You are on page 1of 8

სილაბუსი

აკადემიური წელი 2022 - 2023 სემესტრი III

კოდი CHEM203033 დასახელება ორგანული ქიმია I (თეორიული კურსი)

3 (90 საათი)
საკონტაქტო - 47 საათი:
• ლექცია - 15 საათი
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი • სემინარი - 28 საათი
• შუალედური გამოცდა - 2 საათი
• ფინალური გამოცდა - 2 საათი
დამოუკიდებელი მუშაობა - 43 საათი

ენა ქართული აუდიტორია

ელექტრონული
ლექტორები ინგა აბდუშელიშვილი i.abdushelishvili@agruni.edu.ge
ფოსტა

კონსულტაცია: ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს

აღწერა
ორგანული ქიმია არის მრეწველობის მრავალი დარგის საფუძველი. ეს დარგებია: სათბობის, საღებრების,
ასაფეთქებელი ნივთიერებების, სინთეზური კაუჩუკის, ქიმიური ბოჭკოების, პლასტმასების, ორგანული სასუქების,
პესტიციდების, ვიტამინების, სამკურნალო პრეპარატებისა და საკვები პროდუქტების წარმოება. განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს ორგანულ ქიმიას ბიოლოგიისთვის, მედიცინისათვის და მეცნიერების ყველა იმ დარგისათვის,
რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან.

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ორგანული ნივთიერებებისაგან შედგება და ნივთიერებათა ცვლა, რომელიც


საფუძვლად უდევს საციცოცხლო პროცესებს, უმთავრესად ორგანულ ნაერთთა გარდაქმნებს წარმოადგენს.
ამდენად ორგანული ქიმია ერთ-ერთი ფუნდამენტური დარგია, რომლის საფუძვლიანი შესწავლა აგრარული და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმარება ისეთი დისციპლინების შესწავლაში,
როგორებიცაა: ბუნებრივ ნაერთთა ქიმია, ბიოქიმია, ენოქიმია, მცენარეთა და ცხოველთა ფიზიოლოგია, აგროქიმია,
ნიადაგმცოდნეობა, მცენარეთა ქიმ. დაცვა, კვების პროდუქტების ტექნოლოგია და სხვა.

პრერეკვიზიტი
ზოგადი ქიმია (თეორიული ან ლაბორატორიული კურსი)

სწავლის მიზანი
წარმოდგენილი დისციპლინის სასწავლო კურსის მიზანია სალექციო კურსში სტუდენტებს გააცნოს:
• ორგანულ ნაერთთა თავისებურებები;
• ორგანულ ნაერთთა აღნაგობის თეორია;
• ქიმიური ბმის ბუნება ორგანულ ნაერთებში;
• იზომერია და მისი ძირითადი სახეები;
• ორგანულ რეაქციათა ტიპები;
• ორგანულ ნაერთთა კლასიფიკაცია;
• ორგანულ ნაერთთა ნომენკლატურის ძირითადი პრინციპები;
• ორგანულ ნაერთთა მიღების ხერხები;
• ორგანულ რეაქციათა მექანიზმები;
• ორგანული ნაერთების თვისებების განსაზღვრა მათი აღნაგობიდან გამომდინარე;
• ორგანულ ნაერთთა მნიშვნელობა და გამოყენება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინასა და
სხვა დარგებში.

სწავლის შედეგები
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტს:
• ეცოდინება ორგანულ ნაერთთა აღნაგობის თეორია;
• გაცნობიერებული ექნება ორგანულ ნაერთებში იზომერიის მნიშვნელობა;
• ეცოდინება ორგანულ ნაერთებში ქიმიური ბმების ბუნება;
• ეცოდინება ორგანულ რეაქციათა ტიპები;
• ეცოდინება ორგანულ ნაერთთა კლასიფიკაცია;
• შეეძლება ორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების დახასიათება (ზოგადი ფორმულის, ჰომოლოგიური
რიგის, ფუნქციური ჯგუფის მიხედვით), ასევე ორგანული ნაერთების ქიმიური ბუნების განსაზღვრა;
• შეეძლება იზომერიის ტიპის დადგენა და ნაერთებისათვის სახელწოდების მინიჭება ნომენკლატურის
ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით;
• შეეძლება ნაერთების ფიზიკური და ქიმიური თვისებების განსაზღვრა მათი შედგენილობიდან და
აღნაგობიდან გამომდინარე;
• შეეძლება ორგანული ქიმიის საკითხებზე არგუმენტირებულად მსჯელობა, საკუთარი მოსაზრების
დასაბუთება;
• შეეძლება ინდუქციური და მეზომერული ეფექტების გათვალისწინებით ფუნქციონალურ ნაერთებში
ატომთა ურთიერთგავლენის დადგენა და შესაბამისად ქიმიური თვისებების განსაზღვრა;
• შეეძლება ორგანული ქიმიის დარგში საკუთარი მოსაზრების წერილობითი და ზეპირი გადმოცემა;
• შეეძლება საქმიანობიდან გამომდინარე ცოდნის დამოუკიდებლად გაუმჯობესება.

