You are on page 1of 18

სარჩევი

შესავალი................................................................................................................................................................................................... 2
სამაგისტრო ნაშრომის მოკლე აღწერა....................................................................................................................................... 3
ფორმატთან დაკავშირებული მოთხოვნები........................................................................................................................... 6
1. ენა........................................................................................................................................................................................................ 6
2. ფურცლის ზომა და მახასიათებლები.............................................................................................................................. 7
3. შრიფტი............................................................................................................................................................................................ 7
4. მინდორი......................................................................................................................................................................................... 7
5. სტრიქონებს შორის დაშორება............................................................................................................................................. 7
დოკუმენტის აუცილებელი ნაწილები, რეკომენდირებული თანმიმდევრობა და გვერდების
ნუმერაციის პრინციპები.................................................................................................................................................................. 7
1. სატიტულო გვერდი.................................................................................................................................................................. 9
2. საავტორო უფლებების გვერდი.......................................................................................................................................... 9
3. რეზიუმე........................................................................................................................................................................................ 10
4. მოკლე ბიოგრაფია................................................................................................................................................................... 10
5. მიძღვნა.......................................................................................................................................................................................... 11
6. მადლიერების გვერდი.......................................................................................................................................................... 11
7. შინაარსი/სარჩევი..................................................................................................................................................................... 11
8. ნახატების, ილუსტრაციების და ცხრილების ნუსხა............................................................................................. 12
9. ძირითადი ტექსტი.................................................................................................................................................................. 13
10. დანართები................................................................................................................................................................................ 13
11. ბიბლიოგრაფია (ან გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი)..........................................................14
12. ტერმინთა განმარტება......................................................................................................................................................... 14
13. სიტყვათა საძიებელი........................................................................................................................................................... 14
სამაგისტრო ნაშრომის წარდგენისას გასათვალისწინებელი საკითხები.............................................................15
1. წარდგენის პროცედურა....................................................................................................................................................... 15
2. შეფასების სისტემა/წესი ..................................................................................................................................17

დანართი A: შრიფტის მაგალითები...................................................................................................................................... 169


შესავალი

მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა დაწეროს სამაგისტრო


ნაშრომი. ამ ნაშრომში დასაბუთებულად უნდა იყოს წარმოდგენილი სტუდენტის
შეხედულება კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, რომელსაც ის იკვლევდა სწავლების
ბოლო წელს. ეს ნაშრომი უნდა ასახავდეს აკადემიური სწავლების პროცესში სტუდენტის
მიერ მიღებულ ცოდნას და ის უნდა ეხებოდეს კონკრეტულ სამეცნიერო საკითხს, ან
ემპირიულ ფენომენს.

წარმოდგენილი სახელმძღვანელო სტუდენტებს დაეხმარება, ნაშრომზე მუშაობის


პროცესში, გაითვალისწინონ სავალდებულო სტანდარტები, ნაშრომის მომზადების
პროცესები/ეტაპები და გაეცნონ აკადემიურ და ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და
შეფასების კრიტერიუმებს, წესებს.

გასათვალისწინებელია, რომ ამ დოკუმენტში ასახულია მინიმალური მოთხოვნები


ნაშრომის ფორმატთან მიმართებაში, ხოლო შინაარსი და მოცულობა განისაზღვრება თავად
სტუდენტის, სამაგისტრო ნაშრომის კომისიისა და თემის ხელმძღვანელის მიერ.
სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს ნაშრომის გრამატიკულად და სტილისტურად
გამართულობა, რომ ის არ შეიცავდეს მექანიკურ შეცდომებს.

2
სამაგისტრო ნაშრომის მოკლე აღწერა

რა არის სამაგისტრო ნაშრომი?

სამაგისტრო ნაშრომი წარმოდგენს მოცულობით დოკუმენტს და დაახლოებით 11,000-19,000


სიტყვისგან შედგება. ეს დოკუმენტი უნდა პასუხობდეს კონკრეტულ საკვლევ კითხვას, ან
დარგში არსებული ინფორმაციულ/ცოდნის ნაკლოვანების შევსებას უზრუნველყოფდეს.
სამაგისტრო ნაშრომისთვის შერჩეული უნდა იყოს საკითხი ბიზნესის სფეროდან, რომელიც
ლოგიკურად კავშირშია სასწავლო პროგრამის მიზნებთან.

სამაგისტრო ნაშრომის მიზანია, სტუდენტის ინტერესის ფოკუსირება გააკეთოს ისეთ


საკითხზე, რომლის სიღრმისეული შესწავლაც მას აინტერესებს. სტუდენტმა ამ ნაშრომით
უნდა წარმოაჩინოს, რომ შეუძლია პროგრამის განმავლობაში მიღებული თეორიული
ცოდნის გამოყენება ბიზნესის სფეროში კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად.

რატომ არის მნიშვნელოვანი სამაგისტრო ნაშრომი?

სამაგისტრო ნაშრომი მაგისტრატურის სასწავლო პროგრამის დამაგვირგვინებელი


წერტილია. ის სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინოს დამოუკიდებლად
კვლევის ჩატარების უნარი -- რომ მას შეუძლია ამ კონკრეტული საკვლევი საკითხის
ირგვლივ არსებითი მონაცემების შეგროვება და ანალიზი. აუცილებელია, რომ ნაშრომში
წარმოდგენილი ინფორმაცია და თავად დოკუმენტი იყოს პრეზენტაბელური, ლოგიკურად
გამართული, თანმიმდევრული და ადვილად გასაგები.

სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას მიღებული უნარ-ჩვევები სტუდენტს გამოადგება


როგორც არსებულ, ისე მომავალ სამუშაო ადგილზე. ახლადკურსდამთავრებულის
სამსახურში მიღებამდე, დამქირავებელს ხშირად აინტერესებს, რამდენად კვალიფიციურად
შეუძლია მას სამუშაოს შესრულება და სამაგისტრო ნაშრომი საშუალებას აძლევს
სტუდენტს, რომ წარმოაჩინოს რამდენად ეფექტურად შეუძლია საკლასო ოთახში
მიღებული განათლება გამოიყენოს რეალური პრობლემების გადასაჭრელად.

როგორ უნდა მიუდგეს სტუდენტი სამაგისტრო ნაშრომის წერის პროცესს?

არჩეული საკითხის წარმატებულად შესწავლისა და შეფასებისთვის სტუდენტმა


დეტალურად უნდა შეისწავლოს ეს თემა და გაეცნოს შესაბამის ლიტერატურას. თუმცა,
საბოლოო ნაშრომი არ უნდა იყოს მხოლოდ დიდი რაოდენობით ინფორმაციისა და
თეორიული ტექსტის ნაკრები.

3
გარდა ლიტერატურული მიმოხილვისა, სასურველია სტუდენტმა ჩაატაროს ინტერვიუები
ველზე, გამოიკითხოს ამ სფეროში მომუშავე პირები, განახორციელოს ემპირიული კვლევა
და მოცულობითი ანალიზი.

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტს აინტერესებდეს შერჩეული თემა და გრძნობდეს მის


მნიშვნელობასა და ღირებულებას. შერჩეული თემა შეიძლება კავშირში იყოს სტუდენტის
კარიერულ მიზნებთან და დაეხმაროს მას, უკეთ მოემზადოს სამომავლო პროფესიულ
წინსვლაში.

სტუდენტმა უნდა შეარჩიოს თემის ხელმძღვანელი, რომლის კვლევის ინტერესებიც


დაკავშირებული სტუდენტის თემასთან და რომელსაც შეუძლია, დახმარება გაუწიოს
სტუდენტს თემის წერისას, მისი ფორმატირებისას, სტრუქტურისა და მოცულობის
განსაზღვრისას და ინფორმაციის მოძიების, ციტირებისა და წერის პროცესში. თემის
ხელმძღვანელის როლი მხოლოდ რჩევის მიცემით შემოიფარგლება და ნაშრომი მთლიანად
სტუდენტის ინდივიდუალური მუშაობის შედეგია. პროგრამის დირექტორი
ინფორმირებული უნდა იყოს სტუდენტის მიერ არჩეული თემის ხელმძღვანელის შესახებ
და ეს გადაწყვეტილება წინასწარ მასთან უნდა შეთანხმდეს. ასევე, პროგრამის დირექტორი
უზრუნველყოფს, რომ სტუდენტის მიერ შერჩეული თემა თანხვედრაშია პროგრამის
მიზნებთან და სტუდენტს მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას. პროგრამის დირექტორთან
ერთად, სტუდენტი მონაწილეობას ღებულობს სამაგისტრო ნაშრომის განმხილველი საბჭოს
ფორმირებაში.

სამაგისტრო ნაშრომი სრულდება 2 ეტაპად: პირველი ეტაპი მოიცავს სამაგისტრო ნაშრომის


პროექტს, ხოლო მეორე ეტაპი - დასრულებულ სამაგისტრო ნაშრომს.

ნაწილი 1 – სამაგისტრო ნაშრომის პროექტი

სამაგისტრო ნაშრომის პროექტის მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები

1. შესავალი

სამაგისტრო ნაშრომის პროექტი აჩვენებს შეუძლია, თუ არა სტუდენტს, რომ იმუშაოს


პროფესიულ დონეზე. პროფესიონალიზმის შესაბამისი დონე ასახული უნდა იყოს ამ
დოკუმენტის მოცულობასა და სიღრმეში. ის მკითხველისთვის გასაგები ენით უნდა იყოს
დაწერილი და ნათლად უნდა ასახავდეს საკვლევ პრობლემას. ეს დოკუმენტი ერთგვარ
კონტრაქტს წარმოდგენს სტუდენტსა და კომისიას შორის, და ასევე, არის ჩარჩო, რომლის
მიხედვითაც სტუდენტმა უნდა ჩაატაროს კვლევა და მოამზადოს საბოლოო სამაგისტრო
ნაშრომი.

4
სამაგისტრო ნაშრომის პროექტი უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
 რა? ეს მოიცავს პრობლემის განსაზღვრას, საკვლევ კითხვებსა და ძირითად
განმარტებებს.
 რატომ? რაც მოიცავს კვლევის მიზნების განსაზღვრასა და მათ დასაბუთებას.
 როგორ? მოცემული უნდა იყოს კვლევის მეთოდოლოგია და კვლევისთვის
გამოყენებული მონაცემები.
 ვისთვის? ვისთვისაა განსაზღვრული ეს ნაშრომი და რა სარგებლობას მოუტანს ამ
ჯგუფს შემოთავაზებული კვლევა.

