You are on page 1of 17

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა: გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) კონცეფცია

მიზანი

სადიპლომო ნამუშევრის მიზანია, შეუქმნას სტუდენტს შესაძლებლობა, ხელმძღვანელობის პირობებში შექმნას საავტორო ნამუშევარი გრაფიკის ხელოვნები ს ერთ-ერთ სახეობაში (დაზგური

ან გამოყენებითი), რისთვისაც ის შეძლებს რელევანტური ვიზუალური და თეორიული მასალის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი მასალების, ტექნიკების და ტექნოლოგიების

გამოყენებით საკუთარი ინდივიდიუალური ხედვისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას. საავტორო ნამუშევარზე მუშაობის პროცესში სტუდენტს უვითარდება საკუთარი

შემოქმედებითი იდეისა და ამ იდეის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ზეპირად და წერილობით ეფექტური კომუნიკაციისა და საგამოფენო სივრცეში საკუთარი

ნამუშევრის პროფესიონალურად წარდგენის უნარი.

წინაპირობა

პროგრამით განსაზღვრული ყველა სავალდებულო კურსი.

კრედიტების რაოდენობა

6 კრედიტი. 1 კრედიტი უდრის 25 საათს.

საათების განაწილება

სადიპლომო ნამუშევრის მომზადებისათვის საათების (საკონტაქტო და დამოუკიდებელი სამუშაო) განაწილება განისაზღვრება ინდივიდუალური სტუდენტებისა და მათი პროექტების

საჭიროებების შესაბამისად. საკონსულტაციო შეხვედრები დაეთმობა ისეთი საკითხების განხილვას, როგორიც არის პროექტზე მუშაობის პროგრესი, პროექტთან დაკავშირებული იდეებისა და

მოსაზრებების შესახებ დისკუსია, ტექნიკური მხარდაჭერა და ა.შ.

სტუდენტების კონსულტაციებისთვის განკუთვნილი დრო და აუდიტორია შეთანხმდება პროექტის ხელმძღვანელთან ყოველი სემესტრის დასაწყისში.

დასკვნითი პრეზენტაციისთვის განკუთვნილი საკონტაქტო საათები - 30 -40 წთ.

საკონსულტაციო საათების რაოდენობა არ უნდა იყოს კვირაში 2 საათზე ნაკლები.

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) ფორმატი და გვერდების რაოდენობა

სადიპლომო ნამუშევარი (პროექტი) უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად:

სადიპლომო ნამუშევრის თემა თავისუფალია, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტი თავად განსაზღვრავს თავის კონცეპტუალურ ფოკუსს და თემატიკას, აკეთებს არჩევანს მასალასთან,

შესრულების ტექნიკასთან, პროექტის ესთეტიკურ გადაწყვეტასა და სხვა ასპექტებთან დაკავშირებით. სადიპლომო ნამუშევრის შესრულების პროცესში მნიშვნელოვანია სტუდენტმა მოახდინოს

რეფლექსია მის მიერ აქამდე შესრულებული პროექტების და ნამუშევრების შესახებ, დაინახოს მათ შორის შესაძლო თემატური, ვიზუალური, სტილისტური და/ან სხვა კავშირები. ორიგინალური

საავტორო ნამუშევრის შექმნა მოითხოვს მნიშვნელოვანი კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოს შესრულებას.

სადიპლომო ნამუშევარი მოიცავს ორ კომპონენტს - პრაქტიკულსა და თეორიულს (წერითი ნაშრომი).

სტუდენტმა უნდა მოამზადოს საკუთარი ნამუშევარი საუნივერსიტეტო სტუდიურ ოთახებში/სახელოსნოებში წარსადგენად. სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება დამამთავრებელი

სემესტრის საგამოცდო პერიოდში.


ნამუშევრის გარდა სტუდენტმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს წერითი ნაშრომი, რომელშიც იგი მოახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის კონცეპტუალიზაციას სხვადასხვა რელევანტური

თეორიული და ვიზუალური მასალის ანალიზისა და სინთეზის საფუძველზე, მათ შორის ხელოვნების ისტორიის იმ საკითხებთან/ასპექტებთან მიმართებით, რომლებსაც უკავშირდება

ნამუშევარი. ამასთან ერთად, ნაშრომში უნდა იყოს აღწერილი ნამუშევრის შესრულების ფორმალური და ტექნიკური საფუძვლები.

წერითი ნაშრომის გვერდების რაოდენობა უნდა იყოს 10-15, ბიბლიოგრაფიისა და ილუსტრაციების დართვით. ნაშრომი უნდა იყოს შესრულებული ილიას სახელმწიფო უნივესრიტეტის

აკადემიური სტილის შესაბამისად. ნაშრომში ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც მასში განხილული ხელოვნების ნიმუშების ილუსტრაციები, ისე სტუდენტის ნამუშევართან

დაკავშირებული ვიზუალური მასალები. ნაშრომი უნდა შეიცავდეს გამოყენებული ლიტერატურისა და ილუსტრაციების სიას.

სადიპლომო ნამუშევრის დაცვა გულისხმობს როგორც საგამოფენოდ წარდგენილი ნამუშევრის, ისე წერითი ნაშრომის შეფასებას.

სწავლების მეთოდები

სადიპლომო ნამუშევარზე მუშაობის პროცესში გამოიყენება:

პრაქტიკული მეთოდი;

ინდივიდუალური მუშაობა;

დემონსტრირების მეთოდი;

დისკუსია/დებატები;

პროცესი

საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის შერჩევა და სადიპლომო პროექტის თემის განსაზღვრა;


ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის მითითებების გათვალისწინებით სადიპლომო ნამუშევრის დაგეგმვა და განხორციელება;


სადიპლომო ნამუშევრის წარდგენა (წერითი და პრაქტიკული ნამუშევარი);


სადიპლომო ნამუშევრის რეცენზირება;


სადიპლომო ნამუშევრის (წერითი ნაშრომის და ნამუშევრის) დაცვა;


სტუდენტი ნამუშევარზე მუშაობს ცხრილი N1-ში მოცემული აქტივობების მატრიცის შესაბამისად.

ხელმძღვანელის შერჩევა და სადიპლომო ნამუშევრის კონცეფციის განსაზღვრა

სწავლის დამამთავრებელი სემესტრის დაწყებამდე სტუდენტმა თავად უნდა აირჩიოს სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) ხელმძღვანელი.

