You are on page 1of 8

საქართველოს და მსოფლი ოეკონომიკა ოცდამეერთე საუკენში ყველაზე დიდი გამოწვევის

დგას კოვიდ 19მა თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი შეცვალა და რაც მთავარია ეს
უკანასკნელი ყველამ საკუთარ ჯიბეზე ვიგრძენით. დღევანდელ ესეში მინდა ვილაპარაკო იმ
გამოწვევებზე რომლის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა დგას როგრო ვუმკლავდებით და
როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მას

უკვე ცხადია, რომ ვირუსთან ბრძოლა დიდ დანახარჯთან არის დაკავშირებული. იმისდა
მიუხედავად, რომ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებისა და მთავრობის მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებების ეფექტიანობაზე, დიდწილად ინფორმაციული ვაკუუმი
არსებობს, სხვა ქვეყნების ტენდენციებზე დაყრდნობით, შესაძლებელია გარკვეული
პროგნოზების გაკეთება, თუ რა ფასის გადახდა მოგვიწევს პანდემიასთან ბრძოლაში.
უშუალოდ პანდემიამ ეკონომიკის რამდენიმე სექტორზე იქონია ნეგატიური გავლენა,
როგორიცაა, მაგალითად, ტურისტული ბიზნესი, თუმცა საგანგებო მდგომარეობის
პირობებში გამოცხადებულმა შეზღუდვებმა, ფაქტობრივად ყველა ეკონომიკის სექტორი
დააზარალა, რასაც, პირველ რიგში, უმუშევრობის მასობრივი ზრდა მოყვა.

მაგალითად, აშშ-ში, საქართველოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად უფრო სუსტი


შეზღუდვების პირობებში, უმუშევრობის ზრდის ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა:
პირველ კვირას 3.3 მლნ-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური, მეორე კვირას - 6.8 მლნ, 6.6
მილიონი - მესამე კვირას და 11 აპრილისთვის კიდევ 5.2 მლნ ადამიანი დარჩა უმუშევარი.
უმუშევრობის მაჩვენებელი მარტში 4.4%-დე გაიზარდა და პროგნოზით, თუ შეზღუდვები
უახლოეს მომავალში არ დასრულდება, შეიძლება დიდი დეპრესიის დროს დაფიქსირებულ
ნიშნულებსაც კი აცდეს და 30%-მდე გაიზარდოს. ასევე ჰონ კონგში უმუშევრობის
რაოდენობამ რეკორდულ 3.5% მიაღია

უმუშევრობის ზრდას ადამიანების შემოსავლების ვარდნა მოყვება, რაც პროდუქტებზე და


მომსახურეობაზე შეზღუდვებით შემცირებულ მოთხოვნას დამატებით შეამცირებს, რასაც,
შესაბამისად, კომპანიების გაკოტრება მოჰყვება, ეს კი არა მხოლოდ ეკონომიკური კრიზისით,
არამედ ბიუჯეტის შემოსავლებისშემცირებით და საბანკო სისტემაში პრობლემებით
დასრულდება.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება შეზღუდვები, მით უფრო დიდი იქნება ზარალი და თუ
დაახლოებით ორი თვის წინ საუბარი იყო მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ტემპების
შემცირებაზე, დღეს საკითხი ასე დგას,

თუ როგორი იქნება ეკონომიკის შემცირება და რამდენად სწრაფად შევძლებთ ამ


კრიზისიდანგამოსვლას.

მ ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ

არსებობს რელევანტური ინფორმაციის ნაკლებობა, კონკრეტული ციფრების პროგნოზირება

რაიმე სარგებლის მომტანი არაა, მაგრამ უკვე შეიძლება იმ გადაწყვეტილებებზე მუშაობა,

რომლებიც კრიზისის ყველაზე მტკივნეული შედეგების ეფექტს დააკომპენსირებს.

რადგან საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ადამიანების მოთხოვნა

შეზღუდვების დროს ვერ მიღებულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე გაიზრდება,


ეკონომიკის

გარკვეული სექტორები შედარებით ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებენ.


