You are on page 1of 5

სილაბუსი

აკადემიური წელი 2020-2021 სემესტრი I

კოდი ARCH104031 დასახელება დიზაინის პროგრამები

4 (112 საათი)
საკონტაქტო საათი - 64 საათი:
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი • პრაქტიკუმი - 60 სთ
• დასკვნითი შეფასება - 4 სთ
დამოუკიდებელი მუშაობა - 48 საათი

ენა ქართული აუდიტორია

ელექტრონული
ლექტორი იოსებ ანდრაზაშვილი i.andrazashvili@freeuni.edu.ge
ფოსტა

კონსულტაცია ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს

აღწერა
დიზაინის პროგრამები I-ის კურსი განიხილავს და ასწავლის გამოსახულების შექმნის ტექნიკურ მეთოდებს და მის
გამოყენებას კონკრეტულ კონტექსტში. გამოსახულება, როგორც მთავარი მედიუმი არქიტექტორსა და გარე
სამყაროს შორის არის დიზაინ პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. კურსის განმავლობაში, განიხილება
სხვადასხვა ტიპის გამოსახულების მრავალი მაგალითი, ირჩევა მათი შექმნის ტექნოლოგია და მიზანი.

გამოსახულება არის თანამედროვე, თანმიმდევრული დიზაინ პროცესის შედეგი, რომელსაც სტუდენტები


გაეცნობიან პირველ დიზაინ პროექტზე მუშაობის საშუალებით.

ამ კურსის განმავლობაში სტუდენტები შეიძენენ საბაზისო ცოდნას შემდეგ პროფესიულ დისციპლინებში:


• მხატვრული და კონცეპტუალური იდეის ვიზუალური მოდელირება;
• გრაფიკული დიზაინის სამუშაო ინსტრუმენტები: კომპოზიციის კანონები, ფორმა, განათება და სივრცე;
• ფერის კორექცია და ფერდაშლა;
• 3D მოდელირება;
• 3D ვიზუალიზაცია.

საგანი წარმოადგენს პრერეკვიზიტს არქიტექტურული პროექტირების სტუდია I-სთვის.

პრერეკვიზიტი
არ აქვს

სწავლის მიზანი
კურსის მიზანია ასწავლოს არქიტექტურული გამოსახულების შექმნის მეთოდები, ტექნოლოგია და გამოყენება
კონკრეტულ კონტექსტში. სტუდენტები ისწავლიან, კონკრეტულ გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობას,
გაეცნობიან თანამედროვე, თანმიმდევრულ და გააზრებულ დიზაინ პროცესს, რომლის კულმინაციაც იქნება მათი
პირველი დიზაინ პროექტი.

სწავლის შედეგები
სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შედეგად სტუდენტს შეუძლია:
• კრიტიკული აზროვნების განვითარება ქეისებისა და დისკუსიის მაგალითზე;
• ბრიფის, თანმიმდევრულობის და იტერაციების მნიშვნელობის გაცნობიერება და გამომუშავება;
• პროცესის და არა მხოლოდ შედეგის მნიშვნელობის გათვითცნობიერება და გამოყენება;
• საბაზისო ტექნიკური უნარების ჩამოყალიბება Adobe InDesign, Adobe Illustrator, Adobe Photoshop და
Rhinoceros 3D პროგრამებში;
• გამართული პრეზენტაციის დაგემვა-შექმნისთვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბება და განვითარება

სწავლების და სწავლის მეთოდები


სტუდიური სასწავლო/სამუშაო შეხვედრები კვირაში 4 საათით, ტარდება 16 კვირის მანძილზე. სწავლის მეთოდი
ორიენტირებულია გამოსახულების შექმნისთვის აუცილებელი კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაზე, ისევე
როგროც ტექნიკური უნარების განვითარებაზე. საშინაო დავალებები და საკლასო ლექცია/სემინარები არიან
ერთიანი, თანმიმდევრული დიზაინ პროცესის ნაწილი. კურსის განმავლობაში დაინერგება სამუშაო დღიურის(Log
Book) წარმოების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს დიზაინ პროცესის უწყვეტობას და თანმიმდევრულობას.

