You are on page 1of 11

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის სილაბუსი


სასწავლო კურსის
სახელწოდება ეკონომეტრიკა 1
(ქართულად და ECONOMETRICS 1
ინგლისურად)
სასწავლო კურსის იური ანანიაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ავტორი/ავტორები ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტი, ეკონომეტრიკის კათედრა, ოთახი 507;

ტელ.: (+995 32) 250 484-9787; (+995)599 34 70 92;

ელ.ფოსტა: i.ananiashvili@tsu.ge; iuri_ananiashvili@yahoo.com


ლექტორი/ლექტორები იური ანანიაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტი, ეკონომეტრიკის კათედრა, ოთახი 507; ტელ.: (+995 32) 250 484-9787;
(+995)599 34 70 92; ელ.ფოსტა: i.ananiashvili@tsu.ge; iuri_ananiashvili@yahoo.com .

აკაკი არსენაშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი,


ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,
ეკონომეტრიკის კათედრა, ოთახი 507; ტელ.:(+995 32) 250 484-9786, ელ-ფოსტა:
akaki.arsenashvili@tsu.ge .

მერაბ ჯულაყიძე, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული


პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომეტრიკის კათედრა;
ტელ.:(+995 32) 250 484-9786, ელ-ფოსტა: merab.julakidze@tsu.ge.

ნინო მიქიაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული


პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომეტრიკის კათედრა;
ტელ.:(+995 32) 250 484-9786, ელ-ფოსტა: nino.mikiasvili@tsu.ge.

ლია თოთლაძე, ეკონომიკის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, ეკონომიკისა


და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომეტრიკის კათედრა. ტელ.:(+995 32) 250 484-
9786, ელ-ფოსტა: lia.totladze@tsu.ge.

სტუდენტებთან კონსულტაციები გაიმართება ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან


შეთანხმებული ცხრილის მიხედვით. სტუდენტებს აღნიშნული ცხრილის ნახვა
შეუძლიათ თსუ-ის ვებ-გვერდზე და LMS პლატფორმაზე.

სასწავლო კურსის
კოდი
სასწავლო კურსის 1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
სტატუსი 2. ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა
3. სავალდებულო კურსი
ECTS  5 ECTS კრედიტი-სულ 125 სთ
 45 სთ საკონტაქტო, მათ შორის : კვირაში 1 საათი ლექცია, 2 საათი

1
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პრაქტიკული/სემინარი
 80 სთ დამოუკიდებელი მუშაობის;
- შუალედური გამოცდის მიმდინარეობის დრო-2 საათი;
- დასკვნითი გამოცდის მიმდინარეობის დრო -3 საათი.
სასწავლო კურსზე
დაშვების მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის 1
წინაპირობები
სასწავლო კურსის ეკონომეტრიკა ეკონომიკურ-მათემატიკურ დისციპლინათა ჯგუფს მიეკუთვნება.
მიზნები იგი აერთიანებს მეთოდებისა და წესების ერთობლიობას, რომელიც ეკონომიკური
თეორიის და მათემატიკურ-სტატისტიკური ინსტრუმენტარის ბაზაზე სოცია-
ლურ-ეკონომიკური კანონზომიერებების კონკრეტული რაოდენობრივი გამოსა-
ხვის საშუალებას იძლევა.
დისციპლინის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ეკონომეტრიკული მოდელირების
მეთოდიკა, ასწავლოს მათ კლასიკური რეგრესიული მოდელის სპეციფი-
კაციასთან, იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები,
ასევე მარტივი ეკონომეტრიკული მოდელებით ეკონომიკაში არსებული რაოდე-
ნობრივი კანონზომიერებების შეფასება და ანალიზი.
სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება
აღწერილი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია:
საკვალიფიკაციო
 სხვადასხვა ეკონომიკური ამოცანის წრფივი ეკონომეტრიკული
ჩარჩოს შესაბამისად
მოდელის აგება;
 შესაბამისი მეთოდით კლასიკური რეგრესიული მოდელის
პარამეტრების სტატისტიკურად შეფასება;
 ეკონომეტრიკული მოდელის ვერიფიკაციასთან დაკავშირებული
ჰიპოთეზების სტატისტიკურად შემოწმება;
 შეფასებული მოდელიდან მიღებული შედეგების ეკონომიკური ახსნა.
უნარი
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ სტუდენტს შეუძლია:

 კლასიკური რეგრესიული მოდელი ეკონომიკური ანალიზისა და


პროგნოზირებისთვის გამოყენება;
 მარტივი ეკონომეტრიკული პროგრამულ პაკეტების, პირველ რიგში,
Excel-ის პაკეტების, გამოყენება;
 წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, კონკრეტულ
ეკონომიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მომზადებული რეფერატის
პრეზენტაცია.
სასწავლო კურსის
იხილეთ დანართი
შინაარსი
სწავლებისა და ლექცია (15 სთ) - სალექციო მასალა სტუდენტებს მიეწოდება ინტერაქტიულ
სწავლის მეთოდები რეჟიმში;
სემინარი (15 სთ) - ინტერაქტიულ რეჟიმში სტუდენტების გამოკითხვა ლექციაზე
მიწოდებული საკითხების ათვისების შემოწმების მიზნით;

2
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პრაქტიკული (15 სთ) - ეკონომეტრიკული ამოცანებისა და სავარჯიშოების


ამოხსნა, თეორიული მასალის განსაკუთრებით რთული ნაწილების ახსნა,
გამეორება და ილუსტრირება;
დავალებების დამოუკიდებელი შესრულება (რეგულარულად)
ტიპური ამოცანების რეალიზაცია გამოყენებითი პროგრამული პაკეტების,
პირველ რიგში, Excel-ის საშუალებით (სემესტრში რამდენიმეჯერ, საჭიროების
მიხედვით).
რეფერატის მომზადება და პრეზენტაცია (სემესტრში ერთხელ).
შეფასების სისტემა შეფასების ფორმები: შუალედური შეფასება და დასკვნითი შეფასება.

შუალედური შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: დასწრება/აქტიურობა,


წერითი შემოწმებები (ქვიზები), შუალედური გამოცდა, რეფერატის მომზადება
და პრეზენტაცია. დასკვნითი შეფასება მოიცავს წერით დასკვნით გამოცდას.

შეფასების მეთოდები
1. დასწრება/ აქტიურობა სემინარებსა და პრაქტიკულებზე - 10 ქულა;
2. წერითი შემოწმებები (ქვიზები)-10 ქულა;
3. შუალედური გამოცდა-30 ქულა;
4. რეფერატის მომზადება და პრეზენტაცია -10 ქულა;
5. დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა.
შეფასების კრიტერიუმები:

1) დასწრება/აქტიურობა სემინარებსა და პრაქტიკულებზე - 10 ქულა. დასწრება


და აქტიურობა ფასდება სხვადასხვა კომპონენტის ქულების ჯამით. მათ შორისაა:
კომენტარის გაკეთება, აზრის გამოთქმა, შეკითხვის დასმა, პასუხის გაცემა
ლექტორისა და თანაკურსელთა კითხვებზე, მონაწილეობა სავარჯიშოების
ამოხსნის პროცესში და ა.შ. სემესტრის განმავლობაში ამ გზით სტუდენტმა
შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა (2 საათი დასწრება პრაქტიკულ-
სასემინარო მეცადინეობებზე ≈ 0,66 ქულა; 30 საათი დასწრება ≈ 10 ქულა);

2) წერითი შემოწმებები (ქვიზები) - 10 ქულა. სემესტრის განმავლობაში


სტუდენტმა აუდიტორიაში მეცადინეობისას უნდა დაწეროს 4 ქვიზი: 2 -
შუალედურ გამოცდამდე და 2 - შუალედური გამოცდის შემდეგ. პირველი და
მესამე ქვიზი ფასდება 2-2 ქულით. მეორე და მეოთხე ქვიზი ფასდება 3-3
ქულით. (ქვიზში შემავალი კითხვების რაოდენობას განსაზღვრავს თემების
სპეციფიკა და იცვლება 3-დან 5-მდე. როგორც წესი, თითოეულ კითხვას
მითითებული აქვს ქულის რაოდენობა, რომლითაც ის ფასდება. ყოველი წერითი
დავალების დაწყებისას საგნის მასწავლებელი სტუდენტებს უხსნის, როგორ
ფასდება თითოეული საკითხი.)