ამიტომ მათ მხოლოდ მოკლევადიანი დახმარების ზომები ჭირდებათ. თუმცა,
თუგავითვალისწინებთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას დანაზოგები
არ გააჩნია, ეს ეფექტი მით უფრო მცირე იქნება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება საგანგებო
მდგომარეობა.

სრულიად მცდარია ასევე მოსაზრება, რომ ეკონომიკური კრიზისი - ადამიანების სიცოცხლის


გადარჩენის საფასურია. არსებული მდგომარეობის სირთულე ადამიანების გადარჩენით ვერნ
იქნება გამართლებული, რადგან ჩვენ ვდგავართ კლასიკური მორალური დილემის წინაშე,
როცა ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ადამიანების სიკვდილს გამოიწვევს და მხოლოდ
არჩევანია გასაკეთებელი, თუ რომელი ადამიანთა ჯგუფი დაიღუპება და რომელი
გადარჩება.

ჩემი აზრტ ამ გადაწყვეტილების მიღების მორალური უფლება არცერთ ექმის და რცერთ


მთავრობას არ გააჩნია პანდემიურ სამყაროში და განსაკუთრებით საქართველოში ეკონომიკა
იხატება რაღაც ეფემერული ბუჯრუსით მოცული აბსტრაქტული სფერო და გვეუბნებიან რომ
სასწორის ერთ პინაზე დევს ადამიანთა სიცოცხლეები და მეორე მხარეს ეს ეფემერული
ეკონომიკა. ეს შეფასება პრინციპულად არასწორია რადგან არასბებოს ეკონომიკა და
ადამიანები ეკონომიკა არის ადამიანები ეკონომიკას ქმნის ადამიანები რეალურად ორივე
პინაზე ადამიანთა სიცოცხლეებია არავის არ აქვს იმის უფლება რომ აირჩიეოს რომელი
სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესს მიუტითოს როდის დაიხუროს ან გაიღოს
რადგან არავინ არ იცის მესაკუთრემ ამაში რა ჩადო რიგ შემთხევაში მესაკუთრეებს ბიზნესში
სახლიდან დაწყებული მანქანით დასრულებულ იყველაფერი ჩადებული აქვთ და
ვეუბნებით დაიკეტეთო რა უფლებით? არავინ არ აწარმოებს იმის სტატისტიკას თუ რამდენი
ადამიანი მოკვდა იმის გამო რომ დროზე ვერ მიიღო წამალი რამდენი ადამიანი მოკვდა
დროული სამედიცინო დახმარების არ აღმოჩენის გამო. სამაგრიეროდ ყოველ დღე ყველა
ტელევეზიით სახეში გვაჯახებენ კოვიდ ინფიცირებულების რიცხვს ეს ჩემი აზრით
ჩვეულებრივი მანიპულაციაა.

ყველაზე სწრაფად, დიდი ალბათობით, თვითმკვლელობის ზრდას დავინახავთ, რაც ყველა


ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული შედეგია. მაგალითად, აშშ-ში
2007-
2009 წლის კრიზისის შემდეგ სუიციდების ზრდამ 4 750 ადამიანი იმსხვერპლა
რაც დაახლოებით სუიციდის მაჩვენებლის 0.99%-ით ზრდას ნიშნავს უმუშევრობის 1%-იანი
ზრდის საპასუხოდ. დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის 10%-იანი ზრდა, სუიციდების 1.4%-იან
ზრდას იწვევს. საბერძნეთში, სადაც კრიზისის კიდევ უფრო ღრმა იყო, ვიდრე აშშ-ში,
სუიციდის შემთხვევების ზრდამ 60% შეადგინა.
სუიციდის ყველაზე კონსერვატული, 20%-იანი ზრდა რომც ავიღოთ, საქართველოში, სადაც
ყოველ წელს 300-400 ადამიანი იკლავს თავს, პანდემიასთან ბრძოლით გამოწვეული
ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 60-80 დამატებით სიკვდილს ნიშნავს, პირველ რიგში
საშუალო ასაკის ადამიანებს შორის, რომლებზეც უმუშევრობას ყველაზე დიდი ნეგატიური
ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს. ხოლო, ქალებს შორის უმუშევრობის ზრდას, შესაძლოა,
ოჯახში ძალადობის ფაქტების ზრდა მოყვეს, რადგან სამსახურს გარეშე დარჩენილი ქალი
ნაკლებად დამოუკიდებელი და დაცულია პარტნიორის აგრესიული ქმედებებისგან.