სწავლების და სწავლის მეთოდებს


სწავლებისა და სწავლის მეთოდებია:
• წიგნზე მუშაობის მეთოდი;
• ვერბალური მეთოდი;
• დისკუსია;
• ანალიზი.

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. დასკვნითი შეფასება არის სავალდებულო.
თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება გავლილად. საგანი ითვლება
ჩაბარებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასებისა და დასკვნითი
შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ მათგანში.

შუალედური შეფასებების ჯამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 30 ქულა.


დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 11 ქულა.

შენიშვნა: სასემინარო ქვიზის აღდგენა არ ხდება (აღდგენს ალტერნატივა არის ბონუსი).

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით ფინალურ გამოცდაზე (Fx):

• თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების შედეგად უგროვდება 41
და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების სისტემის შესაბამისად).
• ასევე, სტუდენტი უფლებამოსილია გავიდეს განმეორებით გამოცდაზე, თუ მან გადალახა შუალედური და
დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და ორივე შეფასების შედეგად უგროვდება 41-50
ქულა/%.

2
გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის
დებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას. დარღვევის
სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა, უშუალოდ
შეფასების კომპონენტის დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია აგრარული და
საბუნებისმეტყველო სკოლის დეკანთან. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის აუცილებელ (მაგრამ არა
საკმარის) წინაპირობას.

შუალედური შეფასება
შუალედური შეფასება - 70 ქულა:

კომპონენტი 1. შუალედური გამოცდა - 40 ქულა.


სემესტრის განმავლობაში, სტუდენტები დაწერენ 1 შუალედურ გამოცდას, სწავლების მე-12 კვირას (თარიღი
შეიძლება შეიცვალოს და მოგვიანებით დაზუსტდეს).
40 დავალება არჩევით პასუხიანია (4 სავარაუდო პასუხიდან მხოლოდ ერთია სწორი) - თითოეული სწორი პასუხი
ფასდება 1 ქულით, არასწორი - 0 ქულით.
კომპონენტი 2. სასემინარო გამოკითხვები – 30 ქულა. 3x10=30
სემესტრის განმავლობაში სტუდენტებსს უტარდებათ სამი სასემინარო გამოკითხვა. გამოკითხვა ტარდება
სემინარების მსვლელობისას, სწავლების მე-5, მე-10, მე-14 კვირას.

გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს ზეპირი ან წერილობითი სახით სემინარის დროს. თითოეული ზეპირი თუ
წერილობითი გამოკითხვა (ქვიზი) ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით.

წერილობითი გამოკითხვის (ქვიზის) შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმები ინდივიდუალურია თითოეული


დავალებისთვის და მოცემული იქნება დავალებაში. ქვიზი შედგება მხოლოდ ღია ტიპის კითხვებისაგან.
თითოეული სწორი პასუხი ფასდება ან 0.25, ან 0.5 ან 1 ქულით, არასწორი პასუხი - 0 ქულით.

