You are on page 1of 12

დანართი 3

სასწავლო კურსის სილაბუსი

სასწავლო კურსის რიცხვები და მოქმედებები 1


სახელწოდება (ქართულად Numbers and operation 1
და ინგლისურად)
სასწავლო კურსის შალვა ზვიადაძე - მათემატიკის დოქტორი, ასისტენტ
ავტორი/ავტორები პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტი, 595 25 67 76, ელ. ფოსტა:
shalva.zviadadze@tsu.ge

დავით წამალაშვილი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
დოქტორანტი, თბილისის N 21 საჯარო სკოლის მათემატიკის
უფროსი მასწავლებელი
Tel: 571 44 35 44 E-mail – tsamaladaviti@gmail.com

ეკატერინე ჩიხლაძე-გობეჯიშვილი
თბილისის არასახელმწიფო ზ/ს საშუალო სკოლა „მერმისის“
მათემატიკის უფროსი მასწავლებელი, მათემატიკის პროგრამების
ექსპერტი და ტრენერი

Tel: 599 90 42 13 E-mail –eka.chikhladze@yahoo.com

ლექტორი/ლექტორები ეკატერინე ჩიხლაძე-გობეჯიშვილი


სასწავლო კურსის კოდი

სასწავლო კურსის ფაკულტეტი: ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა


სტატუსი ფაკულტეტი
სწავლების საფეხური: ინტეგრირებული საბაკალავრო-
სამაგისტრო
პროგრამა: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა/300
კრედიტი/
სტატუსი (სავალდებულო/არჩევითი): სავალდებულო
ECTS კრედიტები: 5
საათების საერთო რაოდენობა: 125 სთ.
საკონტაქტო საათები: 45 სთ.
ლექცია: 15 სთ.
პრაქტიკუმი: 30 სთ.
დამოუკიდებელი მუშაობის საათები: 80 სთ.
ლექტორი (ლექტორები) სახელი, გვარი: შალვა ზვიადაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


სტატუსი: მათემატიკის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი
სამუშაო ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტი
ტელეფონი (სურვილის შემთხვევაში): 595 25 67 76
ელ. ფოსტა: shalva.zviadadze@tsu.ge

სახელი, გვარი: ეკატერინე ჩიხლაძე-გობეჯიშვილი


სტატუსი: მოწვეული მასწავლებელი
სამუშაო ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა
დეპარტამენტი, თბილისის არასახელმწიფო ზ/ს საშუალო სკოლა
„მერმისის“ მათემატიკის უფროსი მასწავლებელი, მათემატიკის
პროგრამების ექსპერტი და ტრენერი
ტელეფონი (სურვილის შემთხვევაში):599 90 42 13
ელ. ფოსტა: E-mail –eka.chikhladze@yahoo.com
სასწავლო კურსის "რიცხვის შეგრძნების” განვითარება, თვლის პრინციპების
მიზნები ათვისება, არითმეტიკული მოქმედებებისა და მათი თვისებების
შესწავლა, გამოთვლის ხერხების ათვისება და შედეგების შეფასება;
ჩაწერის პოზიციური სისტემების შესწავლა, მათი
ურთიერთშედარება და გამოყენება არითმეტიკული
მოქმედებების შესრულებისას და პრაქტიკული ამოცანების
გადაჭრისას; რიცხვითი სისტემების შესწავლა.

არითმეტიკული მოქმედებების და მათი ადეკვატურად


გამოყენების უნარის ჩამოყალიბება; არითმეტიკული
მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების გააზრება;
არითმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი
გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარის განვითარება.
გარდა ამისა, ათობითი პოზიციური სისტემის სრულყოფილი
გაგება და მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულებისას
მისი გამოყენების უნარი; წილადის სხვადასხვა ასპექტის (როგორც
მთელის ნაწილი, ერთობლიობის ნაწილი, მდებარეობა რიცხვით
ღერძზე და გაყოფის შედეგი) გააზრება.