ახლა კი უფრო კონკრეტულად ეკონომიკაზე გადავალ დასაწყისისთვის მინდა გამოვყო


მთავარი პრობლემები ესენია:

 ინფლაიცა
 უმუშევრობა
 სიღარიბე
 საგარეო ვალი
 რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა
 მოქალაქეების არასათანადო ინფორმირება
 სახელმწიფო სუბსიდიები

შევეცდები თითოეული მათგანი გავიხილო

რაც შეეხება ინფლაიცას ინფალიციის პუნქტში ასევე ფასებსაც შევეხები რადგან იფლაცია
პირდაპირ კავშირშია ფასების ზრდასთან ამ საკითხზე საუბრისას ვალდებული ვარ რომ
ეროვნულ ბანკს შევეხო რომელსაც ამ ჯერადაც ვერ აუვლი გვერდს

უკვე თითქმის ერთი წელია რაც ეროვნული


ბანკი ვერ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას და ინფლაცია მნიშვნელოვნად
აღემატება 3%-ს. ეს ფაქტი მარტივად ახსნადია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული
ბანკი
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე რბილ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებდა. ის,
ისტორიულად, მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იმგვარად იყენებს, რომ ფულის მასა და
შედეგად, ფასები იზრდება. 

 როცა ლარის გაუფასურების მიზანმიმართული


პოლიტიკა ლარის კურსის სწრაფ ვარდნაში გამოვლინდა, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებს
მიმართა. ინტერვენციები სავალუტო ბირჟაზე, არა მარტო დოლარის მიწოდებას ზრდის
ბაზარზე, არამედ ლარის მასას ამცირებს, რაც თავის მხრივ, ფასების ზრდის ტემპის
შემცირებას იწვევს, რაც თავის მხრივ ძაან კარგია ამიტ ინფალიცაც შეჩერდება მაგრამ
ამავდროულად, ეროვნული ბანკი თავის სხვა ინსტრუმენტს, რეფინანსირების
სესხებს იმგვარად იყენებდა, რომ ფულის მასის ზრდა ოქტომბრამდე გაგრძელდა

ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ეროვნულმა ბანკმა 72.8 მლნ დოლარი გაყიდა, მაგრამ
ამავდროულად, 500 მლნ ლარით გაზარდა იგივე პერიოდში ფულის მასა. მსგავსი სიტუაცია
განმეორდა 2020 წლის მარტშიც, როცა 100 მლნ დოლარის ინტერვენციის პარალელურად,
რეფინანსირების სესხის სახით, ეროვნულმა ბანკმა თითქმის 720 მლნ ლარის ემისია
განახორციელა. ეს არის ასევე პასუხი იმაზე რომ თუ ებანკი ამცირებს ფულის მასას რატომ
გრძელდება ინფლაცია არა მეგობრებო ებანკი არ ამცირებს ფულის ამსას ამიტომაც
ინფალციის გაჩერება წარმოუდგენელია

ეს ნაბიჯები სხვა წელში უბრალოდ არასწორი ნაბიჯები იყო ხოლო პანემიის დროს ამ
ყველაფერს შესაძლოა კატასტროფული შედეგები ქონდეს

