You are on page 1of 6

საბაზრო ეკონომიკაში კონტროლის როლი მნიშვნელოვნად იზრდება.

ეს
ყველაფერი გამოწვეულია იმით , რომ ყველაზე კონკურენტულ გარემოში ,
გამარჯვებულად ითვლება ის მეურნე , რომელსაც შეუძლია მინიმალური
დანახარჯებით პროდუქტის ან მომსახურების გაწევა. ეს კი შესაძლებელია
ორგანიზაციაში (საწარმო, ფირმა) შიდა ფინანსური კონტროლის კარგად
ორგანიზებული სისტემის დანერგვით.

შიდა აუდიტი ფინანსური კონტროლის ერთ-ერთი სახეობაა. შიდა აუდიტი


არის კომპანიის შიდა კონტროლი, რომელიც ორგანიზებულია საწარმოში
დამოუკიდებლად მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე.

შიდა აუდიტორთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IIA) განმარტების


შესაბამისად, „შიდა აუდიტი არის დამოუკიდებელი, ობიექტური მტკიცებულებითი
და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც ქმნის დამატებით ღირებულებას და
აუმჯობესებს დაწესებულების ფუნქციონირებას. იგი დაწესებულებას ეხმარება
მიზნების მიღწევაში , რისკის მენეჯმენტის, კონტროლისა და მართვის ავტონომიური
პროცესების შეფასებასა და გაუმჯობესებაში სისტემური, ორგანიზებული მიდგომის
გამოყენებით“.

შიდა აუდიტის სუბიექტის დებულება ოფიციალური დოკუმენტია,


რომლითაც განისაზღვრება შიდა აუდიტის საქმიანობის მიზანი, უფლებამოსილება
და პასუხისმგებლობა.შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შიდა
აუდიტის სუბიექტი ორგანიზაციულად უშუალოდ დაწესებულების ხელმძღვანელს
(მინისტრს, სახელმწიფო წარმომადგენელს, მერს და სხვ.) უნდა ექვემდებარებოდეს.

შიდა აუდიტის ფუნქციები მოიცავს:

● მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;

● ორგანიზაციაში სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებაში მეთოდოლოგიური


დახმარების გაწევა;

● მენეჯმენტის ყველა დონის მენეჯერებისთვის სანდო ეკონომიკური ინფორმაციის


მიწოდება, რათა მიიღონ რაციონალური მენეჯმენტის გადაწყვეტილებები;

● აქტივების დაცვა, ანგარიშგებისას ქონებისა და ვალდებულებების ასახვის


საიმედოობის უზრუნველყოფა;

● რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა;

● მენეჯმენტის მიერ დასახული ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტა;

● მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დაბეგვრის სისტემატიზაცია;

შიდა აუდიტის სუბიექტის ხელმძღვანელმა, კანონის მოთხოვნების


გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელთან და ცენტრთან შეთანხმებით
უნდა შეიმუშაოს შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა და შიდა აუდიტის წლიური
გეგმა.
შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესი ეხმარება
აუდიტორს ისეთი საკითხების იდენტიფიცირებაში, როგორიცაა:

● ადამიანური რესურსების განაწილება აუდიტის სხვადასხვა სფეროებში –


პერსონალის განაწილება მათი ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების მიხედვით
რთული და მაღალი რისკის ოპერაციების/სისტემების და შედარებით ნაკლები
ტექნიკური ცოდნის მქონე აუდიტის ჩასატარებლად;

● როგორ წარიმართება აუდიტის პროცესი;

● ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება და ა.შ.

შიდა აუდიტების უმეტესობის განხორციელების პირველი ნაბიჯი არის


შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ორგანოს მენეჯმენტის ინფორმირება
სტრუქტურის/დაწესებულების შესახებ, რომელშიც დაგეგმილია აუდიტი.ეს ხდება
ფორმალური წერილით, რომელიც ოფიციალურად აცნობებს აუდიტის ქვეშ მყოფი
სუბიექტის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აუდიტის შესახებ.მითითებული წერილი
უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის იგეგმება აუდიტი, ვინ
ჩაატარებს აუდიტს და რისთვის არის აუდიტი (მიმდინარე, დაგეგმილი,
მენეჯმენტის მოთხოვნა და ა.შ.).აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობის გარდა,
ზემოაღნიშნული ფორმალური წერილი ასევე უნდა გაეგზავნოს უშუალო
ხელმძღვანელს და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) აუდიტის მოქმედების სფერო და მიზნები ;

ბ) აუდიტის დაწყების თარიღი და ხანგრძლივობა;

გ) შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირების (მინიმუმ ჯგუფის ხელმძღვანელის)


სახელი და გვარი.

დაუშვებელია შიდა აუდიტორმა კონკრეტული მიზნის ან ამოცანების გარეშე


დაიწყოს დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება და საქმიანობაზე დაკვირვების
განხორციელება. ობიექტზე აუდიტის ჩატარება აუდიტორებს საშუალებას აძლევს
შეაფასონ სტრუქტურა , კონტროლის რისკი და გაეცნონ სისტემას.