სასწავლო კურსზეამ წინაპირობის გარეშე


დაშვების წინაპირობები
სწავლის შედეგები ა) ცოდნა და გაცნობიერება
აღწერილი დარგობრივი  სტუდენტი შეიძენს ცოდნას რიცხვთა თეორიიის
და ზოგადი განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპების შესახებ,
(ტრანსფერული) გაეცნობა მარტივი, შედგენილი რიცხვების თვისებებს,
კომპეტენციებით რიცხვთა გაყოფადობასთან დაკავშირებულ
პრობლემატიკას, ათობით პოზიციურ სისტემას;
 შეძლებს მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერებას.

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი


 სტუდენტი შეძლებს რიცხვების ადექვატურად გამოყენებას
სხვადასხვა ასპექტში, რიცხვითი სისტემებს შორის
კავშირების გამოსახვას სხვადასხვა ხერხით, პოზიციური
სისტემების გამოყენებას, რიცხვების კლასიფიკაციას;
 სტუდენტს შეეძლება რაოდენობების შეფასებისა და
შედარებების სხვადასხვა ხერხების გამოყენება.
გადანაცვლებათა, ჯუფთებათა და წყობათა რაოდენობების
გამოთვლა.
გ) დასკვნის უნარი
 სტუდენტი შეძლებს მიიღოს გადაწყვეტილება და
გააკეთოს დასკვნები მოძიებული მონაცემების
საფუძველზე;
 სტუდენტი შეძლებს მიღებული ცოდნის საფუძველზე
დასკვნების გაკეთებას.
დ) კომუნიკაციის უნარი
 სტუდენტი შეძლებს საკუთარი ცოდნის გაზიარებას
შესაბამის პროფესიულ საზოგადოებასთან, ასევე, შეძლებს
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე
დასკვნების გაკეთებას;
 შეძლებს განსაზღვროს რიცხვთა თეორიის როლი და
დანიშნულება მოცემულ რეალობაში;
 სტუდენტი შეძლებს დამოუკიდებლად და ჯგუფურად
მუშაობას;
 შეძლებს გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებასა და
ინფორმაციის მენეჯმენტს.
ე) სწავლის უნარი
 სტუდენტი შეძლებს სწავლის დამოუკიდებლად
წარმართვას;
 სტუდენტი შეძლებს ახალი სამეცნიერო თუ პოპულარული
ლიტერატურის გაგება-გაანალიზებას;
 სტუდენტი შესძლებს ახალი იდების გენერირებას
ანალიზისა და სინთეზის საფუძველზე;
 სტუდენტი შეძლებს დაუგეგმავ და გაუთვალისწინებელ
სიტუაციებში ორიენტირებას;
 სტუდენტი შეძლებს ახალ სიტუაციაში ადაპტირებას.

ვ) ღირებულებები
 სტუდენტი შეძლებს რიცხვთა თეორიაში
დამკვიდრებული ღირებულებების შეფასებას;
 სტუდენტი შეძლებს ახალი იდეების დასმისა და გადაჭრის
გზების ძიებას და ძიების პროცესში ახალი
ღირებულებების დამკვიდრებას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


სწავლებისა და სწავლის 1. დისკუსია/დებატები;
მეთოდები 2. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება;
3. ჯგუფური (collaborative) მუშაობა;
4. ევრისტიკული მეთოდი;
5. შემთხვევების შესწავლა (Case study);
6. ინდუქციური მეთოდი;
7. დედუქციური მეთოდი;
8. ანალიზის მეთოდი;
9. სინთეზის მეთოდი;
10. ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
11. წერითი მუშაობის მეთოდი;
12. პრაქტიკული მეთოდები;
13. ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
14. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება.
შეფასების სისტემა და შეფასების ფორმები და ქულები:
კრიტერიუმები
დასწრება/აქტივობა : 10 ქულა
შუალედური გამოცდა: I კოლოქვიუმი - 25 ქულა
II კოლოქვიუმი - 25 ქულა
დასკვნითი გამოცდა : 40 ქულა (კომბინირებული)
წერილობითი – 20 ქულა
ზეპირი - 20 ქულა

გამოცდაზე დაშვების წინაპირობა: სტუდენტს სემესტრის


განმავლობაში დაგროვილი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 21 ქულისა.

