You are on page 1of 4

კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის ეკონომიკის სკოლა

2019-2020 სასწავლო წელი


შემოდგომის სემესტრი
2021 წლის 9 თებერვალი
დასკვნითი გამოცდა
გამოცდის ხანგრძლივობა - 90 წუთი

საგნის დასახელება: მონაცემთა ანალიზი და ეკონომიკური მოდელირება - Part2

ლექტორი(ები): ა. ჭანტურია
ლექციის დღე და საათი: ორშაბათი, პარასკევი, შაბათი

სტუდენტის სახელი, გვარი: ____________________________________


მხოლოდ აღნიშნული ელემენტები არის ნებადართული
სალექციო მასალები/Class photocopy
წიგნები/Textbooks
კონსპექტი/All personal notes
ლექსიკონი/Dictionary (for foreign students)
პერსონალური კალკულატორი /Personal calculator
კოდექსი/Codex
GEM კალკულატორი/ GEM calculator
კომპიუტერი/Computer
სხვა/Other: TVM ცხრილები

თქვენი მობილური ტელეფონი უნდა იყოს გამორთული გამოცდის მიმდინარეობისას.


Your mobile ’phone must be switched off and in your bag throughout the exam.
მნიშვნელოვანი წესები გამოცდის ჩატარების შესახებ
(წყარო: დებულება გამოცდების ჩატარების შესახებ)

1. გამოცდის პროცესზე მონიტორინგს ახორციელებენ: ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, შესაბამისი


სკოლის დეკანი, პროგრამის დირექტორი, ლექტორი, აკადემიური მენეჯერი და უფლებამოსილი დამკვირვებლები,
რომლებიც შეირჩევიან უნივერსიტეტის აკადემიური (მასწავლებლები, მკვლევარები და მოწვეული პერსონალი) და
ადმინისტრაციული პერსონალიდან და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი;
2. დამკვირვებელს უფლება აქვს სტუდენტები მერხებზე განალაგოს თავისი შეხედულებისამებრ. სტუდენტი
ვალდებულია კომენტარის და წინააღმდეგობის გარეშე შეასრულოს მითითება
3. შუალედურ/დასკვნით გამოცდაზე იკრძალება მობილური ტელეფონით სარგებლობა. იგი გათიშულ
მდგომარეობაში უნდა იყოს სტუდენტის ჯიბეში, ჩანთაში ან დამკვირვებლის მაგიდაზე. ასევე აკრძალულია
მობილური ტელეფონის ან სხვა რაიმე ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება კალკულატორის ნაცვლად. ამ
წესის დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან, გაუფორმდება შეფასება – ნული.
შუალედურ/დასკვნითი გამოცდის დაწყების და დამთავრების დრო უნდა დაიწეროს დაფაზე.
4. დამკვირვებელი ვალდებულია 30 წუთის ინტერვალით დაფაზე დაწეროს საგამოცდო ტესტის ამოწურვამდე
დარჩენილი დრო.
5. საგამოცდო დავალების ტესტურ (ე.წ მრავლობითი არჩევანის შეკითხვების) ნაწილში შემოხაზული უნდა იყოს ერთი
პასუხი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კითხვა ითვალისწინებს ორი ან მეტი პასუხის შემოხაზვას), სხვა
შემთხვევაში პასუხი არ ჩაითვლება
6. საგამოცდო დავალების ტესტურ (ე.წ მრავლობითი არჩევანის შეკითხვების) ნაწილში, პასუხის გადასწორების, ანუ
გადაშლისა და სხვა პასუხის შემოხაზვის შემთხვევაში პასუხი არ ჩაითვლება.
7. შუალედურ/დასკვნით გამოცდაზე იკრძალება სტუდენტის მიერ კალკულატორის ან/და კოდექსის გადაცემა სხვა
სტუდენტისთვის. მისი გადაცემა ჩაითვლება გადაწერის მცდელობად და ორივე გამოსაცდელის ნაწერს დააკლდება
მიღებული ქულის 20%;
8. შუალედურ/დასკვნით გამოცდაზე კატეგორიულად იკრძალება ე.წ. `შპარგალკის~ გამოყენება. `შპარგალკად~
ჩაითვლება ნებისმიერი სახის მატარებელზე (ქაღალდი, ხელი, პლასტმასი, ელექტრონული (მობილური ტელეფონი
და სხვ.) და ა.შ.) დაწერილი, ამოტვიფრული თუ ჩაწერილი საგანთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე
ნებისმიერი სახის ფურცელი, თუ იგი არ არის დარიგებული საგამოცდო დავალებასთან ერთად ან არ აქვს
დამკვირვებლის ხელმოწერა. აღნიშნული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სტუდენტი მოიხსნება
გამოცდიდან და გაუფორმდება შეფასება – ნული;
9. გამოცდის მიმდინარეობისას აკრძალულია სტუდენტის აუდიტორიიდან გასვლა;
10. შუალედურ/დასკვნით გამოცდაზე იკრძალება საუბარი, გადალაპარაკება, ნებართვის გარეშე აუდიტორიაში
მოძრაობა, გამოსაცდელის ქცევით გამოცდის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა. აღნიშნული დარღვევის
დაფიქსირების შემთხვევაში, სტუდენტის ნაწერს დააკლდება მიღებული ქულის 20%;
11. დებულების პუნქტების 5.4.1, 5.4.2, 5.4.4 დარღვევის განმეორების შემთხვევაში სტუდენტის ნაწერს დააკლდება
მიღებული ქულის 50%, ხოლო მესამე დარღვევის შემთხვევაში სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან და
გაუფორმდება შეფასება – ნული.
დავალებებთან დაკავშირებული ტექსტური კომენტარები შეასრულეთ EXCEL-ის ფაილში Tex Box
ბრძანების გამოყენებით ან Comment ბრძანებით მიღებულ არეებში.
ყოველ Comment-სა და Tex Box -ში ბოლოს დაამატეთ თქვენი -სტუდენტის სახელი/გვარი
შაბლონი ფაილის მონაცემთა აღწერა და დანიშნულება იგივეა, რაც პირველ ნაწილში.

