You are on page 1of 1

04 ოქტომბერი 2023

N 21-14/78136

აუდიტის დეპარტამენტი

შპს „ხაჯაოღლუ”-ს (ს/ნ 434178980)


მისამართი: მარნეულის რაიონი, ნ. ნარიმანოვის ქ. N4

განმეორებით გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში
წარმოადგინოთ 2022 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 01 ივლისამდე პერიოდის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი
სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია;
2. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (ელექტრონული დანართის შესაბამისად);
3. ცნობა საბანკო დაწესებულება(ებ)ში გახსნილი ანგარიშების შესახებ და აღნიშნული ანგარიშებიდან ამონაწერები
ბანკის/ბანკების მიერ დამოწმებული სახით, ასევე ამონაწერის ელექტრონული ვერსია.
ასევე, გთხოვთ ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული წარმოების შემთხვევაში, წარმოგვიდგინოთ პროგრამის ასლი
(ელექტრონული სახით).
გთხოვთ გაითვალისწინეთ:
● თუ მითითებულ ვადაში ობიექტური გარემოებების გამო (დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, საგადასახადო ორგანოს/სხვა
ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით) ვერ ახერხებთ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენას, ვადის
გადავადების შესათანხმებლად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს და შემდგომ, წერილობითი ფორმით (მათ შორის ელ. ფოსტით)
წარმოადგინეთ მოცემული ვადის გადავადების თაობაზე დასაბუთებული განმარტება.
● მითითებულ ვადაში მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა სსკ-ის 279-ე
მუხლის მიხედვით, კერძოდ, პირველ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა შეადგენს 400 ლარს, ხოლო ყოველ განმეორებით შემთხვევაზე
1 000 ლარს.
საკონტაქტო პირი: ნინო მაღალდაძე 599 330177.
საფუძველი: 06.09.2023 წ. N 88816-21-14 მოხსენებითი ბარათი.

ილარიონ ჭავჭავაძე

სამმართველოს უფროსის მოადგილე

აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო

You might also like