You are on page 1of 6

სილაბუსი

აკადემიური წელი 2023-2024 სემესტრი III

BIO204017 ზოგადი ბიოლოგია (ლაბორატორიული


კოდი დასახელება
კურსი)

4 (120 საათი)
საკონტაქტო - 75 სთ
● სემინარი - 13 სთ
● ტესტირება - 2 სთ
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი
● ლაბორატორიული - 56 სთ
● პრეზენტაციები - 4 საათი
დამოუკიდებელი მუშაობა - 45 სთ

ენა ქართული აუდიტორია #106, #107, #110

l.ushanoff@agruni.edu.ge
ლეონიდ უშანოვი
ელექტრონული nino.omiadze@agruni.edu.ge
ლექტორები ნინო ომიაძე
ფოსტა n.kharabadze@agruni.edu.ge
ნატალია ხარაბაძე

კონსულტაცია: ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს

აღწერა
ზოგადი ბიოლოგიის ლაბორატორიული კურსი წარმოადგენს ბიოლოგიის დარგში ექსპერიმენტული კვლევის გამოცდილების
შეძენაზე და სხვადასხვა ბიოლოგიური დისციპლინების ფუნდამენტური საკვლევი მეთოდებისა და ტექნიკების პრაქტიკულ
დაუფლებაზე ორიენტირებულ საგანს. კურსი მოიცავს მიკრობიოლოგიის, ბიოქიმიის და მოლეკულური ბიოლოგიის საბაზისო
მეთოდების კომბინაციას, რომელთა თეორიული საფუძვლების და ტექნიკური თავისებურებების ცოდნა აუცილებელია
როგორც აკადემიური მეცნიერების სფეროში ისე ბიოტექნოლოგიურ ინდუსტრიაში დასაქმებისათვის. ზოგადი ბიოლოგიის
ლაბორატორიული კურსი დაეხმარება სტუდენტს მომავალში ექსპერიმენტების ზუსტად დაგეგმვის, უსაფრთხოდ
განხორციელებისა და მიღებული შედეგების სწორად განსჯის უზრუნველყოფაში.

პრერეკვიზიტი
ზოგადი ბიოლოგია (თეორიული კურსი)

სწავლის მიზანი
შემოთავაზებული სასწავლო კურსი მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტს სხვადასხვა ბიოლოგიური დისციპლინის პრაქტიკული
კვლევის მეთოდები, რაც გულისხმობს ლაბორატორიული უნარჩვევების, ექსპერიმენტული მანიპულაციებისა და ოპერირების
ტექნიკის დაუფლებას და სრულყოფას, ბიოლოგიურ ლაბორატორიაში არსებული ძირითადი ხელსაწყო დანადაგრების
მუშაობის პრინციპების გაცნობას და მათზე უსაფრთხო მუშაობის შესწავლას და აგრეთვე, ათვისებული მეთოდების
მეშვეობით მიღებული ექსპერიმენტული შედეგების ადექვატურ ინტერპრეტაციას.
სწავლის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შედეგად სტუდენტმა იცის:
- ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობა;
- ექსპერიმენტისწინა მოსამზადებელ მანიპულაციები და მათი მნიშვნელობა;
- ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება;
- ლაბორატორიაში არსებულ საექსპერიმენტო ხელსაწყო-დანადაგრებზე უსაფრთხო ოპერირება;
- სხვადასხვა ბიოლოგიური დისციპლინის კვლევის საბაზისო ლაბორატორიული მეთოდები;
- ექსპერიმენტული სტრატეგიის შერჩევა და მიღებული შედეგების საფუძველზე სწორი დასკვნების გაკეთება;
- ექსპერიმენტული აზროვნების გამოუმუშავების მნიშვნელობა წარმატებული კვლევისათვის;
- მრავალსაფეხურიანი პროცესის დაგეგმვის სტრატეგია შედეგების ანალიზისა და პროგნოზირებისათვის.
სწავლების და სწავლის მეთოდები
მოწოდებული კურსი წარიმართება სემინარის და ლაბორატორული მეცადინეობის ფორმატში. სემინარზე განიხილება
ჩასატარებელი ექსპერიმენტის შესაბამისი მეთოდის შინაარსი, მისი მოსამზადებელი სამუშაოების სპეციფიკა, ჩატარების
თავისებურება და მოსალოდნელი შედეგები.