3) შუალედური გამოცდა წერილობითი ფორმისაა. გამოცდის ბილეთი შედგება


თეორიული ნაწილისა და ამოცანისაგან. თეორიულ ნაწილში სტუდენტმა პასუხი

3
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უნდა გასცეს განვლილი მასალიდან დასმულ 4 კითხვას, რომელთა ჯამური


შეფასება ბილეთების მიხედვით მერყეობს 13-დან 14 ქულამდე. თეორიული
კითხვების შეფასებები, სირთულის შესაბამისად, მერყეობს 3-დან 4 ქულამდე.
ამოცანა მარტივი რეგრესიული მოდელის აგებაზეა. ის 6 კითხვისაგან შედგება
და მაქსიმალური შეფასება, ბილეთების მიხედვით, მერყეობს 16-დან-17
ქულამდე. ამოცანის გადაწყვეტა გულისხმობს, რომ კონკრეტული ეკონომიკური
მონაცემების პირობებში, სტუდენტმა შეასრულოს ყველა ის პროცედურა, რაც
საჭიროა ეკონომეტრიკული მოდელის სპეციფიკაციის, იდენტიფიკაციისა და
ვერიფიკაციისთვის. ამოხსნის პროცესი დაყოფილია 6 ეტაპად და თითოეული
ეტაპის წარმატებული გადალახვა, პრობლემის სირთულიდან გამომდინარე,
ფასდება 2-დან 3 ქულამდე. ყოველი კითხვის გასწვრივ ბილეთში მითითებულია
შესაბამისი შეფასების მაქსიმალური მნიშვნელობა. შუალედური გამოცდის
მაქსიმალური შეფასება შეადგენს 30 ქულას და ხანგრძლივობაა 2 სთ.

4) სტუდენტმა უნდა მოამზადოს რეფერატი წინასწარ მიცემული პირობების


ჩარჩოებში (მათ შორის Excel -ის ან სხვა სტანდარტული კომპიუტერული პროგ-
რამის გამოყენებით) და მოახდინოს მისი პრეზენტაცია. რეფერატის ჩაბარება
მოხდება მე-15 კვირაში. ეს სამუშაო ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით;
რეფერატის შეფასების კრიტერიუმებია:
 9-10 ქულა: რეფერატი შინაარსობრივად სრულყოფილია. საკითხი
ზუსტად არის დასმული, გადმოცემულია ამომწურავად და გაკეთებულია
არგუმენტირებული დასკვნები. რეფერატი ვიზუალურად კარგადაა
გაფორმებული. სტუდენტი აუდიტორიასთან ურთიერთობას სრულად
ამყარებს. ყველა კითხვაზე პასუხისას ავლენს საფუძვლიან ცოდნას.
 7-8 ქულა: რეფერატი შინაარსობრივად ძირითადად სრულყოფილია.
საკითხი სწორედ არის დასმული და გაანალიზებული, გაკეთებულია
დასკვნები. რეფერატი ვიზუალურად კარგადაა გაფორმებული.
სტუდენტი აუდიტორიასთან ურთიერთობას ამყარებს, მაგრამ ყველა
კითხვაზე პასუხისას ვერ ავლენს საფუძვლიან ცოდნას.
 5-6 ქულა: რეფერატი შინაარსობრივად მეტნაკლებად სრულყოფილია,
საკითხი ზუსტად არის დასმული, მაგრამ არ არის გადმოცემული
ამომწურავად. სტუდენტს უჭირს აუდიტორიასთან ურთიერთობა,
უმეტეს კითხვებზე პასუხის გაცემისას ვერ ავლენს საფუძვლიან ცოდნას.
 3-4 ქულა: რეფერატი შინაარსობრივად არასრულყოფილია და
პრეზენტაციისას აუდიტორიასთან კონტაქტი დაბალია.
არადამაკმაყოფილებელია რეფერატის ვიზუალური მხარე. სტუდენტი
არასაკმარის ცოდნას ავლენს.
 1-2 ქულა: რეფერატი შინაარსობრივად არასრულყოფილია.
გადმოცემულია მხოლოდ ზოგიერთი საკითხი. სტუდენტი ვერ ახერხებს
მასალის წარმოდგენას.