ხელძღვანელი/თანახელმძღვანელი:

ხელძღვანელი/თანახელმძღვანელი შეიძლება იყოს შესაბამის საბაკალავრო პროგრამაში ჩართული აკადემიური ან მოწვეული პერსონალი (მინიმუმ მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული

ხარისხის მფლობელი), რომელსაც აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული შემოქმედებით პროექტებში. ხელძღვანელი/თანახელმძღვანელის შერჩევის პროცესში სტუდენტს შეუძლია გაეცნოს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის მასწავლებელთა შემოქმედებით პროფილს, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსებულია ცენტრის ვებ-

გვერზე: http://artcenter.iliauni.edu.ge/pedagogebi/

სადიპლომო ნამუშევარზე მუშაობისას სტუდენტისა და ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის ვალდებულებები

სადიპლომო ნამუშევარზე (პროექტზე) მუშაობისას სტუდენტი ვალდებულია:

ხელძღვანელთან/თანახელმძღვანელთან ერთად განსაზღვროს სადიპლომო ნამუშევრის თემატიკა;


წინასწარ განსაზღვრული მითითებების გათვალისწინებით დაგეგმოს და განახორციელოს სადიპლომო ნამუშევარი;


შესაბამისი ვადების დაცვით წარუდგინოს დასრულებული სადიპლომო ნამუშევარი ხელმძღვანელს და ფაკულტეტს დაცვის პროცესის დასაგეგმად;

1
კომისიის წინაშე დაიცვას სადიპლომო ნამუშევარი.

ხელძღვანელი/თანახელმძღვანელი ვალდებულია:

რეგულარული კონსულტაციები გაუწიოს სტუდენტებს. კონსულტაციების სიხშირე უნდა შეესაბამებოდეს პროექტის სპეციფიკას.

ხელმძღვანელი კონსულტირებას უწევს სტუდენტს ნამუშევრის შესრულებისა და წერითი ნაშრომის წერის პროცესში.

წარმოადგინოს ნამუშევრის შესახებ დასკვნა და შეფასება.


ხელმძღვანელს/სტუდენტს უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტულ ნამუშევარის ხელმძღვანელობაზე/ხელმძღვანელზე. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელი/სტუდენტი ვალდებულია დამამთავრებელი

სემესტრის არაუგვიანეს პირველი კვირისა ფაკულტეტს წარუდგინოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებული იქნება ხელმძღვანელობის/ხელმძღვანელის აცილების მიზეზი.

აღნიშნულ ბარათს განიხილავს ფაკულტეტის ადმინისტრაცია. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სტუდენტს ეძლევა დამატებითი დრო (იხ. ცხრილი N1) ახალი ხელმძღვანელის

შერჩევისთვის (ხელძღვანელი/თანახელმძღვანელის აცილება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ).

სადიპლომო ნამუშევარზე (პროექტზე) შეთანხმების შემთხვევაში, ხელძღვანელი/თანახელმძღვანელი ავსებს შესაბამის ფორმას (იხ. დანართი N1), სადაც უთითებს სტუდენტის სახელსა და გვარს

და სადიპლომო ნამუშევრის სათაურს. თანხმობის შევსებული ფორმა მე-7 სემესტრში (სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს მეცამეტე კვირისა) წარდგენილი უნდა იყოს პროგრამის

კოორდინატორთან.

სადიპლომო ნამუშევრის დაგეგმვა, განხორციელება და ნამუშევრის შესრულება

სადიპლომო ნამუშევარი ხორციელდება ბოლო, მერვე სემესტრში. სემესტრის განმავლობაში სტუდენტი:

ხელძღვანელთან/თანახელმძღვანელთან ერთად მუშაობს შემოქმედებითი პროექტის კონცეფციის შემუშავებაზე;


ხელძღვანელთან/თანახელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს ნამუშევრის შესრულების ტექნოლოგიურ და კომპოზიციურ თავისებურებებს და ადგენს მისი განხორციელების გეგმას;

წარუდგენს ხელმძღვანელს/თანახელმძღვანელს ნამუშევრის ფორესკიზს ბოლო სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს მეხუთე კვირისა;

წარუდგენს ხელძღვანელს/თანახელმძღვანელს ნამუშევრის მასალაში შესრულებულ ვარიანტს ბოლო სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს მეათე კვირისა;

წარადგენს დასრულებულ ნამუშევრს (წერითი და პრაქტიკული).


სადიპლომო ნამუშევრის შუალედური შეფასება

სემესტრის განმავლობაში ხელმძღვანელი ვალდებულია სტუდენტი შუალედურად ორჯერ შეაფასოს. შუალედური შეფასების ვადებისა და კრიტერიუმებისათვის იხილეთ ცხრილი N1 და

დანართები N4 და N5.

სადიპლომო ნამუშევრის წარდგენა

არაუგვიანეს მე-15 კვირისა დასრულებული სადიპლომო ნამუშევარი (როგორც მისი პრაქტიკული, ისე წერითი კომპონენტი) სტუდენტმა უნდა წარუდგინოს სახვითი და გამოყენებითი

ხელოვნების ცენტრის დირექციას.

სტუდენტი ნამუშევრის წერით კომპონენტს ტვირთავს პორტალზე http://elearning.iliauni.edu.ge. ხელმძღვანელი ატვირთულ ნაშრომს 1 კვირის ვადაში ამოწმებს პლაგიატზე
Turnitin პროგრამის გამოყენებით. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში იგი უკუკავშირს აძლევს სტუდენტს, რის შემდეგაც, არაუგვიანეს მე-1 4 კვირისა, სტუდენტი გასწორებულ ვერსიას ხელახლა

ტვირთავს http://elearning.iliauni.edu.ge-ის პორტალზე. დასრულებული წერითი ნაშრომის ელექტრონულ („pdf“ ფორმატში და ამობეჭდილი ვერსიას) ვერსიას სტუდენტი წარადგენს მეცნიერებათა

და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორთან, ხოლო პრაქტიკულ ნაწილს წარადგენს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციაში.

საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი დაცვაზე წარდგენის თანხმობის მისაღებად ხელმძღვანელს უგზავნის „სადიპლომო ნამუშევრის დასკვნის ფორმას“ (იხ.დანართი N3) და „ხელმძღვანელის

დასკვნითი შეფასების ფორმას“ (იხ.დანართი N5).

