You are on page 1of 18

სასწავლო კურსი - აუდიტი

სალექციო თემა-

გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი

თათია უდესიანი
ასისტენტ პროფესორი

2023წ.
სასწავლო კურსი
• ლექცია / სემინარი: I-XV კვირა;
• შუალედური გამოცდა: VIII კვირა;
• დასკვნითი შეფასება: XVII/XVIII კვირა.

სემესტრული შეფასება:

• 5 ზეპირი გამოკითხვა (დისკუსია/მსჯელობა) - 15 (თითოეული მაქსიმუმ 3 ქულა);


• 3 პრაქტიკული დავალება - 15 ქულა (თითოეული მაქსიმუმ 5 ქულა);

შუალედური გამოცდა (თითოეული მაქსიმუმ 30 ქულა):


• 6 ღია კითხვა – 30 ქულა (თითოეული მაქსიმუმ 5 ქულა) ;

დასკვნითი შეფასება
• 1 პრაქტიკული დავალება (ქეისის ანალიზი) - 10 ქულა (თითოეული მაქსიმუმ 10 ქულა);
• 6 ღია კითხვა - 30 ქულა (თითოეული 5 ქულა);
შეფასებები

• „სემესტრულ შეფასებაში“ (ე.წ აქტივობის კომპონენტი: ზეპირი გამოკითხვა + პრაქტიკული

დავალებები) სტუდენტმა უნდა გადალახო მაქსიმალური ქულის 41%, რომ დაიშვას დასკვნით

გამოცდაზე.

• „შუალედურ გამოცდაში“ სტუდენტმა უნდა გადალახოს შეფასების 41 %, რომ ჩაეთვალოს შეფასება.

• სტუდენტმა „სემესტრულ შეფასებასა“ (ე.წ. აქტივობის კომპონენტი) და „შუალედურ გამოცდებში“

ჯამში უნდა გადალახოს ჯამური ქულის 41%, რათა დაიშვას ფინალურ გამოცდაზე.

• დასკვნით გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა.

• თუ სტუდენტი ვერ გადალახავს ზღვარს შუალედურ გამოცდაში, სტუდენტს უნულდება

შეფასება, თუმცა მას ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს კრედიტი, თუკი დააკმაყოფილებს

ზემოთ მოცემული პირობას.


დამატებითი ინფორმაცია

• სტუდენტის მიერ აქტივობის და გამოცდების აღდგენა ხდება მხოლოდ ადმინისტრაციის ნებართვის

შემდეგ, სტუდენტის მიერ შესაბამის ვადებში წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე.

• აქტივობის კომპონენტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წარმოადგენს ფინალურზე

გასვლის წინაპირობას.

• როგორც გამოცდების, ასევე შესრულებული პრაქტიკული დავალებების წარმოდგენისას,

გადაწერილი / მსგავსი ნაშრომები განულდება და აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობება

ადმინისტრაციას.

 საკომუნიკაციო საშუალებად გამოიყენება BTU CLASSROOM და email: Tatia.udesiani@btu.edu.ge;


ანგარიშგების (რეპორტინგის) შემდგომ ეტაპს:
• აუდიტის შედეგების მონიტორინგი - მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე რამდენად
განხორციელდა ობიექტზე აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრა.

• შიდა აუდიტორული შემოწმების დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების


მონიტორინგი ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
• შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი შეიმუშავებს (შეიძლება დაამტკიცოს კიდეც )
რეკომენდაციის შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებების დეტალურ სამოქმედო გეგმას და
ატყობინებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსს.
• შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი, თავის მხრივ, არსებული რისკების შეფასებიდან
გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას მონიტორინგის პერიოდის განსაზღვრის შესახებ და
ითვალისწინებს წლიურ გეგმაში: ან შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში ან ცალკე
მონიტორინგის განხორციელების სახით
• საუკეთესო შემთხვევაში, შიდა აუდიტის ობიექტი ყოველთვის ასრულებს შიდა აუდიტის
სუბიექტის რეკომენდაციებს.
• საბიუჯეტო შეზღუდვების, პრიორიტეტების განსხვავებულად განსაზღვრისა და სხვა
ფაქტორების გამო, შიდა აუდიტის ობიექტები ხშირად ვერ ახერხებენ რეკომენდაციების
სრულად ან საერთოდ შესრულებას. ასეთ დროს შესაძლებელია, რომ მნიშვნელოვანი
რისკები დარჩეს რეაგირების გარეშე, რამაც შეიძლება მთლიანად დაწესებულება დააყენოს
რისკის ქვეშ
• შიდა აუდიტის სუბიექტი ახორციელებს გაცემული რეკომენდაციების შედეგად სამოქმედო
გეგმის შესრულების მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, აწვდის შესაბამის ანგარიშს
დაწესებულების ხელმძღვანელს.
• შიდა აუდიტის წლიური გეგმა უნდა მოიცავდეს განხორციელებული შიდა აუდიტორული
შემოწმების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.
• მონიტორინგის განხორციელების პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს იმ რეკომენდაციების
შესრულების ვადებს, რომლებიც გამოითქვა შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების
პროცესში.
• მონიტორინგის პროცესში, შიდა აუდიტორებმა მიზნად უნდა დაისახონ იმ ქმედებების
შეფასება, რომლებიც განხორციელდა შიდა აუდიტის ობიექტის მხრიდან რეკომენდაციების
შესასრულებლად.
• როდესაც შიდა აუდიტორი აწარმოებს მონიტორინგს რეკომენდაციების შესრულებაზე, მან უნდა
განსაზღვროს გადაიდგა თუ არა გამოსასწორებელი ნაბიჯები და მოხდა თუ არა
სასურველი შედეგის მიღწევა.
• შიდა აუდიტორებმა უნდა შეისწავლონ და მოხდინონ შიდა აუდიტორულ ანგარიშში
მოცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის დოკუმენტირება და ასახონ
გაუმჯობესდა თუ არა შიდა აუდიტის ობიექტის მდგომარეობა.
• რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის და მონიტორინგის პროცედურების
დასრულებისას, შიდა აუდიტის ჯგუფმა უნდა შეადგინოს რეკომენდაციების შესრულების
მონიტორინგის ანგარიში, რომელიც წარედგინება შიდა აუდიტის ობიექტის უფროსს

მონიტორინგის დაგეგმვა და მისი განხორციელების გზები შემდეგ ფაქტორებზეა


დამოკიდებული:
• შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესის მნიშვნელობა და გამოვლენილი სისუსტეები;
• ცვლილებების განხორციელების პერიოდი;
• რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო ქმედებების და დანახარჯების მოცულობა;
• ქმედებები დაკავშირებული რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან;
• დამატებითი ზომების განხორციელების წარუმატებლობის შემთხვევაში პრობლემების
გაჩენის რისკი
• შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა, რეკომენდაციების შესრულების საბოლოო ვადის გასვლამდე
(სასურველია ერთი კვირით ადრე) შეიძლება შიდა აუდიტის ობიექტს გაუგზავნოს წერილი და
აცნობოს, რომ ახლოვდება რეკომენდაციის შესრულების საბოლოო ვადა (თუ საპასუხოდ
არანაირი ინფორმაცია პროგრესის შესახებ არ იქნა მანამდე მიღებული )
• საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა
დამატებით დაექვემდებარება შიდა აუდიტორულ შემოწმებას.
• თუ მონიტორინგის განხორციელების ფაზაში დადგინდება , რომ შიდა აუდიტის ობიექტის
ხელმძღვანელობას არ მიუღია ზომები სისუსტეების გამოსასწორებლად და რეკომენდაციების
შესასრულებლად, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შევა წლიურ ანგარიშში
• თუ შეფასების დროს დადგინდა, რომ გაცემული რეკომენდაციები არ შესრულდა ან
არასრულადაა შესრულებული, შიდა აუდიტორებმა უნდა გააანალიზონ რეკომენდაციების
შეუსრულებლობის შედეგები და შეაფასონ დამატებითი რისკები , რაც გამოწვეულია შიდა
აუდიტის ობიექტის უმოქმედობით ან არასაკმარისი ძალისხმევით .
• როდესაც შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი არ ითვალისწინებს შიდა აუდიტის
სუბიექტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს და არ ცდილობს ხარვეზების აღმოფხვრას,
ასეთ შემთხვევაში შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ატყობინებს აღნიშნულის შესახებ
დაწესებულების ხელმძღვანელს
• პროგრესის არარსებობის და მაღალი რისკების აღმოჩენის შემთხვევაში , შიდა აუდიტის
სუბიექტის უფროსმა წერილობით უნდა შეატყობინოს დაწესებულების ხელმძღვანელს
რეკომენდაციების შეუსრულებლობის შესახებ და განუმარტოს აღნიშნული რისკებისა და
მოსალოდნელი შედეგების დაწესებულებაზე ზეგავლენის ხარისხის შესახებ .
რეკომენდაცია