ზეპირი გამოკითხვის შემთხვევაში, თითოეული გამოკითხვის შეფასება მოხდება შემდეგნაირად:

• 10-9 ქულა: სტუდენტი სწორად და თანმიმდევრულად განიხილავს საკითხს, მაქსიმალურად იყენებს


გავლილ მასალას, აკეთებს სწორ დასკვნებსა და შეფასებებს. ამომწურავად პასუხობს ლექტორის ყველა
შეკითხვას.
• 8-6 ქულა: სტუდენტი სწორად და თანმიმდევრულად განიხილავს საკითხს, ხშირად იყენებს გავლილ
მასალას, აკეთებს სწორ დასკვნებსა და შეფასებებს. ლექტორის შეკითხვების დიდ ნაწილს კარგად პასუხობს.
• 5-3 ქულა: სტუდენტი განიხილავს საკითხს სწორად, მაგრამ მისი პასუხები საჭიროებს მეტ
თანმიმდევრულობას. აკეთებს მეტ-ნაკლებად სწორ დასკვნებსა და შეფასებებს. ჩანს გავლილი მასალის
დამაკმაყოფილებელი ცოდნა. ლექტორის შეკითხვების ნაწილს პასუხობს, უშვებს მეორეხარისხოვან
შეცდომებს.
• 2-1 ქულა: სტუდენტი არასწორად და არათანმიმდევრულად განიხილავს საკითხს, მაქსიმალურად არ
იყენებს გავლილ მასალას. სტუდენტი ვერ პასუხობს ლექტორის კითხვების უმეტესობას.
• 0 ქულა: სტუდენტი ვერ პასუხობს საკითხს ან პასუხობს სხვა საკითხს/სტუდენტს არ მიუღია მონაწილეობა
ზეპირ გამოკითხვაში.

დასკვნითი შეფასება
დასკვნითი გამოცდა - 30 ქულა. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტს ეძლევა 20 დავალება.
15 დავალება არჩევით პასუხიანია (4 სავარაუდო პასუხიდან მხოლოდ ერთია სწორი) - თითოეული სწორი პასუხი
ფასდება 1 ქულით, არასწორი - 0 ქულით.
5 დავალება ღია ბოლოიანია (სავარაუდო პასუხების გარეშე) - თითოეული 3-ქულიანი შეფასებით.

ღიაბოლოიანი დავალებების შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

3
• 3 ქულა - სტუდენტი სწორად და თანმიმდევრულად განიხილავს საკითხს, აკეთებს სწორ დასკვნებსა და
შეფასებებს. პასუხი არის სრული.
• 2 ქულა - სტუდენტი სწორად განიხილავს საკითხს, მაგრამ ზოგიერთი დასკვნა და შეფასება არასწორია,
პასუხი ნაწილობრივაა სრულყოფილი;
• 1 ქულა - სტუდენტი შეცდომებს უშვებს საკითხის განხილვისას, თუმცა ზოგიერთ დეტალებში ერკვევა;
• 0 ქულა - სტუდენტი საერთოდ ვერ პასუხობს საგამოცდო საკითხებს.

ბონუსი - 10 ქულა - იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სურვილი ექნება ქვიზებზე მიღებული შედეგების


გამოსწორების ან გაუმჯობესების, ან გაცდენილი სასემინარო ქვიზის აღდგენის, დამატებით მიეცემა 10-
ქულიანი წერითი დავალებები.
ბონუსი ტარდება სწავლების მე-15 კვირას.
წერილობითი გამოკითხვის (ქვიზის/ბონუსის) შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმები ინდივიდუალურია
თითოეული დავალებისთვის და მოცემული იქნება დავალებაში. ქვიზი შედგება მხოლოდ ღია ტიპის
კითხვებისაგან. თითოეული სწორი პასუხი ფასდება ან 0.25, ან 0.5 ან 1 ქულით, არასწორი პასუხი - 0 ქულით.

შეფასების შკალა
პროცენტული რიცხვითი ექვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან შკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

აუცილებელი მასალები
1. სერგო ადამია. ქიმია - გაღრმავებული კურსი. მეოთხე გამოცემა.
2. ბ.არზიანი. ორგანული ქიმია. 2014.
3. შ.სამსონია, მ.გვერდწითელი, ი, ჩიკვაიძე, ლ. კვირიკაძე. ორგანული ქიმია. თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა. 2017;
4. ელიზბარ ელიზბარაშვილი. ორგანული ქიმია, სპქა-ს გამომცემლობა, 2013.

დამატებითი მასალები
• http://www.organic-chemistry.org
• https://www.khanacademy.org/science/organic-chemistry

კალენდარული გეგმა
კურსი მოიცავს 15 სთ. ლექციას და 28 სთ. სემინარს. 2 სთ შუალედურ გამოცდას და 2 სთ დასკვნით გამოცდას.