მეორე პრობლემა მოცემუოლი სიიდან არის სიღარიბე

სიღაიბე საქართველოში ყოველთვის იყო პრობლემა და ერთი კომიკური შემთხევვაც


გვქონდა 2016 წელს როდესაც საქტატმა თქვა რომ ეკონომიკა გაიზარდა ინვესტიციები
გაიზარდა ლარი გამყარდა ხოლო სიღარიბე კი გაიზარდა ნუ საქტატისგან და ებანკის
ასეთები არ უნდა გვიკვირდეს სიღარიბესთან ბრძოლა პანდემიის დროს ძალიან რთული
რამაა ამას იქამდე უნდა დავპირისპირებოდიტ სანამ ეს პანდემია დაიწყებოდა ასე რომ მე
აქედან რეგულაციების ძალაში დატოვების შემთხვევაში გამოსავალს ვერ ვხედავ ნუ არის
ერთი ვარიანტი რომელის მიხედვითაც სახელმწიფო დაეხმარება მათ მაგრამ რატო არ
იმუშავებს ეს დაფინანსება შემდეგში განვიხილავ
უმუშევრობაზეც იგივეს თქმა შემიძლია იმ შემთხევაში თუ ბიზნეს მიეცემა თავისუფალი
ქმედების უფლემა ეს პრობლემა თავის ტავად გაქრება მაგრამ როგროც სიღარიბე ასევე
უმუშევრობა აქამდეც იყო პრობლემა რაც გამოწვეულია დიდი სახელმწიფო ქონებით რადგან
ამ წუტას კერძო საკუთრება მხოლოდ 20% შეადგენს. ამ პრობლემას უფრო დეტალურად
განხვიხილავ

საგარეო ვალმა კრიტიკულ ნიშანს მიაღწია ამ პანდემიაში ის უკვე 60 პროცენტს მიუახლოვდა


რაც სრული კატასტროფაა მაგალითისთვის ჩვენ ყველამ ხელფასზე და სხვა რამეებზენ უარი
რომ ვთქვატ და ჩვენი ყველა ფული სახელმწიფოს მივცეთ საგარეო ვალის გასასტუმრებლა
დაახლოებით 15 წელი მაინც დაგვჭირდება რაც ასევე არ იძლევა ოპტიმიზმის საშუალებას

პანდემიის დროს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება გარკვეული მასების მხრიდან


პოზიტიურად იქნა აღმული რასაც პრინციპულად არ ვეთანხემბი ვინ მიიღო ს სუბსიდიები?
მთავრობასთან დაახლოებულმა ბიზნესებმა და მცირე და საშუალო ბიზნესი არაფრის გარეშე
დარჩა

ეკონომიკისგან კიდევ ცოტას გადავუხვევ ჩემი ლიბერალური შეხედულებეებიდან


გამომდინარე რომ ყველა ადამიანი თავისუფალია ტავის ქმედებებში სანამ მეორეს ფიზიკურ
შეურაცხყოფას არ აყენებს მთავეობის სამე არაა რეგულაციების დაწესება ყოველ შემხვევაში
არ უნდა იყოს მთავრობამ უნდა გვითხრას ეს არის ასეთი ასეთი ვირუსი და მე უნდა
გადავწყვიტო გავალ გარეტ თუ დავრჩე შინ

პანდემიის პერიოდში შექიმნა ილუზია რომ აქამდე კარგი ეკონომიკა გვქონდა და ახლა
კოვიდმა დაღუპა ეს წინადადება არის ნონსენსი რაგდან ჩვენ 8-9 წელია ნორმალური
ეკონომიკა არ გვქონია. მითუმეტეს 2020 წელში პანდამიის გაუთვალისწინებლად ეკონომიკის
3%იტ შემცირება იყო მოსალოდნელი და ეკონომიკური ზრდა იანვრიდან პანდემიამდე 1.5%
პროცენტი იყო იმის თქმა მინდა რომ ეს ეკონომიკური კრიზისი შექუცეველი პროცესი იყო
რომელიც კოვდმა უბრალოდ დააჩქარა კი ჩვენ იეკონომიკა იზრდებოდა 4,2%ით მაგრამ
ისეთი ქვეყანისთვის როგორიც საქართველოა ეგ ზრდა არის კატასტროფა და დაღუპვა ჩვენ
უნდა ვიზრდებოდეთ 12-14-16-18%ით თუ რამე გვინდა მაგრამ ეს არ გვაქვს რისი მიზეზებიც
ბევრია ჩვენ რომ უფრო კარგი ეკონომიკა გვქონოდა შეიძლებოდა ეს უფრო მარტივად
გადაგვეტანა მაგრამ ეს ასე არ მოხდა და მთავრობის იემდზე დავრჩით თუ რას იზამს და თუ
როგორ დაგვეხმარება ჩემი აზრიტ ხალხი მტავრობის დახმარებაზე არ უნდა იყოს
დამოკიდებული მაგრამ მთავრობას შეუძლია ხალხის დახმარება რამდენიმე შემთხევევაში