სამაგისტრო ნაშრომის პროექტის მომზადებისას, სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს


შემდეგი საკითხები:
 საკითხავი ლიტერატურა: ნაშრომის დაწერამდე, სტუდენტმა უნდა წაკითხოს სულ
მცირე 20-30 რელევანტური სტატია (რომელთა ჩამონათვალიც მოცემული უნდა იყოს
ბიბლიოგრაფიის ნაწილში).
 წერის სტილი: სამაგისტრო ნაშრომის პროექტის წერისას (ისევე როგორც თავად
ნაშრომის წერისას) სტუდენტმა უნდა გამოიყენოს აკადემიური წერი სტილი,
მსგავსად იმ სტატიების სტილისა, რომლებსაც წინასწარ გაეცნო.
 სამაგისტრო ნაშრომის პროექტის მოცულობა: მოცულობა უნდა იყოს 6 გვერდამდე
(სტრიქონებს შორის 1,5 დაშორებით).

2. ნაშრომის სტრუქტურა

1. დასახელება
პროექტს უნდა ჰქონდეს სამუშაო დასახელება, რომელიც შეიძლება გახდეს, ან არ გახდეს
საბოლოო სამაგისტრო ნაშრომის სახელწოდება.
2. შესავალი და მოკლე მიმოხილვა
ამ ნაწილმა უნდა წარმოაჩინოს სტუდენტის ინტერესები, ან ის წინასწარი სამუშაო, რაც მან
ამ თემაზე უკვე შეასრულა. აქ ასევე უნდა აისახოს ის ლიტერატურა, რომელსაც სტუდენტი
გაეცნო ან მისი პირადი გამოცდილება, რამაც განაპირობა მისი ინტერესი ამ საკითხის
სიღრმისეული კვლევის მიმართ. მოკლედ უნდა იყოს ახსნილი, რა სარგებლის მომტანია
სტუდენტის მიერ შემოთავაზებული კვლევა.
3. პრობლემის განსაზღვრა
შესავალში მოცემული ინფორმაციიდან, სტუდენტმა დოკუმენტის ამ ნაწილში უნდა
ჩამოაყალიბოს კონკრეტული პრობლემა მენეჯმენტის სფეროდან და ნათლად ახსნას ამ
პრობლემის არსი.
4. საკვლევი კითხვა
მენეჯმენტის სფეროდან შერჩეული პრობლემა დოკუმენტის ამ ნაწილში უკვე უნდა
ჩამოყალიბდეს საკვლევ კითხვად, მაგალითად, დამოკიდებულება ფასსა და
მომხმარებელთა კონკრეტულ სეგმენტს შორის, ან კავშირი კომპიუტერული მომსახურების
შესყიდვასა და თანამშრომელთა მორალს შორის.

5
5. კვლევის მეთოდოლოგია
დოკუმენტის ამ ნაწილში მაქსიმალურად დეტალურად უნდა იყოს განხილული
ინფორმაციის წყაროები და მეთოდები, რომლებიც გამოყენებული იქნება ინფორმაციის
მოგროვებისა და დამუშავებისთვის. თუმცა, კვლევის ჩატარების პროცესში შესაძლოა
მეთოდოლოგიის ნაწილი შეიცვალოს. სტუდენტმა უნდა ახსნას, როგორ შეაგროვებს
მონაცემებს საკვლევი კითხვის ირგვლივ. თუ კვლევა ითვალისწინებს გამოკითხვას ან
ინტერვიუებს, ახსნილი უნდა იყოს შერჩევის გაკეთების პრინციპები (ზომა, კრიტერიუმები
და მეთოდები) და როგორ მოხდება შერჩევაში მოხვედრილ პირებთან დაკავშირება. ასევე,
მითითებული უნდა იყოს, თითოეული ჰიპოთეზის განხილვისას რაოდენობრივი, თუ
თვისობრივი მეთოდები იქნება გამოყენებული, როგორიცაა ინტერვიუები ან ნახევრად-
სტრუქტურირებული კითხვარი.
6. პრობლემები და შეზღუდვები
დოკუმენტის ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს ის პრობლემები, რომლებიც
მოსალოდნელია, რომ წარმოიშვება კვლევის პროცესში და როგორ გეგმავს სტუდენტი ამ
პრობლემების მოგვარებას. მაგალითად, შესაძლოა, რომ სასურველი ლიტერატურა არ იყოს
ხელმისაწვდომი, შერჩეულმა პირებმა არ ისურვონ კვლევაში მონაწილების მიღება, დრო არ
იყოს საკმარისი და სხვა. სტუდენტი უნდა შეეცადოს წინასწარ განსაზღვროს ეს
პრობლემები და შეიმუშავოს მათი გადაჭრის გზები ან ალტერნატიული გეგმა, რომ კვლევის
განხორციელება წარმატებით დასრულდეს.
7. გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი
დოკუმენტის ამ ნაწილში მოცემული უნდა იყოს წიგნებისა და სტატიების ჩამონათვალი,
რომლებიც სტუდენტმა უკვე წაიკითხა საკითხის ირგვლივ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
მითითებული იყოს ყველა წყარო, ხოლო ტექსტში მოყვანილი ციტატები იყოს
რეფერირებული. ეს სტუდენტს დაეხმარება შემდგომი წერის პროცესში, რადგან აღარ
დაკარგავს დროს, იგივე ინფორმაციის მოძიებაში.
8. გრაფიკი
სტუდენტმა უნდა შეიმუშავოს დროში გაწერილი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც
განახორციელებს კვლევისა და წერის სხვადასხვა ეტაპებს. აქ მითითებული უნდა იყოს,
როდის დასრულდება კვლევა, ანალიზი, წერისა და რედაქტირების ფაზები.

