You are on page 1of 34

კავკასიის უნივერსიტეტი

საინფორმაციო ტექნოლოგიები

 თემა. Google Forms:

განსახილველი საკითხები:

• Google Forms შექმნა


• კითხვების დამატება
• კითხვების დაფორმატება/ცვლილება
• ფორმის პარამეტრების ცვლილება და მიმოხილვა
• ფორმის გაგზავნა რესპოდენტებთან / პასუხების მიღების შეწყვეტა
• შედეგების ანალიზი

თამარ ბეროზაშვილი
საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრა
Google Forms

Google Form გამოიყენება ტესტირებისთვის, გამოკითხვებისთვის, კვლევების


ჩასატარებლად და მათი ანალიზისთვის. გამოკითხულთა შედეგების მიღება ხდება
ავტომატურად.

1. ახალი ფორმის შექმნა

1) შევიდეთ drive.google.com, დავკლიკოთ New ღილაკზე > More და ავირჩიოთ Google


Forms: ავირჩიოთ ახლის შექმნა გვსურს (blank form) თუ შაბლონის გამოყენება
(From a template).

2
2) ასევე შეგვიძლია ფორმის შექმნა პირდაპირ forms.google.com-ზე შესვლით, აქაც
მსგავსად შეგვიძლია ავირჩიოთ შევქმნათ ახალი (Blank) თუ გამოვიყენოთ
შაბლონი.

ახალი ფორმის შექმნის შემდეგ მივიღებთ შემდეგ სურათს:

ფორმისთვის სახელის დასარქმევად შეგვიძლია დავკლიკოთ მარცხენა ზედა კუთხეში


Untitled form სახელზე და გააქტიურდება ველი.

ასევე შესაძლებელია (მაგრამ არა აუცილებელი) მივუთითოთ ფორმის აღწერა:

3
შეგვიძლია ფორმას შევუცვალოთ დიზაინი პალიტრიდან:

ავტვირთოთ ფოტო Header-ად

შევარჩიოთ თემის ფერი და უკანა ფონი

ავირჩიოთ ტექსტის ფონტი

ცვლილების შემდეგ ჩვენი დიზაინი იქნება მსგავსი:

შენიშვნა: ყველა ცვლილების დამახსოვრება ხდება ავტომატურად.

4
2. კითხვების დამატება
კითხვის დასამატებლად შეგვიძლია დავკლიკოთ Untitled questions უკვე არსებულ ველს:

შეგვიძლია ავირჩიოთ კითხვის ტიპი, ახლა მითითებულია multiple choice, მასზე


არსებულ ისარზე დაკლიკვით გამოჩნდება სხვა ტიპის კითხვების არჩევანი:

5
• Short answer - მოკლე პასუხი - დაახლოებით 1 ხაზი

• Paragraph - გრძელი პასუხი - დაახლოებით 1 აბზაცი

• Multiple choice - რამდენიმე მოკლე პასუხიდან 1-ის არჩევანი

6
• Checkboxes - რამდენიმე მოკლე პასუხიდან 1-ის ან რამდენიმეს არჩევანი
აქვე შეგვიძლია დავამატოთ სხვა პასუხის საშუალებაც: add Other ღილაკზე
დაკლიკვით

7
• Dropdown - არჩევანი ჩამოსაშლელი ველიდან

• File upload - მომხმარებელს შეუძლია პასუხად ატვირთოს ფაილები დრაივზე.


