You are on page 1of 5

პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიცირება

გამოცდების წესები

პროფესიული გამოცდების ჩატარების წესები სპეციფიკურია და ეფუძნება ACCA-ის საერთაშორისო


(ACCA- სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) პროგრამის მოთხოვნებს, ქცევის ნორმებს
და გამოცდილებას.

1. ზოგადი
გამოცდებისათვის მომზადება
 სერტიფიცირების პროგრამაში ჩართული პრეტენდენტი ბაფის გამოცდებისათვის ემზადება
დამოუკიდებლად ან/და პბი-ში;
 გამოცდებისათვის მოსამზადებლად პრეტენდენტები უზრუნველყოფილნი არიან ACCA -ის
წიგნებით, რომლის თარგმნა-გამოცემის უფლებამოსილება მოპოვებული აქვს ბაფს;
 გამოცდების ჩასატარებლად იქმნება საგამოცდო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს
პროფესიული განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ან მისი რეკომენდაციით კომიტეტის
რომელიმე წევრი (საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე);
 საგამოცდო კომისიის მიერ შეირჩევა დაქირავებულ პირთა ჯგუფი (შემდგომში შემფასებელი
კომისია), რომელიც უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების მომზადებას და პრეტენდენტთა
ცოდნის შეფასებას.
 გამოცდების ჩასატარებლად შექმნილი საგამოცდო კომისიის ვალდებულებაა პრეტენდენტთა
ცოდნის შეფასება, ნაშრომების აუდიტი და გასაჩივრებული ნაშრომის მიმოხილვა.
 პროფესიული განათლების კომიტეტი ადგენს გამოცდების ჩატარების წესებს,
პრეტენდენტების გამოცდაზე ქცევის ნორმებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. გამოცდების განრიგი და დამთხვევა
ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გათვალისწინება აუცილებელია ახალი წიგნების არჩევისას, რათა
შემდგომში არ მოხდეს არჩეული წიგნების მიხედვით საგამოცდო დღეების გადაფარვა.

გამოცდების განრიგი
მოდულები: F6
მოდულები: F4, P4
მოდულები: F7, P3, P1, (სბლ)
მოდულები: F1, F8, P2 (სსა)
მოდულები: F2, F9
მოდულები: F3
მოდულები: F5, P7

საგამოცდო დროის ხანგრძლივობა:


ა) I ეტაპის მოდულებში - 2,15 საათი;
ბ) II და III ეტაპის მოდულებში - 3,5 საათი
გ) III ეტაპის მოდულში - სბლ - 4,5 საათი
3. საგამოცდო პროცედურები