ნაწილი 2 – საბოლოო სამაგისტრო ნაშრომი

საბოლოო ნაშრომი წარედგინება თემის ხელმძღვანელს და კომისიას და ფასდება მათ მიერ.


შეფასებისას გამოიყენება 100-ქულიანი შკალა.

ფორმატთან დაკავშირებული მოთხოვნები


ქვემოთ მოცემულია ფორმატთა დაკავშირებული სტანდარტული მოთხოვნები

1. ენა

6
ნაშრომი დაწერილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

2. ფურცლის ზომა და მახასიათებლები

• ISO სტანდარტის A4 ფორმატის თაბახი.

• სასურველია, გამოყენებული არ იყოს დიდი ზომის თაბახები, თუმცა საჭიროების


შემთხვევაში შესაძლებელია A3 ზომის თაბახის გამოყენება დიდი ზომის ცხრილებისა და
ილუსტრაციებისთვის.

• დოკუმენტი უნდა დაიბეჭდოს თაბახის მხოლოდ ერთ მხარეს.

3. შრიფტი

• ტექსტი უნდა იყოს შესრულებული ერთ შრიფტში, რომლის ზომაც არის 11, ან მეტი (იხ.
დანართი A რეკომენდირებული შრიფტებისთვის).

• სქოლიოებისა და ჩანართებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შედარებით მცირე


ზომის შრიფტიც.

• რეკომენდირებულია ტექსტი იყოს შავი ფერის, ხოლო ფერადი ტექსტი შესაძლოა


გამოყენებულ იქნას მხოლოდ დოკუმენტის გარკვეული ნაწილებისთვის.

• შრიფტთან მიმართებაში არსებული მოთხოვნები ეხება მთელ დოკუმენტს, როგორც


სათაურებს, ისე სქოლიოებს, ციტატებსა და სხვა.

4. მინდორი

მინდორი უნდა იყოს 1 ინჩის ზომის (MS Word 2007-ში ამ ტიპის მინდორს ეწოდება
საშუალო).

5. სტრიქონებს შორის დაშორება

სტრიქონებს შორის უნდა იყოს ორმაგი დაშორება, გარდა შემდეგი გამონაკლისებისა:

• ციტატები და სქოლიოები შეიძლება იყოს დაშორებული 1 ზომით.

• დიდი ზომის ცხრილები შეიძლება იყოს დაშორებული 1 ზომით.

• ლექსები ან კრეატიული ჩანართები შეიძლება დაშორებული იყოს სხვადასხვა ზომით.

7
დოკუმენტის აუცილებელი ნაწილები, რეკომენდირებული
თანმიმდევრობა და გვერდების ნუმერაციის პრინციპები

გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტის სავალდებულო ნაწილები მოცემულია მუქი


შრიფტით.

ნაწილი გვერდების ნუმერაცია


(თანმიმდევრობა)
სატიტულო გვერდი (აუცილებელი) (i)
• გვერდის ნუმერაცია გათვალისწინებული, თუმცა
გვერდის ნომერი მითითებული არ არის
საავტორო უფლებების გვერდი (აუცილებელი) (ii)
• გვერდის ნუმერაცია გათვალისწინებული, თუმცა
გვერდის ნომერი მითითებული არ არის
რეზიუმე (აუცილებელი)
• გვერდი არ არის დანომრილი და არ არის
გათვალისწინებული ნუმერაციისას.
• რეზიუმეს ზომა არ უნდა აჭარბებდეს 150 სიტყვას.
მოკლე ბიოგრაფია (აუცილებელი) iii (შეიძლება იყოს ერთ გვერდზე
• გვერდები უნდა იყოს დანომრილი მეტი)
მიძღვნა (საჭიროების შემთხვევაში) (iv)
• გვერდები უნდა იყოს დანომრილი
მადლიერების გვერდი (აუცილებელი) v (შეიძლება იყოს ერთ გვერდზე
• გვერდები უნდა იყოს დანომრილი მეტი)
შინაარსი/სარჩევი (აუცილებელი) vi (შეიძლება იყოს ერთ გვერდზე
• გვერდები უნდა იყოს დანომრილი მეტი)
ილუსტრაციების ნუსხა (საჭიროების შემთხვევაში) vii (შეიძლება იყოს ერთ გვერდზე
• გვერდები უნდა იყოს დანომრილი მეტი)
ცხრილების ნუსხა (საჭიროების შემთხვევაში) viii (შეიძლება იყოს ერთ გვერდზე
• გვერდები უნდა იყოს დანომრილი მეტი)
გამოყენებული აბრევიატურების ნუსხა ix (შეიძლება იყოს ერთ გვერდზე
(საჭიროების შემთხვევაში) მეტი)
• გვერდები უნდა იყოს დანომრილი
გამოყენებული სიმბოლოების ნუსხა (საჭიროების x (შეიძლება იყოს ერთ გვერდზე
შემთხვევაში) მეტი)
• გვერდები უნდა იყოს დანომრილი
შესავალი (საჭიროების შემთხვევაში) xi (შეიძლება იყოს ერთ გვერდზე
• გვერდები უნდა იყოს დანომრილი მეტი)