სემესტრის მეორე ნაწილი ეთმობა ინდივიდუალურ დიზაინ პროექტებზე მუშაობას, რომლებშიც აისახება
ათვისებული ტექნიკური და ანალიტიკური უნარები.

დიზაინ პროექტისთვის შესასრულებელი სამუშაოს მიზნების ჩამოყალიბება მოხდება (Brief) წერილობით


ფორმატში, რაც განავითარებს აზრის ჩამოყალიბება/გადმოცემის წერილობით უნარებს.

კურსის კულმინაცია და ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის დასრულებული დიზაინ პროექტების


გამოფენა-პრეზენტაცია.

კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები:


• ახსნა-განმარტებითი მეთოდი
• დემონსტრირების მეთოდი
• ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
• დისკუსია
• პრაქტიკული მეთოდები

შეფასების სისტემა
მნიშვნელოვანი შეხსენება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის
სტუდენტის ეთიკის კოდექსის პლაგიატთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ყველა ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას.

სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. დასკვნითი შეფასება არის სავალდებულო.
თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება გავლილად.

საგანი ითვლება ჩაბარებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასებისა და


დასკვნითი შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ
მათგანში.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

2
შეფასების სისტემა:
- პრაქტიკუმისას შესრულებული სამუშაოები: 40 ქულა
- დამოუკიდებლად შესრულებული სამუშაოები: 30 ქულა
- დასკვნითი შეფასება: პორტფოლიოს პრეზენტაცია 30 ქულა

შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ჯამური ზღვარი არის მაქსიმალური შეფასების 30% (21
ქულა)
დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის მაქსიმალური შეფასების 30% (9 ქულა).

შუალედური შეფასება
შუალედური შეფასებები მოიცავს პრაქტიკუმისას შესრულებულ სამუშაოებსა და დამოუკიდებლად შესრულებულ
სამუშაოებს. პრაქტიკუმზე დასწრების მაღალი მაჩვენებელი არის სავალდებულო, ვინაიდან, აუცილებელი
ინფორმაციის მიწოდების/მიღების ერთადერთი საშუალებაა.

კომპონენტი 1. პრაქტიკუმისას შესრულებული სამუშაოები - მაქსიმალური შეფასება 40 ქულა


შეფასება ხდება შემდეგნაირად:
- 40-35 ქულა - სტუდენტს შესრულებული აქვს საშინაო დავალებების 100%-80% და შესრულების ხარისხი
მაღალია.
- 34-26 ქულა - სტუდენტს შესრულებული აქვს საშინაო დავალებების 79%-60% და შესრულების ხარისხი
საშუალოზე მაღალია.
- 25-16 ქულა - სტუდენტს შესრულებული აქვს საშინაო დავალებების 59%-40% და შესრულების ხარისხი
საშუალოა.
- 15-9 ქულა - სტუდენტს შესრულებული აქვს საშინაო დავალებების 39%-20% ნაკლები და დავალებების
შესრულების ხარისხი საშუალოზე დაბალია.
- 8-1 ქულა - სტუდენტს შესრულებული აქვს საშინაო დავალებების 20%-5% და დავალებების შესრულების
ხარისხი ძალიან დაბალია.
- 0 ქულა - სტუდენტს არ აქვს შესრულებული დავალებები.