 გამოცდების ორგანიზება, ჩატარება და შედეგების დამტკიცება პროფესიული განათლების


კომიტეტის კომპეტენციაა.
 პრეტენდენტი ვალდებულია, გამოცდამდე 10 დღით ადრე გამოცდაზე დარეგისტრირდეს
ელექტრონულად (on-line) გამოცხადებული წესების მიხედვით.
 ერთ საგამოცდო პერიოდში პრეტენდენტი დაიშვება არა უმეტეს 3 გამოცდაზე.
 ბაფის მიერ პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის (ACCA) გამოცდები ტარდება
წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის ივლისსა და იანვარში.
 პრეტენდენტი გამოცდაზე რეგისტრირდება ონლაინ რეჟიმში (on-line).
 პრეტენდენტი გამოცდაზე დაიშვება პირადობის მოწმობისა და ბაფის წევრობისა მოწმობის
წარდგენის შემდეგ.
 მოწმობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პრეტენდენტი გამოცდაზე არ დაიშვება და
გამოცდაზე გამოუცხადებლად იქნება მიჩნეული.
 გამოცდების დამთავრების შემდეგ კოდირებული ნაშრომები გადაეცემა შემფასებელ კომისიას.
 პრეტენდენტების გამოცდების შედეგები ქვეყნდება წინასწარ გამოცხადებული თარიღში
ბაფის ვებგვერდზე www.gfpaa.ge
 ნაშრომების გასწორება და აუდიტი უნდა დასრულდეს გამოცდების დამთავრებიდან 20 დღის
ვადაში.
 წარმატებულად მიიჩნევა პრეტენდენტის ნაშრომი, რომელიც შესაძლო მაქსიმალური 100
ქულიდან დაიმსახურებს მინიმუმ 50 ქულას.
 უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, პრეტენდენტი უფლებამოსილია გაასაჩივროს შეფასების
შედეგი მისი გამოქვეყნებიდან სამი დღის ვადაში.
 პრეტენდენტმა უნდა გადაიხადოს გასაჩივრების შესაბამისი თანხა (50 ლარი) და საგამოცდო
კომისიისაგან მოითხოვოს ნაშრომის ანალიზი, თუ პრეტენდენტს გამოცდის შეფასების ქულა
შეეცვალა და მიიღო დადებითი შეფასება, მას უბრუნდება გადახდილი (50 ლარი) საფასაური.
 გასაჩივრების შემთხვევაში, პირველი შეფასების შემდეგ, ნაშრომები ეგზავნება აუდიტორს.
 პრეტენდენტს გადაეცემა შემფასებლის მიმოხილვა თავის ნაშრომზე.
 აუდიტს ექვემდებარება ნაშრომი, რომლის შეფასება მოექცევა ტესტების მაქსიმალური ქულის
45-55 ქულიან შუალედში.
 პირველ ცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, მომდევნო საგამოცდო პერიოდში
პრეტენდენტს შესაძლებლობა ექნება, ხელახლა ჩააბაროს გამოცდა იმავე წიგნში,
პრეტენდენტი იხდის განმეორებით გამოცდაზე გასვლის საფასურს.
 პრეტენდენტი შეზღუდული არ არის, გამოცდა ჩააბაროს შემდგომ საგამოცდო პერიოდში
(გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასერტიფიკაციო პროგრამის სტრუქტურა იცვლება,
საგამოცდო წიგნის შეცვლის გამო. საგამოცდო წიგნის შეცვლისას, ამ წიგნით მომზადებული
პრეტენდენტებისათვის, რომელსაც გამოცდა არ ექნება ჩაბარებული წიგნის გაუქმების
მომენტისათვის, გაუქმებულ წიგნში გამოცდა ჩატარდება მხოლოდ ერთხელ იმ პერიოდში,
როდესაც პირველი გამოცდა დაინიშნება შემცვლელ წიგნში).
 პრეტენდენტის ნაშრომები და ტესტების ნიმუშები გამოცდების დამთავრებიდან ერთი თვის
განმავლობაში ინახება პროფესიული განათლების კომიტეტში.
გამოცდაზე გადაწერის მცდელობის, ან სხვა დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში (იხილეთ
გამოცდაზე ქცევის წესები), პრეტენდენტი მოიხსნება გამოცდიდან და მისი საგამოცდო ნაშრომი არ
გასწორდება.

4. გამოცდაზე ქცევის წესები

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ გამოცდებზე ქცევის წესები

1. პრეტენდენტი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს მის დაწყებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე;

2. გამოცდაზე არ დაიშვება ის პრეტენდენტი, რომელიც დაგვიანებით გამოცხადდება;

3. გამოცდის დაწყებამდე ყველა პრეტენდენტმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი აუდიტორიაში;

4. I ეტაპის გამოცდები მიმდინარეობს 2.15 საათს, ხოლო II და III ეტაპის გამოცდები - 3.30 საათს;

5. პრეტენდენტმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს ბაფის წევრობისა და პირადობის

დამადასტურებელი (სურათიანი) მოწმობები;

6. პრეტენდენტი ვალდებულია, საგამოცდო მაგიდაზე გამოცდის დამთავრებამდე ედოს პირადობისა


და ბაფის მოწმობა;

7. პრეტენდენტმა თან უნდა იქონიოს კალკულატორი, სახაზავი, კალამი, ფანქარი, საშლელი, სათლელი -

ეს ნივთები გამოცდაზე არ გაიცემა;

8. პრეტენდენტს ეკრძალება გამოცდაზე სახელმძღვანელოების, სასწავლო მასალის, ან რაიმე ჩანაწერის

შეტანა;
9. ხელჩანთები საგამოცდო აუდიტორიაში უნდა მოთავსდეს მაგიდის გვერდზე ან შესაბამისად
გამოყოფილ მაგიდაზე;
10. პრეტენდენტს საგამოცდო წესების დარღვევად ჩაეთვლება ჰოლში წიგნებით სარგებლობა;
11. გამოცდაზე არ დაიშვება ჩართული მობილური ტელეფონების შეტანა;
12. პრეტენდენტებს გამოცდის მიმდინარეობისას ეკრძალებათ ერთმანეთთან საუბარი;
13. პრეტენდენტს უფლება აქვს, მოსაწევად ან ტუალეტში გავიდეს მხოლოდ გამოცდაზე მეთვალყურის
ნებართვით, გამოცდის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ;
14. პრეტენდენტს უფლება არა აქვს, მოსაწევად ან ტუალეტში გავიდეს გამოცდის დასრულებამდე ბოლო
30 წუთის განმავლობაში;

15. გადაწერის ან გადაჩურჩულების მცდელობისას, პრეტენდენტი მოიხსნება გამოცდიდან.


