You are on page 1of 5

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

ონლაინ გამოცდების გზამკვლევი

სარჩევი
ძირითადი დებულებები: ......................................................................................................................................................................................... 1
ონლაინ გამოცდაზე მონაწილეობისათვის სტუდენტს უნდა ქონდეს: ............................................................................................................. 1
კამერისა და სამუშაო ადგილის მოწყობა: ............................................................................................................................................................. 3
მეორე ელექტრონული მოწყობილების კამერის სახით გამოყენება: ............................................................................................................... 4
გამოცდის წერა და გადაგზავნა: .............................................................................................................................................................................. 5

ძირითადი დებულებები:
ონლაინ გამოცდები ტარდება Google Forms და Google Meet პლატფორმების გამიყენებით. ონლაინ გამოცდებში
მონაწილეობისათვის აუცილებელია სამუშაო სივრცე ქვემოთ მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად. ვირტუალურ საგამოცდო
ოთახში შესვლის შემდეგ, გამოცდის დამკვირვებლისაგან ელექტრონულ ფოსტაზე დაგეგზავნებათ საგამოცდო ფაილის
ბმული/საგამოცდო ფაილი

აუცილებელია უნივერსიტეტის მიერ მოცემული @ssu.edu.ge ელექტრონული ფოსტების გამოყენება.


გამოცდაზე ყოფნის დროს არ გამორთოთ კამერა! მიკროფონის ჩართვა/გამორთვასთან დაკავშრებულ მითითებებს მიიღებთ
გამოცდის დამკვირვებლისაგან.

ონლაინ გამოცდაზე მონაწილეობისათვის სტუდენტს უნდა ქონდეს:


1. Laptop ან Desktop კომპიუტერი;
2. კამერა (Webcam), რომელსაც აქვს საკმარისი გარჩევადობა იმისათვის, რათა საშუალოდ 2 მეტრის მანძილიდან
გარკევით ჩანდეს თქვენი სამუშაო ადგილი.
*იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ კამერა, შესაძლებელია მეორე ელექტრონული მოწყობილობის (სმარტფონი, პლანშეტი
ან მეორე ლეპტოპი) გამოყენება, იმ აუცილებელი პირობით, რომ ამ მოწყობილობის კამერა დააფიქსირებს თქვენს
სამუშაო ადგილს.
გაითვალისინეთ. კამერაში უნდა ჩანდეს თქვენი სამუშაო სივრცე. სხვა შემთხვევაში საგამოცდო ნამუშევარი არ
გასწორდება.
კამერისა და სამუშაო ადგილის მოწყობა:
აკრძალულია ეკრანის გაზიარების ფუნქციის გამოყენება! კამერაში გარკვევით უნდა ჩანდეს
თქვენი სამუშაო ადგილით.

არასწორია სწორია
მეორე ელექტრონული მოწყობილების კამერის სახით გამოყენება:
შესაძლებელია კამერის სახით გამოიყენოთ თქვენი სმარტფონი, ან სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, რომელსაც
ექნება თქვენს Google Meet პლატფორმასთან დაკავშირების საშუალება. ამისათვის მეორე მოწყობილობაშიც შეიყვანეთ იგივე
(@ssu.edu.ge) ელექტრონული ფოსტის მისამართი და შედით ვირტუალურ საკლასო ოთახში. კამერის სახით გამოყენებულ
მოწყობილობას გაუთიშეთ ხმა. მოწყობილობა დაამონტაჟეთ წინა პუნქტის, „კამერისა და სამუშაო ადგილის მოწყობა“
შესაბამისად.
გამოცდის წერა და გადაგზავნა:
გამოცდის დასაწერად დავალებას მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე word-ის ფაილის სახით. დავალება უნდა დაწეროთ
სუფთა თაბახის ფურცელზე, ყოველი ფურცლის ქვემოთ დასვით ფურცლის რიგითი ნომერი (ეს აუცილებელია რამოდენიმე
ფურცლიან დოკუმენტის ერთ ფაილად ასაწყობად). აუცილებლად დანომრეთ თითოეული საკითხი. მუშაობისას საკითხების
რიგითობის დაცვა სავალდებულო არაა მაგრამ საკითხი აუცილებლად უნდა იყოს დანომრილი. გამოცდის დასრულების შემდეგ
ნამუშევარი სურათების სახით ატვირთეთ თქვენს კომპიუტერში და თქვენივე მეილიდან გამოაგზავნეთ გამოცდის
ორგანიზატორის ელექტრონულ ფოსტაზე. ნამუშევრის გამოსაგზავნად მოგეცემათ დრო მაქსიმუმ 15 წუთი. დაგვიანებით
გამოგზავნილი ნაშრომები არ გასწორდება.

გაითვალისწინეთ: საგამოცდო ნაშრომზე გვარი და სახელი არ დააწეროთ. ნაშრომის იდენტიფიცირება მოხდება


ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!!!

You might also like