროებით წესზე. გეგმა საჯარო განხილვების შესახებ, ყველა დაინტერესებულ მხარესთან,
უკვე შედგენილია. საკოორდინაციო ჯგუფში შედიან განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრი, მართვის საინფორმაციო სისტემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის პროექტი
„ინოვაცია და ინკლუზიურობა“, თბილისის მერია და კერძო ბაღების ასოციაცია. რაც
შეეხება მუნიციპალიტეტების ჩართულობას, თამარ მახარაშვილის განცხადებით,
რეგისტრაციის პროცესშიც, კი, დიდი როლი აქვთ მათ. მუნიციპალიტეტი ამოწმებს და
ადასტურებს დაწესებულების მიერ განხორციელებულ თვითშეფასებას, ის წარმოადგენს
მხარდამჭერს, რათა ავტორიზაციის პროცესისთვის მომზადდეს მის ტერიტორიაზე
არსებული კერძო და საჯარო ბაღები.

კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა თავის


გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტების როლზე და აღნიშნა, რომ
აუცილებელია მათი ჩართვა მთელს პროცესში, რადგან საბოლოო ჯამში
დეცენტრალიზაციის პროცესის შესაბამისად, მათ დამოუკიდებლად შეძლონ პროცესების
მართვა 2030 წლის შემდეგ. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზანი, მათი რესურსისა და
გამოცდილების გაზრდა უნდა იყოს. გარდა ამისა, მისი კითხვა ეხებოდა კერძო ბაღების
საკითხს, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელია, რომ კერძო ბაღებამდე
სწორად მივიდეს ინფორმაცია იმ პოლიტიკის შესახებ, რომელიც საფუძვლად უდევს
ავტორიზაციის პროცესს და მიღწეულ იქნას საბოლოო მიზანი, რომ გადატვირთული
საჯარო ბაღების განტვირთვა და კერძო სექტორის წახალისება მოხდეს. თვითშეფასების
საკითხთან დაკავშირებით, გიორგი ამილახვარმა იკითხა, არსებობს თუ არა უკვე
დამტკიცებული რაიმე ფორმა, რა სისტემით მოხდება მუშაობა, ჩართულობა და
უკუკავშირის მიღება.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ყურადღება


გაამახვილა კერძო ბაღებზე, მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არ არსებობს
ინფორმაცია კერძო ბაღების რაოდენობის შესახებ, შესაბამისად, აუცილებელია ისეთი
მექანიზმის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა კერძო ბაღამდე ინფორმაციის
მიწოდებას და აგრეთვე, მათ ჩართვას ავტორიზაციის პროცესში. თამარ ტალიაშვილმა
იკითხა, რამდენად არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეჯერებული
ინფრასტრუქტურული სტანდარტის შემუშავება, ამასთანავე არსებობს თუ არა
შეთანხმებული პროექტი აღნიშნულთან დაკავშირებით.

კახაბერ ერაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის


მოადგილემ კერძო ბაღებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როგორც კი დაიწყება
რეგისტრაციის პროცესი, ეტაპობრივად მოხდება ყველასთან დაკავშირება. გარდა ამისა,
მისი თქმით, კერძო ბაღებთან უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, სადაც
მიეწოდათ ინფორმაცია, გარდა ამისა, მომხსენებლის განცხადებით, პროცესში ჩართულია
კერძო ბაღების ასოციაციაც, რომელიც ფარავს კერძო ბაღების დიდ ნაწილს და მათი
წვლილი კომუნიკაციის ნაწილში არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი, ისევე როგორც,
მუნიციპალიტეტების, რომლებიც თავის მხრივ, კოორდინაციას უწევენ თავიანთ
ტერიტორიაზე არსებულ კერძო ბაგა-ბაღებს. კახაბერ ერაძის განმარტებით,
თვითშეფასების პროცესისთვის შემუშავდება ისეთი პლატფორმა, რომელიც დაეფუძნება
სტანდარტებს და მას დაუჭერენ მხარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის წარმომადგენლები, ელექტრონული პლატფორმის შემუშავების პროცესში, კი,
აქტიურადაა ჩართული იუნისეფი. გარდა ამისა, აღნიშნული ორგანიზაციის
წარმომადგენლები ჩართულები არიან სტანდარტების შემუშავების პროცესშიც. კახაბერ
ერაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ალტერნატიული სერვისების მიწოდების შესახებ
მუშაობა მიმდინარეობს სამინისტროში, თუმცა, მისი განხილვა ავტორიზაციის პროცესში
არ ხდება.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია მენაღარიშვილმა, იკითხა იმ ფინანსური