მთავრობის მიერ ნებისმიერი გეგმები მარტო ამ პირობების დაკმაყოფილებისას შეიძლება


იყოს მისაღები:

1. თუ იქნება მიზნობრივი - ანუ იმათკენ მიმართული, ვისაც დანარჩენებზე მეტად


უჭირს. 

2. თუ იქნება აუცილებლად ფულადი - თუ რამეში ეხმარები მაგ გაჭირვებულს, ფული


მიეცი და თავად გადაწყვიტოს რა არის მისთვის პრიორიტეტული, 200 კუბური მეტრი
გაზი, პიურე თუ კარდიომაგნილი.

3. და ყველაზე მნიშვნელოვანი - თუ ეს დახმარების ფული წამოვა მთავრობის მიერ


საკუთარი ხარჯების შეკვეციდან ან რამე საერთაშორისო გრანტიდან (გრანტია, როცა
ფულს უბრალოდ გჩუქნის რომელიმე მეგობარი სახელმწიფო ან ორგანიზაცია - სესხი
სხვაა).
თუ პირველ პირობას არ დააკმაყოფილებს ეს გეგმები, გამოვა, რომ ვიღაც უფრო ღარიბის
ჯიბიდან ამოღებული ფულით, ვიღაც უფრო მდიდარს ეხმარება მთავრობა.

თუ მეორე არ დააკმაყოფილა, დახმარების შინაარსი მახინჯდება - არავინ იცის, ვის რა


სჭირდება ყველაზე მეტად. მიეცით საშუალება, ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი
პრიორიტეტები. ასეთი ხარჯვა უფრო ეფექტურიც იქნება ეკონომიკის პრე-კრიზისულ
მდგომარეობაში დასაბრუნებლად.

და ყველაზე მნიშვნელოვანი - თუ მესამე არ დააკმაყოფილა მთავრობის პროგრამამ - ანუ ეს


დასახმარებელი გეგმის ლარიანები ან უბრალოდ ადგა და ჰაერიდან დაბეჭდა, ან ვალი აიღო
- გამოვა რომ უბრალოდ ფოკუსს ჩაატარებენ, ვითომ ეხმარებიან გაჭირვებულებს,
სინამდვილეში კი, ინფლაციის კიდევ უფრო გაზრდით ან/და მომავალში იმ ვალის
დასაბრუნებლად ჩვენი მეტად დაბეგვრით, სულ ძმრად ამოგვადენენ დღეს მოცემულ
თითოეულ ლარიანს, დაგვაბრუნებინებენ სათითაოდ და პლუს ზემოდან პროცენტსაც
დაგვარიცხავენ, ამ ფოკუსის "საოპერაციო ხარჯად".

მთავრობას შეუძლია ცოტა თავს შემოუძახოს და თუნდაც რამდენიმე წლის წინანდელ


ბიუჯეტზე "გადაჯდეს", პუნქტებად გაიაროს თითოეული ხარჯვა და შეკვეცოს ყველგან,
სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ხარჯი არაა.

მაგრამ, ამ საარჩევნო წელს, როდესაც საჯარო სამსახურში დასაქმებულების კეთილგანწყობა


ასეთი მნიშვნელოვანია ხოლმე მთავრობებითვის, ძალიან მეეჭვება რამე ხარჯი შეიმცირონ
და ყველაზე ცუდ სცენარს ველოდები - ახალი ფულის ბეჭდვით, ვალების აღებით,
ხალიჩისებრი დახმარებები არამიზნობრივად დაჯგუფებულ ჯგუფებზე...