ლაბორატორიულ მეცადინეობაზე სილაბუსის შესაბამისად სტუდენტი ჩაატარებს ექსპერიმენტებს წინასწარ მიწოდებული


სამოქმედო გეგმის - ე.წ. ექსპერიმენტული პროტოკოლის მიხედვით.

კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება სწავლებისა და სწავლის შემდეგი მეთოდები:


● ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება
● პრაქტიკული მეცადინეობები
● ანალიზის მეთოდი
● ახსნა-განმარტებითი მეთოდი
● დემონსტრირების მეთოდი

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. დასკვნითი შეფასება არის სავალდებულო. თუ სტუდენტი
არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება გავლილად. საგანი ითვლება ჩაბარებულად მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური
ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ მათგანში. შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის
ზღვირისათვის განსაზღვრული ქულების დაგროვების გარეშე სტუდენტი ვერ გავა დასკვნით გამოცდაზე.

შუალედური შეფასებისათვის (60 ქულა) განსაზღვრული ჯამური მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 24 ქულა.
დასკვნითი შეფასებისათვის (40 ქულა) განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 16 ქულა.

შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრისათვის განსაზღვრული ქულის დაგროვების გარეშე სტუდენტი ვერ
გავა დასკვნით გამოცდაზე.

შენიშვნა: შუალედური გამოცდის (ქვიზის) აღდგენა არ ხდება.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით ფინალურ გამოცდაზე (Fx):

● თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა დასკვნითი
გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების შედეგად უგროვდება 41 და მეტი ქულა/% (მათ
შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების სისტემის შესაბამისად).
● ასევე, სტუდენტი უფლებამოსილია გავიდეს განმეორებით გამოცდაზე, თუ მან გადალახა შუალედური და
დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და ორივე შეფასების შედეგად უგროვდება 41-50 ქულა/%.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის დებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის
დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას.
დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის
გადაწყვეტილება.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა, უშუალოდ
შეფასების კომპონენტის დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის კოორდინატორთან. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების
აღდგენის აუცილებელ (მაგრამ არა საკმარის) წინაპირობას.

შუალედური შეფასება
შუალედური შეფასება - 60 ქულა

შუალედური შეფასების კომპონენტებია:


პრეზენტაცია I- 10 ქულა
პრეზენტაცია II – 10 ქულა
ტესტირება I – 20 ქულა
ტესტირება II– 20 ქულა

2
პრეზენტაცია I მიკრობიოლოგიური ნაწილი - მაქსიმალური შეფასება 10 ქულა. პრეზენტაცია შეიძლება იყოს
ინდივიდუალური ან გუნდური (არა უმეტეს 2 სტუდენტისა).

● 10-9 ქულა: პრეზენტაცია სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია
დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, ღრმად და
საფუძვლიანად აქვს ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა;
● 8-7 ქულა: პრეზენტაცია სრული და ტერმინოლოგიურად გამართულია, მაგარამ არ არის ამომწურავი; შეცდომა
არ არის დაშვებული; სტუდენტი კარგად ფლობს გავლილი მასალის შესაბამის ლიტერატურას;
● 6-5 ქულა: პრეზენტაცია არასრულია, საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული, ტერმინოლოგია
ნაკლოვანია, სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ თეორიულ მასალას, მაგრამ აღინიშნება მცირედი
შეცდომები;
● 4-3 ქულა: პრეზენტაცია არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია
ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე
არსებითი შეცდომა;
● 2-1 ქულა: პრეზენტაციანაკლოვანია, ტერმინოლოგია ან საერთოდ არ არის გამოყენებული, ან შეუსაბამოა; პასუხი
არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
● 0 ქულა: პრეზენტაცია საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არა არის მოცემული;

პრეზენტაცია II - ზოგადი ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ნაწილი - მაქსიმალური შეფასება 10


ქულა. პრეზენტაცია შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან გუნდური (არა უმეტეს 2 სტუდენტისა).

● 10-9 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია.
სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს
ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა;
● 8-7 ქულა: პასუხი სრული და ტერმინოლოგიურად გამართულია, მაგარამ არ არის ამომწურავი; შეცდომა არ არის
დაშვებული; სტუდენტი კარგად ფლობს გავლილი მასალის შესაბამის ლიტერატურას;
● 6-5 ქულა: პასუხი არასრულია, საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული, ტერმინოლოგია ნაკლოვანია,
სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ თეორიულ მასალას, მაგრამ აღინიშნება მცირედი შეცდომები;
● 4-3 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია
ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე
არსებითი შეცდომა;
● 2-1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია ან საერთოდ არ არის გამოყენებული, ან შეუსაბამოა; პასუხი
არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
● 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არა არის მოცემული.

