You are on page 1of 3

სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა NEXUS

სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ნექსუსით სარგებლობისთვის უნდა


გაიაროთ რეგისტრაცია. თქვენ სახელად ჩაითვლება პირადი ნომერი, ხოლო პაროლს მიიღებთ
თქვენს მიერ მითითებული ტელეფონის ნომერზე.

პროგრამით სარგებლობისთვის უნდა შეხვიდეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე gruni.edu.ge და


გვერდის ბოლოს დააკლიკოთ ღილაკზე nexus studentis (ლათ). იხილეთ სურათი №1.

სურათი №1

გაიხსნება ფანჯარა (იხ სურ. 2), სადაც შეიტანთ თქვენს პირად ნომერს, პაროლს (რომელსაც
მიიღებთ ტელეფონით) და დამცავ კოდს.

სურათი №2

ავტორიზაციის შემდეგ, გაიხსნება თქვენი ინდივიდუალური გვერდი (იხ.სურ. 3).


სურათი №3

გვერდის მარცხენა მხარეს განლაგებულია მენიუ, რომლის ფუნქციებსაც თითოეული კატეგორიის


სახელწოდებიდან გამომდინარე ადვილად გაიგებთ.

აკადემიური რეგისტრაცია

ამ გვერდზე მოცემულია რამდენიმე ბლოკი - სავალდებულო დისციპლინები, საუნივერსიტეტო


სავალდებულო დისციპლინები, საუნივერსიტეტო არჩევითი დისციპლინები, თავისუფალი
კომპონენტები და სხვა.

სავალდებულო დისციპლინებზე რეგისტრაცია აუცილებელია, ხოლო არჩევითი დისციპლინებისა


და თავისუფალი კომპონენტების ბლოკში ირჩევთ და რეგისტრირტდებით იმ დისციპლინაზე,
რომელიც თქვენს ინტერესებს შეესაბამება (პირველი აკადემიური წლის პირველ სემესტრში
არჩევითი დისციპლინები რეკომენდირებული არ არის).

დისციპლინაზე რეგისტრაციისას გასათვალისწინებელია სხვადასხვა შეზღუდვა. კერძოდ, ვერ


დარეგისტრირდებით დისციპლინაზე, თუ:

- თქვენთვის სასურველი დისციპლინისათვის განკუთვნილი მეცადინეობის დრო ემთხვევა ან


კვეთს უკვე დარეგისტრირებული დისციპლინის დროს;
- ირღვევა ჯგუფში სტუდენტთა ქვოტა (მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა);
- თქვენს მიერ დარეგისტრირებული კრედიტების ჯამი შეადგენს წელიწადში/სემესტრში
დასაშვები კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას;
- თქვენს მიერ სასურველი დისციპლინის გავლა საჭიროებს წინარეკვიზიტს. ასეთად იწოდება
ის სასწავლო დისციპლინა, რომელიც გარკვეულ ინფორმაციულ/ თეორიულ საფუძველს ქმნის
სხვა სასწავლო კურსის შესასწავლად.
დისციპლინებზე რეგისტრაციის შემდეგ, შეიქმნება მიმდინარე სემესტრის პირადი სასწავლო
ცხრილი. ზოგჯერ, სტუდენტს მიაჩნია, რომ არჩეული დისციპლინის სწავლაზე არ ეკისრება
პასუხისმგებლობა, რაც სრულიად მცდარი მოსაზრებაა. არჩეული დისციპლინის სწავლა იმავე
პასუხისმგებლობით არის აუცილებელი, როგორც პროგრამით დადგენილი სავალდებულო
დისციპლინისა.

ელექტრონული ბიბლიოთეკის საშუალებით მოიძიებთ თქვენთვის საჭირო ელექტრონულ


წიგნებს, რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ ელექტრონული ფორმატით ან ამობეჭდოთ.

ღილაკით „პაროლის შეცვლა“ შეძლებთ შეცვალოთ მიღებული პაროლი თქვენთვის სასურველით.

შესაბამის ღილაკზე დაკლიკებით, თქვენ დაასრულებთ პროგრამაში მუშაობას.

You might also like