მომხმარებლებს ამ შემთხვევაში მოუწევთ რომ შევიდნენ დრაივზე.
შეგვიძლია მივუთითოთ რა ტიპის და რა ზომის ფაილები გვსურს რომ აგვიტვირთონ:

8
• Linear scale - სკალირება ქულების მიხედვით

• Multiple choice grid - რამდენიმე მოკლე პასუხიდან არჩევის მატრიცა

9
• Checkbox grid - რამდენიმე მოკლე პასუხიდან რამდენიმეს არჩევის მატრიცა

• Date - თარიღი

• Time - დრო

10
ყველა კითხვაზე შეგვიძლია ავირჩიოთ რამდენად სავალდებულოა პასუხი, თუ პასუხი არ
არის სავალდებულო, რესპოდენტს ექნება საშუალება არ გასცეს კითხვას პასუხი და ისე
დაასრულოს კითხვარი.
იმისთვის რომ მივუთითოთ სავალდებულოა თუ არა კითხვა ყველა კითხვას უნდა
მოვუნიშნოთ Required ველი:

გამწვანებული ნიშნავს რომ კითხვაზე პასუხის გაცემა სავალდებულოა:

თუ გვსურს მსგავსი კითხვის დამატება ან გამეორება შეგვიძლია შევქმნათ კითხვის ასლი


Duplicate ღილაკზე დაკლიკვით:

11
შედეგი:

თუ გვსურს რომ წავშალოთ კითხვა მაშინ დავკლიკოთ შესაბამისი კითხვის ქვეშ delete
ღილაკზე:

3) კითხვების დაფორმატება/ცვლილება
კითხვების მიმდევრობის ცვლილება შეგვიძლია გადაჩოჩებით (drag and drop), და
შეგვიძლია გადავალაგოთ მიმდევრობა ისე როგორც გვსურს. მსგავსად შეგვიძლია
შევცვალოთ პასუხების თანმიმდევრობაც.

ყველა კითხვის მარჯვნივ, მისი მონიშვნის შემდეგ ჩნდება დამატებითი ღილაკები:

12
კითხვის დამატება
სათაურის დამატება
სურათის დამატება
ვიდეოს დამატება
სექციის დამატება

და შესაბამისად კითხვის შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ სასურველი დამატებითი


ნაწილი, მაგალითად ავტვირთოთ კავკასიის უნივერსიტეტის ფოტო პირადი
ინფორმაციის კითხვების შემდეგ და დავარქვათ სახელი:

13
სურათთან more ღილაკზე დაკლიკვით შეგვიძლია ავირჩიოთ როგორ გამოჩნდეს სურათი
(მარცხნივ, ცენტრში თუ მარჯვნივ)

ამ შემთხვევაში ავირჩიოთ Center align ანუ განთავსდეს ცენტრში:

14
თუ კითხვარი ორ ნაწილიანია შეგვიძლია გავყოთ სექციებად, ამისთვის დავდგეთ იმ
კითხვაზე რომლის ქვემოთაც გვსურს რომ გაიყოს ახალი სექცია და დამატებითი
ღილაკებიდან ავირჩიოთ add section:

კითხვარი გაიყოფა ორ ნაწილად. შესაბამისად მეორე ნაწილსაც უნდა შევურჩიოთ


სათაური და სურვილის შემთხვევაში აღწერა:

აქვე შეგვიძლია ავირჩიოთ რა მოხდეს პირველი სექციის დასრულების შემდეგ,


ნაგულისხმევად მითითებულია რომ პირველი სექციის დასრულების შემდეგ გადავიდეს
და გააგრძელოს მეორე სექციაზე, თუმცა შეგვიძლია ავირჩიოთ:
Continue to next section - შემდეგ სექციაზე გადასვლა
Go to section 1 - პირველ სექციაზე გადასვლა
Go to section 2 - მეორე სექციაზე გადასვლა
15
Submit form - ფორმის დასრულება

კითხვებს რომელსაც აქვს რამდენიმე სავარაუდო პასუხი შეგვიძლია ავურჩიოთ რომ


პასუხების თანმიმდევრობა იცვლებოდეს (მაგ. თუ ფორმას ვიყენებთ ტესტირებისთვის).
ამისთვის სასურველ კითხვაზე გავააქტიუროთ more ღილაკი:

და ავირჩიოთ shuffle option order:

16
4) ფორმის პარამეტრების ცვლილება და მიმოხილვა

იმისთვის რომ შევცვალოთ ფორმის პარამეტრები უნდა დავკლიკოთ ღილაკზე

მივიღებთ შემდეგ სურათს:

Collect email addresses - მისი მონიშვნის შემთხვევაში პასუხებთან ერთად მივიღებთ


რესპოდენტების მეილებს.
Response receipts - გაეგზავნოს რესპოდენტს პასუხების ასლი (ყოველთვის, ან მოთხოვნის
შემთხვევაში)

17
შემდეგ შეგვიძლია ავირჩიოთ ვის ექნება წვდომა კითხვარზე:
თუ არცერთს არ მოვნიშნავთ ყველას ექნება შესაძლებლობა შეავსოს კითხვარი და თან
არაერთხელ.
თუ მოვნიშნავთ Restrict to users in Caucasus university and trusted domains, მაშინ მხოლოდ
კავკასიის უნივერსიტეტის მეილის მქონე მომხმარებლებს შეეძლებათ შევსება
(აუცილებელი იქნება account-ზე შესვლა).
თუ მოვნიშნავთ limit to 1 response მაშინ ყველა მომხმარებელს შეეძლება შევსება მხოლოდ
ერთხელ.

შეგვიძლია ავირჩიოთ რისი უფლება ექნებათ რესპოდენტებს:

Edit after submit - შეეძლოთ ცვლილება ფორმის დასრულების შემდეგ


See summary charts and text responses - ნახონ კითხვარის ჯამური შედეგები და პასუხები
(სხვა რესპოდენტების პასუხებიც)

შეგვიძლია შევზღუდოთ რესპოდენტის მიერ ატვირთული ფაილების ჯამური ზომა 1 GB-


დან 1 TB ჩათვლით:

18
პარამეტრების შემდეგი ჩანართი არის presentation:

აქ შეგვიძლია ავირჩიოთ რა გამოჩნდეს რესპოდენტთან კითხვარის დასრულების შემდეგ:


გამოაჩინოს პროგრესის დიაგრამა, შეცვალოს კითხვების მიმდევრობა, გამოაჩინოს ლინკი
რომ შეავსონ კიდევ ერთხელ.

ასევე აქვე შეგვიძლია მივუთითოთ ტექსტი რაც გამოჩნდება ფორმის შევსების შემდეგ:

19
პარამეტრების შემდეგი ჩანართია quizzes:

თუ ჩვენი შექმნილი ფორმა არის ტესტირებისთვის მაშინ უნდა გავააქტიუროთ ამ


ფანჯარაში Make this a quiz, რაც საშუალებას მისცემს ფორმას რომ შეაფასოს რესპოდენტი.

20
აქვე შეგვიძლია ავირჩიოთ ტესტის პარამეტრები:
Release grade: აჩვენოს ტესტის შეფასება:

Immediately after each submission - ტესტის დასრულებისთანავე


Later, after manual review - მოგვიანებით, განხილვის შემდეგ (ამ შემთხვევაში
ავტომატურად მიეთითება რესპოდენტებისგან email-ის შეგროვების ფუნქცია, რადგან
პასუხები მოგვიანებით გაეგზავნებათ მეილზე).

შეგვიძლია ავირჩიოთ რას ხედავდეს რესპოდენტი:


Missed questions - არასწორ პასუხებს
Correct answers - სწორ პასუხებს
Point values - ყოველ კითხვაზე აჩვენოს სრული და მიღებული ქულა

პარამეტრების შერჩევის შემდეგ აუცილებლად დავამახსოვროთ save ღილაკზე


დაკლიკვით:

თუ ფორმაზე არ ვმუშაობთ მარტო და გვსურს სხვების დახმარებაც შეგვიძლია


დავამატოთ ადამიანები ვინც ასევე იმუშავებენ.
ამისთვის ფორმის more ღილაკიდან ავირჩიოთ add collaborators:

21
და მივუთითოთ იმ მომხმარებლების სახელები ან მეილი ვისი თანამშრომლობაც
გვჭირდება, ან გავუზიაროთ მიღებული ლინკი:

ფორმის, როგორც რესპოდენტის სანახავად შეგვიძლია ავირჩიოთ Preview ღილაკი:

ამ შემთხვევაში ფორმას დავინახავთ ისე, როგორც მომხმარებელი დაინახავდა. ამ


შემთხვევაში მითითებული გვაქვს სექციები, რაც ნიშნავს რომ რამდენიმე გვერდი/სექციაა
კითხვარში:

22
23
24
25
5) ფორმის გაგზავნა რესპოდენტებთან / პასუხების მიღების შეწყვეტა.
იმისთვის რომ რესპოდენტებს შეეძლოდ ფორმის შევსება უნდა გავუზიაროთ შესაბამისი
ფორმა. დავკლიკოთ ღილაკზე send:

მივიღებთ შემდეგ ფანჯარას:

სურვილისამებრ, მივუთითოთ შეაგროვოს თუ არა მეილები - collect email addresses


ავირჩიოთ გაგზავნოს მეილით თუ ლინკით (ლინკის არჩევის შემთხვევაში მიღებული
ლინკი უნდა დავუგზავნოთ შესაბამის რესპოდენტებს).

მეილის შემთხვევაში ვირჩევთ ვის გაეგზავნოს, შევავსოთ ველი To:


Subject: ავტომატურად ივსება კითხვარის სახელით, თუმცა შეგვიძლია ცვლილება.
Message: ავირჩიოთ მეილის ტექსტი

დავკლიკოთ ღილაკზე Send.

26
თუ გვსურს რომ გაგზავნილ ფორმაზე აღარ მივიღოთ პასუხები, ფორმაში გადავიდეთ
Responses ჩანართზე და გამოვრთოთ accepting responses:

შესაბამისად რესპოდენტებს აღარ ექნებათ ფორმაზე წვდომა.

6) შედეგების ანალიზი
მას შემდეგ რაც ფორმაზე გვექნება პასუხები Responses ჩანართში გამოჩნდება პასუხების
რაოდენობა და ყოველი კითხვის შეჯამება:

27
28
29
ასევე შესაძლებელია თითოეული რესპოდენტის ინდივიდუალური კითხვარის ნახვაც,
ინდივიდუალურ ჩანართზე გადასვლით და გვერდების ცვლილებით:

ასევე შესაძლებელია Spreadsheet-ის (ცხრილის) შექმნა და პასუხების მასში გადატანა


შემდეგ დასამუშავებლად.
ამისთვის უნდა ავირჩიოთ create spreadsheet ღილაკი:

30
ან more მენიუდან ავირჩიოთ select response destination:

ორივე შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის ფანჯარას:

Create a new spreadsheet - შექმნას ახალი მითითებული ფორმის სახელით (შეგვიძლია


შევუცვალოთ სახელი)
ან select existing spreadsheet - თუ გვაქვს უკვე შექმნილი spreadsheet -ი შეგვიძლია
ავირჩიოთ ის drive დან.

მივიღებთ შესაბამის spreadsheet-ს უკვე არსებული პასუხებით და ყოველი ახალი


დაემატება:
31
თუ აღარ გვსურს შედეგების ამ spreadsheet-ზე გაგზავნა დავკლიკოთ ისევ more ღილაკზე
და ავირჩიოთ unlink form:

დავადასტუროთ Unlink ღილაკზე დაკლიკვით.

More ღილაკიდან ასევე შეგვიძლია:

32
Get email notifications for new responses - მივიღოთ მეილით შეტყობინება ყოველ ახალ
პასუხზე
Download responses (.csv) - გადმოვიწეროთ პასუხები .csv ფორმატში
Print all responses - დავბეჭდოთ ყველა პასუხი
Delete all responses - წავშალოთ ყველა პასუხი

ასევე შეგვიძლია წავშალოთ ან დავბეჭდოთ ინდივიდუალური პასუხები:

33
დასრულებული ფორმა, spreadsheet-ი, და ფოლდერი (თუ გვაქვს ასატვირთი კითხვები
რესპონდენტებისთვის) შეიქმნება ჩვენს drive-ზე.

34

You might also like