ტესტირება I: მიკრობიოლოგიური ნაწილი: 20 ტესტური კითხვა. მაქსიმალური შეფასება 20 ქულა. ტესტი


ჩატარდება საგამოცდო ცენტრში დახურული წიგნის პრინციპით.

ტესტირება II: ბიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგიური ნაწილი: მაქსიმალური შეფასება 20 ქულა. 20 ტესტური
კითხვა. ტესტი ჩატარდება საგამოცდო ცენტრში დახურული წიგნის პრინციპით.

ტესტირების შეფასების კრიტერიუმებია:


● 1 ქულა - სწორი პასუხი;
● 0 ქულა - არასწორი პასუხი.

დასკვნითი შეფასება
დასკვნითი შეფასება 40 ქულა - დასკვნითი შეფასება ხორციელდება ლაბორატორიული ჟურნალის წარმოების
ხარისხისა და ლაბორატორიული პრაქტიკის პროცესში მიღებული შედეგების განსჯის საფუძველზე.

დასკვნითი შეფასება შედგება 2 კომპონენტისგან :


● ცდების, ამოცანების, ექსპერიმენტული მანიპულაციების შესრულების სიზუსტე და სისუფთავე - 30 ქულა.
● ლაბორატორიული ჟურნალში ასახული შედგების მიხედვით დასკვნები და განსჯა - 10 ქულა.

30+10=40 ქულა

3
● 35-40 ქულა: შესრულებულია ყველა ლაბორატორიული ამოცანა, ცდები ჩაატარებულია სუფთად, ზუსტადაა
შესრულებული მოცემულობა, მიღებული შედეგები გაანალიზებული და ინტერპრეტირებულია სწორად,
ლაბორატორიულ ჟურნალში ყველა მეცადინეობა აღწერილია და პროტოკოლირებულია დეტალურად.
● 25-34 ქულა: შესრულებულია ყველა ლაბორატორიული ამოცანა, თუმცა ცდები ჩაატარებულია მცირედი ხარვეზით,
მცირე უზუსტობებია დაშვებული მოცემულობის შეასრულებისას, მიღებული შედეგები გაანალიზებული და
ინტერპრეტირებულია სწორად, ლაბორატორიულ ჟურნალში ყველა მეცადინეობა აღწერილია და
პროტოკოლირებულია.
● 17-24 ქულა: შესრულებულია ლაბორატორიული ამოცანების დიდი ნაწილი (70%-ზე მეტი), თუმცა ცდები
ჩაატარებულია მცირედი შეცდომებით, რაც ასახულია შედეგებზე. ზუსტად არაა შეასრულებული მოცემულობა,
მიღებული შედეგები გაანალიზებული და ინტერპრეტირებულია სუსტად, ყველა მეცადინეობაზე შესრულებული
ლაბორატორიული ამოცანები აღწერილი და პროტოკოლირებულია, მაგრამ მიღებული შედეგები არ არის ღრმად
გააზრებული.
● 1-16 ქულა: შესრულებულია ლაბორატორიული ამოცანების 40%. სამუშაოს შესრულებისას დაშვებულია
უზუსტობები აღწერილია სამუშაოების მხოლოდ ნაწილი, მიღებული შედეგების ნაწილობრივი განხილვა -
შეჯამებით, ზერელედ, ან ანალიზის გარეშე.
● 0 ქულა: სამუშაოს შესრულებისას დაშვებულია უხეში შეცდომები, რის გამოც არ არის შედეგი მიღებული,
აღწერილია ლაბ. ამოცანები ფრაგმენტულად (ჯამში, მეცადინეობების მხოლოდ ერთი მეოთხედი) ან საერთოდ არა
აქვს ჟურნალი

შეფასების სკალა
პროცენტული რიცხვითი ეკვივალენტი 4.0-
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან სკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან არის შესასწავლი) 0 - 40 0

აუცილებელი მასალები
1. James Cappuccino, Chad Welsh. Microbiology: A Laboratory Manual. 3rd edition. Pearson, 2014
2. ლექტორის მიერ მიწოდებული მასალა
3. ლაბორატორიული სამუშაოს პროტოკოლი.