რესურსის შესახებ, რომელიც სჭირდება ავტორიზაციის განხორციელებას, ამასთანავე მისი
კითხვა ეხებოდა იმ შედეგებს, რაც ავტორიზაციის ვერ გავლას მოჰყვებოდა სკოლამდელი
დაწესებულებებისთვის.

თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ ავტორიზაციის მთლიანი პროცესი მხარდაჭერაზეა


დაფუძნებული და დრო 2030 წლამდე სწორედ იმიტომაა, რომ ბაგა-ბაღებმა
პრიორიტეტების მიხედვით შეძლონ გამოწვევების მოგვარება. მისი თქმით, ფინანსური
კუთხით დათვლილია ავტორიზაციის პროცესში რა არის საჭირო სერვისის
განხორციელებისას, მაგრამ პრობლემების ნაწილი თვითშეფასების პროცესის შემდეგ
გამოიკვეთება. შეფასების სისტემა იმიტომაა განვითარებაზე ორიენტირებული, რომ
ეტაპობრივად წლების მიხედვით გაუმჯობესდეს ის თემები, რომელიც გამოწვევას
წარმოადგენს თითოეული ბაღისათვის.

კომიტეტმა მოისმინა:

კახაბერ ერაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის


მოადგილემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა მოხსენება ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა ავტორიზაციის მიმდინარეობის თაობაზე. მომხსენებლის განცხადებით,
შეიცვალა ექსპერტთა კორპუსი, რომლებიც ახალი სტანდარტებისა და ხედვის მიხედვით
არიან შერჩეული, შემუშავებულია მათი სერტიფიცირების სისტემაც. მისი თქმით,
სისტემაში არის უკვე 146 პირი, რომლებიც მხარს უჭერს დიაგნოსტიკური შეფასების
პროცესს, სისტემაში, ასევე, შემოვლენ საგნობრივი ექსპერტებიც. ივლისის თვე დაეთმობა
საჯარო განხილვებს, სტანდარტების პროექტები არის შემუშავებული და დაახლოებით
სექტემბრისთვის შესაძლოა იყოს დამტკიცებული. აღნიშნული სტანდარტები სსიპ-ებთან
არის უკვე გავლილი და მიმდინარე პროცესი ითვალისწინებს მათ სკოლებთან გავლას.
სამინისტრო ღიაა უკუკავშირისთვის და როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები თავიანთი
მხრიდან დაინახავენ პროცესს და შესაბამისად ჩასწორდება და დაიხვეწება აღნიშნული
სტანდარტები საბოლოო პროექტის მიღებამდე. დღეისთვის 310 საჯარო სკოლამ უკვე
გაიარა დიაგნოსტიკური თვითშეფასების პროცესი და წლის ბოლომდე ყველა სკოლა
გაივლის, რის შედეგადაც გამოიკვეთება საბოლოო სურათი, თუ რომელ სკოლას რა მზაობა
აქვს ავტორიზაციის პროცესის დასაწყებად.

კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:

კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ აუცილებელია სწორად


იქნას გაგებული ავტორიზაციის პროცესი, რომელიც მთლიანად მიმართულია
განვითარებისკენ.

კახაბერ ერაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სტანდარტების გზამკვლევები


პარალელურად არის დამზადებული, რომელიც სწორად განმარტავს იმ მექანიზმებს,
რომელიც საჭიროა ავტორიზაციის საბოლოო პროცესისთვის.

სხდომის თავმჯდომარე: გიორგი ამილახვარი

სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე

You might also like