You are on page 1of 3

სილაბუსი 

MATH1214 კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები

ბაკალავრიატი  საგნის კურატორი : თავზარაშვილი კახაბერ 
საქართველოს უნივერსიტეტი 2016 წ. ელ. ფოსტა: k.tavzarashvili@ug.edu.ge
კრედიტების რაოდენობა: 6 ECTS

კურსზე
დაშვების წინაპირობის გარეშე
წინაპირობა

კურსი განკუთვნილია არამათემატიკური და არასაინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის. კურსის ფარგლებში განიხილება ის მათემატიკური
საკითხები, რომლებიც აუცილებელია კვლევის რაოდენობრივი მეთოდების შესწავლისათვის, კერძოდ: სიმრავლეები, რიცხვები და მათზე
მოქმედებები, გრაფიკები და ფუნქციები, წრფივი განტოლებები, მარტივი მათემატიკური მოდელები და ამ მოდელების გამოყენების პრაქტიკული
მაგალითები, რიცხვითი მიმდევრობები, პროცენტები, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები (მარტივი და რთული პროცენტები), კომბინატორიკა,
აღწერა სტატისტიკის საფუძვლები, მონაცემთა სტატისტიკური და გრაფიკული ანალიზის მეთოდები, ალბათობის თეორიის საფუძვლები. თეორიული
მასალის უკეთ ასათვისებლად ყოველ თემასთან დაკავშირებით განხილულია პრაქტიკული ამოცანები. კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა და
უნარები დაეხმარება სტუდენტს საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენოს კვლევის რაოდენობრივი მეთოდები. კურსის შედგენისას
გათვალისწინებული იყო ABE (Association of Business Executives) ბიზნესის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსის (რაოდენობრივი მეთოდების
საფუძვლები) მოთხოვნები.

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო მათემატიკური მეთოდები, მისცეს კვლევის რაოდენობრივი
მიზნები მეთოდების საფუძვლების ცოდნადა განუვითაროს ფუნქციების და გრაფიკების, ფინანსური მათემატიკის, ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის
ძირითადი მეთოდების გამოყენების უნარები პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად.

ცოდნა და გაცნობიერება 
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:
სიმრავლეების და მათზე მოქმედებების ცოდნა;
რიცხვითი სიმრავლეების და მათზე მოქმედებების, რიცხვის მოდულის, პროცენტის ცოდნა;
წრფივი განტოლებების ამოხსნის მეთოდების ცოდნა;
რიცხვითი მიმდევრობების და მათი თვისებების ცოდნა;
ფუნქციის ძირთადი თვისებების, ფუნქციის გრაფიკების აგების საკითხების ცოდნა;
სარგებლის მარტივი და რთული განაკვეთის ცოდნა და გაცნობიერება;
მონაცემთა სახეების და მათ გრაფიკული წარმოდგენის ცოდნა და გაცნობიერება;
ცენტრალური ტენდენციების სტატისტიკური საზომების საკითხების ცოდნა და გაცნობიერება.
კომბინატორიკის ელემენტების ცოდნა და გაცნობიერება;
ალბათობის თეორიის საფუძვლების ცოდნა;

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი 
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:
სიმრავლეებზე, რიცხვით სიმრავლეებზე ძირითადი მოქმედებების შესრულების უნარი;
გრაფიკის აგების და გრაფიკიდან ინფორმაციის წაკითხვის უნარი;
მარტივი მათემატიკური მოდელების შედგენისას ფუნქციის გამოყენების უნარი;
წრფივი მოდელების გამოყენების უნარი;
მიმდევრობების ზოგადი წევრის გამოთვლის უნარი;
პრაქტიკულ ამოცანებში პროცენტის გამოყენების უნარი
მარტივ ფინანსური ამოცანებში სარგებლის მარტივი და რთული განაკვეთების შესაბამისი ფორმულების გამოყენების უნარი;
აღწერით და დასკვნითი სტატისტიკის მეთოდების გამოყენების უნარი;
შედეგები კომბინატორიკის გამოყენებით სიმრავლეების ელემენტების დათვლის უნარი;
მოვლენათა ხდომილობების გამოთვლისა და მოვლენის ალბათური მოდელის აგების უანრი;
წინასწარი მითითებების საფუძველზე მარტივი კვლევების წარმოება რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით.

დასკვნის უნარი 
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:
მარტივ მათემატიკურ ამოცანებში მიღებული შედეგების ანალიზის და დასკვნის გაკეთების უნარი;
მარტივი ფინანსური ამოცანებში (სარგებლის მარტივი და რთული განაკვეთი) მიღებული შედეგების ანალიზის და დასკვნის გაკეთების
უნარი ;
მონაცემების სტატისტიკური დამუშავების საფუძველზე შედეგების ანალიზის და დასკვნის გაკეთების უნარი.

კომუნიკაციის უნარი 
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:
კვლევის რაოდენობრივი მეთოდების ძირითადი საკითხების თანმიმდევრულად და ნათლად ფორმულირების უნარი;
სპეციალისტებისათვის და არასპეციალისტებისათვის მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნის საკუთარი შედეგების წარმოჩენის
უნარი.

