You are on page 1of 2

კურსის ფორმატი და შეფასება

1. სემესტრის განმავლობაში ისწავლება თერთმეტი ავტორი; თითოეულს ეთმობა ერთი კვირა:


ერთი ლექცია და ერთი სემინარი;
2. სწავლა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, პროგრამა Zoom-ის გამოყენებით;
3. დავალებების, შუალედური წერების, დასკვნითი და განმეორებითი გამოცდებისათვის
გამოიყენება elearning.iliauni.edu.ge
4. სემესტრის განმავლობაში ტარდება ორი შუალედური წერა, დასკვნითი და განმეორებითი
გამოცდები;
5. შუალედური წერა ტარდება ყოველი ხუთი ავტორის შემდგომ და მოიცავს მანამდე
განვლილი ავტორების ტექსტებს;
6. დასკვნითი და განმეორებითი გამოცდები არის შემაჯამებელი და შესაბამისად, მოიცავს
კურსით გათვალისწინებულ სრულ მასალას;
7. შესაძლებელია მხოლოდ ერთი გაცდენილი შუალედური წერის აღდგენა; აღდგენა ხდება
სემსტრის ბოლოს, დასკვნით გამოცდამდე;
8. გამოცდის აღდგენა ხდება ჯანმრთელობის გაუარესების დამამტკიცებელი საბუთის,
კონფერენციაში მონაწილეობის და ა.შ. განცხადებების საფუძველზე;
9. შუალედური წერების, გამოცდისა და განმეორებითი გამოცდის შედეგები არგუსზე
აიტვირთება 10 სამუშაო დღის ვადაში;
10. დასკვნითი გამოცდა სავალდებულოა ყველა სტუდენტისათვის, ვინც გადალახავს
მინიმალური კომპეტენციის ზღვარს: 26 ქულას;
11. შუალედურ წერებსა და დასკვნით და/ან განმეორებით გამოცდაზე პლაგიატის დაფიქსირების
შემთხვევაში პასუხი/ები არ შეფასდება;
12. სტუდენტს აქვს უფლება, გავიდეს განმეორებით გამოცდაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მან გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარი, ვერ გადალახა დასკვნითი


გამოცდის მინიმალური ზღვარი და ორივე შეფასების (შუალედური და დასკვნითი) შედეგად
უგროვდება 41 და მეტი ქულა (მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა სტუდენტს უგროვდება 51
ქულა და მეტი).

ბ) მან გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური ზღვრები და ორივე


შეფასების (შუალედური და დასკვნითი) შედეგად უგროვდება 41 – 50 ქულა.

8) განმეორებით გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში, სტუდენტს დასკნით გამოცდაზე


მიღებული ქულა უნულდება და საბოლოო შეფასებაში უფიქსირდება შუალედურ შეფასებასა
და განმეორებით გამოცდაზე მიღებული ქულების ჯამი.

13. სტუდენტს დავალებების, შუალედური და დასკვნითი შეფასებების გასაჩივრების ვადა აქვს


ქულის გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში. სტუდენტმა საჩივრის წერილში დეტალურად
უნდა აღწეროს, სილაბუსით გაწერილი რომელი კომპონენტი არ/ვერ შესრულდა. წინააღმდეგ
შემთხვევაში განცხადება არ განიხილება. 
14. შეფასების კომპონენტებია:
დავალებები - 30 ქულა (6 დავალება, თითოეული მაქს. 5 ქულა)
შუალედური წერები - 40 ქულა (2 წერა, თითოეული მაქს. 20 ქულა)
დასკვნითი გამოცდა - 30 ქულა
15. დასკვნით გამოცდაზე გასვლა შეუძლია სტუდენტს, ვინც შუალედური წერებითა და
დავალებებით აგროვებს მინიმუმ 26 ქულას; დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარია 8
ქულა.
საშინაო დავალება

1. დავალებების შესასრულებებლად განსაზღვრულია 1 კვირა;


2. დავალება უნდა იყოს მინიმუმ 600 სიტყვა; წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეფასდება.
3. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, სტუდენტის ნაწერი არ შეფასდება;
4. დავალებაში მითითებული უნდა იყოს სტუდენტის სახელი და გვარი;
5. სტუდენტს არ აქვს დავალების აღდგენის უფლება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
ფაკულტეტი დაგვიდასტურებს, რომ სტუდენტის დამატება სალექციო კურსზე მოხდა
მოგვიანებით)
6. სტუდენტმა დავალება უნდა დაწეროს ვორდში (word) სილფაინის (sylfaen) 12 ზომის
შრიფტით, შემდეგ კი გადაიყვანოს პდფ (pdf) ფორმატში (file-save as- pdf) და ატვირთოს
elearning.iliauni.edu.ge-ზე, მისი ჯგუფისათის განკუთვნილ დავალების გრაფაში;
დავალების ატვირთვის წესები მოცემულია არგუსზე, სასწავლო მასალებში;
7. დავალებაში აუცილებელია დაცული იყოს ილიაუნის აკადემიური წერის სტილი:
https://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf
8. ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში დედლაინის დასრულებამდე თქვენივე ილიაუნის
ელ.ფოსტიდან უნდა მისწეროთ ადმინისტრაციას მეილზე: elearning@iliauni.edu.ge

You might also like