4
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 0 ქულა: რეფერატი საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

5) დასკვნითი გამოცდა წერილობითი ფორმისაა. მისი მაქსიმალური შეფასებაა 40


ქულა და ხანგრძლივობა 3 სთ. საგამოცდო ბილეთი თეორიული და პრაქტიკული
ნაწილებისგან შედგება. თეორიულ ნაწილში 3 საკითხია, რომელთა ჯამური
შეფასება, ბილეთების მიხედვით, მერყეობს 21-დან 22 ქულამდე. თითოეული
საკითხი, სირთულის მიხედვით, 7 ან 8 ქულით ფასდება. თეორიული საკითხების
შეფასებისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენება:
1. 7-8 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას.
2. 6-7 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად
გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი
შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას.
3. 5-6 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღნიშნება მცირეოდენი
შეცდომები.
4. 3-4 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის
შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; აღინიშნება რამდენიმე
არსებითი შეცდომა.
5. 1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან
არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
6. 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
პრაქტიკული ნაწილი შედგება 5 კითხვისაგან შემდგარი ამოცანასგან. მისი
მაქსიმალური შეფასება, ბილეთების მიხედვით, მერყეობს 18-დან-19 ქულამდე.
ამოცანის ამოხნა მოითხოვს, რომ კონკრეტული მონაცემების პირობებში,
თეორიული ცოდნის გამოყენებით, სტუდენტმა შესძლოს ამა თუ იმ ტიპის
ეკონომეტრიკული მოდელის აგებასთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემის
გადაწყვეტა. კითხვები სირთულისა და შრომატევადობის გათვალისწინებით,
დიფერენცირებულად ფასდება და ზუსტი და ამომწურავი პასუხების
შემთხვევაში, მათი შეფასებები მერყეობს 2-დან 5 ქულამდე. ყოველი კითხვის
გასწვრივ ბილეთში მითითებულია შესაბამისი შეფასების მაქსიმალური
მნიშვნელობა. მაგალითად, 5 ქულიანი კითხვის შეფასებისას შემდეგი კრიტერი-
უმები გამოიყენება:
5 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას.
4 ქულა: პასუხი სრულია და ძირითადად ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგიურად გამართულია; აღინიშნება
მცირეოდენი შეცდომები; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით

5
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გათვალისწინებულ განვლილ მასალას.


3 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. მაგარამ აღნიშნება მცირეოდენი
შეცდომები.
2 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია
ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული მასალა.
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, გადმოცემულია საკითხის შესაბამისი
მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები; პასუხი არსებითად
მცდარია; სტუდენტს ცუდად აქვს ათვისებული მასალა.
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული.
სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის
განმავლობაში დააგროვა არანაკლებ 11 ქულა. დასკვნითი გამოცდა ითვლება
ჩაბარებულად, თუ სტუდენტმა გამოცდაზე მიიღო მაქსიმალური ქულის
არანაკლებ 50%.
სტუდენტის ცოდნის საბოლოო შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით. 100
ქულა არის მაქსიმალური შეფასება. კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100–დან
51 ქულის დაგროვება. შეფასების ამ სისტემაში ქულების განაწილების სქემა
ასეთია:
ქულები შეფასება ნიშანი
91-100 ფრიადი A
81-90 ძალიან კარგი B
71-80 კარგი C
61-70 დამაკმაყოფილებელი D
51-60 საკმარისი E
41-50 ვერ ჩააბარა FX
0
ჩაიჭრა F
40

