You are on page 1of 2

4/26/2023 საჯარო რეესტრი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

KA011751920359223
მისამართი: თბილისი 0114 ვახტანგ გორგასლის N22; www.napr.gov.ge;

ცხელი ხაზი: 2 405 405

# 86307 26 / აპრილი / 2023 წ.

კახაბერი ტყემალაძეს (პირადი ნომერი:


25001001795)
მის.: ლაგოდეხი, სოფელი ფოდაანი

ბატონო  კახაბერ,

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 20 აპრილს წარმოდგენილ N97861/17


წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2022-2024 წლების
პროგრამით განსაზღვრულია მომდევნო 3 წლის განმავლობაში სისტემური წესით 1.2 მილიონი
ჰექტარი მიწის რეგისტრაციის და მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულყოფილი საკადასტრო
მონაცემების შექმნის აუცილებლობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის № 798 ბრძანებით განისაზღვრა


სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები (59 მუნიციპალიტეტი), სადაც სისტემური
რეგისტრაცია უნდა დასრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ
არეალებში საველე და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების გრაფიკი
დამტკიცებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 2 ნოემბრის
№2915/ს ბრძანებით.

პროექტი განხორციელდება სააგენტოს მიერ პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული


სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მის მიერვე პროაქტიულად და სისტემურად შედგენილი მიწის
ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფუძველზე. უფლების რეგისტრაციასთან
დაკავშირებულ ყველა პროცედურას (დაინტერესებული პირის იდენტიფიცირებას, უფლების
დამდგენი დოკუმენტების მოძიებას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვა-აგეგმვას და
რეგისტრაციას) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
რეგულაციების შესაბამისად, შეასრულებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები


(საამზომველო ჯგუფები) ადგილზე მოახდენენ მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვას/აგეგმვას და
შეავსებენ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმს. ოქმში აისახება მიწის ნაკვეთზე
დაინტერესებული პირის უფლების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის ინფორმაცია
(დოკუმენტური თუ ფაქტობრივი), დაინტერესებულ პირს უფლება აქვს ოქმის შედგენის პროცესში
წარმოადგინოს მის ხელთ არსებული უფლების დამადასტურებელი (მათ შორის თვითნებურად
დაკავების ფაქტის დამადასტურებელი) დოკუმენტი.

გაცნობებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში


რეგისტრაციის პროცესით გათვალისწინებული საველე სამუშაოები მიმდინარეობს. საველე ჯგუფი
დაგიკავშირდებათ  მითითებულ ნომერზე.

დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონული ფორმით წერილზე


დატანილი 15 ნიშნა ნომრით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-
გვერდზე www.napr.gov.ge ელექტრონული კანცელარიის მეშვეობით.

file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/7943b1c6-aba7-46e3-8813-b8355415389d.html 1/2
4/26/2023 საჯარო რეესტრი

file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/7943b1c6-aba7-46e3-8813-b8355415389d.html 2/2

You might also like