შეფასების კრიტერიუმები:

დასწრება/აქტივობა: 10 ქულა (განსახილველი თემის ირგვლივ


დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა, კითხვებზე პასუხი,
შესასწავლი თემატიკის შესახებ მსჯელობა და სხვ.):

15, 14 დასწრება/აქტივობა - 10 ქულა;

13, 12 დასწრება/აქტივობა - 9 ქულა;

11, 10 დასწრება/აქტივობა - 8 ქულა;

9, 8 დასწრება/აქტივობა - 7 ქულა;

7, 6 დასწრება/აქტივობა - 6 ქულა;

5 დასწრება/აქტივობა – 5 ქულა;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


4 დასწრება/აქტივობა – 4 ქულა;

3 დასწრება/აქტივობა – 3 ქულა;

2 დასწრება/აქტივობა – 2 ქულა;

1 დასწრება/აქტივობა – 1 ქულა.

შუალედური გამოცდა: 25 ქულა

შუალედური გამოცდა ტარდება წერითი ფორმით. ბილეთში არის


20 საკითხი. მათგან 15 ერთქულიანი ამოცანაა, ხოლო 5 –
ორქულიანი.

ერთქულიანი ამოცანები დახურული ტიპის ამოცანებია,


რომლებიც სწორი პასუხის შემოხაზვის შემთხვევაში ფასდებიან 1
ქულით, ხოლო არასწორი პასუხის შემოხაზვის შემთხვევაში - 0
ქულით.

ორქულიანი ამოცანები ღია ტიპისაა, სადაც სტუდენტი


პრობლემის გადაჭრის დროს გარკვეული ნაბიჯების
გადადგმისას, იმსახურებს 0,5 ქულას, 1 ქულას, 1,5 ქულას ან
სრულ 2 ქულას.

შეფასების კრიტერიუმები:

2 ქულა: პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და


ამომწურავად არის გადმოცემული. ტერმინოლოგია დაცულია.
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს ათვისებული მასალა;

1,5 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი. ტერმინოლოგია


დაცულია. არსებითი შეცდომა არ არის, თუმცა შეინიშნება
ხარვეზები მსჯელობისას. სტუდენტს ათვისებული აქვს მასალა;

1 ქულა: პასუხი არასრულია. საკითხი დამაკმაყოფილებლად


არის გადმოცემული. ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება მცირედი შეცდომები;

0,5 ქულა: პასუხი არასრულია. ტერმინოლოგია მცდარი.


აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა. პასუხი არსებითად
მცდარია. გადმოცემულია საკითხის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული
მასალა;

0 ქულა: მსჯელობისას ტერმინოლოგია არ არის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


გამოყენებული. მსჯელობა საკითხის შესაბამისი არ არის ან
საერთოდ არ არის მოცემული.

დასკვნითი გამოცდა: 40 ქულა (კომბინირებული)


წერილობითი – 20 ქულა
ზეპირი - 20 ქულა

წერილობითი ფორმით გამოცდისას ბილეთში არის 10


საკითხი/ამოცანა; თითოეული საგამოცდო საკითხი ფასდება 2
ქულით. ისინი ღია ტიპისაა, სადაც სტუდენტი პრობლემის
გადაჭრის დროს გარკვეული ნაბიჯების გადადგმისას,
იმსახურებს 0,5 ქულას, 1 ქულას, 1,5 ქულას ან სრულ 2 ქულას.