FX–შეფასების შემთხვევაში, სტუდენტს უფლება აქვს გავიდეს დამატებით


გამოცდაზე; საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების
შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია
დამატებითი გამოცდა დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების
გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე
მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა
რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი
შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო
შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით
საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების
შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

6
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

F – შეფასების შემთხვევაში, სტუდენტმა განმეორებით უნდა გაიაროს სასწავლო


კურსი.
შეფასების 100 ქულიან სისტემაში კრედიტების მინიჭებისათვის აუცილებელია 51
და მეტი ქულის დაგროვება, ამასთან საბოლოო გამოცდაზე მიღებული ქულების
რაოდენობა არანაკლები უნდა იყოს 20-ზე.
სავალდებულო/ 1. ანანიაშვილი ი. ეკონომეტრიკა. თბილისი, მერიდიანი, 2014. გვ. 1-215
ძირითადი
ლიტერატურა და სხვა ლიტერატურის ხელმისაწვდომობა:
სასწავლო მასალა სავალდებულო ლიტერატურა და დამატებითი ლიტერატურის ნაწილი
ხელმისაწვდომია ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში.
დამხმარე 2. James H. Stock and Mark W. Watson. (2017). Introduction to Econometrics.
ლიტერატურა და სხვა Third Edition. Pearson Addison-Wesley,გვ. 839.
სასწავლო მასალა 3. Dougherty C. (2016). Introduction to Econometrics. Fifth Edition, Oxford
University Press, New York, გვ. 585.
4. R. Carter Hill, William E. Griffiths and Guay C. Lim.( 2018) Principles of
Econometrics. John Wiley & Sons, Inc., გვ. 790.
სასწავლო კურსის  მეცადინეობები სასურველია ტარდებოდეს კომპუტერულ კლასში,
გავლასთან უკიდურეს შემთხვევაში პროექტორის მქონე აუდიტორიაში.
დაკავშირებული
 სემესტრის განმავლობაში სტუდენტთათვის დასაშვებია ორი გაცდენის
დამატებითი
აღდგენა: ერთი- შუალედურ გამოცდამდე და ერთი -დასკვნით
ინფორმაცია/პირობები
გამოცდამდე.

 სტუდენტებთან კონსულტაციები გაიმართება ფაკულტეტის


ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ცხრილის მიხედვით.
აკადემიური სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ თავის მიერ მომზადებული
კეთილსინდისიერება დავალება, რომელშიც აკადემიური სტილის დაცვით მითითებული
იქნება, თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის იდეა და/ან სიტყვები. სტუდენტმა არ
უნდა გამოიყენოს ნაშრომი და/ან ნაშრომის ნაწილი, რომელიც სხვა
სასწავლო კურსისთვის მოამზადა; ასევე არ უნდა მოახდინოს მონაცემთა
ან სხვა ინფორმაციის გაყალბება, და არ უნდა გადაიწეროს ნაშრომი. იმ
შემთხვევაში თუ რომელიმე ზემოთხსენებულ ქმედებას ექნება ადგილი,
სტუდენტს დაეკისრება ეთიკის კოდექსით განსაზღვრული
დისციპლინური პასუხისმგებლობა აკადემიური კეთილსინდისიერების
პრინციპების დარღვევის გამო, რომლებიც ჭეშმარიტი აკადემიური
განათლების განუყოფელი ნაწილი და უნივერსიტეტის ფუნდამენტური
ღირებულებაა. სანქცია შეიძლება იყოს როგორც ნაშრომის ხელახლა
მომზადება, ასევე სასწავლო კურსში არადამაკმაყოფილებელი ქულის
მიღება და/ან სტატუსის შეწყვეტა.