ჩემი აზრით აქედან გამოსვლის ძალიან ადვილი საშუალებაა უნდა გაიხსნას ყველაფერი
უნდა გაქუმდეს ყველა რეგულაცია ამ ქვეყნის მოქალაქეები ვარტ თავისუფლები ჩვენს
ქმედებებში და ჩვენ თითნ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება გვეშინია თუ არა არ შეიძლება
ადამინისთის ფულის შოვნის უფლების წართმევა

საჯარო მოხელეებისგან იმის მოწოდება რომ დარჩით სახლში არის დაცინვა რადგან მათ
საზოგადების ხარჯზე გარანტირებული ხელფასი აქვთ ხოლო სხვას კი არა ადამიანს თუ შია
და მის შვილსაც შია იმ კაცს უფლება აქვს რომ გარეტ გავიდეს და გამოკვებოს ოჯახი

ჯერ გადმოვცემ ჩემ ხედვაზე თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ პანდემიას ხოლო შემდეგ კი
ეკონომიკის ფეხზე დაყენება როგორ შეიძლება და ამიტ დავასრულებ

1. მაქსიმალური ინფორმირება - ფაქტობრივად ყველა მთავრობამ, ამა თუ იმ დოზით,


მოსახლეობა მოატყუა. პირველი და ყველაზე დიდი წვლილი ამაში ჩინეთის
მთავრობას აქვს, რომეოლმაც მხოლოდ 20 იანვარს შეატყობინა მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციას ვირუსის შესახებ, როცა უკვე ნოემბერში იყო ამის თაობაზე ცნობილი,
ეს რომ არა (და ასევე ჭორებით გამოწვეული პანიკა), ტრაგედიის მასშტაბი მცირე
იქნებოდა. აგრეთვე დიდ როლს თამაშობს მოსახლეობის ინფორმირება, მათ შორის
სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობის შესახებ. ეს საქართველოსთვის
იტალიის მსგავსად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფიზიკური კონტაქტი
მისალმებისა თუ კომუნიკაციის დროს ძალიან გავრცელებულია.

2. მასშტაბური ტესტირება - დანაშაულია, როცა ეპიდემიასთან ბრძოლაში


პასუხისმგებელი პირი ითხოვს ტესტირების კომერციალიზაციის აკრძალვას,
პირიქით, ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მთავრობებმა გააკეთონ, მაქსიმალური
თავისუფლება მისცენ კერძო კლინიკებს და ლაბორატორიებს ტესტირების
ჩატარებისას. მათი ტესტები უარესი ხარისხისაც რომ აღმოჩნდეს, შედარებით
არაეფექტიანი ტესტის 2-3-ჯერ ჩატარება მის ნაკლოვანებას აღმოფხვრის. ხოლო,
დროულად ჩატარებული დამატებითი 100-200 ტესტი, მაგალითად
საქართველოსთვის, შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს და მთლიანად შეცვალოს
ეპიდემიის დინამიკა. აღნიშნული, მსოფლიო ტენდენციებთან თანხვედრაშია.
ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს მრავალი პრობლემა შეექმნა, რადგან თითქმის
ნებისმიერი მედიცინასთან დაკავშირებული აქტივობა ლიცენზირებას ექვემდებარება.
მათ შორის, პირბადეების წარმოება. ამ ბარიერების მოხსნა ბევრ შემთხვევაში გვიან
მოხდა, რამაც ვირუსთან ბრძოლა გაართულა.ასევე, მთავრობის აქტიურობაა საჭირო
საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რომ ტესტირების ახალი
მეთოდებისა და ინსტრუმენტების დროული იმპორტი განხორციელდეს. ეს
ყველაფერი ხელს შეუწყობს მასშტაბური ტესტირების დაწყებას და ვირუსთან
ბრძოლაში დროის მოგებას.

