You are on page 1of 2

1) სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 2 შუალედური წერა, ფინალური შეფასება და განმეორებითი

გამოცდა.

2) ყოველი ხუთი ავტორის შემდეგ დავწერთ შუალედურს. ფინალური და განმეორებითი გამოცდა


შემაჯამებელი ხასიათისაა (რაც გულისხმობს, რომ უნდა მოამზადოთ სემესტრის განმავლობაში
ნასწავლი ყველა ავტორი)

3) დაგვიანებული სტუდენტი შუალედურებსა და გამოცდაზე არ დაიშვება! (დაგვიანების


მაქსიმალური დრო განისაღვრა წერის დაწყებიდან 10 წუთით.)

4) შუალედური წერისა და ფინალური გამოცდის აღდგენა ხდება ჯანმრთელობის გაუარესების


დამამტკიცებელი საბუთის, კონფერენციაში მონაწილეობის და ა.შ. განცხადებების საფუძველზე.

5) შუალედური წერის და ფინალური გამოცდის შედეგები არგუსზე აიტვირთება 5 სამუშაო დღის


ვადაში. 
6) სტუდენტი, რომელიც დავალებებითა და შუალედურებით აგროვებს ქულას კრედიტის
მინიჭებისათვის, მაინც უნდა გამოვიდეს საბოლოო გამოცდაზე.

7) სტუდენტს აქვს უფლება, გავიდეს განმეორებით გამოცდაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მან გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარი, ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის
მინიმალური ზღვარი და ორივე შეფასების (შუალედური და დასკვნითი) შედეგად უგროვდება 41 და
მეტი ქულა (მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა სტუდენტს უგროვდება 51 ქულა და მეტი).

ბ) მან გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური ზღვრები და ორივე შეფასების


(შუალედური და დასკვნითი) შედეგად უგროვდება 41 – 50 ქულა.

8) განმეორებით გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში, სტუდენტს დასკნით გამოცდაზე მიღებული ქულა


უნულდება და საბოლოო შეფასებაში უფიქსირდება შუალედურ შეფასებასა და განმეორებით
გამოცდაზე მიღებული ქულების ჯამი.

10) აქვე იხილეთ შუალედურებისა და ფინალური გამოცდის შეფასების კომპონენტები:

შუალედური ტესტი 1 – 15 ქულა (ზღვარი: 5 ქულა)


შუალედური ტესტი 2 - 15 ქულა (ზღვარი: 5 ქულა)
საბოლოო შეფასება - 26 ქულა (ზღვარი: 10 ქულა)

11) შუალედურ და საბოლოო წერის დროს სავალდებულოა სტუდენტმა წარმოადგინოს პირადობის


მოწმობა (მისი არქონის შემთხვევაში თქვენი იდენტიფიცირება მოხდება არგუსის მეშვეობით.)

12) სტუდენტს დავალებების, შუალედური და საბოლოო შეფასებების გასაჩივრების ვადა აქვს ქულის
გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში. სტუდენტმა საჩივრის წერილში დეტალურად უნდა აღწეროს,
სილაბუსით გაწერილი რომელი კომპონენტი არ/ვერ შეასრულა ასისტენტმა. წინააღმდეგ შემთხვევაში
განცხადება არ განიხილება. 

საშინაო დავალება

13 ) დავალების შესასრულებლად გაქვთ 1 კვირა.

14) დავალება არგუსზე აიტვირთება ყოველი ავტორის ფინალური სემინარის შემდეგ.


15) სტუდენტს არა აქვს დავალების აღდგენის უფლება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ფაკულტეტი
დაგვიდასტურებს, რომ სტუდენტის დამატება სალექციო კურსზე მოხდა მოგვიანებით)

16) აუცილებლად გაეცანით საშინაო დავალების მუდლზე ატვირთვის გაიდს:


(https://argus.iliauni.edu.ge/uploads/88/88811.pdf)

17) თემა აკრიფეთ ვორდში (word) სილფაინის (sylfaen) 12 ზომის შრიფტით.

18) თემაზე მუშაობის დროს უნდა გამოიყენოთ შთას სახელმძღვანელო, რომელიც შეგიძლიათ
შეიძინოთ ლიგამუსში ან ისარგებლოთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით.

19) დაიცავით ილიაუნის აკადემიური წერის სტილი!. ძირითადი ან მეორადი ლიტერატურიდან


ციტირების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო (გააკეთეთ სქოლიო), ნაშრომის ბოლოს მიუთითეთ
ბიბლიოგრაფია; (https://argus.iliauni.edu.ge/uploads/120/120882.ppt იხილეთ აკადემიური წერის
დამოწმების გაიდი)

20) ნაშრომში სიტყვათა რაოდენობა არ უნდა იყოს 400 სიტყვაზე ნაკლები და 600 სიტყვაზე მეტი,
სიტყვების ნაკლებობის შემთხვევაში დავალება განულდება (შეფასების კრიტერიუმები იხ.
სილაბუსში) ნაშრომი ბიბლიოგრაფიის და სქოლიოს გარეშე უნდა იყოს 400 სიტყვა, ამიტომ ჯერ
დაასრულეთ ნაშრომზე მუშაობა ნახეთ რომ სიტყვების რაოდენობა 400ია და შემდეგ მიუთითეთ
ბიბლიოგრაფია და სქოლიო.

21) საშინაო დავალებაში ციტირების პროცენტული რაოდენობა შეიძლება განისაზღვროთ 20%-ით

22) თემაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი!!

23) დავალება ატვირთეთ pdf - ის სახით. (დავალებას წერთ ვორდის ფაილში, შემდეგ შეინახეთ,
როგორც pdf ფაილი. მისი შენახვა მარტივია ვორდში ნახეთ ( file-save as- pdf).

24) მუდლზე დავალების შესახებ ჩვენს მიერ გაკეთებული კომენტარები ნახეთ (Grademark).

25) ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში მიმართეთ მუდლის სისტემურ ადმინისტრაციას მეილზე:


moodle@iliauni.edu.ge

26) არგუსზე მოწერის შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ჯგუფის ნომერი!

გისურვებთ წარმატებას ! 

You might also like