კომპონენტი 2. დამოუკიდებლად შესრულებული სამუშაოები - მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა


შეფასება ხდება შემდეგნაირად:
- 30-24 ქულა - სტუდენტს შესრულებული აქვს საშინაო დავალებების 100%-80% და შესრულების ხარისხი
მაღალია.
- 23-18 ქულა - სტუდენტს შესრულებული აქვს საშინაო დავალებების 79%-60% და შესრულების ხარისხი
საშუალოზე მაღალია.
- 17-12 ქულა - სტუდენტს შესრულებული აქვს საშინაო დავალებების 59%-40% და შესრულების ხარისხი
საშუალოა.
- 11-6 ქულა - სტუდენტს შესრულებული აქვს საშინაო დავალებების 39%-20% ნაკლები და დავალებების
შესრულების ხარისხი საშუალოზე დაბალია.
- 5-1 ქულა - სტუდენტს შესრულებული აქვს საშინაო დავალებების 20%-5% და დავალებების შესრულების
ხარისხი ძალიან დაბალია.
- 0 ქულა - სტუდენტს არ აქვს შესრულებული დავალებები.

დასკვნითი შეფასება
სასწავლო კურსის ბოლოს, სტუდენტის დასკვნითი შეფასება ხდება პორტფოლიოს პრეზენტაციით. დასკვნითი
შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია მაქსიმალური შეფასების 30%.

პორტფოლიოს და პრეზენტაცია - მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა


შეფასება ხდება შემდეგნაირად:

3
- 30-26 ქულა - პრეზენტაციაში ეფექტურად არის გამოყენებული ვიზუალური მასალა - პორტფოლიო ძალიან
კარგად არის აწყობილი.
- 25-20 ქულა - პრეზენტაციაში ვიზუალური მასალა ზოგ შემთხვევაში რთული აღსაქმელია - პორტფოლიო
კარგად არის აწყობილი.
- 19-14 ქულა - პრეზენტაციაში ვიზუალური მასალა რთული აღსაქმელია. სლაიდებზე
არასაკმარისი/გადაჭარბებული ინფორმაციაა - პორტფოლიო კარგად არ არის აწყობილი.
- 13-9 ქულა - პრეზენტაციაში ვიზუალური მასალა გაუგებარია - პორტფოლიო ცუდად არის აწყობილი.
- 8-1 ქულა - პრეზენტაციაში ვიზუალური მასალა არ არის და პორტფოლიო არ არის აწყობილი.
- 0 ქულა - სტუდენტმა არ გააკეთა პრეზენტაცია და არ წარმოადგინა პორტფოლიო.

შეფასების შკალა
პროცენტული რიცხვითი ექვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან შკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 – 40 0

აუცილებელი მასალები
კომპიუტერი კურსისთვის აუცილებელი გრაფიკული პროგრამებით: Rhinoceros 6.0, Adobe Photoshop, Adobe
Illustrator, Adobe Indesign.

კალენდარული გეგმა

კვირა მეცადინეობის ტიპი თემა დავალება


ერთმანეთთან გაცნობა.
პრაქტიკუმ 2 სთ კურსის შესავალი და მისი მიზნები. ქეის სთადის მოძებნა შემდეგ
1 სემესტრის გეგმის მიმოხილვა. ლექციაზე პრეზენტაციისთვის.
გამოსახულების როლი
პრაქტიკუმ 2 სთ
არქიტექტურაში.
საშინაო დავალების განხილვა; ლოგ ბუქის სტრუქტურის
პრაქტიკუმ 2 სთ
ქეისის პრეზენტაცია. დასრულება, ვიზუალური
2
Adobe Indesign - შესავალი. ლოგ- ქონთენთის დამატება ტექსტთან
პრაქტიკუმ 2 სთ
წიგნის შექმნა. ერთად.
პრაქტიკუმ 2 სთ Rhinoceros 3D - შესავალი. აბსტრაქტული, სივრცითი კოლაჟის
3
პრაქტიკუმ 2 სთ სავარჯიშო მოდელირებაში. შექმნა.
სამუშაო პროცესი - მიზანი,
პრაქტიკუმ 2 სთ
თანმიმდევრულობა, იტერაცია.
პრაქტიკუმზე შესრულებული
4 საშინაო დავალების ფარგლებში
სამუშაოს არქივირება ლოგში.
პრაქტიკუმ 2 სთ შექმნილი სივრცითი მოდელების
იტერაცია.
3D ვიზუალიზაცია არქიტექტურაში - კრიტიკული შერჩევა
პრაქტიკუმ 2 სთ
ისტორია და მაგალითები. შესრულებული იტერაციებიდან.
5
ტექსტურირების და რენდერინგის ამორჩეული ნამუშევრის რენდერი.
პრაქტიკუმ 2 სთ
საწყისები. რენდერების იტერაცია.