8
ძირითადი ტექსტი (აუცილებელი) გვერდის ნუმერაცი უნდა დაიწყოს
1. ტექსტი (აუცილებელი) “1”-დან
2. დანართები (საჭიროების შემთხვევაში)
3. ბიბლიოგრაფია ან გამოყენებული
ლიტერატურის ნუსხა (აუცილებელი)
ტერმინთა განმარტება (საჭიროების შემთხვევაში) ნუმერაცია გრძელდება ძირითადი
ტექსტის მიხედვით
სიტყვათა საძიებელი (საჭიროების შემთხვევაში) ნუმერაცია გრძელდება ტერმინთა
განმარტების ნაწილის მიხედვით

1. სატიტულო გვერდი

სამაგისტრო ნაშრომს აუცილებლად უნდა გააჩნდეს სატიტულო გვერდი. სატიტიულო


გვერდისთვის შემოთავაზებულია, მაგრამ არასავალდებულოა, შემდეგი ფორმატის
გამოყენება.

• დასახელება მოცემული უნდა იყოს მთავრული ასოებით და ტექსტი უნდა განლაგდეს


თაბახის მარჯვენა და მარცხენა კიდეებს შორის ცენტრში.

• სატიტულო გვერდზე ნომერი არ მიეთითება.

• დასახელებაში თითოეული სიტყვა ყურადღებით უნდა იყოს შერჩეული, რათა


მაქსიმალურად ასახავდეს მთლიანი ნაშრომის შინაარს.

• დასახელების ქვევით, თაბახის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ კიდეებს შორის


ცენტრში უნდა განლაგდეს შემდეგი ტექსტი (ყველა ცენტრალური განლაგებით):

ხაზი 1: სამაგისტრო ნაშრომი

ხაზი 2: წარდგენილია კავკასიის ბიზნესის სკოლის

ხაზი 3: აკადემიური საბჭოსთვის

ხაზი 4: მაგისტრის

ხაზი 5: აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

• მომდევნო 3 ხაზი უნდა განლაგდეს თაბახის ცენტრში:

ხაზი 1: *თქვენი სახელი*

9
ხაზი 2: მიერ

ხაზი 3: [ნაშრომის დაცვის თვე და წელი და არა წარდგენის თარიღი; თვე და წელს შორის არ
გამოიყენოთ სასვენი ნიშანი]

2. საავტორო უფლებების გვერდი

სამაგისტრო ნაშრომს აუციებლად უნდა ერთვოდეს საავტორო უფლებების გვერდი.


საავტორო უფლებების გვერდისთვის შემოთავაზებულია, მაგრამ არასავალდებულოა,
შემდეგი ფორმატის გამოყენება.

• განცხადება საავტორო უფლებების შესახებ განთავსებული უნდა იყოს ცალკე გვერდზე,


თაბახის ცენტრში როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური მინდვრებიდან: © 20__
*სტუდენტის სახელი*. გათვალისწინეთ, რომ როგორც წესი, საავტორო უფლებების გვერდი
არ არის განთავსებული ტიტულოვან ფურცელზე.

• საავტორო უფლების აღსანიშნავად გამოიყენება ლათინური ასო “c,” რომელიც


მოთავსებულია წრეში. (მაკინტოშის სისტემის კომპიუტერებზე ამ სიმბოლოს
გამოსახვისთვის ერთდროულად დააჭირეთ “option” და “g” სიმბოლოებს კლავიატურაზე.
თუ არსებულ შრიფტს არ გააჩნია “©” სიმბოლო, გამოიყენეთ “c” ასო, რომელსაც ხელით
შემოავლებთ წრეს. პერსონალურ კომპიუტერზე“©” სიმბოლო უნდა აარჩიოთ “symbol”-ს
მენიუდან).

• თარიღი, რომელიც მოსდევს საავტორო უფლების ნიშანს უნდა იყოს ხარისხის მინიჭების
წელი.

• თარიღის შემდეგ იწერება სტუდენტის სახელი.

• თუ სტუდენტი გადაწყვეტს, რომ ნაშრომის ფარგლებში არ განსაზღვროს საავტორო


უფლებები, ეს გვერდი უნდა დარჩეს ცარიელი.

3. რეზიუმე

რეზიუმე სამაგისტრო ნაშრომის სავალდებულო ნაწილია. ქვემოთ მოცემულია რეზიუმეს


რეკომედირებული ფორმატი:

• დოკუმენტში, რეზიუმეს გვერდის დასახელება არის “რეზიუმე” მთავრული ასოებით,


თაბახის ზედა ცენტრალურ ადგილას. (რეზიუმეს სათაურში მოცემული არ არის თემის
დასახელება, ან ავტორის სახელი, ან ხარისხი, ან უნივერსიტეტი, ან ხარისხის მინიჭების
თარიღი).

