You are on page 1of 6

მოსწავლეების ტესტირება ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდზე

მოსწავლეების სახელმძღვანელო

1. რეგისტრაცია
● სკოლის რაუნდის ტესტირება ტარდება სკოლაში 18-19 მარტს.
● ზუსტი საათი, რომელზეც თქვენი სკოლა დაწერს ტესტს გთხოვტ დააზუსტოტ
სკოლის კოორდინატორ მასწავლებელთან.
● სკოლის კოორდინატორი მასწავლებელი ტესტირების დღეს გაგიზიარებთ
ტესტის ლინკს, სკოლის კოდს, პაროლს.

1) კომპიუტერში გახსნით ტესტის ბმულს და გამოჩნდება შემდეგი გვერდი.

• გვერდის ბოლოში უნდა დააკლიკოთ რეგისტრაციას, რომელიც წითლად არის


მონიშნული ზემოთ ფოტოზე.

2) რეგისტრაციის გვერდზე გადასვლისას გამოჩნდება შემდეგი ვიზუალი, სადაც


უნდა ჩაწეროთ:

• თქვენი სახელი და გვარი (სწორად შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი, რადგან


ის გამოჩნდება სერტიფიკატებზე ისე როგორც ამ ფორმაში გექნებათ
მითითებული)
• თქვენი ელ. ფოსტა (სწორად მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა რადგან ამ ელ.
ფოსტაზე მიიღებთ სერტიფიკატის ელ. ვერსიას სკოლის რაუნდის ტესტირების
დასრულების შემდეგ). თუ ჯერ არ გაქვთ პირადი ელ. ფოსტა გთხოვთ
ტესტირებამდე გააკეთეთ და ის გამოიყენეთ რეგისტრაციისთვის.
• შექმენით თქვენი პაროლი
• შეიყვანეთ სკოლის კოდი, რომელიც გაზიარებულია თქვენი სკოლის
კოორდინატორ მასწავლებლებთან ტესტირების დროს გეტყვით.
• დააკლიკეთ რეგისტრაციის ღილაკს.

3) დარეგისტრირების შემდეგ ამოხტება შეტყობინება როგორც ფოტოზეა და


გადახვალთ „შესვლა“-ზე.
4) ეკრანზე გამოგიჩნდებათ ტესტის ასარჩევი გვერდი. ამ გვერდზე ნახავთ
ტესტს ქართულად და ინგლისურად. მხოლოდ ერთი უნდა აირჩიოთ
(ინგლისური ან ქართული), თუ ორივე ენაზე დაწერთ ტესტს, მეორე წერა
წაიშლება.
2. ტესტი

1) რომელიმე ტესტზე (ინგლისური ან ქართული) დაკლიკების შემდეგ, გადახვალთ გვერდზე,


სადაც დაგხვდებათ ტესტზე მოკლე ინფორმაცია და რამდენიმე კითხვა, რომელსაც უნდა
უპასუხოთ, მაგალითად რომელ რეგიონში მდებარეობს თქვენი სკოლა, რომელ კლასში ხართ და
ა.შ.

2) ამ კითხვების ბოლოში ნახავთ, რომ შესაყვანია პაროლი. ეს არის ტესტის პაროლი, რომელსაც
მასწავლებლებს გავუზიარებთ ასევე ელ. ფოსტაზე და გეტყვიან ტესტის დროს.
3) როდესაც უპასუხებთ კითხვებს თქვენს შესახებ და შეიყვანთ მასწავლებლის მიერ გაზიარებულ
პაროლს, ღილაკზე „დაწყება“ დაკლიკებით დაიწყება სკოლის რაუნდის ტესტი, რომელსაც
შემდეგი ვიზუალი აქვს. მითითებულია კითხვების რაოდენობა და მერამდენე კითხვაზე ხართ.
ისრებით შეგიძლიათ წინ გადასვლა და უკან დაბრუნება. ორი ისარის ფუნქციას მომდევნო
ფოტოზე ნახავთ. ისრების გვერდით პროცენტულად გიჩვენებთ თქვენს პროგრესს (მაგ. 4%),
გვერდით კი ჩართულია თაიმერი, რომელიც დარჩენილ დროს გიჩვენებთ.

4) ორ ისარზე დაკლიკებისას (წითლად მონიშნულია) მარჯვნივ გამოჩნდება კითხვების


ჩამონათვალი. რომელსაც დააკლიკებთ იმ კითხვას გაგიხსნით. ამ ჩამონათვალში შეგიძლიათ
დაინახოთ, რომელ კითხვაზე გაქვთ გაცემული პასუხი და რომელი დატოვებული გაქვთ
უპასუხოდ.
5) კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, ბოლო კითხვაზე ტესტის ბოლოს გამოჩნდება ღილაკი
პასუხების ატვირთვა. ამ ღილაკზე დაკლიკებით დაასრულებთ ტესტს. ელ. ფოსტაზე რომელსაც
რეგისტრაციის დასაწყისში მიუთითებთ მიიღებთ ტესტის ქულას და ჩამოსატვირთ
სერტიფიკატს.

ეს ყველაფერი მოკლედ რომ ავხსნათ:

1. სკოლის რაუნდის ტესტის დასაწერად გაიგე შენი სკოლის კოორდინატორი


მასწავლებლისგან 18 თუ 19 მარტს წერს თქვენი სკოლა და რომელ საათზე.
2. ტესტირება ერთ სივრცეში უნდა ჩატარდეს, რომელსაც მასწავლებელი გაუწევს
მონიტორინგს.
3. მასწავლებელი ტესტირების დაწყებამდე ტესტის ლინკს გახსნის კომპიუტერებში და
გეტყვის რა არის შენი სკოლის კოდი და რა არის პაროლი (ტესტის პაროლი), რომელიც იმ
ველების შესავსებად უნდა გამოიყენო ზემოთ ფოტოებში რომ გაჩვენეთ. სულ თავიდან
მომხმარებლის რეგისტრაციისას ორი ველი რომ არის პაროლი და პაროლის აღდგენა ეგ
შენ უნდა შექმნა. დანარჩენ სკოლის კოდს და სხვა პაროლს სკოლის მასწავლებელი
გეტყვის.
4. ტესტირების დროს შეგიძლია გამოიყენო მხოლოდ კალამი და ფურცელი, კალკულატორი
თუ გექნება კარგია, რადგან დაგჭირდება.
5. შენი პირადი ელ. ფოსტა დაგჭირდება, რომელსაც რეგისტრაციისას მიუთითებ, ამ ელ.
ფოსტაზე მიიღებ შენ ქულას და ჩამოსატვირთ სერტიფიკატს.

წარმატებებს გისურვებთ!

You might also like