შეფასების კრიტერიუმები:

2 ქულა: პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის


გადმოცემული. ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტს
ზედმიწევნით კარგად აქვს ათვისებული მასალა;

1,5 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი. ტერმინოლოგია


დაცულია. არსებითი შეცდომა არ არის, თუმცა შეინიშნება
ხარვეზები მსჯელობისას. სტუდენტს ათვისებული აქვს მასალა;

1 ქულა: პასუხი არასრულია. საკითხი დამაკმაყოფილებლად


არის გადმოცემული. ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება მცირედი შეცდომები;

0,5 ქულა: პასუხი არასრულია. ტერმინოლოგია მცდარი.


აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა. პასუხი არსებითად
მცდარია. გადმოცემულია საკითხის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული
მასალა;

0 ქულა: მსჯელობისას ტერმინოლოგია არ არის


გამოყენებული. მსჯელობა საკითხის შესაბამისი არ არის ან
საერთოდ არ არის მოცემული.

ზეპირი გამოცდა:

17-20 ქულა - ზედმიწევნით ფლობს პროგრამით


გათვალისწინებულ ყველა საკითხს, აქვს დამოუკიდებული და
შემოქმედებითი აზროვნების უნარი, შეუძლია ნებისმიერი
საპროგრამო მასალის გადმოცემა ამომწურავად პროფესიულ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ენაზე, პასუხობს ლექტორის მიერ დასმულ პროგრამასთან
დაკავშირებულ დამატებით შეკითხვებს;

13-16 ქულა - ერკვევა პროგრამით გათვალისწინებულ ყველა


საკითხში, აქვს საგანში დამოუკიდებელი აზროვნების უნარი,
შეუძლია ნებისმიერ საპროგრამო მასალის გადმოცემა;

9-12 ქულა - ერკვევა პროგრამით გათვალისწინებული


საკითხების მნიშვნელოვან ნაწილში; შეუძლია საპროგრამო
მასალის გადმოცემა, ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურის
მნიშვნელოვანი ნაწილი;

4-8 ქულა - პროგრამით გათვალისწინებული საკითხების დიდი


ნაწილის გადმოცემა შეუძლია დამაკმაყოფილებლად, თუმცა
ძირითადი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი სუსტად აქვს
დამუშავებული;

0-3 ქულა _ პროგრამით გათვალისწინებული საკითხებიდან


უმეტესობა არ არის განხილული დამაკმაყოფილებლად.

შეფასების სისტემა უშვებს:


ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70
ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც
ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება
და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები,
რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების
შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
ვალდებულია დამატებითი გამოცდა დანიშნოს დასკვნითი
გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება დისერტაციის,
სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის, შემოქმედებითი/
საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო
პროექტის/ნაშრომის მიმართ.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი
შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის
საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული
შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის
საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში,
სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
სავალდებულო/ძირითადი [1] გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ. ქურჩიშვილი -
ლიტერატურა და სხვა გავიმეოროთ მათემატიკა, I ნაწილი. თბილისი, 2008 წ.
სასწავლო მასალა
[2] ნ. მაჭარაშვილი - ზოგადი უნარები, მათემატიკა. თბილისი,
2017 წ.

აღნიშნული ლიტერატურის მოძიება შესაძლებელია თსუ-ს


ბიბლიოთეკებში.

დამხმარე ლიტერატურა [3] ი. სამხარაძე, მ. შოშიტაშვილი, თ. კვირკველია - ზოგადი


და სხვა სასწავლო მასალა უნარები, მათემატიკა. თბილისი, 2017 წ.
[4] ნ. მაჭარაშვილი - ზოგადი უნარები, საერთო სამაგისტრო
გამოცდა. თბილისი, 2014 წ.
[5] სასკოლო სახელმძღვანელოები მათემატიკაში

სასწავლო კურსის
გავლასთან სტუდენტებთან კონსულტაციები გაიმართება ფაკულტეტის
დაკავშირებული ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ცხრილის მიხედვით.
დამატებითი
ინფორმაცია/პირობები
(არსებობის შემთხვევაში)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


სასწავლო კურსის შინაარსი

კვირის ლექციის/სემინარის/სამუშაო ლიტერატურა და სხვა


N ჯგუფის/პრაქტიკუმის/ლაბორატორიული სამუშაოს და სასწავლო მასალა
ა. შ. თემა
1 ნატურალური რიცხვები. რიცხვების ჩაწერა ციფრებით. [1] გვ. 7
ციფრი, როგორც სიმბოლო.

