You are on page 1of 2

ირინა, მოგესალმებით

გთხოვთ ეს ტექსტი განათავსოთ არგუსის საინფორმაციო ველში:

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ კვირას, 22 მაისს 12 : 00 საათზე

ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება „მათემატიკა ბიზნესისათვის“-


პირველი შუალედური გამოცდა

გამოცდის დასაწერად საჭიროა:

 თქვენი ჯგუფისათვის მითითებულ საგამოცდო დროს შეხვიდეთ


elearning.iliauni.edu.ge  თქვენ პირად ანგარიშზე;

გთხოვთ გამოცდის დღემდე მინიმუმ 2 დღით ადრე დარწმუნდეთ, რომ სწორად გახსოვთ
elearning.iliauni.edu.ge ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი და
თავისუფლად შეგიძლიათ მისი გამოყენება, რადგან თქვენი ანგარიშის
მომხმარებლის სახელისა და პაროლის აღდგენას ვერ შეძლებთ გამოცდის დღეს ან
გამოცდის წინა დღეს.

კურსების ჩამონათვალში (ან მთავარ გვერდზე კურსების საძიებო სისტემის


გამოყენებით) მოძებნოთ „მათემატიკა ბიზნესისათვის“ - შუალედური გამოცდა.

 კურსში მოცემული იქნება ტესტი და დასაწყებად შეიყვანეთ კოდი - 212161 და


დააჭირეთ ღილაკს: ტესტის დაწყება (Start attempt)

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:

 საგამოცდო გვერდი სამუშაო ფორმატში გახსნილი იქნება 12:00 საათიდან 13:45


საათამდე, ხოლო უშუალოდ ტესტზე მუშაობისთვის გამოყოფილი
მაქსიმალური დრო იქნება 90 წუთი. შესაბამისად, ტესტის დაწყებიდან 90
წუთის გასვლის შემდეგ, ან 13:45 საათის დადგომის შემთხვევაში საგამოცდო
პროცესი ავტომატურად დასრულდება და შეინახავს თქვენ მიერ მონიშნულ
პასუხებს;
 საგამოცდო ტესტის დასრულებისთვის აუცილებელია დააჭიროთ ღილაკს -
„წარადგინე ყველა და დაასრულე“ (Submit all and Finish);
 ტესტის შესასრულებლად მოცემული გექნებათ მხოლოდ ერთი ცდა და
მუშაობის დასრულების შემდეგ პროცესის განახლება შეუძლებელი იქნება;
 არასწორი პასუხის შემთხვევაში, საგამოცდო ტესტის შეფასების სისტემა
ქულებს არ აკლებს, შესაბამისად, მიზანშეწონილია უპასუხოთ ყველა კითხვას,
მიუხედავად იმისა, დარწმუნებული ხართ თუ არა პასუხის სისწორეში;
 გაითვალისწინეთ, რომ ყოველ მომდევნო საკითხზე გადასვლის შემდეგ, წინა
საკითხს ვეღარ დაუბრუნდებით (გადაწყვეტილება მიღებულია ფაკულტეტის
საბჭოზე).
 შეფასების და შესრულებული ნაშრომის ნახვა შესაძლებელი იქნება იგივე
გვერდზე, საგამოცდო დროის ამოწურვიდან 30 წუთის განმავლობაში - 13:45
საათიდან 14:15 სათამდე. 

 სტუდენტს უფლება აქვს გაასაჩივროს საგანმანათლებლო პროგრამის


კომპონენტებში მიღებული შუალედური და დასკვნითი შეფასებები გამოცდის
თარიღიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განცხადების საფუძველზე, რომელიც იწერება
არგუსზე, შაბლონით - თავისუფალი ბლანკი. განცხადებაში აუცილებელია
არგუმენტირებულად მიუთითოთ რის გამო ასაჩივრებთ კონკრეტული საკითხის
შეფასებას.

 P.S. გთხოვთ, გამოცდის დღემდე დარწმუნდეთ, რომ სწორად გახსოთ


elearning.iliauni.edu.ge ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი და
თავისუფლად შეგიძლიათ მისი გამოყენება. თუ ანგარიში არ გაქვთ, თავად
უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის მეილის მითითებით.
 დახმარების საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ საგამოცდო ცენტრის
კოორდინატორს ელექტრონულ მისამართზე: natia.beriashvili@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!
პატივისცემით,
ბიზნესის სკოლის საგამოცდო ცენტრი

You might also like