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) რეცენზირება

ხელძღვანელის/თანახელმძღვანელის მიერ სადიპლომო ნამუშევრის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, კოორდინატორი ნაშრომის ელექტრონულ ვერსიას (pdf ფორმატი) უგზავნის რეცენზენტს,

რომელიც პროგრამის სამუშაო ჯგუფის მიერ არის შერჩეული. ამასთან, რეცენზენტი ეცნობა ნამუშევრებს.

სადიპლომო ნამუშევრის რეცენზენტი შეიძლება იყოს:

2
პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებული ან მოწვეული პირი (მინიმუმ მაგისტრის ხარისხის მფლობელი), რომელსაც

აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული შემოქმედებით პროექტებში.

რეცენზენტი ნამუშევრის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორს წარუდგენს სადიპლომო

ნამუშევრის შეფასებას (იხ. დანართი N6)

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) დაცვა

სადიპლომო ნამუშევრის დაცვა ხდება საგამოცდო კომისიის ღია სხდომაზე, რომლის ჩატარების თარიღიც ინიშნება საგამოცდო პერიოდის განმავლობაში. საგამოცდო კომისია შედგება

დარგობრივი კომისიის მინიმუმ 3 წევრისგან, რომელშიც შედის პროგრამაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალი. კომისიის წევრობაზე კანდიდატთა სიას ფაკულტეტს წარუდგენს

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაცია დაცვამდე ერთი კვირით ადრე. სადიპლომო ნამუშევრის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს იმ საგამოცდო კომისიის წევრი.

დაცვის თარიღს სტუდენტსა და ხელმძღვანელს/თანახელმძღვანელს ატყობინებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაცია.

სადიპლომო ნამუშევრის დაცვის პროცედურა: სადიპლომო ნამუშევრის ავტორი მოკლედ აცნობს კომისიას პროექტის კონცეფციას და მის თეორიულ საფუძვლებს, მუშაობის ეტაპებს ნამუშევრის

შექმნამდე ჩატარებული კვლევიდან მის საბოლოო პროდუქტად ჩამოყალიბებამდე. ზეპირი წარდგენის შემდეგ, კომისიის წევრები ავტორს ეკითხებიან სადიპლომო ნამუშევრის როგორც წერით,

ასევე პრაქტიკულ კომპონენტთან დაკავშირებით. შემდეგ რეცენზენტი კომისიას აცნობს საკუთარ რეცენზიას (დანართი N6) ნამუშევრის შესახებ.

საჯარო დაცვის პროცედურის შემდეგ საგამოცდო კომისიის სხდომა დახურულ რეჟიმში გრძელდება. სხდომაზე განიხილება თითოეული სადიპლომო ნამუშევარი (მისი წერითი და პრაქტიკული

კომპონენტები) და ფასდება შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით (იხ. დანართი N7). კომისიის გადაწყვეტილება სხდომის დამთავრებისთანავე გამოუცხადდება სტუდენტებს.

შეფასების წესი

შეფასების სისტემა

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე

ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) შეფასების კომპონენტები

შეფასების შეფასების კომპონენტები ქულა მინიმალური ზღვარი

ფორმა

შუალედური შეფასება ხელმძღვანელის შუალედური შეფასება 1 10


5
შეფასების კრიტერიუმები (იხ. დანართი N4)

ხელმძღვანელის შუალედური შეფასება 2 20


10
შეფასების კრიტერიუმები (იხ. დანართი N5)

რეცენზენტის შეფასება
40
დასკვნითი
შეფასების კრიტერიუმები (იხ. დანართში N6) თუ რეცენზენტი ორია, მაშინ ამ კომპონენტის
შეფასება 20
შეფასება საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენდეს

სადიპლომო ნამუშევრის საგამოცდო კომისიის შეფასება

სადიპლომო ნამუშევრის დაცვის ქულა წარმოადგენს წევრების მიერ მინიჭებული 30 15

ქულების საშუალო არითმეტიკულს. შეფასების კრიტერიმები (იხ. დანართში N7)

3
სწავლის შედეგი

წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად სადიპლომო ნამუშევრის შესრულების შემდეგ, სტუდენტს შეუძლია:

1. გრაფიკის ხელოვნებაში (დაზგური ან გამოყენებითი) საკუთარი შემოქმედებითი იდეის კონცეპტუალიზაცია და განვითარება ხელოვნებისა და დიზაინის (მათ შორის

თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის) ისტორიის, პრაქტიკის და თეორიის რელევანტური საკითხების ანალიზისა და სინთეზის საფუძველზე;

2. საკუთარი და სხვათა ნამუშევრების კრიტიკული შეფასების (რაც მოიცავს ტექნოლოგიეურ, კომპოზიციურ და ესთეტიკურ ასპექტებს) საფუძველზე საკუთარი საავტორო

ნამუშევრის პოზიციონირება;

3. ნამუშევარში საკუთარი სტილის, ესთეტიკური ხედვის, ტექნიკური და შემოქმედებითი უნარებისა და ოსტატობის (მასალები, ტექნიკები, ინსტრუმენტები, პროცესები)

სინთეზი;

4. მოიძიოს და გაანალიზოს რელევანტური წყაროები, მასალები კვლევის შესაბამისი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;

5. სადიპლომო ნამუშევრის წერით და პრაქტიკულ კომპონენტზე მუშაობის პროცესში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა;

6. საკუთარი შემოქმედებითი იდეის ეფექტური კომუნიკაცია ზეპირად და წერილობით, მათ შორის საგამოფენო სივრცეში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;

7. ეფექტურად იმუშაოს ინდივიდუალურად და იზრუნოს საკუთარი ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

რესურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო რესურსები, მათ შორის ელექტრონული სამეცნიერო ბაზები;

კომპიუტერული რესურს-ცენტრი;

ტექსტური, ვიდეო-აუდიო საცავი;


Turnitin და www.elearning.iliauni.edu.ge;

აკადემიური წერის ცენტრი: https://writingcentre.iliauni.edu.ge/ge/


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ბაზაზე არსებული სახელოსნოები (ჭავჭავაძის 32, D კორპუსი)

ცხრილი N1

აქტივობების განაწილება კვირების მიხედვით

მე-8 სემესტრი

მე-7
1
სემესტრში,

სემესტრის
კვირა/
დაწყებიდან 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
აქტივობა
არაუგვიანეს

