You are on page 1of 7

შიდა სერვისებით (მაგ: eFlow და eSchool) დისტანციურად სარგებლობის ინსტრუქცია

შევდივართ ვებ გვერდზე https://rds.mes.gov.ge/

პირველ ველში ვწერთ ჩვენს ელ. ფოსტას სრულად, მაგ: testteacher1@teachers.gov.ge, ხოლო
მეორე ველში - ჩვენს პაროლს და ვაჭერთ Sign in-ს.

1
შემდეგ ფანჯარაში ვირჩევთ სასურველ ბრაუზერს Microsoft Edge-ს (msedge), Google Chrome-ს
(chrome) ან Internet Explorer-ს (iexplore).

გადმოიწერება ფაილი, რომელიც უნდა გაუშვათ.

2
ფაილის გაშვების შემდეგ გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ Connect-ს (აქ შეგიძლიათ მონიშნოთ
Don’t ask me again for connections to this computer და მომავალში კავშირის მცდელობისას
აღნიშნული ფანჯარა აღარ გამოვა).

აქვე გაითვალისწინეთ, რომ თუ დისტანციური აპლიკაციიდან ან აპლიკაციაში გსურთ ფაილების


გადაწერა (მაგ: დოკუმენტების ატვირთვა ან ჩამოტვირთვა eFlow-დან), ამ ფანჯარაში დააჭირეთ
ღილაკს Show Details

და მომდევნო ფანჯარაში აუცილებლად მონიშნეთ Drives. დააჭირეთ Connect-ს.

3
მომდევნო ფანჯარაში უკვე იქნება ჩაწერილი თქვენი ელ. ფოსტა. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ
ჩაწერეთ პაროლი და დააჭირეთ OK ღილაკს.

იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერი რამდენიმე ადამიანის მიერ გამოიყენება ერთი და იგივე


სერვისის მისაღებად, შესაძლოა, ამ ფანჯარაში სხვისი ელ. ფოსტა ეწეროს.

ასეთ შემთხვევაში, დააჭირეთ ღილაკს More choices, შემდეგ - Use a different account, ხოლო
გამოსულ ფანჯარაში პირველ ველში შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტა, მეორეში კი - პაროლი და
დააჭირეთ OK-ს.

4
გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ Yes-ს (აქ შეგიძლიათ მონიშნოთ Don’t ask me again for
connections to this computer და მომავალში კავშირის მცდელობისას აღნიშნული ფანჯარა აღარ
გამოვა).

რამდენიმე წამის შემდგომ (სერვისით პირველად სარგებლობის შემთხვევაში საჭირო დრო 30


წამიდან 1 წუთამდეა) გაიხსნება ბრაუზერის ფანჯარა, სადაც უკვე გახსნილი დაგხვდებათ eFlow
და eSchool.

5
სხვა შიდა სერვისით სარგებლობის სურვილის შემთხვევაშიც აღნიშნული ბრაუზერით
შეგიძლიათ ისარგებლოთ - უბრალოდ ჩაწერეთ სასურველი შიდა სერვისის მისამართი
ბრაუზერის მისამართების ველში.

მუშაობის დასრულების შემდეგ დახურეთ ბრაუზერის ფანჯარა, ხოლო ვებ გვერდზე


https://rds.mes.gov.ge/ დააჭირეთ Sign out-ს.

6
ფაილების გადაწერის სურვილის შემთხვევაში, საჭიროა, rds.mes.gov.ge-ს აპლიკაციებიდან
გაუშვათ Explorer.

გაშვების შემდეგ წვდომა მოგეცემათ დისტანციური კომპიუტერის ფაილებზე. This PC


განყოფილებაში გადასვლის შემდეგ დაინახავთ თქვენი პირადი კომპიუტერის დისკებსაც და
შეძლებთ ფაილების გადატანას დისტანციურსა და პირად კომპიუტერს შორის.

მხარდაჭერისთვის: საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საჯარო


სკოლაზე მომაგრებულ აიტის პეციალისტს რათა მან დისტანციურად შეძლოს
მოცემული სერვისის გამოყენებათან დაკავშირბეული პრობლემების
მოგვარება.

You might also like