4
პრაქტიკუმ 2 სთ ფერი, რეზოლუცია და ფორმატი. კოლაჟის შესრულება ფოტოშოპში
6 წინა ნამუშევრისა და დამატებითი
პრაქტიკუმ 2 სთ Adobe Photoshop - შესავალი.
მასალის გამოყენებით.
პრაქტიკუმ 2 სთ კოლაჟების დამუშავება.
პრაქტიკუმზე შესრულებული
7 ტექსტურების ხატვა/რედაქტირება
პრაქტიკუმ 2 სთ სამუშაოს არქივირება ლოგში.
ფოტოშოპში რაინოსთვის.
პრაქტიკუმ 2 სთ Adobe Illustrator - შესავალი
გრაფიკული ილუსტრაციის შექმნა
8 ვიზუალური მასალის ერთ ფორმატში
პრაქტიკუმ 2 სთ ილუსტრატორში.
გაერთიანება.
განვლილი მასალის განხილვა.
პრაქტიკუმ 2 სთ ინდივიდუალური პროექტების ბრიფის დამუშავება. მუდბორდის
9 დაგეგმვა. შექმნა და რეფერენსების შეგროვება
ბრიფის შედგენა ინდივიდუალური პროექტისთვის.
პრაქტიკუმ 2 სთ
პროექტებისთვის.
მასალის არქივირება ლოგში.
პრაქტიკუმ 2 სთ
ინდივიდუალურ პროექტებზე გეგმის ჩამოყალიბება შემდეგი
10
მუშაობა, კრიტიკული ანალიზი. პრაქტიკუმისთვის. კითხვარის
პრაქტიკუმ 2 სთ
შედგენა.
მასალის არქივირება ლოგში.
პრაქტიკუმ 2 სთ ინდივიდუალურ პროექტებზე
გეგმის ჩამოყალიბება შემდეგი
11 მუშაობა, კრიტიკული
პრაქტიკუმისთვის. კითხვარის
პრაქტიკუმ 2 სთ ანალიზი.ანალიზი.
შედგენა.
მასალის არქივირება ლოგში.
პრაქტიკუმ 2 სთ
ინდივიდუალურ პროექტებზე გეგმის ჩამოყალიბება შემდეგი
12
მუშაობა, ციფრული ანალიზი. პრაქტიკუმისთვის. კითხვარის
პრაქტიკუმ 2 სთ
შედგენა.
მასალის არქივირება ლოგში.
პრაქტიკუმ 2 სთ
ინდივიდუალურ პროექტებზე გეგმის ჩამოყალიბება შემდეგი
13
მუშაობა, ციფრული ანალიზი. პრაქტიკუმისთვის. კითხვარის
პრაქტიკუმ 2 სთ
შედგენა.
პრაქტიკუმ 2 სთ ინდივიდუალურ პროექტებზე მასალის არქივირება ლოგში.
14 მუშაობა, ციფრული ინსტრუმენტების სცენარის იდეები საბოლოო
პრაქტიკუმ 2 სთ ათვისება, კრიტიკული ანალიზი. პრეზენტაციისთვის.
პრაქტიკუმ 2 სთ საბოლოო პრეზენტაციისთვის პრეზენტაციის სტრუქტურის
15
პრაქტიკუმ 2 სთ მზადება გამართვა, ტექსტის მომზადება
საბოლოო პრეზენტაცია საბოლოო ნამუშევრების ფიდბექი და რეტროსპექტიული
16
4 სთ პრეზენტაცია, კრიტიკული განხილვა თვითანალიზი
დასკვნითი შეფასება

You might also like