მეცამეტე

კვირისა

ხელმძღვანელობაზე/

თანახელმძღვანელობაზე

თანხმობის ფორმის წარდგენა

საბაკალავრო პროგრამის

4
კოორდინატორთან

სტუდენტის მიერ

ხელმძღვანელის/თანახელმძღვანე

ლის აცილების სურვილის

შემთხვევაში განაცხადის გაკეთების

ვადა

სტუდენტის მიერ

ხელმძღვანელის/თანახელმძღვანე

ლის აცილების შემთხვევაში ახალი

ხელმძღვანელის შერჩევის

საბოლოო ვადა

სადიპლომო ნამუშევრის

ხელმძღვანელის/თანახელმძღვანე

ლის შუალედური შეფასება

(სადიპლომო ნამუშევრის

(პროექტის) ფორესკიზი)

სადიპლომო ნამუშევრის

ხელმძღვანელის/თანახელმძღვანე

ლის მეორე შუალედური შეფასება

(პრაქტიკული ნამუშევარი)

Elearning.iliauni.edu.ge-ზე წერითი

კომპონენტის პირველი ვერსიის pdf

ფორმატით ატვირთვა

სტუდენტის მიერ წერითი

კომპონენტის

„elearning.iliauni.edu.ge”-ზე

საბოლოო შესწორებული

ვარიანტის ატვირთვა (საჭიროების

შემთხვევაში)

ხელმძღვანელის მიერ სადიპლომო

ნამუშევრის დაცვისთვის

მზადყოფნის შესახებ დასკვნის

წარდგენის საბოლოო ვადა

ელექტრონული (pdf ფორმატი) და

ამობეჭდილი ვერსიის

ფაკულტეტზე წარადგენის

საბოლოო ვადა

სადიპლომო ნამუშევრების

გამოფენა საგამოფენო

სივრცეში/სახვითი და

გამოყენებითი ხელოვნების

5
ცენტრის სტუდიური ოთახი

პროგრამის სამუშაო ჯგუფის მიერ

რეცენზენტის შერჩევა და მასთან

სადიპლომო ნამუშევრის წერითი

კომპონენტის ელექტრონული

ვერსიის გაგზავნა კოორდინატორის

მიერ

რეცენზენტის მიერ სადიპლომო

ნამუშევრის (წერითი და

პრაქტიკული კომპონენტის)

რეცენზირების და შეფასების

საბოლოო ვადა

რეცენზენტის შეფასების

გასაჩივრების პერიოდი

სადიპლომო ნამუშევრის დაცვა

დაცვის შედეგის სააპელაციო

გასაჩივრების პერიოდი და

სააპელაციო დაცვა

შენიშვნა: ყოველი სემესტრის დასრულებამდე 2 კვირით ადრე დეკანის ინდივიდუალური ბრძანებით დგინდება სადიპლომო ნამუშევრის ფაკულტეტზე წარდგინებისა და დაცვის

თარიღები/საათები გრაფიკის გათვალისწინებით.

დანართი N1

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ხელმძღვანელობაზე/თანახელმძღვანელობაზე თანხმობის ფორმა

საბაკალავრო პროგრამა:---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტუდენტის სახელი, გვარი ------------------------------------------------------------

სტუდენტის ტელეფონის ნომერი და ------------------------------------------------------------

ელექტრონული ფოსტა

ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის -------------------------------------------------------------

სახელი, გვარი

ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის სტატუსი □ პროფესორი

□ ასოცირებული პროფესორი

□ ასისტენტ პროფესორი

□ მოწვეული ლექტორი

6
სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) სათაური

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

□ თანახმა ვარ სტუდენტს გავუწიო ხელმძღვანელობა სადიპლომო ნამუშევარზე (პროექტზე) მუშაობის პროცესში

ხელმძღვანელის ხელმოწერა: ----------------------------------------------------------------------------------

□ თანახმა ვარ სტუდენტს გავუწიო თანახელმძღვანელობა სადიპლომო ნამუშევარზე (პროექტზე) მუშობის

პროცესში

თანახელმძღვანელის ხელმოწერა: ----------------------------------------------------------------------------------

თარიღი: /-/-/ შევსებული დოკუმენტის ამობეჭდილი და ხელმოწერილი ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის

საბაკალავრიო პროგრამის კოორდინატორთან მე-7 სემესტრში (სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს მეხუთე კვირისა)

დანართი N2

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სადიპლომო ნამუშევრის წერითი კომპონენტის ფორმატი

სადიპლომო ნამუშევრის წერითი კომპონენტის სტრუქტურაში გათვალისწინებულ უნდა იყოს შემდეგი კომპონენტები:

1. თავფურცელი - სადიპლომო ნამუშევრის წერითი კომპონენტის თავფურცელის გაფორმებისას გამოიყენება შემდეგი პარამეტრები(იხ. ნიმუში N1):

შრიფტი - (Unicode-ში კოდირებული შრიფტი, Sylfaen);


შრიფტის ფორმა და ზომა: პირველი ხაზი - 14, გამუქეული და სწორი; მეორე ხაზი - 12, გამუქეული და სწორი; მესამე ხაზი - 12, დახრილი; მეოთხე ხაზი - 12,

სწორი;მეხუთე ხაზი: 12, გამუქეული და სწორი; მეექვსე ხაზი - 12, გამუქებული და სწორი.

ველები: მარჯვენა ველი - 2 სმ; მარცხენა ველი - 2,5 სმ; ზედა ველი - 2 სმ; ქვედა ველი - 2 სმ;

ტექსტის კიდეები გასწორებული ორივე მხარეს;


ხაზებს შორის დაშორება: პირველი და მეორე ხაზი - 5 სტრიქონი; მეორე და მესამე ხაზი - 3 სტრიქონი; მესამე და მეოთხე ხაზი - 3 სტრიქონი; მეოთხე და მეხუთე ხაზი - 8

სტრიქონი; მეხუთე და მეექვსე ხაზი - 1 სტრიქონი;

სტრიქონებს შორის დაშორება: 1,5


2. დანართები:

ბიბლიოგრაფია: ამ ნაწილში ყველა გამოყენებული წყარო (ელექტრონული თუ ბეჭდვითი მასალები) უნდა იყოს მითითებული ანბანური თანმიმდევრობით. ლიტერატურის სწორი

მითითებისთვის გასათვალისწინებელია ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური სტილის წყაროების მითითების წესები (http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf).