4
მეცადინეობის
კვირა თემა დავალება
ტიპი
შესავალი ლექცია:
• ორგანული ქიმიის განვითარების ისტორია, მიზნები
და ამოცანები;
• კავშირი სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთა;
[1] გვ. 281-297;
• ორაგანულ ნაერთთა კლასიფიკაცია და
ლექცია [2] გვ. 6-18.
ნომენკლატურა;
• ორგანულ ნაერთთა ქიმიური აღნაგობის თეორია;
• იზომერია და მისი ძირითადი სახეები;
• ელექტრონული წარმოდგენები ორგანულ ქიმიაში.

ორაგანულ ნაერთთა კლასიფიკაცია.


• IUPA-ის ნომენკლატურა (ჩანაცვლებითი და
რადიკალურ-ფუნქციური);
1 • ნაერთთა ტრივიალური სახელწოდებები;
• ორგანულ ნაერთთა ქიმიური აღნაგობის თეორიის
ძირითადი დებულებების განხილვა;
• იზომერია და მისი ძირითადი სახეების
(სტრუქტურული და სტერეო- იზომერია) ზოგადი
[1] გვ. 281-297;
მიმოხილვა;
სემინარი [2] გვ. 6-18.
• ორგანული ნაერთების შემადგენელი ძირითადი
ელემენტების (C, H, O, N და ა.შ.) და მათი თვისებების
დახასიათება ატომის აღნაგობიდან გამომდინარე;
• ატომური ორბიტალების ჰიბრიდიზაცია;
ჰიბრიდიზაციის ტიპები;
• ჩამნაცვლებლის ელექტრონული გავლენის გადაცემა
- და −ბმების გასწვრივ (I და M-ეფექტი);
• ქიმიური ბმის ჰომოლიზური და ჰეტეროლიზური
გაწყვეტის მექანიზმები.
[1] გვ. 298-306; 325-328.
ლექცია ნაჯერი ნახშირწყალბადები: ალკანები და ციკლოალკანები.
[2] გვ. 31-45.
• ალკანები: იზომერია, ნომენკლატურა;
ელექტრონული და სივრცითი აღნაგობა; მიღების
მნიშვნელოვანი მეთოდები; ფიზიკური თვისებები;
კავშირი ნაერთთა მოლეკულურ მასასა და
დუღილის/ლღობის ტემპერატურას შორის; ქიმიური
2 [1] გვ. 298-306; 325-328.
თვისებები: ჰალოგენირება (SR მექანიზმი);
სემინარი [2] გვ. 27-45.
ნიტრირება; ჟანგვა; კრეკინგი; იზომერიზაცია.

• ციკლოალკანები: აღნაგობა, ნომენკლატურა,


იზომერია; მიღება; ფიზიკური და ქიმიური
თვისებები - ჰალოგენირება, ჰიდროჰალოგენირება,
ჰიდრირება, კატალიზური დეჰიდრირება.
[1] გვ. 303-325;
3
უჯერი ნახშირწყალბადები: ალკენები, ალკადიენები, [2] გვ. 45-54; 54-56; 56-
ლექცია
ალკინები. 63.

5
• ალკენები: ელექტრონული აღნაგობა,
ნომენკლატურა, იზომერია; ფიზიკური და ქიმიური
თვისებები (ჰალოგენირება (AE მექანიზმი);
ჰიდროჰალოგენირება (მარკოვნიკოვის წესი);
ჰიდრირება; ჰიდრატაცია; ჟანგვა; წვა;
პოლიმერიზაცია.
• ალკადიენები: კუმულირებული, იზოლირებული და
შეუღლებული დიენები; იზომერია და
[1] გვ. 303-325;
ნომენკლატურა; მიღება, ფიზიკური და ქიმიური
სემინარი [2] გვ. 45-54; 54-56; 56-
თვისებები (ჰალოგენირება, ჰიდრირება,
63.
პოლიმერიზაცია).
• ნუკელოფილური და ელექტროფილური
რეაგენტები. რეაქციის იონური მექანიზმები.
• ალკინები: ნომენკლატურა და იზომერია; აღნაგობა;
მიღება; ფიზიკური და ქიმიური თვისებები
(ჰიდრირება, ჰალოგენირება, ჰიდროჰალოგენირება,
ჰიდრატაცია, ჟანგვა, წვა, დი- და ტრიმერიზაცია,
ჩანაცვლება).
[1] გვ. 332-340;
ლექცია არომატული ნახშირწყალბადები - არენები.
[2] გვ. 63-70.
• არომატულობა - ჰიუკელის არომატულობის
კრიტერიუმები
• არენები: ბენზოლის აღნაგობა; იზომერია და
ნომენკლატურა; მიღება; ფიზიკური და ქიმიური
4
თვისებები (ჰალოგენირება, ნიტრირება, სულფირება,
სემინარი [1] გვ. 332-340;
ალკილირება, მიერთების რეაქციები, ჟანგვის
[2] გვ. 63-70.
რეაქციები).
• I და II რიგის ჩამნაცვლებლები; ბენზოლის ბირთვში
ჩანაცვლების (ორიენტაციის) წესი.

