You are on page 1of 7

პროგრამა Mentimeter-ის გამოყენების ინსტრუქცია

Mentimeter არის პლატფორმა, რომელიც გვაძლევს ინტერაქციული პრეზენტაციებისა და ქვიზების


გაკეთების საშუალებას. მენტიმეტრის გამოყენებით მსმენელები ელექტრონულ ფორმატში შეძლებენ
გასცენ კითხვებს პასუხი, დააფიქსირონ მოსაზრებები, დასვან შეკითხვები. აუდიტორიის პასუხები
გამოისახება ეკრანზე ლაივ რეჟიმში. Mentimeter-ის სრულყოფილი პაკეტი ფასიანია, თუმცა უფასო
ვერსიის გამოყენების შემთხვევაშიც შეგვიძლია პლატფორმას ძირითადი ფუნქციების გამოყენება.
(უფასო ვერსია გვაძლევს უსასრულო რაოდენობის პრეზენტაციების შექმნისა და გაზიარების
საშუალებას, მხოლოდ შეზღუდულია სლაიდების რაოდენობა (პრეზენტაციის შემთხვევაში მაქსიმუმ 2
სლაიდი, ქვიზი - 5 სლაიდი)

1. პლატფორმაზე რეგისტრაცია
შეხვალთ პლატფორმაზე mentimeter.com, აირჩევთ sign up-ს და გაივლით რეგისტრაციას:
2. რეგისტრაციის შემდეგ Mentimeter დაგისვამთ ზოგად კითხვებს პლატფორმის გამოყენების
მიზნობრიობის შესახებ (სად გამოიყენებთ პროგრამას? რა არის თქვენი როლი?) და
შემოგთავაზებთ უფასო და ფასიან სერვისებს. მონიშნეთ Continue with free – 0$ ვერსია.

3. იმისათვის, რომ დაიწყოთ თქვენს პირველ პრეზენტაციაზე მუშაობა მონიშნეთ +New Presentation
ღილაკი, რომელიც გადაგიყვანთ სამუშაო სივრცეში.
4. სამუშაო სივრცე ასე გამოიყურება. უფასო ვერსიის გამოყენებით, შეგიძლიათ, დაამატოთ 2
სხვადასხვა ტიპის შეკითხვა 2 სხვადასხვა სლაიდზე.

ამ ეტაპზე უკვე უნდა შეარჩიოთ სასურველი შეკითხვის ტიპი (არჩევითდაბოლოებიანი,


სიტყვების ღრუველი, ღია შეკითხვა, სკალაზე პასუხის მონიშვნა თუ თანმიმდევრობით
დალაგება)

სიტყვების ღრუბელის ტიპის შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, პასუხები დალაგდება იმის
მიხედვით თუ რომელი პასუხი დაფიქსირდა ყყველაზე ხშირად. მაგ. კითხვაზე, „ერთი სიტყვით,
როგორ აღწერდით საგან მათემატიკას?“ თუ 7-მა სტუდენტმა ჩაწერა „რთული“, 4-მა „საინტერესო“, 3-
მა „საჭირო“, ეს სიტყვები დალაგდება სიდიდის მიხედვით - „რთული“ ყველაზე მსხვილად, შემდეგ
„საინტერესო“ და ა.შ
ღია დაბოლოებიანი შეკითხვის შემთხვევაში კითხვაზე პასუხები გამოჩნდება მსგავსად. მაუსის
კურსორის შეკითხვის ტიპთან მიტანის შემთხვევაში დაინახავთ, როგორ გამოისახება ვიზუალურად
მიღებული ინფორმაცია.

5. Your Question- ველში ჩაწერეთ თქვენი შეკითხვა - მაგ. როგორ გრძნობთ თავს
ტრენინგის/გაკვეთილის წინ? (ამ ფოტოზე განხილულია არჩევითდაბოლოებიანი კითხვის
მაგალითი სავარაუდო პასუხებით. თითოეული პასუხი არის სხვადასხვა ღიმილაკი). შეგიძლიათ
დაამატოთ სასურველი რაოდენობის სავარაუდო პასუხი, ფოტო და შეცვალოთ სლაიდის
ვიზუალური მხარე.

6. როდესაც დაასრულებთ მუშაობას, Present-ის საშუალებით შეგიძლიათ წარუდგინოთ


აუდიტორიას და გააზიაროთ დიდ ეკრანზე. სლაიდის ზედა ნაწილში გამოტანილი ინსტრუქციით
მონაწილეები შეძლებენ პასუხების დაფიქსირებას.
მონაწილეები უნდა შევიდნენ Menti.com-ზე და შეიყვანონ სლაიდზე გამოსახული კოდი, ამ
შემთხვევაში - 38384274

7. Present-ის მონიშვნის შემთხვევაში, აუდიტორია დაინახავს სლაიდს და კოდს, თუმცა არსებობს


გაზიარების სხვა საშუალებებიც (ბმულით, QR კოდით), ამისათვის უნდა ავირჩიოთ მარჯვენა
ზედა კუთხიდან Share ღილაკი. გამოჩნდება ფანჯარა, DOWNLOAD QR-ის საშუალებით შევძლებთ
გადმოვწეროთ QR კოდი და გავუშვათ ეკრანზე. QR კოდი ტელეფონის კამერით დასკანერების
შემთხვევაში გადაიყვანს ჩვენს მსმენელებს პირდაპირ პირველ შეკითხვაზე და არ დასჭირდებათ
კოდის ხელით შეყვანა.
8. პრეზენტაცია გამოყენების შემდეგ ინახავს მონაწილეთა პასუხებს, ამიტომ თუ გსურთ ერთი და
იგივე პრეზენტაცია მრავალჯერ გამოიყენოთ სჯობს, რომ მოახდინოთ დუბლირება.
პრეზენტაციის მარჯვნივ 3 წერტილზე დაჭერით, მენიუდან აირჩიეთ Duplicate. მოცემული
პრეზენტაციის ახალი Copy გაჩნება თქვენს პრეზენტაციებში.

Mentimeter-ის გამოყენების მოკლე ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ Mentimeter-ის Youtube გვერდზე:


https://www.youtube.com/watch?v=VpbXY98R39c&ab_channel=Mentimeter

You might also like