დამატებითი მასალები
ვებ-რესურსები ლექტორის მითითებით

კალენდარული გეგმა
კურსი მოიცავს: 13 სთ. სემინარს, 56 სთ. ლაბორატორიულს, ტესტირებას, პრეზენტაციას და დასკვნით შეფასებას.

კვირა მეცადინეობი თემა დავალება


ს ტიპი
სემინარი 1 სთ შესავალი, საგნის, სილაბუსის გაცნობა. ლაბორატორიაში ლექტორის
უსაფრთხო მუშაობის წესები, ბიოუსაფრთხოების მიწოდებული/მი
საკითხები თითებული
მასალა
2 სთ მოსამზადებლი სამუშაოები. სტერილიზაცია,
1
ლაბორატორი ავტოკლავირება. მიკროორგანიზმთა საკულტივაციო
ული არეების მომზადება
2 სთ სხვადასხვა მასალიდან ნაცხის აღება, ნატიური შეღებვა,
მიკროსკოპირება და გათესვა. გადათესვა ასეპტიკური
წესების დაცვით
სემინარი 1 სთ მიკროორგანიზმთა ვიზუალუზაციის მეთოდები და ლექტორის
საშუალებები მიწოდებული/მი
თითებული
2 მასალა

4
2 სთ მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია: ბაქტერიული
ნაზარდის ვიზუალური შესწავლა სტერეო მიკროსკოპით -
კოლონიათა მორფოლოგიური შესწავლა,
ლაბორატორი მიკროპრეპარატების მომზადება გრამის, წესით;
ული 2 სთ იზოლირებული კოლონიების ერთგვაროვნების დადგენა,
ნაცხების მომზადება, შეღებვა, მიკროსკოპირება შეღებვის
სხვადასხვა მეთოდით- სუფთა ბაქტერიული მასის
(კულტურა/იზოლატი) ეტაპი 1. ბაქტერიული მასის გადატანა
სტერილურ არეებზე - ასეპტიკური წესების დაცვით.
სემინარი 1 სთ ასეპტიკა, ანტისეპტიკა. სტერილური მუშაობის არსი.
სპეციფიკა
2- სთ მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია: ამორჩეულ
ლაბორატორი იზოლირებული კოლონიების ერთგვაროვნების დადგენა
ული ნაცხების მომზადება, შეღებვა, მიკროსკოპირება შეღებვის
3 სხვადასხვა მეთოდით - ეტაპი 2. - გადათესვა ასეპტიკური
წესების დაცვით.
2-სთ მიკროორგანიზმთა რთული (დიფერენცირებული) შეღებვის
მეთოდები, გიმზა/რომანოვსკის, ცილ-ნილსენის და
მჟავაგამძლე ბაქტერიების შეღებვა, ვიზუალიზაცია და
შედარებითი შესწავლა. ეტაპი 3.
სემინარი 1-სთ მიკროორგანიზმთა ზრდა და განვითარება,
მიკროორგანიზმთა რაოდენობის განსაზღვრის მიკრო და
მაკრო მეთოდები
2- სთ სერიული განზავება- ტიტრაცია მიკროორგანიზმთა
4 ლაბორატორი რაოდენობის (კოლონია - წარმომქმნელი ერთეული)
ული განსაზღვრა. (მყარ საკვებ აგარზე მოსხმის მეთოდი).
2-სთ მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია:- კოლონიების
დათვლა და რაოდენობის განსაზღვრა, მაკრო და მიკრო
მეთოდებით.
სემინარი 1-სთ მიკროორგანიზმთა ბიოქიმიური თვისებების განსაღვრის
მეთოდების არსი და სპეციფიკა
2-სთ გამოყოფილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი ბიოქიმიური
ლაბორატორი და პათოგენური თვისებების შესწავლა- ეტაპი 1 სწრაფი
ული ტესტები- ოქსიდაზა, კატალაზა.
5
2-სთ მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია: გამოყოფილი
მიკროორგანიზმების ზოგიერთი ბიოქიმიური და
პათოგენური თვისებების შესწავლა- ჰემოლიზი,
ნახშირწყლების გარდაქმნა, ნიტრატების უტილიზაცია,
რკინის ათვისება და სხვა- ეტაპი 2
სემინარი 1-სთ ტესტირება #1- მიკრობიოლოგიის ნაწილი
2- სთ პრეზენტაციების მოსმენა, განვლილი მასალის
6 პრეზენტაცია შეჯამება
2-სთ პრეზენტაციების მოსმენა, განვლილი მასალის
შეჯამება
სემინარი 1-სთ მიკროორგანიზმთა დამოკიდებულება ბუნებრივ და
ხელოვნურ ქიმიურ (სინთეზურ, ნახევრადსინთეზურ)
მასალებთან.
7 2-სთ მიკრორგანიზმთა ანტიბაქტერიული თვისებების
ლაბორატორი განსაზღვრა- დისკ/დიფუზური მეთოდით.
ული 2-სთ ზოგიერთი მცენარის ანტიბაქტერიული თვისებების
დადგენა-ტანინების დამატება;
სემინარი 1-სთ ფერმენტები (ენზიმები), მათი როლი ბუნებაში. გამოყოფის
მეთოდები.
ლაბორატორი 2-სთ მცენარიდან (ბოლოკი, პირშუშხა) ფერმენტ პეროქსიდაზას
8 ული გამოყოფა და მისი აქტიურობის განსაზღვრა. საკალიბრო
მრუდის აგება.
2-სთ ცილების რაოდენობრივი განსაზღვრა ბრედფორდის
მეთოდით პეროქსიდაზას მაგალითზე.