ნახშირწყალბადების ჰიდროქსინაწარმები: სპირტები;


ლექცია [1] გვ. 349-359;
ფენოლები.
[2] გვ. 87-97; 97-106.
• ნაჯერი ერთატომიანი სპირტები: ნომენკლატურა;
მიღების მეთოდები; ფიზიკური და ქიმიური
თვისებები;
• ორატომიანი სპირტები (ზოგადი მიმოხილვა);
5-6
• სამატომიანი სპირტები (ზოგადი მიმოხილვა); [1] გვ. 349-359;
სემინარი • ფენოლები და არომატული სპირტები (ზოგადი [2] გვ. 87-97; 97-106.
მიმოხილვა);
• ერთატომიანი ფენოლები (ზოგადი მიმოხილვა);
• ორატომიანი ფენოლები (ზოგადი მიმოხილვა);
• სამატომიანი ფენოლები (ზოგადი მიმოხილვა).
სასემინარო გამოკითხვა #1
[1] გვ. 360-365;
ლექცია კარბონილური ნაერთები: ალდეჰიდები და კეტონები.
[2] გვ. 107-117.
• ალდეჰიდები და კეტონები: იზომერია და
7 ნომენკლატურა; მიღების მეთოდები; ფიზიკური და
სემინარი ქიმიური თვისებები; [1] გვ. 360-365;
• უჯერი ალდეჰიდები; [2] გვ. 107-117.
• არომატული ალდეჰიდები
კარბონმჟავები: ერთ- და მრავალფუძიანი, ნაჯერი უჯერი, [1] გვ. 366-371;
ლექცია
არომატული კარბონმჟავები. [2] გვ. 129-139.
8
• ნაჯერი ერთფუძიანი კარბონმჟავები: ზოგადი [1] გვ. 366-371;
სემინარი
ფორმულა; ჰომოლოგიური რიგი; მიღების [2] გვ. 129-139.

6
მეთოდები; ფიზიკური და ქიმიური თვისებები;
ცალკეული წარმომადგენლები;
• უჯერი ერთფუძიანი კარბონმჟავები: ზოგადი
მიმოხილვა; ცალკეული მნიშვნელოვანი
წარმომადგენლები;
• ნაჯერი ორფუძიანი კარბონმჟავები: მნიშვნელოვანი
წარმომადგენლები;
• უჯერი ორფუძიანი მჟავები: მნიშვენელოვანი
წარმომადგენლები;
• ერთ- და ორფუძიანი არომატული მჟავები.
ესტერები - ნომენკლატურა, კლასიფიკაცია, მიღება, [1] გვ. 372-375;
თვისებები; [2] გვ. 143 -146; 240-
ლექცია
ცხიმები - კლასიფიკაცია; ცხიმების შედგენილობაში 245.
შემავალი მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავები.
• ესტერები - ნომენკლატურა, მიღების მეთოდები,
ჰიდროლიზი;
9
• ესენციები;
[1] გვ. 372-375;
• ცვილები;
სემინარი [2] გვ. 143 -146; 240-
• გლიცერიდები;
245.
• უმაღლესი ცხომოვანი მჟავები;
• თხევადი და მყარი ცხიმები.

