You are on page 1of 2

ინსტრუქცია

Online-მეცადინეობის პროცესში სტუდენტების მონაწილეობისთვის

აკადემიური პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემა ნექსუსით online-ლექციის მოსასმენად, საჭიროა,


თქვენს ინდივიდუალური გვერდზე, აირჩიოთ ონლაინ ლექციების ველი, ხოლო შემდეგ - ცხრილით
გათვალისწინებული დროის მიხედვით მიმდინარე/დაწყებული ლექცია.

იმ შემთხვევაში, თუ ეკრანზე გამოჩნდება ფანჯარა Install Chrome Extension, დაკლიკეთ ეს ღილაკი (სურათი
1. ნაჩვენებია წითელი ისრით), შემდეგ, გამოჩნდება ახალი გვერდი (იხ. სურათი 2.) და მარჯვენა ზედა კუთხეში
დაკლიკეთ ღილაკი Add to Chrome (სურათი 2. ნაჩვენებია წითელი ისრით).

სურათი 1.

სურათი 2.
სურათი 3.

4 6 5 1 2 3

პირობითი სიმბოლოების აღწერა:


1 – მიკროფონის ღილაკი უნდა იყოს ჩართული (თქვენს გარშემო სხვა ხმები არ უნდა ისმოდეს)
2 - პირდაპირი ეთერის გათიშვა / დასრულება
3 - კამერის ჩართვა / გამორთვა (უნდა იყოს ჩართული)
4- ეკრანის გაზიარება. ამ ფუნქციის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ ლექტორს და თანაჯგუფელებს
გაუზიაროთ თქვენი ეკრანი ანუ უჩვენოთ რაიმე ვიზუალური მასალა/დავალება (ტექსტი, პრეზენტაცია, ფოტო,
ვიდეო და ა.შ.). მაგ.: დესკსტოპზე გაქვთ პრეზენტაციის ფაილი (PDF, Word, PPT და ა.შ.), ეს ფაილი უნდა იყოს
აუცილებლად გახსნილი. ამ ღილაკზე (#4) დაკლიკებით გამოჩნდება ფანჯარა, რომლის ჰორიზონტალური სამი
ლინკიდან დაკლიკეთ შუა Application Window - გამოჩნდება ფანჯარა თქვენთვის საჭირო მასალით,
რომელიც უკვე უნდა გქონდეთ გახსნილი. დაკლიკეთ ეს ფანჯარა, შემდეგ, დაკლიკეთ ქვედა მარჯვენა კუთხეში
ღილაკი Share და ყველას გამოუჩნდება თქვენი მომზადებული მასალა. არ გამორთოთ კამერა (#3) და კვლავ
იქნებით ეკრანზე (შემცირებული ეკრანი), ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი, ახსნათ
წარდგენილი დავალება და ა.შ.

5 - ჩატის დაწყება / მონაწილეობა - ამ ველში, ლექტორთან და სტუდენტებთან შეძლებთ წერილობით


კომუნიკაციას

6 - შეკითხვის დასმის/აზრის გამოთქმის მოთხოვნა. საშუალება გაქვთ, თქვენს ეკრანზე, ამ ღილაკზე (hand
up) დაკლიკებით, მოითხოვოთ შეკითხვის დასმა ან აზრის გამოთქმა, რასაც ლექტორი შეიტყობს, თავის
ეკრანზე, თქვენს ვიდეო გამოსახულებაზე ამ სიმბოლოს ( hand up) გამოჩენით.

შენიშვნა:
მეცადინეობის ჩასატარებლად არა აქვს მნიშვნელობა ლექტორისა თუ სტუდენტის ადგილმდებარეობას,
მთავარია არსებობდეს ინტერნეტი, კომპიუტერი/ლეპტოპი ვიდეო კამერითა და მიკროფონით.

You might also like