10
• რეზუმეში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია პრობლემის, გამოყენებული მეთოდებისა
და პროცედურების და კვლევის ძირითადი შედეგებისა და დასკვნების შესახებ.

• რეზიუმეს ზომა არ უნდა აჭარბებდეს 150 სიტყვას, რაც, როგორც წესი, არ აღემატება 2.5-3
გვერდს.

4. მოკლე ბიოგრაფია

სამაგისტრო ნაშრომში აუცილებლად უნდა იყოს მოცემული ავტორის მოკლე ბიოგრაფია.


რეკომენდირებულია, აქცენტი გაკეთდეს შემდეგ ინფორმაციაზე:

• ბიოგრაფია უნდა დაიწეროს მესამე პირში და მოიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის


განათლების შესახებ. რიგ შემთხვევებში, ასევე მოცემულია დამატებითი ინფორმაციაც.

• გვერდის სათაური არის “მოკლე ბიოგრაფია”, რომელიც იწერება მთავრული ასოებით,


თაბახის ცენტრში.

5. მიძღვნა

მიძღვნის გვერდი სავალდებულო არ არის და თუ ასეთი გვერდი არსებობს, მის შინაარს


განსაზღვრავს თავად სტუდენტი.

6. მადლიერების გვერდი

მადლიერების გვერდი სამაგისტრო ნაშრომის სავალდებულო ნაწილია. ქვემოთ მოცემულია


რჩევები, რომელთა გათვალისწინებაც სავალდებულო არ არის.

• მადლიერების გვერდი შეიძლება დაიწეროს პირველ პირში. თუ კვლევა დაფინანსებული


იყო გრანტის ფარგლებში, სტუდენტმა უნდა გადაამოწმოს გრანტის ძირითად
მკვლევართან, შეიძლება თუ არა, რომ აღნიშნული დაფინანსება მოხსენიებულ იყოს. როგორ
წესი, თუ კვლევა დაფინანსებულია გარედან მიღებული გრანტის ფარგლებში,
მადლიერების გვერდზე მოხსენება სავალდებულოა. ზოგი დამფინანსებელი ასევე
მოითხოვს, რომ აღნიშნოს, რომ კვლევის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები არ
წარმოადგენს ამ ორგანიზაციის მიერ გაზიარებულ ხედვას.

• გვერდის სათაური არის “მადლიერების გვერდი”, რომელიც იწერება მთავრული ასოებით,


თაბახის ცენტრში.

7. შინაარსი/სარჩევი

სამაგისტრო ნაშრომს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შინაარსი/სარჩევის ნაწილი:

11
• გვერდის სათაური არის “სარჩევი”, რომელიც იწერება მთავრული ასოებით, თაბახის
ცენტრში.

• სარჩევში მოცემული უნდა იყოს ნაშრომის ყველა ნაწილისა და თავის დასახელება. ასევე
უნდა მიეთითოს სარჩევამდე არსებული ნაწილები დაწყებული მოკლე ბიოგრაფიით.
(სატიტულო გვერდი, საავატორო უფლებების გვერდი და რეზიუმე არ მიეთითება.)

• ნუმერაციის სტანდარტული ფომრატი არის გვერდის ნომრის განთავსება სათაურის


გასწვრივ მარჯვენა სვეტში. სარჩევში, როგორც წესი არ არის მითითებული გვერდების
სრული მოცულობა, ანუ, მაგლითად, 7-დან 22 გვერდის ჩათვლით.

• სარჩევში სტრიქონებს შორის დაშორება, როგორც წესი, არის 1.

8. ნახატების, ილუსტრაციების და ცრილების ნუსხა

ნახატები და ცხრილები უნდა იყოს თანმიმდევრულად დანომრილი. ქვემოთ მოცემულია


რამოდენიმე რეკომენდაცია:

ნახატების, ილუსტრაციების და ცრილების ნუსხის რეკომენდირებული ფორმატი

სარჩევის ფორმატი:

• სათაურად უნდა იყოს გამოყენებული “ნახატების ნუსხა”, “ილუსტრაციების ნუსხა”


და “ცხრილთა ნუსხა”, რომელიც იწერება მთავრული ასოებით, გვერდის ცენტრში.

• თითოეული მათგანი უნდა დაიწყოს ახალი გვერდიდან, მაშინაც კი თუ


ჩამონათვალში მხოლოდ ერთი ერთეულია მითითებული.

• ჩამონათვალში მითითებული უნდა იყო სათაური და საკმარისი ინფორმაცია, რომ


მკითხველმა მარტივად მოახერხოს დოკუმენტში მისი იდენტიფიცირება.
(სავალდებულო არ არის მითითებული იყოს სრული დასახელება.)

• ჩამონათვალში მითითებული უნდა იყოს გვერდის ნომერი, ისევე როგორც


სარჩევში.

• სტრიქონებს შორის დაშორება შესაძლოა იყოს 1.

გვერდის ფორმატი:

• ნახატი/ილუსტრაცია/ცხრილი განთავსებული უნდა იყოს მაქსიმალურად ახლოს


ტექსტის იმ ნაწილთან, სადაც მას პირველად მოიხსენიებენ. შეიძლება განთავსდეს
ცარიელ გვერდზე ან ტექსტთან ერთად.