ილუსტრაციები: ამ ნაწილში მოცემულია სადიპლომო ნამუშევარზე მუშაობის ეტაპების ვიზუალური დოკუმენტაცია (მაგ.: ფოტო-მასალა, ფორესკიზები, ანალოგები და სხვა). ყველა

ილუსტრაცია უნდა იყოს სათანადოდ დასათაურებული (ავტორის სახელი და გვარი, ნამუშევრის სახელწოდება, თარიღი, მასალა, ზომა, კოლექცია, ილუსტრაციის წყარო).

სადიპლომო ნამუშევრის ძირითადი ნაწილის დაფორმატებისას გამოიყენება შემდეგი პარამეტრები:

შრიფტი - (Unicod-ში კოდირებული შრიფტი, Sylfaen ან მსგავსი);


ტექსტის შრიფტის ზომა - 12;


სათაურების შრიფტის ფორმა და ზომა: პირველი დონის სათაური - 14, გამუქებული და სწორი; მეორე დონის სათაური - 12, გამუქებული და დახრილი; მესამე დონის

სათაური - 12 და დახრილი;

სათაურებსა და სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5


7
ტექსტის სტრიქონებს შორის მანძილი - 1.5;

ველები: მარჯვენა ველი - 2 სმ, მარცხენა ველი - 2.5 სმ, ზედა ველი - 2 სმ, ქვედა ველი 2 სმ;

ძირითადი ნაწილის გვერდები ინომრება არაბული ციფრებით.


სადიპლომო ნამუშევრის თავფურცელი: ნიმუში N1

(1) სადიპლომო ნამუშევარი: ნამუშევრის სრული სათაური

(2) სტუდენტის სახელი და გვარი

(3) სადიპლომო ნამუშევარი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე

(4) სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) ხელმძღვანელი: სახელი და გვარი, სტატუსი

(5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

(6) თბილისი, (წელი)

დანართი N3

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სადიპლომო ნამუშევრის დასკვნის ფორმა ხელმძღვანელისთვის/თანახელმძღვანელისთვის

სადიპლომო პროგრამა

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტუდენტის სახელი, გვარი ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის სახელი, გვარი

----------------------------------------------------- --------------------------------------------------------------

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) სათაური

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კრიტერიუმები დადებითი უარყოფითი

სადიპლომო ნამუშევრის წერითი კომპონენტი შესრულებულია

აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დაცვით

სადიპლომო ნამუშევრის წერით კომპონენტში დაცულია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური

სტილის მოთხოვნები

სადიპლომო ნამუშევრის პრატიკული კომპონენტი წარმოადგენს

სტუდენტის ორიგინალურ ნამუშევარს

შენიშვნები:

.................................................................................................................................................................................................

8
.................................................................................................................................................................................................

.................................................................................................................................................................................................

.................................................................................................................................................................................................

.................................................................................................................................................................................................

□ სადიპლომო ნამუშევარი * არ შეიცავს პლაგიატს. როგორც წარდგენილი სადიპლომო ნამუშევრის ხელმძღვანელი, ვაცხადებ, რომ ნამუშევარი ორიგინალურია და არ იმეორებს სხვა ავტორების

მიერ აქამდე შესრულებულ ნამუშევარს; არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის

მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

* წერითი კომპონენტი პლაგიატზე მოწმდება პროგრამა Turnitin-ის გამოყენებით.

□ სადიპლომო ნამუშევარი * იმეორებს სხვა ავტორის მიერ აქამდე შესრულებულ ნამუშევარს; მასში გამოვლენილია სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებული, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან

დასაცავად წარდგენილი მასალების გამოყენება, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

* წერითი კომპონენტი პლაგიატზე მოწმდება პროგრამა Turnitin-ის გამოყენებით.

სადიპლომო ნამუშევრის წყარო

წერითი კომპონენტი

(გვ.)

□ სადიპლომო ნამუშევარი არ არის მზად რეცენზირებისთვის და საჯარო დაცვისთვის*

*ნაშრომი მოცემული კრიტერიუმებიდან თუნდაც ერთ-ერთთან მიმართებაში შეფასებულია უარყოფითად ან/და მასში დგინდება პლაგიატი.

□ სადიპლომო ნამუშევარი არის მზად რეცენზირებისთვის და საჯარო დაცვისთვის*

*ნაშრომი ყველა მოცემულ კრიტერიუმთან მიმართებაში შეფასებულია დადებითად და მასში არ დგინდება პლაგიატი.

თარიღი:

ხელმოწერა

მნიშვნელოვანია: შევსებული დოკუმენტის ელექტრონული ვერსია უნდა იყოს გამოგზავნილი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორთან

დანართი N4

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა

ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის პირველი შუალედური შეფასება

(სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) ფორესკიზი)

სტუდენტის სახელი, გვარი ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის სახელი, გვარი

სადიპლომო ნამუშევრის სათაური

შეფასება

კრიტერიუმი ქულა მაქს. ქულა შენიშვნა

ფორესკიზი (პრაქტიკული კომპონენტი)

წარმოდგენილი ფორესკიზი სრულად შეესაბამება სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) კონცეფციას, კომპოზიციურად გამართულია,
9-10
ორიგინალურია და ნათლად ასახავს სტუდენტის შემოქმედებით უნარი.

წარმოდგენილი ფორესკიზი შეესაბამება სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) კონცეფციას, კომპოზიცია გამართულია, თუმცა ნაკლებად -
7-8
ორიგინალური.

9
წარმოდგენილი ფორესკიზის შესაბამისობა სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) კონცეფციასთან დამაკმაყოფილებელია, კომპოზიციური
5-6
გადაწყვეტა მოითხოვს მცირედ კორექტურას.

წარმოდგენილი ფორესკიზის შესაბამისობა სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) კონცეფციასთან არ არის დამაკმაყოფილებებლი,


3-4
კომპოზიციური გადაწყვეტა მოითხოვს დაზუსტებასა და დახვეწას.

წარმოდგენილი ფორესკიზი არ შეესაბამება სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) კონცეფციას, კომპოზიციური გადაწყვეტა მოითხოვს
1-2
ხელახალ გააზრებას.

