You are on page 1of 10

სასწავლო კურსის მათემატიკური დაპროგრამება

დასახელება
MATHEMATICAL PROGRAMMING
ავტორი (ავტორები) ბეჟან ღვაბერიძე ასოც. პროფესორი, ლელა ალხაზიშვილი ასოც.
პროფესორი
ლექტორი ბეჟან ღვაბერიძე ასოც. პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო
(ლექტორები) მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერულ მეცნიერებათა
დეპარტამენტი

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 5 99 514-264


ელ. ფოსტა: bezhan.ghvaberidze@tsu.ge b.gvaberidze@gmail.com
თსუ XI კორპუსი, ოთახი №353
კონსულტაციის საათები: კვირაში 3 სთ

ლელა ალხაზიშვილი ასოც. პროფესორი, ზუსტ და


საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერულ
მეცნიერებათა დეპარტამენტი

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 5 99 555-900


ელ. ფოსტა: lela.alkhazishvili@tsu.ge
თსუ XI კორპუსი, ოთახი №353

კონსულტაციის საათები: კვირაში 3 სთ

ფრიდონ დვალიშვილი ასისტენტ-პროფესორი ზუსტ და


საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერულ
მეცნიერებათა დეპარტამენტი

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 5 99 10-22-64


ელ. ფოსტა: pridon.dvalishvili@tsu.ge
თსუ XI კორპუსი, ოთახი №353
კონსულტაციის საათები: კვირაში 3 სთ
სასწავლო კურსის
CS416
კოდი
სასწავლო კურსის 1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,
სტატუსი კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
2. საბაკალავრო საფეხური
3. სავალდებულო
სასწავლო კურსის ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში წარმოიშობა მიზნის
მიზნები მიღწევის არსებული საშუალებებიდან საუკეთესოს, ანუ
ოპტიმალურის არჩევის პრობლემა. მათემატიკის ენაზე
ოპტიმალურის არჩევა მაქსიმუმის ან მინიმუმის, ანუ ექსტრემუმის
პოვნაზე დაიყვანება. ექსტრემალურ ამოცანებს, რომლებიც რაიმე
რეალური ამოცანის მათემატიკურ მოდელს წარმოადგენენ,
ოპტიმიზაციის ამოცანები ეწოდება. მათემატიკური პროგრამირება
სწავლობს ოპტიმიზაციის ამოცანების ამოხსნის მეთოდებს, რეალური
ამოცანის გამოკვლევის ყველა ეტაპის გათვალისწინებით.
მათემატიკური პროგრამირება წარმოადგენს კიდევ უფრო ვრცელი
დისციპლინის ოპერაციათა კვლევის ნაწილს, რომელიც აგრეთვე
ისწავლება კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებაზე. ამიტომ
ხშირად მათემატიკური პროგრამირების ზოგიერთი თავი,
გარკვეული მოსაზრებების გამო , იკითხება ოპერაციათა კვლევის
კურსში(მაგალითად, წრფივი პროგრამირება).
მოცემული კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს თანამიმდევრული და
საფუძვლიანი ცოდნა, რაც საკმარისი იქნება მათემატიკური
პროგრამირების ამოცანების გამოსაკვლევად. კურსი ითვალისწინებს
როგორც თეორიული საფუძვლების, ასევე შესაბამისი ალგორითმების
სწავლებას. სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენება
გეომეტრიული, ეკონომიკური და Mathcad–ის საფუძველზე
მომზადებული დინამიკური და სიმბოლური ინტერპრეტაციები.
კრედიტების 5 კრედიტი (125 საათი)
რაოდენობა და
საათების განაწილება საკონტაქტო - 45 სთ. (15სთ. - ლექცია, 30 სთ. – პრაქტიკული
სტუდენტის მეცადინეობა);
დატვირთვის შუალედური გამოცდა - 2 სთ.
შესაბამისად (ECTS)
დასკვნითი გამოცდა - 3 სთ.
დამოუკიდებელი მუშაობა - 75 სთ.
დაშვების Math202 კალკულუსი კომპიუტერული მეცნიერებისათვის
წინაპირობები
სწავლის შედეგები კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეიძენს შემდეგ
კომპეტენციებს:
ცოდნა და გაცნობიერება:
აცნობიერებს მათემატიკური დაპროგრამების ძირითად კონცეფციებს
და პრინციპებს. აქვს ტოლობის ან(და) უტოლობის ტიპის
შეზღუდვებიანი გლუვი ექსტრემალური ამოცანების ამოხსნის
ბაზისური ცოდნა და შეეძლება მისი გამოყენება პრაქტიკული
ხასიათის რეალურ განზომილებიანი ამოცანებისათვის. ერკვევა
ამოზნექილი ამოცანების სპეციფიკაში და ამოხსნის ძირითად
რიცხვით ალგორითმებში.