12
თუ ნახატი/ილუსტრაცია/ცხრილი განთავსებულია ტექსტთან ერთად, ტექსტი
შეიძლება მოცემული იყოს როგორც მის ზევით, ისე მის ქვევით, თუმცა ტექსტი არ
უნდა იყოს განლაგებული მის გარშემო.

• თუ ნახატი/ილუსტრაცია/ცხრილი განთავსებულია გვერდზე ტექსტის გარეშე, ის


უნდა განთავსდეს ცენტრში ვერტიკალურად. ნახატი/ილუსტრაცია/ცხრილი არ უნდა
განთავსდეს თავის ან დოკუმენტის ბოლოს.

• ნახატის/ილუსტრაციის დასახელება უნდა განთავსდეს მის ქვევით.

• ცხრილის დასახელება უნდა განთავსდეს მის ზევით.

• თუ ნახატი/ილუსტრაცია/ცხრილი დასახელების გარეშე, იკავებს მთელ გვერდს,


წინმსწრები გვერდი მთლიანად უნდა დაეთმოს დასახელებას, რომელიც უნდა
განლაგდეს გვერდის ცენტრში (როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად).

• თუ ნახატი/ილუსტრაცია/ცხრილი დასახელების გარეშე, იკავებს ორ გვერდს ან


მეტს, წინმსწრები გვერდი მთლიანად უნდა დაეთმოს დასახელებას. მომდევნო
გვერდიდან უნდა დაიწყოს ნახატი/ილუსტრაცია/ცხრილი დასახელების გარეშე,
ხოლო შემდგომ გვერდ(ებ)ზე მითითებული უნდა იყოს, რომ წარმოდგენილი
ინფორმაცია არის გაგრძელება, მაგ., “ნახ. 5 (გაგრძელება)”. ამ გვერდებზეც
დასახელება არ მიეთითება.

• თუ ნახატი/ილუსტრაცია/ცხრილი დიდი ზომისაა, ის ან ზომაში უნდა შემცირდეს,


ან განთავსდეს ერთზე მეტ გვერდზე. ტექსტი ადვილად უნდა იკითხებოდეს.
დოკუმენტის მოთხოვნები გვერდის მინდვრებთან დაკავშირებით უნდა იყოს
უცვლელი.

• მთელ დოკუმენტში გამოყენებული უნდა იყოს ერთი ფომრატი


ნახატებთან/ილუსტრაციებთან/ცხრილებთან მიმართებაში.

• ჰორიზონტალური მიმართულების ნახატი/ილუსტრაცია/ცხრილი უნდა


განთავსდეს სწორად -- მისი ზედა ნაწილი მიმართული უნდა იყოს გვერდის
მარცხენა კიდისკენ. დასახელება უნდა განთავსდეს იმავე მიმართულებით. თუ
დასახელება განთავსებულია ცალკე გვერდზე, მაშინ ის უნდა განთავსდეს
ვერტიკალური მიმართულებით. გვერდის ნომრები ყოველთვის უნდა იყოს
განთავსებული ვერტიკალურად.

• ფოტოების (ასეთი არსებობის შემთხვევაში) ფორმატირება უნდა განხორციელდეს


იდენტურად ილუსტრაციებისა.

9. ძირითადი ტექსტი

13
ძირითადი ტექსტი სავალდებულოა. ძირითადი ტექსტის გარდა, სქოლიოებისა და სხვა
დამატებითი ტექსტისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას შედარებით მცირე ზომის
შრიფტი. ქვემოთ მოცემულია რჩევები ძირითად ტექსტთან მიმართებაში
(არასავალდებულო).

• ტექსტური ჩანართები, რომლებშიც მოცემულია დამატებითი ინფორმაცია, მოსაზრებები ან


შენიშვნები და არ წარმოადგენენ ძირითადი ტექსტის ნაწილს, მოცემული უნდა იყოს
სქოლიოებში. სქოლიო უნდა განთავსდეს გვერდის ბოლოს, ტექსტთან მაქსიმალურად
ახლოს.

10. დანართები

დანართ(ებ)ი სავალდებულო არ არის. თუ დოკუმენტს ახლავს დანართები, იხილეთ ქვემოთ


მოცემული რჩევები:

• გვერდი უნდა დასათაურდეს როგორც”დანართი”, რომელიც იწერება მთავრული ასოებით,


გვერდის ცენტრში.

• დანართებში უნდა განთავსდეს ნებისმიერი მასალა, რომელიც იძლევა დამატებით


ინფორმაციას და რელევანტურია ძირითადი ტექსტისთვის. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს
კვლევის ინსტრუმენტი, დამატებითი მონაცემები, პროცედურული დეტალები და ა.შ.

• დანართებში მოცემულ ტექსტში გამოყენებული შრიფტი და სტრიქონებს შორის დაშორება


შეიძლება არ ემთხვეოდეს ტექსტის დანარჩენ ფორმატს.

11. ბიბლიოგრაფია (ან გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი )

ბიბლიოგრაფია ან გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი სავალდებულოა.

• გვერდი უნდა დასათაურდეს როგორც “ბიბლიოგრაფია” (ან “გამოყენებული


ლიტერატურის ჩამონათვალი”), რომელიც იწერება მთავრული ასოებით, გვერდის
ცენტრში. დოკუმენტის ეს ნაწილი ყოველთვის უნდა დაიწყოს ახალი გვერდიდან.