სწავლის უნარი 
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:
შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;
საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასების უნარი;
სასწავლო დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი;

კვირაში: 1
ხანგრძლივობა და სემინარი :   
საათი : 2

სულ:150 საათი

საათობრივი ზე დასწრება 26
დატვირთვა დამოუკიდებელი მეცადინეობა 94
გამოცდების მომზადება­ჩაბარება  30

ინტერაქტიული ლექციები
ვიზუალური ლექციები
სწავლის და
სწავლების ­სემინარები
მეთოდები/ წიგნზე მუშაობის მეთოდი
აქტივობები ახსნა­განმარტებითი მეთოდი
მცირე კვლევების ჩატარება
პრაქტიკული მუშაობა

ძირითადი ლიტერატურა
ლიტერატურა
რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. 2015

სიმრავლეები, მოქმედებები სიმრავლეებზე. ვენის დიაგრამები სასრული და უსასრულო სიმრავლეები. დეკარტული ნამრავლი.

1 კვირა საკითხავი მასალა:

რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 1­

რიცხვთა სიმრავლეები. თვლის სისტემები. მიახლოებითი და მთელი რიცხვები. ნატურალური, მთელი და ნამდვილი რიცხვები. რიცხვითი ღერძი
და უარყოფითი რიცხვები. რიცხვის მოდული. რიცხვითი შუალედი.

2 კვირა საკითხავი მასალა:

რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 2­

გამოკითხვის სახე:  ქვიზი (3 ქულა);

გრაფიკები. კოორდინატთა მართკუთხა სისტემა. განტოლების შესაბამისი გრაფიკი. გრაფიკის გადაკვეთა საკოორდინატო ღერძებთან. გრაფიკის
სიმეტრიულობა.

3 კვირა საკითხავი მასალა:

რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 3­

გამოკითხვის სახე:  ქვიზი (3 ქულა);

ფუნქციები, ფუნქციის მნიშვნელობის პოვნა, ფუნქციის გრაფიკი, ფუნქციის თვისებები

საკითხავი მასალა:
4 კვირა
რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 4­

გამოკითხვის სახე:  კოლოკვიუმი (12 ქულა);

წრფივი განტოლება და წრფივი ფუნქცია. წრფივი მოდელები.

საკითხავი მასალა:
5 კვირა
რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 5­

გამოკითხვის სახე:  ქვიზი (3 ქულა);

რიცხვითი მიმდევრობები. მიმდევრობის ზოგადი წევრის გამოთვლა. რეკურენტული წესით მოცემული მიმდევრობები.

საკითხავი მასალა:
6 კვირა
რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 7­

გამოკითხვის სახე:  ქვიზი (3 ქულა);

პროპორციული დაყოფა და პროცენტები. რიცხვის დაყოფა ნაწილებად. პროცენტის გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში.

საკითხავი მასალა:
7 კვირა
რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 8­

გამოკითხვის სახე:  კოლოკვიუმი (12 ქულა);

ფინანსური მათემატიკის საფუძვლები. სარგებლის მარტივი და რთული განაკლვეთი

საკითხავი მასალა:
8 კვირა
რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 9­

გამოკითხვის სახე:  ქვიზი (3 ქულა);

სტატისტიკის საფუძვლები. მონაცემების გრაფიკული წარმოდგენა. სტატისტიკის ძირითადი ცნებები. სიხშირული განაწილება. მონაცემების
გრაფიკული წარმოდგენა. მონაცემთა ცენტრისა და განლაგების საზომები (საშუალო, მედიანა, მოდა). მონაცემთა განაწილების სიმეტრია.

9 კვირა საკითხავი მასალა:

რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 10­
გამოკითხვის სახე:  ქვიზი (3 ქულა);

მონაცემთა გაფანტულობის საზომები. დიაპაზონი. კვარტილი და კვარტილთშორისი დიაპაზონი. პროცენტილი. სტანდარტული გადახრა.
ვარიაციის კოეფიციენტი.

10 კვირა საკითხავი მასალა:

რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 11­

გამოკითხვის სახე:  კოლოკვიუმი (12 ქულა);

კომბინატორიკის ელემენტები. ფაქტორიალი, გადანაცლვება, წყობა, ჯუფთება.

საკითხავი მასალა:
11 კვირა
რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 12­

გამოკითხვის სახე:  ქვიზი (3 ქულა);

ალბათობის საფუძვლები

საკითხავი მასალა:
12 კვირა
რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები თავზარაშვილი,კახა. პარაგრაფი: 13­

გამოკითხვის სახე:  ქვიზი (3 ქულა);

13 კვირა შემაჯამებელი ლექცია

14 კვირა მოსამზადებელი კვირა

დასკვნითი გამოცდა (40 ქულა)

წერითი

ქულების
კრიტერიუმი
ჯამი
ღია კითხვები 10
• პასუხი ზუსტი და ამომწურავია, ტერმინოლოგია მართებულია 100%
• პასუხი სწორია, მაგრამ არა ამომწურავი, ტერმინოლოგიის სიზუსტე დაცულია 75%
• პასუხი არაა ამომწურავი, ტერმინოლოგიის სიზუსტე დარღვეულია 50%
15 კვირა
• პასუხი ფრაგმენტულია 25%
• პასუხი არასწორია 0%
ამოცანის ამოხსნა 30
• ამოცანა სრულად და ამომწურავად არის ამოხსნილი 100%
• ამოცანა ნაწილობრივ არის ამოხსნილი, არსებითი შეცდომა არ არის 75%
• ამოცანა ნაწილობრივ არის ამოხსნილი, აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები 50%
• ამოცანა ნაწილობრივად არის ამოხსნილი, აღინიშნება არსებითი შეცდომები 25%
• ამოცანა არ არის ამოხსნილი / არასწორად არის ამოხსნილი 0%

ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2016 საქართველოს უნივერსიტეტი

You might also like