ფორესკიზი არ არის წარმოდგენილი. 0

ჯამური ქულა 10

რეკომენდაციები_________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის ხელმოწერა: ----------------------------------------------------------------------------------

თარიღი: /-/-/ შევსებული დოკუმენტის ამობეჭდილი და ხელმოწერილი ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის

საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორთან

დანართი N5

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა: —------------------------

ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის მეორე შუალედური შეფასება

სტუდენტის სახელი, გვარი ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელი სახელი, გვარი

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) სათაური

შეფასება

კრიტერიუმი ქულა მაქს. ქულა შენიშვნა

სადიპლომო ნამუშევრის პრაქტიკული კომპონენტი

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია სრულად შეესაბამება პროექტის კონცეფციას. დახვეწილი და

ორიგინალური კომპოზიცია ნათლად გადმოსცემს სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი

ასახავს თემის ირგვლივ მოძიებული მასალის ანალიზის შედეგებს. ნათლად ჩანს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი 9-10

კანონების, ტექნიკური საშუალების, იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევარი შესრულებულია მაღალ ტექნიკურ

დონეზე; ნამუშევარი გამოირჩევა ორიგინალური კომპოზიციით და ამჟღავნებს შემოქმედებითობის მაღალ ხარისხს.

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია შეესაბამება პროექტის კონცეფციას. ორიგინალური კომპოზიცია

გადმოსცემს სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი ასახავს თემის ირგვლივ მოძიებული

მასალის ანალიზის შედეგებს. ნათლად ჩანს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი კანონების, ტექნიკური საშუალების, 7-8

იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევარი შესრულებულია სათანადო ტექნიკურ დონეზე, თუმცა საჭიროებს მცირედ

კორექტურას. ნამუშევარი ორიგინალურია და შემოქმედებითობის ხარისხი ოპტიმალურია.

10
სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია ნაწილობრივ შეესაბამება პროექტის კონცეფციას. კომპოზიცია გადმოსცემს

სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის მეტნაკლებად გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი ასახავს თემის ირგვლივ მოძიებული

მასალის ანალიზის შედეგებს. სტუდენტი ავლენს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი კანონების, ტექნიკური 5-6

საშუალების, იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევარი შესრულებულია დამაკმაყოფილებელ ტექნიკურ დონეზე,

საჭიროებს კორექტურას. ნამუშევარი ორიგინალურია .

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია სუსტად შეესაბამება პროექტის კონცეფციას. კომპოზიცია

გარკვეულწილად გადმოსცემს სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის მეტნაკლებად გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი სუსტად

ასახავს თემის ირგვლივ მოძიებული მასალის ანალიზის შედეგებს. სტუდენტი ცუდად ავლენს დარგისთვის დამახასიათებელი 3-4

უმნიშვნელოვანესი კანონების, ტექნიკური საშუალების, იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევარი შესრულებულია

ტექნიკური ხარვეზებით. ნამუშევარი საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს.

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია არ შეესაბამება პროექტის კონცეფციას. კომპოზიცია ცუდად გადმოსცემს

სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი არ ასახავს თემის ირგვლივ მოძიებული მასალის
1-2
ანალიზის შედეგებს. სტუდენტი ვერ ავლენს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი კანონების, ტექნიკური საშუალების,

იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევრის ტექნიკური შესრულების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი.

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) სამუშაო ვერსია არ არის წარმოდგენილი. 0

წერითი კომპონენტი 4

ნაშრომში სტუდენტი სრულად ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის კონცეპტუალიზაციას; მართებულად შერჩეულია და

კრიტიკულად გაანალიზებულია რელევანტური საკითხები ხელოვნების, დიზაინის ისტორიიდან, თეორიიდან და პრაქტიკიდან;


4
საკუთარი და სხვათა ნაშრომების კრიტიკული შეფასების საფუძველზე მკაფიოდ არის პოზიციონირებული სტუდენტის საავტორო

ნამუშევარი.

ნაშრომში სტუდენტი ნაწილობრივ ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის კონცეპტუალიზაციას; მართებულად შერჩეულია და

გაანალიზებულია რელევანტური საკითხები ხელოვნების, დიზაინის ისტორიიდან, თეორიიდან და პრაქტიკიდან; საკუთარი და 3

სხვათა ნაშრომების შეფასების საფუძველზე ნაწილობრივ არის პოზიციონირებული სტუდენტის საავტორო ნამუშევარი.

ნაშრომში სტუდენტი დამაკმაყოფილებლად ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის კონცეპტუალიზაციას; შერჩეულია და

გაანალიზებულია რელევანტური საკითხები ხელოვნების, დიზაინის ისტორიიდან, თეორიიდან და პრაქტიკიდან; საკუთარი და 2

სხვათა ნაშრომების შეფასების საფუძველზე დამაკმაყოფილებლად არის პოზიციონირებული სტუდენტის საავტორო ნამუშევარი.

ნაშრომში სტუდენტი არადამაკმაყოფილებლად ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის კონცეპტუალიზაციას; შერჩეულია და

გაანალიზებულია საკითხები ხელოვნების, დიზაინის ისტორიიდან, თეორიიდან და პრაქტიკიდან; საკუთარი და სხვათა ნაშრომების 1

შეფასების საფუძველზე არ არის პოზიციონირებული სტუდენტის საავტორო ნამუშევარი.

თეორიული ნამუშევარი არ არის წარმოდგენილი 0

მუშაობის პროცესის შეფასება/ აქტიურობა 6

ხელმძღვანელის შენიშვნების, უკუკავშირის, ინსტრუქციებისა და წინადადებების გათვალისწინება; დავალებების დროულად


3
შესრულება და შედეგების დროული წარმოდგენა;

სტუდენტის მოტივირებულობა; თანმიმდევრულობა პროექტის შესრულებისას; კონტრიბუცია და ინიციატივა, დამოუკიდებლად

მუშაობის უნარები (რელევანტური მასალის, რესურსის, წყაროების მოძიება); პროცესისადმი შემოქმედებითი მიდგომა; ტექნიკური 3

ოსტატობის გამოვლენა

ჯამური ქულა 20

11
რეკომენდაციები:

ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის ხელმოწერა: ----------------------------------------------------------------------------------

თარიღი: /-/-/ შევსებული დოკუმენტის ამობეჭდილი და ხელმოწერილი ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის

საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორთან

დანართი N6

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი

საბაკალავრო პროგრამა

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) შეფასება რეცენზენტის მიერ

სტუდენტის სახელი, გვარი რეცენზენტის სახელი, გვარი

სადიპლომო ნამუშევრის სათაური

შეფასება ქულა მაქს. ქულა

1 ნაწერის შეფასება 15

ნაშრომში სტუდენტი სრულად ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის კონცეპტუალიზაციას; მართებულად შერჩეულია და

კრიტიკულად გაანალიზებულია რელევანტური საკითხები ხელოვნების, დიზაინის ისტორიიდან, თეორიიდან და


12-15
პრაქტიკიდან; საკუთარი და სხვათა ნაშრომების კრიტიკული შეფასების საფუძველზე მკაფიოდ არის პოზიციონირებული

სტუდენტის საავტორო ნამუშევარი.