უნარები:

კურსის გავლის შემდეგ შეუძლია


 მათემატიკური (საოპტიმიზაციო) მოდელის აგების და მისთვის
შესაბამისი მეთოდის შერჩევა-დამუშავების უნარი, კომპიუტერუ-
ლი ტექნიკის გამოყენების უნარი
 პრაქტიკულ ამოცანებში კონკრეტული რიცხვითი შედეგების
მიღება და ამ შედეგების ანალიზის უნარი
 პრობლემის სიტყვიერი ფორმულირებიდან მათემატიკურ
მოდელზე გადასვლის, მისი იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის
უნარი;
 დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
 მათემატიკური პროგრამირების მეთოდების გამოყენების უნარი.
ასევე შეძლოს გაეცნოს ოპტიმიზაციის ამოცანების გადაწყვეტის
და გადაწყვეტილებათა მიღების თანამედროვე მიდგომებს და
კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.

ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა:
აქვს
 ძირითადი თანამედროვე კომპიუტერული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
 ჩატარებული კვლევების შედეგების, დასკვნების წერილობითი
რეკომენდაციების სახით გაფორმებისა და ზეპირად გადაცემის
უნარი;
 დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
 გუნდში მუშაობის უნარი.
შეუძლია:
 სწავლის პროცესის შეფასება მიღებული თეორიული ცოდნის და
მისი პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით, შემდგომი სწავლის
საჭიროებების დადგენა;
 საკუთარი ცოდნის გაღრმავების აუცილებლობის შეფასება
შემდგომი სწავლის გაგრძელების მიმართულების
განსაზღვრისათვის.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ნათელი წარმოდგენა


ექნებათ მათემატიკური დაპროგრამების ამოცანების მათემატიკურ,
ეკონომიკურ, გეომეტრიულ შინაარსზე. შესწავლილი მასალა მათ
გააზრებული ექნებათ როგორც ტრადიციული მათემატიკური
ფორმალიზმის, ასევე Mathcad–ის გრაფიკული და ანიმაციური
საშუალებების გამოყენებით. მათ ეცოდინებათ როგორც
ლოკალური, ასევე გლობალური მინიმალების და მაქსიმალების
ძიების ალგორითმები.
გაცნობიერებული ექნებათ ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა,
როგორც პროფესიული სრულყოფისა და წინსვლის აუცილებელი
პირობა.
სასწავლო კურსის თეორიული კურსი მოიცავს უპირობო ექტსრემუმის საკითხებს ერთი
შინაარსი და მრავალი ცვლადის შემთხვევაში, ტოლობის და უტოლობის ტიპის
შეზღუდვებიანი ამოცანებისათვის ლაგრანჟის მამრავლთა მეთოდს,
უნიმოდალური ფუქციების მინიმიზაციის მეთოდებს, ამოზნექილი
ამოცანების მინიმიზაციის მეთოდებს
პრაქტიკული კურსი მოიცავს თეორიულ კურსში განხილული
ამოცანების ამოხსნის მეთოდების რეალიზაციის საკითხებს მცირე
განზომილებების შემთხვევაში, მათი ზოგიერთი თავისებურების
განხილვას(იხ. დანართები 1, 2).
სწავლების/ სწავლის  ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
მეთოდები  წიგნზე მუშაობის მეთოდი;
 ლაბორატორიული მეთოდი და დემონსტრირების მეთოდი;
 პრაქტიკული მეთოდები;
 ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
 ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება.
შეფასების
შეფასება მოხდება შემდეგი კომპონენტების მეშვეობით:
ფორმები/კომპონენტ
ები/ შუალედური შეფასება მოიცავს:
მეთოდები/
კრიტერიუმები 1. პრაქტიკული სამუშაოს შეფასება - 30 ქულა. სემესტრის
განმავლობაში ტარდება 3 საკონტროლო წერა, თითოეული
ფასდება 10 ქულით. (2 საკითხი, თითოეული 5 ქულა)
თითოეული პრაქტიკული საკითხი ფასდება შემდეგნაირად:

5 ქულა - მოცემული ამოცანები ამოხსნილია სწორად. ჩანს შესაბამისი


მეთოდების ზედმიწევნით კარგი ცოდნა.

4 ქულა - ამოცანები ამოხსნილია სწორად. დაშვებულია უმნიშვნელო


შეცდომები.
3 ქულა - დავალების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია,
დაშვებულია არსებითი ხასიათის 1-2 შეცდომა.

2 ქულა - დავალების დაახლოებით ნახევარია შესრულებული,


ზოგიერთ მეთოდს ვერ იყენებს სრულყოფილად.

1 ქულა - დავალების მცირე ნაწილია შესრულებული, ძირითად


ალგორითმებს კარგად ვერ ფლობს.

0 ქულა - დავალებით გათვალისწინებული ამოცანებიდან ვერც ერთს


ვერ ასრულებს შესაბამისი ალგორითმების არცოდნის გამო.

2. შუალედური გამოცდა – წერითი გამოცდა: ბილეთი შედგება


თეორიული და პრაქტიკული საკითხებისაგან.

სტუდენტი მიიღებს თეორიული საკითხისთვის მინიჭებული


ქულების
1. 91-100% თუ: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და
ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია.
სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე დამხმარე ლიტერატურა.
2. 71-90% თუ: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი;
ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი ამომწურავად არის
გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას;
ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
3. 51-70% თუ: პასუხი არასრულია; საკითხი
დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია
ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას, მაგარამ აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
4. 31-50% თუ: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია;
საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ;
სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.
5. 1-31% თუ: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის
გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია.
გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები.
6. 0 % თუ: პასუხი არ არის ან არ შეესაბამება დასმულ ამოცანას.

დასკვნითი შეფასება მოიცავს:

3. წერითი გამოცდა - 40 ქულა

წერითი გამოცდა: ბილეთი შედგება თეორიული და პრაქტიკული


საკითხებისაგან.
სტუდენტი მიიღებს თეორიული საკითხისთვის მინიჭებული
ქულების

91-100% თუ: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და


ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია.
სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე დამხმარე ლიტერატურა.
2. 71-90% თუ: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი;
ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი ამომწურავად არის
გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას;
ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
3. 51-70% თუ: პასუხი არასრულია; საკითხი
დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია
ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას, მაგარამ აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
4. 31-50% თუ: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია;
საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ;
სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.
5. 1-31% თუ: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის
გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია.
გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები.
6. 0 % თუ: პასუხი არ არის ან არ შეესაბამება დასმულ ამოცანას.
შუალედური შეფასება - 60%
დასკვნითი შეფასება - 40%

შეფასების სისტემა უშვებს:


ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი - 91–100 ქულა;


(B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა;
(C) კარგი - 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა;
(E) საკმარისი - 51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა - 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს


ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი
მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა - 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის


მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი
ახლიდან აქვს შესასწავლი;

სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე


სემესტრში, თუ მან მიიღო FX (41-50 – ვერ ჩააბარა) შეფასება; საგანში
დასკვნით და დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა
ნაკლებ 5 დღისა.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს,


რომელსაც შუალედური შეფასებების მინიმალური ქულის
გათვალისწინებით უგროვდება მინიმუმ 21 ქულა.
დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ სტუდენტმა მიიღო
მაქსიმალური 40 –დან 20 ქულა მაინც.
ძირითადი 1. კ.გელაშვილი, დ.დევაძე, ბ.ღვაბერიძე, ლ.ალხაზიშვილი, ფ.
ლიტერატურა დვალიშვილი. მათემატიკური პროგრამირება. თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009

დამხმარე 2 Д. Кирьянов Mathcad 12 Наиболее полное руководство Санкт-


ლიტერატურა და Петербург «БХВ- Петербург », 2005
სხვა სასწავლო 3 Г. Реклейтис, А. Рейнвандран, К. Рэгсдел. Оптимизация в технике,
მასალა т.1, Москва, Мир, 1986.
4 Х. Таха Введение в исследование операций , т.2 Москва, «Мир»,
1985.
5 В.М. Алексеев, В.М.Тихомиров, С.В. Фомин. Оптимальное
управление, Москва, «Наука», 1979.
6 М. Интрилигатор Математические методы оптимизации и
экономическая теория, Москва, «Прогресс», 1975.
7 М. Мину Математическое программирование Москва, «Наука»,
1990.
8 И.Л. Акулич Математическое программирование в примерах и
задачах Изд «Высшая Школа», 1986.
9. ა. გაგნიძე, კ. გელაშვილი ოპტიმიზაციის მეთოდები და
თამაშთა თეორია. თბილისი 2002 წ
დანართი 1

სასწავლო კურსის შინაარსი

N ლექციის თემა ლიტერატურა


(შესაბამისი გვერდების
მითითებით)
1 შესავალი: ექსტრემალური ამოცანების [1] გვ.11-19 [ 5] გვ.11-44
ისტორიული მიმოხილვა, აღნიშვნები, ძირითადი
განმარტებები, შეზღუდვათა ტიპები. ზოგიერთი
ექსტრემალური ამოცანის დასმა, მათი
ფორმალიზაცია.
2 ვაიერშტრასის საკმარისი პირობა გლობალური [1] გვ.22-29, [2], გვ. 95-96
ექსტრემუმის წერტილების არსებობისთვის და მისი
შედეგები.
3 ერთი ცვლადის ფუნქციის ექსტრემალურობის [1] გვ.33-43
აუცილებელი და საკმარისი პირობები.
4 უნიმოდალური ფუნქციების მინიმიზაცია [1] გვ.44-54
ინტერვალთა გამორიცხვის მეთოდით (ინტერვალის
სიგრძის განახევრების, ოქროს კვეთის მეთოდები)
5–6 უნიმოდალური ფუნქციების მინიმიზაცია [1] გვ.56-62
პოლინომიალური აპროქსიმაციით და წერტილოვანი
შეფასებებით.
7 ლიფშიცური ფუნქციების მინიმიზაცია ტეხილთა [1] გვ63-69
მეთოდით.
8 მრავალი ცვლადის ფუნქციის ექსტრემალურობის [1] გვ.73-80,
აუცილებელი და საკმარისი პირობები.
კოლოკვიუმი (შუალედური გამოცდა) ლექციის თემები #1-8
9–10 გლუვი ექსტრემალური ამოცანები ტოლობის ტიპის [1] გვ.82-106 [3] გვ.196-202
შეზღუდვებით. ლაგრანჟის მამრავლების
გეომეტრიული და ეკონომიკური ინტერპრეტაციები.
ფუნქციის უსწრაფესი ცვლილების მიმართულების
განსაზღვრა.
11–12 გლუვი ექსტრემალური ამოცანები ტოლობის და [1] გვ.108-121 [4] გვ. 89-
უტოლობის ტიპის შეზღუდვებით: ლაგრანჟის 106, [6] გვ 199-212
მეთოდი. ფასიანი ქაღალდების პორტფელის
შედგენის ამოცანა.
13 გლუვი ამოზნექილი ექსტრემალური ამოცანები, [1] გვ.129-139
გლუვი ამოზნექილი ფუნქციების მინიმიზაცია ღია
დასაშვებ სიმრავლეზე.
14 გლუვი ამოზნექილი ფუნქციების მინიმიზაცია [1] გვ.139-140
ამოზნექილ ჩაკეტილ დასაშვებ სიმრავლეზე.
15 გლუვი ამოზნექილი ფუნქციების მინიმიზაციის [1] გვ. 144-153
რიცხვითი მეთოდები.
საბოლოო გამოცდა ლექციის თემები #1-15
დანართი 2