• კრიტიკული მნიშვნელობის რეკომენდაცია მოითხოვს მის დაუყოვნებელ შესრულებას, ვინაიდან


მითითებული საფრთხე არსებითად ზრდის ფინანსურ და რეპუტაციულ რისკებს და საფრთხეს უქმნის
დაწესებულების საქმიანობას. პროცესის, ოპერაციის, საქმიანობის სფეროს შიდა კონტროლის
სისტემა არაეფექტიანია ან ძალზედ ახალი, რეკომენდაციის შესრულებაზე მყარდება პერმანენტული
კონტროლი. მიუხედავად იმისა დასრულებულია თუ არა აუდიტის პროცესი, რეკომენდაციის
შესრულებისას მოწმდება მისი შედეგიანობა.
• არსებითი მნიშვნელობის რეკომენდაცია მოითხოვს მითითებულ ვადაში შესრულებას.
მითითებული საფრთხის რეალიზაცია არსებითად ზრდის ფინანსურ და რეპუტაციულ რისკებს და
საფრთხეს უქმნის დაწესებულების გამართულ საქმიანობას. პროცესის, ოპერაციის, საქმიანობის
სფეროს შიდა კონტროლის სისტემა ადეკვატურია. რეკომენდაციის შესრულებაზე მყარდება
პერმანენტული კონტროლი.
• საშუალო მნიშვნელობის რეკომენდაცია მოითხოვს მითითებულ ვადაში შესრულებას.
მითითებული საფრთხის რეალიზაცია ზრდის ფინანსურ და რეპუტაციულ რისკებს. პროცესის,
ოპერაციის, საქმიანობის სფეროს შიდა კონტროლის სისტემა ადეკვატურია. რეკომენდაციის
შესრულება პერიოდულად მოწმდება.
• დაბალი მნიშვნელობის რეკომენდაცია მოითხოვს მითითებულ ვადაში შესრულებას ან
გრძელვადიან იმპლემენტაციას. მითითებული საფრთხის რეალიზაცია ზრდის ფინანსურ და
რეპუტაციულ რისკებს გრძელვადიან პერსპექტივაში. პროცესის, ოპერაციის, საქმიანობის სფეროს
შიდა კონტროლის სისტემა ადეკვატურია. რეკომენდაციის შესრულება შესახებ ინფორმაცია
აისახება მომდევნო შემოწმების ანგარიშში.
SMART
• Specific - კონკრეტული
• Measurable - გაზომვადი
• Achievable - განხორციელებადი (მიღწევადი)
• Relevant - შესაბამისი
• Time bound - დროში გაწერილი

• 5W - ვინ, რა, როგორ, რატომ, როდის


აუდიტის ობიექტი

შესრულების სტატუსი
N შესრულების მტკიცებულება
შესრულებულია არ არის დრო
შესრულებული

რეკომენდაცია
N1
რეკომენდაცია
N2
რეკომენდაცია
N3
რეკომენდაცია
N4
რეკომენდაცია
N5
რეკომენდაცია
N6
• https://sao.ge/ka/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90
%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%
83%98?isAudit=true
• განსახილველი ქეისები
• ჩამოთვალეთ აუდიტის დასკვნის სახეები და იმსჯელეთ რა შემთხვევაში იწერება თითოეული;

• თაღლითობის და კონტროლი მაღალი რისკების შემთხვევაში, რომელი ტიპის დასკვნას


აირჩევდით და რატომ?

• თუკი ხართ აუდიტის ჯგუფის მენეჯერი, ვალდებული ხართ თუ არა რომ მოაწეროთ ხელი
აუდიტორულ დასკვნას?
აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ :
• წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დებიტორული დავალიანებები 2020 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით შეადგენს 320 553 ლარს, 31 დეკემბრის მდგომარეობით 469 525 ლარს, თუმცა ფინანსური
ანგარიშგების ბალანსში, დებიტორული დავალიანება არ არის აღრიცხული.
• შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, ვერ დგინდება, 2020 და 2021
წლების მოგების გადასახადის გაანგარიშების საფუძვლიანობა.
• 2010 წლიდან ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ
მოახერხა აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენა და მათი შედარება
ორგანიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტებთან.

განიხილეთ შესაძლო რისკები და შეიმუშავეთ რეკომენდაცია აღნიშნულ რისკებთან მიმართებით;

You might also like