ციფრი ნული, რიცხვი ნული და მისი თვისებები.

ნატურალური რიცხვების სხვადასხვა დანიშნულება -


რიგობითი, რაოდენობითი.

რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა. ნატურალური


რიცხვების ქართული სახელდება. ნატურალური
რიცხვების დაშლა თანრიგის ერთეულებად.
ნატურალური რიცხვების დამრგვალება თანრიგის
ერთეულამდე.
2 ნატურალური რიცხვების შედარება. რიცხვთა კიბე. [1] გვ. 8 - 9
რიცხვითი სხივი.
რიცხვითი და ასოითი გამოსახულება

ნატურალური რიცხვების შეკრება. შეკრების


კომპონენტები. შეკრების კანონები. წერითი შეკრება.

ნატურალური რიცხვების გამოკლება. გამოკლების


კომპონენტები. წერითი გამოკლება.

შეკრებისა და გამოკლების უცნობი წევრის პოვნა.

ამოცანები ნატურალური რიცხვის შეკრებასა და


გამოკლებაზე.
3 ნატურალური რიცხვების გამრავლება. გამრავლების [1] გვ. 10 - 11
კომპონენტები. გამრავლების კანონები. ნატურალური
რიცხვის გამრავლება თანრიგის ერთეულზე. წერითი
გამრავლება.

გამრავლების უცნობი წევრის პოვნა.

ამოცანები ნატურალური რიცხვების გამრავლებაზე


4 ნატურალური რიცხვების გაყოფა. გაყოფის [1] გვ. 23 – 26
კომპონენტები. 0-ზე გაყოფის შეუძლებლობა. წერითი
გაყოფა. [2] გვ. 4 – 5 N 1.5 – 1.8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ნაშთი. ნაშთიანი გაყოფა

გაყოფის უცნობი წევრის პოვნა.

ამოცანები ნატურალური რიცხვების გაყოფაზე.

ამოცანები ოთხივე მოქმედებაზე. მოქმედებათა


თანმიმდევრობა მაგალითებში.
5 კენტი და ლუწი ციფრები. კენტი და ლუწი [1] გვ. 12 – 17
ნატურალური რიცხვები.

ნატურალური რიცხვის გამყოფები და ჯერადები.


[2] გვ. 4 N 1.1 – 1.4
მარტივი და შედგენილი რიცხვები. მარტივ რიცხვთა
ცხრილი. ერატოსთენეს საცერი. ნატურალური რიცხვის
დაშლა მარტივ მამრავლებად. არითმეტიკის ძირითადი
თეორემა

ორი და მეტი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფი (უსგ)


და უმცირესი საერთო ჯერადი (უსჯ). უსგ-ს და უსჯ-ს
მოძებნის წესი.

კავშირი ორი რიცხვის უსგ-ს, უსჯ-ს და თვით ამ


რიცხვებს შორის.

ამოცანები უსგ-სა და უსჯ-ს მოძებნაზე.


6 სრულყოფილი რიცხვები (გაცნობით) [1] გვ. 18 - 22
მეგობრული რიცხვები (გაცნობით)
ურთიერთმარტივი (თანამარტივი) რიცხვები
გაყოფადობის ნიშნები. გაყოფადობა 2 - ზე, 3 - ზე, 5 -
ზე, 9 - ზე და 10 - ზე. ასევე, სხვა რიცხვებზეც,
მაგალითად, 4 -ზე, 6 -ზე, 7 -ზე , 8 - ზე, 11 - ზე, 12 - ზე,
15 - ზე....
ზოგადი კანონზომიერების აღმოჩენა
7 გამეორება. განვლილი მასალის შეჯამება, გაანალიზება
და ხარვეზების აღმოფხვრა. (1 სთ.)