7
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დანართი 1
სასწავლო კურსის შინაარსი
ლიტერატურა და
კვირის ლექციის/სემინარის/პრაქტიკუმის/ლაბორატორიული
სხვა სასწავლო
N სამუშაოს და ა.შ. თემა
მასალა
თემა: შესავალი. ეკონომეტრიკის ძირითადი ცნებები და
განმარტებები
ეკონომეტრიკის განმარტება. ემპირიული ეკონომიკური
ანალიზის ეტაპები. ეკონომიკური მონაცემების სტრუქტურა. მიზეზ- [1, გვ. 9-16]
1
შედეგობრივი კავშირი და „სხვა თანაბარი პირობების“ ცნება
ეკონომეტრიკაში. ეკონომეტრიკული მეთოდებისა და მოდელების
სახეები
სემინარული მეცადინეობა ლექციის თემის შესახებ
თემა: შემთხვევითი სიდიდე (მიმოხილვა)
დისკრეტული შემთხვევითი სიდიდე და მისი რიცხვითი
მახასიათებლები. უწყვეტი შემთხვევითი სიდიდეეები. ნორმალური
განაწილება და მასთან დაკავშირებული განაწილებები. მრავალ-
განზომილებიანი შემთხვევითი სიდიდეები. პირობითი განაწილება [1, გვ. 17-41]
2
და პირობითი მათემატიკური ლოდინი. კავშირი შემთხვევით
სიდიდეებს შორის.

პრაქტიკულ-სემინარული მეცადინეობა
ლექციის თემის შესაბამისი ამოცანებისა და სავარჯიშოების
ამოხსნა.
თემა: შემთხვევითი შერჩევა და შეფასებები (მიმოხილვა)
3 შემთხვევითი შერჩევა და მისი რიცხვითი მახასიათებლები.
შეფასება და შეფასებები. შეფასების გადაუადგილებლობა,
ეფექტიანობა და ძალმოსილება. ინტერვალური შეფასება. [1, გვ. 42-67]
ჰიპოთეზის სტატისტიკური შემოწმება

4 პრაქტიკულ-სემინარული მეცადინეობა
განვლილი მასალის გამოკითხვა, ლექციის თემის შესაბამისი
ამოცანებისა და სავარჯიშოების ამოხსნა.

8
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თემა: წყვილური წრფივი რეგრესიის მოდელი


ფუნქციონალური და სტატისტიკური დამოკიდებულება.

5 წყვილური წრფივი რეგრესიის მოდელი. უმცირეს კვადრატთა


მეთოდი წყვილური რეგრესიისათვის. რეგრესიის მოდელისა და
კოეფიციენტების ეკონომიკური ინტერპრეტაცია.
რეგრესიული ანალიზის ძირითადი დაშვებები. უმცირეს [1, გვ. 68-100]
კვადრატთა მეთოდით მიღებული რეგრესიის კოეფიციენტების
თვისებები. შემთხვევითი წევრისა და რეგრესიის კოეფიციენტების
დისპერსიების შეფასებები.
6
პრაქტიკულ-სემინარული მეცადინეობა
განვლილი მასალის გამოკითხვა, ლექციის თემის შესაბამისი
ამოცანებისა და სავარჯიშოების ამოხსნა.
თემა: წყვილური წრფივი რეგრესიის მოდელის მნიშვნელოვ-
ნების შეფასება
ჰიპოთეზათა შემოწმება რეგრესიის კოეფიციენტების შესახებ.
რეგრესიის კოეფიციენტების ნდობის ინტერვალები. რეგრესიის
7 მოდელის სტატისტიკური მნიშვნელოვნების ანალიზი.
დეტერმინაციის კოეფიციენტი. კორელაციის კოეფიციენტი.
კავშირი შეფასების კრიტერიუმებს შორის წყვილური რეგრესიული
ანალიზის დროს. [1, გვ. 101-130]
შეფასებული მოდელის გამოყენება პროგნოზირებისთვის.
უპირობო პროგნოზირება. პროგნოზის შეცდომა. პროგნოზის
ნდობის ინტერვალი.

