You are on page 1of 2

მოგესალმებით 

ძვირფასო სტუდენტებო, 

მოგეხსენებათ მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო, გვიწევს დისტანციური სწავლების განხორციელება, 
რაც მოიაზრებს ასევე დისტანციურად ფინალური გამოცდების ჩატარებას. უნივერსიტეტის აკადემიური კალენდრის
მიხედვით, საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისთვის ფინალური გამოცდა მაღალკურსელთათვის მიმდინარეობს 21
დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით და გრძელდება 8 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით.
იმისათვის, რომ დაწეროთ ფინალური გამოცდა, გთხოვთ შებრძანდეთ შემდეგ ლინკზე: http://exam.ug.edu.ge  ,
სადაც თქვენი UG კოდითა და პაროლით გაივლით ავტორიზაციას.

გთხოვთ, გამოცდის წინა დღეებში,  წინასწარ შეამოწმოთ ავტორიზაციის კოდი და პაროლი.

გამოცდისათვის გამოყოფილია 2 საათი, გამოცდა დაიწყება ცხრილში მითითებულ დროზე და გაითიშება ზუსტად 2
საათში.
თუ დროზე ადრე უპასუხებთ ყველა კითხვას გამოცდა ავტომატურად დასრულდება, ბოლო კითხვაზე პასუხის გაცემით.

პასუხებს წერთ პასუხების ველში სადაც წერია „პასუხი ჩაწერეთ აქ“.


ყოველ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, იმისთვის, რომ პასუხი შეინახოს და გადახვიდეთ შემდეგ კითხვაზე, საჭიროა
დააჭიროთ ღილაკს „პასუხის გაცემა“. პასუხგაცემულ კითხვას ვეღარ დაუბრუნდებით.

მხედველობაში იქონიეთ, რომ კითხვის გამოტოვებისას:


 შესაძლებელია სისტემამ ვეღარ დაგიბრუნოთ ის, დროის ამოწურვის გამო.
 უკვე ჩაწერილი პასუხი არ ინახება და სისტემის მიერ კითხვის თავიდან გამოჩენის მერე, მისი აკრეფა თავიდან
მოგიწევთ.
კითხვების რაოდენობა და დარჩენილი დრო შეგიძლიათ აკონტროლოთ საგამოცდო გვერდის მარცხენა პანელზე

იმ შემთხვევაში თუ თქვენ უნდა იმუშაოთ სხვა პროგრამაში და უნდა ატვირთოთ 


ნამუშევარი ფაილი, დააჭირეთ ღილაკს „choose file”. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფაილი უნდა ატვირთოთ გამოცდის
დროის ამოწურვამდე. 
ფაილები უნდა აიტვირთოს მხოლოდ იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, სადაც ლექტორის მიერ იქნება მოთხოვნა,
სხვა ყველა შემთხვევაში გამოცდის პასუხები უნდა დაიწეროს პასუხების ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი არ
ჩაითვლება.

ფაილის მაქსიმალური ზომა: 30MB.


ფაილის ტიპები: gif, jpg, png, jpeg, pdf, doc, docx, xls, xlsx, rar, zip.

თუ თქვენ გამოცდის მსვლელობის დროს გაგეთიშათ ელექტრო ენერგია, შეგენახებათ ყველა პასუხი, რომელიც
დადასტურებული იქნება ღილაკით - „პასუხის გაცემა“.
საგამოცდო დროის ამოწურვამდე თავიდან შეგიძლიათ ავტორიზაციის გავლა და გამოცდაში დაბრუნება,  

გამოცდა სრულდება ან საგამოცდო დროის გასვლით, ან დროზე ადრე შეწყვეტით (სისტემიდან გამოსვლით/გამოვარდნით
და უკან არ დაბრუნებით), ან ყველა კითხვაზე (ბოლო კითხვაზე) პასუხის გაცემით.
თქვენი გამოცდების ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ გამოცდების  გვერდიდან, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ დღეს და
დროს. 

იმ შემთხვევაში თუ გამოცდის მსვლელობის დროს შეგექმნებათ რაიმე სახის პრობლემა, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: Ithelp@ug.edu.ge,  studyofficehelp@ug.edu.ge , ან საგამოცდო გვერდზე არსებული online chat-
ში. 
საქართველოს უნივერსიტეტი გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას!

You might also like