5
სემინარი 1-სთ ცილაზე მომქმედი გარემო ფაქტორები და მათი გავლენა მის
აქტიურობაზე.
ლაბორატორი 2-სთ ფერმენტ პეროქსიდაზას ბიოქიმიური მახასიათებლების
ული შესწავლა- ტემპერატურული და pH-კინეტიკა
9
სპექტროფოტომეტრული მეთოდი- ეტაპი 1
2-სთ ფერმენტ პეროქსიდაზას ბიოქიმიური მახასიათებლების
შესწავლა- ტემპერატურული და pH-კინეტიკა
სპექტროფოტომეტრული მეთოდი- ეტაპი 2
სემინარი 1-სთ ცილების ვიზუალიზაციის მეთოდები.

ლაბორატორი 2-სთ ცილების ექსტრაქცია და ელექტროფორეზი


10
ული პოლიაკრილამიდის გელში;
2-სთ მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია - ცილის
მოლეკულური წონის განსაზღვრა.
სემინარი 1-სთ მიკროორგანიზმთა (ბაქტერიების) გენეტიკა,
არაქრომოსომული ჩანართები - პლაზმიდები
ლაბორატორი 2-სთ ბაქტერიული (E. coli) კულტურიდან- pUC19 ან pGLO
11 ული პლაზმიდების გამოყოფა - ტექნიკის შესწავლა- მიღებული
მასალის ვიზუალიზაცია;
2-სთ Bacillus cereus-იდან პლაზმიდების გამოყოფა და
შედარებითი შესწავლა, შედეგების განსჯა.
სემინარი 1-სთ ბაქტერიათა გენეტიკა, დნმ-ის ექსტრაქციის და
ვიზუალიზაციის მეთოდები
ლაბორატორი 2-სთ პლაზმიდური დნმ-ის გამოყოფა და რესტრიქცია
12
ული
2-სთ პლაზმიდური დნმ-ის ელექტროფორეზი

სემინარი 1-სთ ტოტალური ბაქტერიული და მცენარეული დნმ-ის გამოყოფა


ლაბორატორი 2-სთ ბაქტერიული (ტოტალური) დნმ-ის გამოყოფა და #2
13 ული ელექტროფორეზი - ეტაპი 1ა;
2-სთ ბაქტერიული (ტოტალური) დნმ-ის გამოყოფა და
ელექტროფორეზი - ეტაპი 1ბ
სემინარი 1-სთ განვლილი მასალის შეჯამება, დისკუსია
14 ლაბორატორი 2-სთ აღდგენა - პრაქტიკული სამუშაო
ული 2-სთ აღდგენა - პრაქტიკული სამუშაო
სემინარი 1-სთ ტესტირება #2- ბიოქიმია/მოლეკულური
ბიოლოგიის ნაწილი
15
პრეზენტაცია 2-სთ პრეზენტაციების მოსმენა - შეფასება
2-სთ პრეზენტაციების მოსმენა - შეფასება

დამატებითი მოთხოვნები
სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აუდიო-ვიდეო
გადაღება/ჩაწერა, სთრიმინგი (პირდაპირ ეთერში გადაცემა) აკადემიური პერსონალის/ლექტორის და
აუდიტორიის თანხმობის გარეშე. ამასთან, აკრძალულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერის საჯარო გავრცელება.

You might also like