პრაქტიკულ-სემინარული მეცადინეობა
8 განვლილი მასალის გამოკითხვა, ლექციის თემის შესაბამისი
ამოცანებისა და სავარჯიშოების ამოხსნა;
წყვილური რეგრესიის მოდლის რეალიზაციის პროცედურების
ილუსტრირება Excel -ის ეკონომეტრიკული პაკეტის გამოყენებით
თემა: მრავლობითი წრფივი რეგრესიის კლასიკური
მოდელის შეფასება
წრფივი რეგრესიის მოდელი ორი დამოუკიდებელი ცვლადით:
9
აღწერილობა, ინტერპრეტაცია. უმცირეს კვადრატთა მეთოდი
ორფაქტორიანი მოდელისათვის. მრავლობითი რეგრესიის
კოეფიციენტების ინტერპრეტაცია.
მრავლობითი რეგრესიის წრფივი მოდელის ზოგადი შემთხვევა. [1, გვ. 131-153]
10 მრავლობითი რეგრესიის განტოლება სტანდარტიზებულ
მასშტაბში.
მრავლობითი რეგრესიული ანალიზის ძირითადი დაშვებები.
9
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გაუს-მარკოვის თეორემა.

პრაქტიკულ-სემინარული მეცადინეობა
განვლილი მასალის გამოკითხვა, ლექციის თემის შესაბამისი
ამოცანებისა და სავარჯიშოების ამოხსნა. კომპიუტერული
სავარჯიშოს შესრულების პროცედურების ილუსტრირება
ეკონომეტრიკული პაკეტის გამოყენებით.
თემა: მრავლობითი რეგრესიის მოდელის მნიშვნელოვნების
ანალიზი
მრავლობითი რეგრესიის მოდელში შემთხვევითი წევრის
დისპერსიის შეფასება. რეგრესიის კოეფიციენტების მნიშვნე-
ლოვნების შეფასება. ნდობის ინტერვალები. ერთი წრფივი
11 შეზღუდვის ტესტირება.
მრავლობითი რეგრესიის განტოლების მნიშვნელოვნების
შეფასება – დისპერსიული ანალიზი. დეტერმინაციის ჩვეულებრივი
და კორექტირებული კოეფიციენტი. მრავლობითი კორელაციის
კოეფიციენტი. დეტერმინაციის კოეფიციენტის და მრავლობითი
[1, გვ. 153-183; 204-
რეგრესიის სტატისტიკური მნიშვნელოვნების ანალიზი.
215]
F F
ტესტირება სტატისტიკის გამოყენებით. სტატისტიკით

ჰიპოთეზის შემოწმება ცალკეული ცვლადის მნიშვნელოვნების


F
შესახებ. სტატისტიკით ჰიპოთეზის შემოწმება ფაქტორთა
ჯგუფის მნიშვნელოვნების შესახებ.
12
პრაქტიკულ-სემინარული მეცადინეობა
განვლილი მასალის გამოკითხვა, ლექციის თემის შესაბამისი
ამოცანებისა და სავარჯიშოების ამოხსნა.
მრავლობითი რეგრესიის მოდლის რეალიზაციის
პროცედურების ილუსტრირება Excel -ის ეკონომეტრიკული
პაკეტის გამოყენებით.
თემა: რეგრესიის მოდელის სპეციფიკაციისა და ვერიფიკაციის
ზოგიერთი თავისებურება
13
რეგრესიის განტოლებაში არსებითი ცვლადების გაუთვალისწი-
ნებლობის შედეგები. ჩამნაცვლებელი ცვლადები. რეგრესიის
განტოლებაში არაარსებითი ცვლადების ჩართვით გამოწვეული [1, გვ. 184-204]
14 შედეგები. ამხსნელი ცვლადების არჩევა.

პრაქტიკულ-სემინარული მეცადინეობა
განვლილი მასალის გამოკითხვა, ლექციის თემის შესაბამისი
ამოცანებისა და სავარჯიშოების ამოხსნა. კომპიუტერული
10
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სავარჯიშოს შესრულების პროცედურების ილუსტრირება


ეკონომეტრიკული პაკეტის გამოყენებით.
შემაჯამებელი ლექცია
15
სემინარი - რეფერატების პრეზენტაცია.
შენიშვნა: შუალედური გამოცდები ტარდება მე-8-მე-9 სასწავლო კვირაში.
დასკვნითი გამოცდა ტარდება მე-16- მე-18 სასწავლო კვირაში.
დამატებითი გამოცდა ტარდება მე-19 სასწავლო კვირაში.

11

You might also like