ნაწილი 2
ამოცანა 1: / 1+1+1+1+1+1+2=8 ქულა
 DEPOSITS გვერდის ცხრილის მონაცემების მიხედვით, ახალ გვერდზე ააგეთ დინამიური ცხრილი (Pivot
Table), რომელიც ასახავს:
Branch-ების მიხედვით ყოველი AcctType-ისათვის საშუალო Amount-ების განაწილებას.
ახალ გვერდს დაარქვით სახელი Pivoting- student Name.
 დინამიური ცხრილში Branch-ისათვის შესაძლებელი გახადეთ დეპოზიტების საშუალო Amount-ების
მნიშვნელობები წაიკითხოთ OpeningDate-ის მიხედვით;
დინამიური ცხრილის OpeningDate ველის მონაცემები დააჯგუფეთ მხოლოდ კვარტლების მიხედვით;
 დინამიური ცხრილში, ნებისმიერი ფერის Data Bars პიქტოგრამით დააფორმატეთ CD-ს ტიპის AcctType-ს
კვარტალური საშუალო Amount მნიშვნელობები(არ უნდა იყოს დაფორმატებული Branch -ის საშუალო
Amount)
 დინამიური ცხრილი გაფილტრეთ შემდეგი პირობებით:
Slicer-ის გამოყენებით ცხრილი გაფილტრეთ OpenedBy ცვლადის მიხედვით, პირობით:
დეპოზიტები რომელთა OpenedBy არ არის Teller;
Timeline ბრძანების გამოყენებით ცხრილი გაფილტრეთ OpeningDate ცვლადის მიხედვით, პირობით:
გაყიდვები რომელთა OpeningDate არის 2019 წლის მე-2 და მე-3 კვარტალი;
 შექმენით სამომხმარებლო ფორმატი, ქართული ტექსტით „დლ“, ათწილად ნაწილში 1 ციფრით,
კლასების გამოყოფით. სამომხმარებლო ფორმატი დაუნიშნეთ დინამიური ცხრილის საშუალო Amount -
ებს.
დაახარისხეთ დინამიური ცხრილი Branch ველის მიხედვით, კლებით;
 დინამიური ცხრილის მიხედვით ააგეთ Column ტიპის 3-D Clustered Column დიაგრამა;
 დიაგრამაში ჩასვით სათაური Distribution Average Amount;
 მხოლოდ Checking -ის შესაბამისი საშუალო Amount-ისათვის დიაგრამაზე გამოიტანეთ მონაცემთა
ლეიბლი(Data Labels), კატეგორიის სახელებით, ტექსტის ორიენტაცია Rotate all Text 2700;
 შექმენით ახალი, გამოთვლადი ველი, სახელით Accum_simp_perc რომელიც ასახავს Amount-ის მომავალ
მნიშვნელობას Acc_period-წლების შემდეგ, მარტივი-Y_Rate საპროცენტო განაკვეთით დაგროვების
შემთხვევაში.
მითითება: Accum_simp_perc-ის გამოსახულების აგებისას გამოიყენეთ Amount, Acc_period და Y_Rate ველის
მნიშვნელობები. მარტივი საპროცენტო განაკვეთით დანაგროვის გამოსათვლელი ფორმულა იხილეთ დოკუმენტის ბოლოს.
ამოცანა 2: / 1+3+5=9 ქულა
სამუშაო წიგნს დაამატეთ ახალი გვერდი FIN- student Name. შეასრულეთ FIN- student Name გვერდზე.
კრედიტორის მიერ აღებული 21 700 $ ოდენობის სესხი უნდა დაიფაროს 8.75 (8 მთელი 75 მეასედი) წლის
განმავლობაში, შემდეგი წესით:
სესხის გადახდა წარმოებს: კვარტალში ერთხელ, პერიოდის ბოლოს გადახდებით,
მუდმივი წლიური საპროცენტო განაკვეთით: 9.2%-ი,
ვადის ბოლოს სესხის მხოლოდ 90% უნდა იყოს დაფარული.
A. ფინანსური ფუნქციით გამოთვალეთ პერიოდული გადასახადი, რომელიც ვადის გასვლის შემდეგ დაფარავს
აღებული სესხის 90%-ს.
B. შექმენით საბრძანები ღილაკი, რომელიც მართავს წლიური საპროცენტო განაკვეთის უჯრის მნიშვნელობას.
საბრძანებო ღილაკს დაუნიშნეთ ფუნქცია: საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელობა იცვლებოდეს
დიაპაზონში 8.5%-დან 10.5%-მდე, ბიჯით 0.01%.
C. (ოპტიმიზაციის ამოცანა-SOLVER) FIN- student Name გვერდზე ააგეთ სესხის დაფარვის დაფარვის სრული
ვადისათვის, ველების შემდეგი თანმიმდევრობით:
Time, Ending Balance, Beginning balance, Payment, Interest
შენიშვნა: სესხის დაფარვის გეგმის აგებისას არ გამოიყენოთ ფინანსური ფუნქციები!
გამოთვალეთ სესხის დაფარვისათვის აუცილებელი მინიმალური პერიოდული გადასახადი (Payment),
რომელიც აღებულ 21 700 $-ის ოდენობის სესხის მხოლოდ 90%-ს დაფარავს, ვადის ბოლოს.

You might also like