N პრაქტიკული სამუშაოს თემა ლიტერატურა


(შესაბამისი გვერდების
მითითებით)
1 შეზღუდვათა ტიპები ექსტრემალურ ამოცანებში. [1] გვ.20-21
ზოგიერთი ექსტრემალური ამოცანის დასმა, მათი
ფორმალიზაცია.

2 ვაიერშტრასის საკმარისი პირობა გლობალური [1] გვ.29-30


ექსტრემუმის წერტილების არსებობისთვის და მისი
შედეგები. ზღვრის გამოთვლა Mathcad–ის
საშუალებებით.
3 ერთი ცვლადის ფუნქციის ექსტრემალურობის [1] გვ.43
აუცილებელი და საკმარისი პირობები.
4 უნიმოდალური ფუნქციების მინიმიზაცია [1] გვ.54-55
ინტერვალთა გამორიცხვის მეთოდით (ინტერვალის
სიგრძის განახევრების, ოქროს კვეთის მეთოდები)
5–6 უნიმოდალური ფუნქციების მინიმიზაცია [1] გვ. 62
პოლინომიალური აპროქსიმაციით და წერტილოვანი
შეფასებებით.
საკონტროლო წერა #1 პრაქტიკული სამუშაოს
თემები 1-5
7 ლიფშიცური ფუნქციების მინიმიზაცია ტეხილთა [1] გვ. 69-70
მეთოდით.
8 მრავალი ცვლადის ფუნქციის ექსტრემალურობის [1] გვ. 80-81
აუცილებელი და საკმარისი პირობები. მათი
გამოკვლევის თეორიული და პროგრამული
საშუალებები. ლაგრანჟის მეთოდის გეომეტრიული
და ეკონომიკური ინტერპრეტაციები, Mathcad–ის
გრაფიკული და ანიმაციური საშუალებების
გამოყენებით.
9–10 გლუვი ამოცანები ტოლობის ტიპის შეზღუდვებით. [1] გვ. 106-107
ლაგრანჟის მამრავლების გეომეტრიული და
ეკონომიკური ინტერპრეტაციები. ფუნქციის
უსწრაფესი ცვლილების მიმართულების განსაზღვრა.

11–12 გლუვი ექსტრემალური ამოცანები ტოლობის და [1] გვ.125-126 , [8] გვ .257-262


უტოლობის ტიპის შეზღუდვებით: ლაგრანჟის
მეთოდი. ფასიანი ქაღალდების პორტფელის
შედგენის ამოცანა.

საკონტროლო წერა #2 პრაქტიკული სამუშაოს


თემები 7-12
13–14 ამოზნექილი ექსტრემალური ამოცანები გლუვი [1] გვ.142-143, [8] გვ .263-269
ამოზნექილი ფუნქციების მინიმიზაცია ღია დასაშვებ
სიმრავლეზე.

15 გლუვი ამოზნექილი ფუნქციების მინიმიზაციის [1] გვ. 158-159


რიცხვითი მეთოდები
საკონტროლო წერა #3 პრაქტიკული სამუშაოს
თემები 13-15

You might also like