3. რისკ-ჯგუფის იდენტიფიცირება - სეზონური გრიპისგან განსხვავებით,


კორონავირუსი ადამიანების ვიწრო ჯგუფისთვის არის საშიში, ამიტომ, ამ ჯგუფის
იდენტიფიცირება და მაქსიმალური იზოლირება ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ
შემთხვევაში, მოხალისეების მხარდაჭერით მოხუცებისთვის პროდუქტების და
მომსახურების სახლში მიწოდების სერვისის აწყობაა შესაძლებელი, ხოლო არსებული
ტესტები პრიორიტეტულად ამ ჯგუფზე უნდა გადანაწილდეს, რომ ვირუსის
იდენტიფიცირება მაქსიმალურად ადრე მოხდეს. მსგავსი პროგრამები შეიძლება
გავრცელდეს და სხვა რისკ-ჯგუფებზეც, ამავდროულად, თუ ახალგაზრდა და
ჯანმრთელი ადამიანები მუშაობას განაგრძობენ, ისედაც ღარიბ ქვეყანაში ხალხი
კიდევ უფრო არ გაღარიბდება.

4. ნებაყოფლობითი კარანტინი - ოჯახებს, სადაც ახალგაზრდები მოხუც მშობლებთან


ერთად ცხოვრობენ, მათი კარანტინში გადაყვანა შეიძლება შევთავაზოთ.
სასტუმროებში მოხუცების განთავსება ჯანმრთელობასაც დაიცავს და ტურისტული
ბიზნესის მხარდაჭერის სხვა მექანიზმებს ჩაანაცვლებს.

5. ეკონომიკური თავისუფლება - რაც უფრო შემცირდება რეგულაციები და


გადასახადები, მით უფრო ეფექტიანი გახდება ბიზნესი, მით უფრო მეტი სამუშაო
ადგილი შენარჩუნდება და უფრო ადვილად გავუმკლავდებით კრიზისს. ეს ასევე
პანიკას შეამცირებს, რადგან სახლში გამოკეტილი ადამიანები მეტ სტრესს განიცდიან,
ხოლო სტრესი კი ადამიანის ორგანიზმის თავდაცვის რესურსს ამცირებს. ამის
გარეგანი ეფექტი კი, მაგალითად ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტების სიხშირეს
ზრდაა. იგივე უჰანში, მკაცრი საკარანტინო ზომების მოხსნის შემდეგ,
განქორწინებათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

რაც შეეხება ეკონომიკას მარტივი შეთავაზება მაქვს გაიხსნას ყვეალფერი რადგან სხვა
ავარიანტი არ არსებობს ეკონომიკა ამდენ წლიანმა დესტრუქციულმა ქმდებებმა უკვე
დაღუპეს და ამ სისტემაში ეკონომიკის შენება პანდემიის კიარა და ისედაც შეუძლებელია
უნდა მოიხსნას გადასახადი იმპორტზე შემოვიღოთ მულტისავალუტო რეჟიმი სახელმწიფო
ქონების პრივატიზიაცია ყველაფერიუ ნდა გაიყიდოს მიწაც გზაც შენონებიც ყველაფერი
ნამუსის გარდა და მხოლოდ მაშნ პერსპექტივაში გვეშველება ჩვენ გვჭირდება რადიკალური
ქმდეებები ასე წვრილმანი რაღაცებით რადიკალიზმის გარეშე ამ კრიზისიდან გამსოვლა
წარმოუდგენელია
მაგრამ მაინც მაქვს რამდენიმე შეტავაზება ესენია

მდენად, არათანმიმდევრულობა და მონეტარულ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები,