ორაგნული აზოტშემცველი ნაერთები: ამინები და [1] გვ. 386-397;


ლექცია ამინომჟავები. [2] გვ.157-163; 173-
180;164-172.
• ამინები: ალიფატური და არომატული ამინები,
10
მიღება და თვისებები;
[1] გვ. 386-397;
სემინარი • ამინომჟავები: იზომერია, ნომენკლატურა, მიღება,
[2] გვ.157-163; 173-180;
თვისებები;
სასემინარო გამოკითხვა #2
ჰიდროქსი- და ოქსომჟავები. [1] გვ. 376-385;
ლექცია
ნახშირწყლები: მონო-, ოლიგო- და პოლისაქარიდები [2] გვ. 164-172; 188-205.
ჰიდროქსი-და ოქსომჟავები: იზომერია, ნომენკლატურა,
მიღების მეთოდები, ფიზიკური და ქიმიური თვისებები;
• ერთფუძაინი მონოჰიდროქსიმჟავები;
• არომატული ჰიდროქსიმჟავები;
• ოქსომჟავები (ალდეჰიდ- და კეტომჟავები):
მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.კლასიფიკაცია,
ნომენკლატურა;
• აღნაგობა და სტერეოიზომერია;
ალდოზები და კეტოზები;
11-12 • გლუკოზისა და ფრუქტოზის ციკლური და [1] გვ. 376-385; 386-397;
სემინარი აციკლური ფორმები; [2] გვ.164-172; 188-205.
• ციკლო-ოქსო ტაუტომერია;
• მონოსაქარიდების ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური
თვისებები;
• მონოსაქარიდების პრაქტიკული მნიშვნელობა;
• მალტოზა, ცელობიოზა, ლაქტოზა, ტრეჰალოზა,
საქაროზა -ზოგადი დახასიათება, ფიზიკური და
ქიმიური თვისებები, პრაქტიკული მნიშვნელობა;
• სახამებელი, ცელულოზა - ზოგადი დახასიათება,
ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, პრაქტიკული
მნიშვნელობა.

შუალდეური გამოცდა

7
ლექცია ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ჰეტეროციკლური ნაერთები [1] 340-342.
ჰეტეროციკლური ნაერთები: კლასიფიკაცია, ნომენკლატურა.
არომატული ჰეტეროციკლური ნაერთები.
ხუთწევრიანი ჰეტეროციკლური ნაერთები:
13 [1] 340-342.
სემინარი • ფურანი და მისი ნაწარმები;
• თიოფენი და მისი ნაწარმები;
• პიროლი და მისი ნაწარმები;
• პურინ- და პირიმიდინ ფუძეები.
ლექცია მაღალმოლეკულური ნაერთები [1] გვ. 398-411.
• პოლიმერი;
• მონომერი;
• პოლიმერიზაციის ხარისხი;
• სტრუქტურული ერთეული;
• ბუნებრივი პოლიმერი;
14 • ხელოვნური პოლიმერი;
სემინარი [1] გვ. 398-411.
• სინთეზური პოლიმერი;
• პოლიმერიზაციის და პოლიკონდენსაციის
რეაქციები;
• შესაბამისობა მონომერსა და პოლიმერის
მაკრომოლეკულას შორის
სასემინარო გამოკითხვა #3
შემაჯამებელი ლექცია: სალექციო კურსში წარმოდგენილი
ლექცია
მასალის ანალიზი. ორაგნულ ნაერთთა ურთიერთკავშირი.
სალექციო კურსში წარმოდგენილი მასალის ანალიზი.
15 განხილულ ნაერთთა ურთიერთკავშირი. მათი მნიშვნელობა
სემინარი ცოცხალ სამყაროში მიმდინარე საციცოცხლო პროცესებში,
სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში.
ბონუსი
დასკვნითი გამოცდა

დამატებითი მოთხოვნები

სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარობისას აუდიო-ვიდეო


გადაღება/ჩაწერა, სთრიმინგი (პირდაპირ ეთერში გადაცემა) აკადემიური პერსონალის/ლექტორის და აუდიტორიის
თანხმობის გარეშე. ამასთან, აკრძალულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერის საჯარო გავრცელება.

აკადემიური ეთიკის დაცვა კურსის აუცილებელი ელემენტია. მაგალითად, პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში
სტუდენტს კურსში ეწერება შეფასება F (დეტალურად იხილეთ სტუდენტის ეთიკის კოდექსი).

You might also like