ნაშრომში სტუდენტი ნაწილობრივ ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის კონცეპტუალიზაციას; მართებულად შერჩეულია და

გაანალიზებულია რელევანტური საკითხები ხელოვნების, დიზაინის ისტორიიდან, თეორიიდან და პრაქტიკიდან; საკუთარი და 7-11

სხვათა ნაშრომების შეფასების საფუძველზე ნაწილობრივ არის პოზიციონირებული სტუდენტის საავტორო ნამუშევარი.

ნაშრომში სტუდენტი დამაკმაყოფილებლად ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის კონცეპტუალიზაციას; შერჩეულია და

გაანალიზებულია რელევანტური საკითხები ხელოვნების, დიზაინის ისტორიიდან, თეორიიდან და პრაქტიკიდან; საკუთარი და


4-6
სხვათა ნაშრომების შეფასების საფუძველზე დამაკმაყოფილებლად არის პოზიციონირებული სტუდენტის საავტორო

ნამუშევარი.

ნაშრომში სტუდენტი არადამაკმაყოფილებლად ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის კონცეპტუალიზაციას; შერჩეულია და

გაანალიზებულია საკითხები ხელოვნების, დიზაინის ისტორიიდან, თეორიიდან და პრაქტიკიდან; საკუთარი და სხვათა 1-3

ნაშრომების შეფასების საფუძველზე არ არის პოზიციონირებული სტუდენტის საავტორო ნამუშევარი.

თეორიული ნამუშევარი არ არის წარმოდგენილი 0

2 პრაქტიკული ნამუშევარის შეფასება 20

12
3 17-20

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია სრულად შეესაბამება პროექტის კონცეფციას. დახვეწილი და

ორიგინალური კომპოზიცია ნათლად გადმოსცემს სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის გადაწყვეტის უნარს,

ნამუშევარი ასახავს თემის ირგვლივ მოძიებული მასალის ანალიზის შედეგებს. ნათლად ჩანს დარგისთვის დამახასიათებელი

უმნიშვნელოვანესი კანონების, ტექნიკური საშუალების, იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევარი

შესრულებულია მაღალ ტექნიკურ დონეზე; ნამუშევარი გამოირჩევა ორიგინალური კომპოზიციით და ამჟღავნებს

შემოქმედებითობის მაღალ ხარისხს.

13-16

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია შეესაბამება პროექტის კონცეფციას. ორიგინალური კომპოზიცია

გადმოსცემს სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი ასახავს თემის ირგვლივ

მოძიებული მასალის ანალიზის შედეგებს. ნათლად ჩანს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი კანონების,

ტექნიკური საშუალების, იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევარი შესრულებულია სათანადო ტექნიკურ

დონეზე, თუმცა საჭიროებს მცირედ კორექტურას. ნამუშევარი ორიგინალურია და შემოქმედებითობის ხარისხი ოპტიმალურია.

9-12

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია ნაწილობრივ შეესაბამება პროექტის კონცეფციას. კომპოზიცია

გადმოსცემს სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის მეტნაკლებად გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი ასახავს თემის

ირგვლივ მოძიებული მასალის ანალიზის შედეგებს. სტუდენტი ავლენს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი

კანონების, ტექნიკური საშუალების, იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევარი შესრულებულია

დამაკმაყოფილებელ ტექნიკურ დონეზე, საჭიროებს კორექტურას. ნამუშევარი ორიგინალურია

5-8

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია სუსტად შეესაბამება პროექტის კონცეფციას. კომპოზიცია

გარკვეულწილად გადმოსცემს სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის მეტ-ნაკლებად გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი

სუსტად ასახავს თემის ირგვლივ მოძიებული მასალის ანალიზის შედეგებს. სტუდენტი ცუდად ავლენს დარგისთვის

დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი კანონების, ტექნიკური საშუალების, იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა.

ნამუშევარი შესრულებულია ტექნიკური ხარვეზებით. ნამუშევარი საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს.

1-4

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია არ შეესაბამება პროექტის კონცეფციას. კომპოზიცია ცუდად

გადმოსცემს სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი არ ასახავს თემის ირგვლივ

მოძიებული მასალის ანალიზის შედეგებს. სტუდენტი ვერ ავლენს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი

კანონების, ტექნიკური საშუალების, იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევრის ტექნიკური შესრულების

ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი.

0
ნამუშევარი (პროექტი) არ არის წარმოდგენილი

ნამუშევრის კრეატიულობა 5

სადიპლომო ნამუშევარი ინოვაციურია და თვითმყოფადი; სტუდენტი 5

ამჟღავნებს ორიგინალურ ხედვას და ექსპერიმენტულად იყენებს მასალას

13
სადიპლომო ნამუშევარი მეტწილად ინოვაციური და თვითმყოფადია; 4

სტუდენტი ამჟღავნებს ორიგინალურ ხედვას და ექსპერიმენტულად

იყენებს მასალას

3
სადიპლომო ნამუშევარი ნაკლებად ინოვაციური და თვითმყოფადია;

სტუდენტი ნაკლებად ამჟღავნებს ორიგინალურ ხედვას

2
სადიპლომო ნამუშევარი დამაკმაყოფილებლად ინოვაციური და

თვითმყოფადია; სტუდენტი ვერ ამჟღავნებს ორიგინალურ ხედვას

1
სადიპლომო ნამუშევარი არ არის ინოვაციური და თვითმყოფადი;

0
ნამუშევარი არ არის წარმოდგენილი

ჯამური ქულა 40

რეცენზენტის ხელმოწერა: ----------------------------------------------------------------------------------

თარიღი: /-/-/ შევსებული დოკუმენტის ამობეჭდილი და ხელმოწერილი ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის

საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორთან

დანართი N7

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სადიპლომო ნამუშევრის დაცვის ფორმა

სტუდენტის სახელი, გვარი ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის სახელი, გვარი

სადიპლომო ნამუშევრის სათაური

დაცვის თარიღი დაცვის ადგილი

ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები ქულა მაქს. ქულა

პრაქტიკული ნამუშევარის შეფასება 20

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია სრულად შეესაბამება პროექტის კონცეფციას. დახვეწილი და ორიგინალური 17-20

კომპოზიცია ნათლად გადმოსცემს სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი ასახავს თემის ირგვლივ

მოძიებული მასალის ანალიზის შედეგებს. ნათლად ჩანს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი კანონების, ტექნიკური

საშუალების, იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევარი შესრულებულია მაღალ ტექნიკურ დონეზე; ნამუშევარი

გამოირჩევა ორიგინალური კომპოზიციით და ამჟღავნებს შემოქმედებითობის მაღალ ხარისხს.