კოლოქვიუმი N 1 (2 სთ.)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


8 „გიგანტი“ რიცხვები (მილიონი, მილიარდი, [1] გვ. 365 - 368
ტრილიონი, კვადრილიონი.... ასევე, გუგოლი, გუგოლ
პლექსი)

თვლის პოზიციური და არაპოზიციური სისტემები


რომაული ნუმერაცია. მოქმედებები თვლის რომაულ
სისტემაში.

ანბანური ნუმერაცია - გაცნობით და შედარების


თვალსაზრისით

ბაბილონური ნუმერაცია - გაცნობით და შედარების


თვალსაზრისით

ეგვიპტური ნუმერაცია - გაცნობით და შედარების


თვალსაზრისით
9 ჩვეულებრივი წილადი. წილადი - გაყოფის შედეგი. [1] გვ. 40 N 96- 98
წილადი - მთელის ნაწილი. წილადი - ერთობლიობის გვ. 41 N 104
ნაწილი. წესიერი და არაწესიერი წილადები.
არაწესიერი წილადის მთელი ნაწილი. შერეული [2] გვ. 5 – 6 N 1.9 – 1. 14
რიცხვები. წილადის ძირითადი თვისება. წილადების
შეკვეცა. წილადების გაერთმნიშვნელიანება.
ჩვეულებრივი წილადების შედარება. წილადებისა და
შერეული რიცხვების შედარება.
ურთიერთშებრუნებული რიცხვები.
10 წილადების შეკრება და გამოკლება. [1] გვ. 40 N 100

შეკრება და გამოკლება წილადსა და ნატურალურ


რიცხვს შორის, წილადსა და შერეულ რიცხვს შორის, [2] გვ. 6 – 7 N 1.15 – 1.26
შერეულ რიცხვებს შორის, ასევე, შერეულ რიცხვსა და
ნატურალურ რიცხვს შორის.

წილადების ჯამის შეფასება.

ამოცანები წილადების შეკრებასა და გამოკლებაზე.


11 წილადების გამრავლება და გაყოფა. [1] გვ. 41 N 110
გამრავლება და გაყოფა წილადსა და ნატურალურ
რიცხვს შორის, წილადსა და შერეულ რიცხვს შორის, [2] გვ. 7 N 1. 27 – 1. 29
შერეულ რიცხვებს შორის, ასევე, შერეულ რიცხვსა და
ნატურალურ რიცხვს შორის.

ამოცანები წილადების გამრავლებასა და გაყოფაზე.


12 ათწილადები. ჩვეულებრივი წილადის ჩაწერა [1] გვ. 41 N 111 - 113
ათწილადად. პერიოდული ათწილადები. პროცენტი
(გაცნობით) და მისი ჩაწერა. [2] გვ. 7 N 1.30 – 1.32

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


წილადებისა და ათწილადების გამოსახვა რიცხვით
სხივზე. ათწილადების შედარება. ათწილადების
დამრგვალება.

ათწილადების შეკრება და გამოკლება.

ამოცანები ათწილადების შეკრებასა და გამოკლებაზე.


კოლოქვიუმი N 2 (2 სთ.)
13 ათწილადების გამრავლება. ამოცანები ათწილადების [1] გვ. 42 N 114
გამრავლებაზე. ათწილადის გაყოფა ნატურალურ
რიცხვზე. ათწილადების გაყოფა. ათწილადზე გაყოფა. [2] გვ. N 1.33 – 1.38
ათწილადების გამრავლება და გაყოფა თანრიგის
ერთეულზე. გაყოფის შედეგების დამრგვალება.
14 გამეორება. ამოცანები და მაგალითები ყველა [1] გვ. N 115
მოქმედებაზე ათწილადებსა და ნატურალურ [2] გვ. N 1.39 – 1.42 1.46
რიცხვებზე.
15 გამეორება. განვლილი მასალის შეჯამება, გაანალიზება
და ხარვეზების აღმოფხვრა. (1სთ.)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

You might also like