ეროვნული ბანკის მმართველებზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უნარს
კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა, ამავდროულად, პრობლემის ანუ ეროვნული ბანკის
არაეფექტიანობის, გადაჭრის ყველა აუცილებელი გზა, როგორიც არის მაგალითად,
მულტისავალუტო სისტემაზე გადასვლა ან ეროვნული ბანკის სრული გაუქმება, კრიზისულ
პერიოდში ტექნიკურად რთულად განხორციელებადია. ამიტომ მოკლევადიან
პერსპექტივაში,
საზოგადოებრივი კონტროლის და წნეხის გაძლიერებაა საჭირო, რათა ეროვნული ბანკის
გადაწყვეტილებები ტრანსპარენტული, ხოლო მონეტარული პოლიტიკა პროგნოზირებადი
გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად, კრიზისის პერიოდში ეროვნული ბანკის მმართველებს უკვე
მიღებული და დაგეგმილი გადაწყვეტილების ეფექტიანობაზე ყოველკვირეული
დეტალური ანგარიშის წარდგენა უნდა დაეკისროთ. ასევე, ეროვნული ბანკის
განკარგულებაში არსებული მიმდინარე ინფორმაციის ოპერატიული (1-2 დღიან ვადაში)
გამოქვეყნება უნდა დაიწყოს, რაც ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა და სხვა ეკონომიკურ
აგენტებს შორის არსებულ ეკონომიკურ ტენდეციებზე ინფორმაციულ ასიმეტრიას
შეამცირებს. თავის მხრივ, ეს
მონეტარული პოლიტიკის კრიტიკულ ანალიზს და პროგნოზირებას გაამარტივებს, რაც
გარკვეული კონტროლის მექანიზმებს შექმნის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ მომენტისთვის
სრულიად უკონტროლო ინსტიტუტისა.
ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში, ევროს და დოლარის თავისუფალ მიმოქცევაში
დაშვების თაობაზე, ფართო დისკუსიების დაწყებაა აუცილებელი.

ასეთი ცვლილება, ფაქტობრივად, ევროპის ცენტრალური ბანკის და ფედერალური


რეზერვული სისტემის მონეტარული პოლიტიკის იმპორტის ტოლფასია, რის შედეგადაც,
საქართველოს მოსახლეობას
არჩევანი გაუჩნდება, თუ რომელ ვალუტას ენდონ თავიანთ ეკონომიკურ აქტივობაში. ასეთი
თავისუფლება ადამიანების ეროვნული ბანკის შეცდომებისგან დააზღვევს, რაც საბოლოო
ჯამში,
მათი კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს

ასევე

 დოვლათის ძირითადი წყარო ბიზნესია, ამიტომ მომავალი ეკონომიკური


ზრდა, მისი ტემპი, პირდაპირ დამოკიდებულია თუ რამდენი ბიზნესი გადარჩება და
შეძლებს
ფუნქციონირების გაგრძელებას. ამდენად, უპირველეს ყოვლისა, გადასახადების შემცირება
უნდა მოხდეს. საშემოსავლო გადასახადის შემცირება ყველაზე სწრაფ და უშუალო ეფექტს
იქონიებს მათზე, ვინც ჯერ კიდევ დასაქმებულია. ეს ასევე მისცემს ბევრ დამსაქმებელს
შესაძლებლობას ხელფასის დროებითი შემცირებით შეინარჩუნოს თანამშრომლები.

მთლიანად გასაუქმებელია იმპორტის გადასახადები. ერთი მხრივ, ის ბიუჯეტის


შემოსავლების ყველაზე მცირე წყაროს
წარმოადგენენ, მეორე მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის პირობები ჩვენ კომპანიებს დაეხმარება
ეფექტიანად იპოვონ თავისი ადგილი მსოფლიო ბაზარზე და არ დახარჯონ რესურსები ისეთ
აქტივობაზე, რაშიც ჩვენ ბიზნესმენებს არ აქვთ შედარებითი უპირატესობა.
ასევე, საპენსიო შენატანებია შესაჩერებელი, რაც ერთდროულად ბიზნესმენებსა და
დასაქმებულებს დაეხმარება და დამატებით ბიუჯეტის ხარჯებსაც დაახლოებით 180-200 მლნ
ლარით შეამცირებს.
აუცილებელია, რომ ზემოთხსენებული ღონისძიებები ბიუჯეტის ხარჯების რადიკალურ
შემცირების პარალელურად ხდებოდეს. 

You might also like