• ჩამონათვალში სტრიქონებს შორის დაშორება შეიძლება იყოს 1.

ბიბლიოგრაფია უნდა იყოს მოცემული ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) სტილის


დაცვით. დამტებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე:

http://www.apastyle.org/

12. ტერმინთა განმარტება

14
ტერმინთა განმარტება არ არის სავალდებულო ნაწილი. თუ ასეთი ნაწილი არსებობს
დოკუმენტში, როგორც წესი ის უნდა დასათაურდეს როგორც “ტერმინთა განმარტება”.
სათაური უნდა იყოს მთავრული ასოებით და განთავსდეს გვერდის ცენტრში.

13. სიტყვათა საძიებელი

სიტყვათა საძიებელი არ არის სავალდებულო ნაწილი. თუ ასეთი ნაწილი არსებობს


დოკუმენტში, როგორც წესი ის უნდა დასათაურდეს როგორც “სიტყვათა საძიებელი”.
სათაური უნდა იყოს მთავრული ასოებით და განთავსდეს გვერდის ცენტრში.

15
სამაგისტრო ნაშრომის წარდგენისას გასათვალისწინებელი
საკითხები

როგორ უნდა მოხდეს სამაგისტრო ნაშრომის წარდგენა/ჩაბარება?

1. წარდგენის პროცედურა

• თანხმობის მიღება: სამაგისტრო ნაშრომის წარდგენამდე, სტუდენტმა უნდა დაიცვას და


მიიღოს პირველადი თანხმობა ნაშრომის შინაარსთან დაკავშირებით სპეციალური
კომისიისგან.

• რეზიუმეს წარდგენა: სტუდენტმა უნდა წარადგინოს რეზიუმეს ორი ასლი, რომელიც


ხელმოწერილია თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ გვერდის ზედა
მარჯვენა კუთხეში.

• ასლების ჩაბარება: საჭიროა, ნაშრომის ორი ასლის ჩაბარება. ნაშრომი უნდა დაიბეჭდოს
მაღალი ხარისხის საარქივო ქაღალდზე (მჟავის შემცველობის გარეშე ქაღალდი) და
წარედგინოს კავკასიის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო დეპარტამენტს.
სტუდენტმა უნდა გადახედოს ამობეჭდილ დოკუმენტს, რომ რომელიმე გვერდი არ
აკლდეს.

• კავკასიის ბიზნეს სკოლას შეიძლება ჰქონდეს სხვა დამატებითი მოთხოვნებიც.


დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ კავკასიის ბიზნეს სკოლას.

16
სამაგისტრო ნაშრომის შეფასების სისტემა

როგორ უნდა მოხდეს სამაგისტრო ნაშრომის შეფასებება?

1. წინაპირობა

სტუდენტებს, სამაგისტრო ნაშრომის წარდგენა შეუძლიათ, თუ მათ დასრულებული აქვთ


კვლევით კომპონენტამდე პროგრამით გათვალისწინებული ყველა კომპონენტი.

სამაგისტრო ნაშრომის შეფასება და ნიშანი განისაზღვრება თემის ხელმძღვანელისა და


სამაგისტრო ნაშრომის განმხილველი კომისიის მიერ.

საბოლოო ნაშრომი წარედგინება თემის ხელმძღვანელს და კომისიას და ფასდება მათ მიერ


შინაარსობრივ და ტექნიკურ ნაწილში და პრეზენტაცია/დაცვა. კერძოდ,

შინაარსობრივი ნაწილი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

პრობლემის წარმოჩენა

საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მონაცემების წარმოჩენა

კვლევის მეთოდების შესაბამისობა კვლევის მიზანთან

კვლევის მიდგომების და სტრატეგიების რელევანტურობა და დასაბუთებულობა

არგუმენტაციის ლოგიკურობა

საკითხის განხილვის სისრულე

დასკვნის სისწორე და კავშირი ძირითად ტექსტთან

ტექნიკური ნაწილი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

სანდო წყაროები

ციტირებული ლიტერატურის მითითების სისწორე

გამართული ენა და სტილი

17
სამაგისტრო ნაშრომის შეფასების სისტემა

შინაარსობრივი მხარე მაქს.ქულა 60

საკითხის კვლევის დასკვნის


საკითხის
პრობლემის ირგვლივ არჩეული არგუმენტაციის დასკვნის კავშირი
განხილვის
სტუდენტი აქტუალურობა არსებული მოდელის ლოგიკურობა 5 სისწორე 15 ძირითად
სისრულე 15
5ქულა ლიტერატურის წარმოჩენა ქულა ქულა ტექსტთან
ქულა
ანალიზი 5 ქულა 5 ქულა 10 ქულა

ტექნიკური მხარე მაქს.ქულა 20

მასალის

თვალსაჩინოება/ცი გამართულ
ნაშრომის
ტირებული ი ენა და
სტუდენტი მოცულობა 5
ლიტერატურის სტილი 10
ქულა
მითითების ქულა

სისწორე 5 ქულა

პრეზენტაცია მაქს.ქულა 20

თემის სამეცნიერო

სტუდენტი პრეზენტაცია კითხვა-პასუხი 10

10 ქულა ქულა

ქულათა

ჯამი

18

You might also like