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია შეესაბამება პროექტის კონცეფციას. ორიგინალური კომპოზიცია გადმოსცემს 13-16

სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი ასახავს თემის ირგვლივ მოძიებული მასალის ანალიზის

შედეგებს. ნათლად ჩანს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი კანონების, ტექნიკური საშუალების, იარაღების,

ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევარი შესრულებულია სათანადო ტექნიკურ დონეზე, თუმცა საჭიროებს მცირედ კორექტურას.

ნამუშევარი ორიგინალურია და შემოქმედებითობის ხარისხი ოპტიმალურია.

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია ნაწილობრივ შეესაბამება პროექტის კონცეფციას. კომპოზიცია გადმოსცემს 9-12

სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის მეტნაკლებად გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი ასახავს თემის ირგვლივ მოძიებული

მასალის ანალიზის შედეგებს. სტუდენტი ავლენს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი კანონების, ტექნიკური საშუალების,

იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევარი შესრულებულია დამაკმაყოფილებელ ტექნიკურ დონეზე, საჭიროებს

14
კორექტურას. ნამუშევარი ორიგინალურია

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია სუსტად შეესაბამება პროექტის კონცეფციას. კომპოზიცია გარკვეულწილად 5-8

გადმოსცემს სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის მეტ-ნაკლებად გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი სუსტად ასახავს თემის

ირგვლივ მოძიებული მასალის ანალიზის შედეგებს. სტუდენტი ცუდად ავლენს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი

კანონების, ტექნიკური საშუალების, იარაღების, ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევარი შესრულებულია ტექნიკური ხარვეზებით.

ნამუშევარი საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს.

სადიპლომო ნამუშევრის (პროექტის) წარმოდგენილი ვერსია არ შეესაბამება პროექტის კონცეფციას. კომპოზიცია ცუდად გადმოსცემს 1-4

სტუდენტის დარგობრივ ცოდნას და პრობლემის გადაწყვეტის უნარს, ნამუშევარი არ ასახავს თემის ირგვლივ მოძიებული მასალის ანალიზის

შედეგებს. სტუდენტი ვერ ავლენს დარგისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი კანონების, ტექნიკური საშუალების, იარაღების,

ინსტრუმენტისა და მასალის ცოდნა. ნამუშევრის ტექნიკური შესრულების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი.

ნამუშევარი (პროექტი) არ არის წარმოდგენილი 0

წერითი /პრაქტიკული ნამუშევრის პრეზენტაცია 10

სტუდენტი დასაბუთებულად და დამაჯერებლად საუბრობს ნამუშევრის კონცეფციის შესახებ, სრულად ახდენს საკუთარი შემოქმედებითი

იდეის კონცეპტუალიზაციას; მართებულად აქვს შერჩეული და კრიტიკულად გაანალიზებული რელევანტური საკითხები ხელოვნების,
9-10
დიზაინის ისტორიიდან, თეორიიდან და პრაქტიკიდან; ნაშრომში ხაზგასმულია ორიგინალური მიდგომა საკითხისადმი; ნაშრომი

თვითმყოფადია; სტუდენტის უკუკავშირი აუდიტორიასთან ადეკვატურია.

სტუდენტი დასაბუთებულად საუბრობს ნამუშევრის კონცეფციის შესახებ, უმეტესად ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის

კონცეპტუალიზაციას; მეტწილად მართებულად აქვს შერჩეული და გაანალიზებული რელევანტური საკითხები ხელოვნების, დიზაინის

ისტორიიდან, თეორიიდან და პრაქტიკიდან; ნაშრომში ხაზგასმულია ორიგინალური მიდგომა საკითხისადმი; ნაშრომი თვითმყოფადია;

სტუდენტის უკუკავშირი აუდიტორიასთან ადეკვატურია. 7-8

სტუდენტი მეტ-ნაკლებად დასაბუთებულად საუბრობს ნამუშევრის კონცეფციის შესახებ, ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის

კონცეპტუალიზაციას; აქვს შერჩეული და კრიტიკულად გაანალიზებული რელევანტური საკითხები ხელოვნების, დიზაინის ისტორიიდან,

თეორიიდან და პრაქტიკიდან; ნაშრომში ორიგინალური მიდგომა საკითხისადმი ბუნდოვანია; სტუდენტის უკუკავშირი აუდიტორიასთან
5-6
ადეკვატურია.

სტუდენტი არადამაჯერებლად საუბრობს ნამუშევრის კონცეფციის შესახებ, სუსტად ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის

კონცეპტუალიზაციას; აქვს შერჩეული და გაანალიზებული რელევანტური საკითხები ხელოვნების, დიზაინის ისტორიიდან, თეორიიდან

და პრაქტიკიდან; ნაშრომში არ ჩანს ორიგინალური მიდგომა საკითხისადმი; სტუდენტის უკუკავშირი აუდიტორიასთან არ არის ადეკვატური.
3-4

სტუდენტი ბუნდოვნად საუბრობს ნამუშევრის კონცეფციის შესახებ, ვერ ახდენს საკუთარი შემოქმედებითი იდეის კონცეპტუალიზაციას;

ნაწილობრივ აქვს შერჩეული და გაანალიზებული რელევანტური საკითხები ხელოვნების, დიზაინის ისტორიიდან, თეორიიდან და

პრაქტიკიდან; ნაშრომში არ არის ორიგინალური მიდგომა საკითხისადმი; სტუდენტს არ აქვს უკუკავშირი აუდიტორიასთან.
1-2

ნამუშევარი არ არის წარმოდგენილი


0

ქულების ჯამი: 30

დაცვის კომისიის წევრი

_____________________________________________ ________________________________

15
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

დაცვის კომისიის წევრი

_____________________________________________ ________________________________

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

დაცვის კომისიის წევრი

_____________________________________________ ________________________________

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

16

You might also like