16. პრეტენდენტმა მუშაობა უნდა შეწყვიტოს დამკვირვებლის მიერ გამოცდის დამთავრების შესახებ

გამოცხადებისთანავე.

5. სხვა წესები

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ წესებს

1. ბაფის გამოცდაზე დაიშვება პრეტენდენტი, რომელსაც ჩაბარებული არ აქვს ინსტიტუტის სემესტრული


გამოცდა.
2. ბაფის გამოცდაზე დასაშვებად ყველა პრეტენდენტმა უნდა გაიაროს on-line რეგისტრაცია, მონაცემთა
ბაზაში მითითებული წესების მიხედვით გამოცდამდე 10 დღით ადრე.
3. თუ გამოცდაზე დარეგისტრირების შემდეგ ვერ ახერხებთ გამოცდაზე გასვლას, გამოცდებამდე 5 დღით
ადრე, წერილობით მიმართეთ ბაფის ადმინისტრაციას, გააუქმეთ გამოცდის განაცხადი და გამოცდის
თანხა, კრედიტში შეგენახებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადახდილი თანხა აღიარდება შემოსავლად (
ტელეფონით ინფორმაცია არ მიიღება).
4. არასწორ ანგარიშზე გადახდის შემთხვევაში, პრედენდენტმა გამოცდამდე უნდა გამოასწოროს
დაშვებული შეცდომა და თანხა გადაიტანოს შესაბამის ანგარიშზე.
5. ბაფის გამოცდების ჩატარების ადგილს შეგატყობინებთ მოგვიანებით.
6. ყველა გამოცდა დაიწყება 11.00 საათზე, რეგისტრაცია -10.00 სთ.
7. გამოცდაზე სავალდებულოა ბაფის წევრობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენა და რეგისტრაციის
ნომრის ცოდნა.
8. ბაფის გამოცდების შედეგები ქვეყნდება ვებგვერდზე: www.gfpaa.ge
9. გამოცდის შედეგის გაპროტესტება მოხდება გამოცდის შედეგის გამოქვეყნებიდან სამი დღის ვადაში
მისამართზე: წერეთლის #61. მითითებული დროის შემდეგ განცხადებები აღარ მიიღება.

გამოცდებზე გასათვალისწინებელი

I ეტაპი

 ჩაწერეთ რეგისტრაციის ნომერი სამუშაო რვეულის გარეკანზე.


 იმუშავეთ მხოლოდ ბურთულიანი კალმით. ფანქრით ნაწერი არ გასწორდება.
 ტესტით მოთხოვნილი პირობის შესაბამისად, შეარჩიეთ სწორი პასუხი და გააფერადეთ პასუხის
ფურცელზე.
 არ დატოვოთ გაუფერადებელი არც ერთი ტესტის პასუხი.
 გამოცდის დამკვირვებლებს არ დაუსვათ კითხვები.
 თუ, თქვენი აზრით, ამოცანის პირობაში შეცდომაა, დაასაბუთეთ და დაწერეთ სწორი ამოხსნა.
 შეცდომის აღმოჩენა შეგიფასდებათ.

II და III ეტაპი

 ჩაწერეთ რეგისტრაციის ნომერი სამუშაო რვეულის გარეკანზე.


 იმუშავეთ მხოლოდ ბურთულიანი კალმით. ფანქრით ნაწერი არ გასწორდება.
 ყველა ამოცანის ამოხსნა დაიწყეთ ახალი ფურცლიდან და მიუთითეთ ამოცანის ნომერი.
 ყველა ძირითადი გაანგარიშება, რომელშიც ქულები უნდა მიიღოთ, დაწერეთ რვეულის მარჯვენა
გვერდზე. ფანქრით მუშაობა დასაშვებია, მხოლოდ რვეულის მარცხენა მხარეს (იგი გასწორებას არ
ექვემდებარება).
 გამოცდის დამკვირვებლებს არ დაუსვათ კითხვები.
 თუ, თქვენი აზრით, ამოცანის პირობაში შეცდომაა, დაასაბუთეთ და დაწერეთ სწორი ამოხსნა.
 შეცდომის აღმოჩენა შეგიფასდებათ.

You might also like