ობიექტზე აუდიტის ჩატარებისას აუდიტორებმა უნდა გადაამოწმონ


სტრუქტურა , სწორად არის თუ არა აუდიტთან დაკავშირებული თანამშრომლების
სახელები და გვარები, შესწავლილ უნდა იქნეს შესაბამისი კანონები და
მარეგულირებელი წესები.აუდიტის საერთო მიზნებიდან გამომდინარე,
კორესპონდენციის ასლები უნდა განიხილებოდეს შესაბამისი მასალის გასაცნობად.

აუცილებელია შესაბამისი ანგარიშების ანალიზი , ასევე შეხვედრათა


ჩანაწერები, რომელიც დაკავშირებულია ისეთ აუდიტთან , როგორიცაა ოპერაციები ,
ბიუჯეტის შედგენა , ხარჯების ანალიზი , გარე აუდიტის შედეგები.

ობიექტის დათვალირება შიდა აუდიტორებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ


ამ სტრუქტურულ ერთეულს ან/და დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ
ერთეულს, მის ძირითად საქმიანობას და თანამშრომლებს. ის ასევე აძლევს
შესაძლებლობას აუდიტის ჯგუფს დაუსვას კითხვები და დააკვირდეს ორგანიზაციის
საქმიანობას.შიდა აუდიტის ფარგლებში ობიექტზე აუდიტის ჩატარების მიზანია იმ
დაშვებების რეალობის შემოწმება, რომლებიც გაკეთდა აუდიტის წინასწარი
დაგეგმვისას. გარდა ამისა, საჭიროა შესწავლილი იქნას ძირითადი სისტემები და
პროცესები, რადგან ინფორმაცია, რომელზედაც ეფუძნება წინასწარი აუდიტის
დაგეგმვა, ხშირად არასრულია. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც აუდიტის
ჯგუფს, რომელსაც დავალებული აქვს ამ აუდიტის ჩატარება, შეუძლია ცვლილებები
შეიტანოს დაგეგმილი აუდიტის მოცულობასა და მიზნებში.

შიდა აუდიტის განხორციელების პროცესის საფეხურები შეიძლება შეჯამდეს


შემდეგნაირად:

- აუდიტის დაგეგმვა და რესურსების განაწილება;

- რისკის ანალიზის ჩატარება პოტენციური კონტროლის რისკების გამოსავლენად;

-რისკის ანალიზის საფუძველზე, არსებული დროისა და სხვა რესურსების

-გათვალისწინებით, შიდა აუდიტის სტრატეგიული წლიური გეგმის შემუშავება და


შეცვლა;

-აუდიტის დაწყების შესახებ აუდიტის ობიექტისათვის წერილის გაგზავნა;

-სამუშაო დოკუმენტების მომზადება;

-პროცედურების დოკუმენტირება და კონტროლის გამოკვლევა;

-აუდიტის შედეგების შეჯამება და აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობასთან


განხილვა.

შიდა აუდიტის სამუშაო დოკუმენტები.

სამუშაო დოკუმენტები აკავშირებს აუდიტის მიერ ჩატარებულ სამუშაოს და


აუდიტის ანგარიშს. სამუშაო დოკუმენტები არის ჩანაწერების ორგანიზებული
სისტემა, რომელიც სრულად ასახავს შესრულებულ სამუშაოს და მოიცავს
აუდიტორის მიერ შექმნილ ან შეგროვებულ ყველა დოკუმენტსა და ინფორმაციას
ელექტრონული ფორმით, მათ შორის აუდიტორის მიერ გაკეთებული დასკვნების
დამადასტურებელი მტკიცებულებების, აუდიტის მოსაზრებებისა და დასკვნების
ჩათვლით. სამუშაო დოკუმენტებში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი
უნდა იყოს აუდიტორის დასკვნებისა და აუდიტორის დასკვნის დასადასტურებლად.
სამუშაო დოკუმენტები უნდა მომზადდეს და ჩატარდეს აღიარებული აუდიტის
სტანდატრების შესაბამისად.

(ა)სამუშაო დოკუმენტები უნდა იყოს მოწესრიგებული ისე, რომ აუდიტის


მცოდნესთვის გასაგები იყოს და დასკვნამდე მივიდეს დამატებითი ზეპირი ახსნა-
განმარტების გარეშე. სამუშაო დოკუმენტებში ინფორმაცია უნდა იყოს სრული,
მკაფიო და ლაკონური. ადეკვატურად მომზადებული სამუშაო დოკუმენტები
საშუალებას იძლევა ნებისმიერ დროს (მაგალითად, აუდიტის ეტაპის ბოლოს) სხვა
აუდიტორის მიერ გააგრძელოს ეს აუდიტი
ბ)სამუშაო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს გარკვეულ საბაზისო
ინფორმაციას.გამონაკლისი შეიძლება იყოს, მაგალითად კორესპონდენციის
ფაილები, ადმინისტრაციული ფაილები და სხვა, თავფურცელზე შეიძლება ასახული
იქნეს საჭირო ინფორმაციის ანოტაცია.

გ)სამუშაო დოკუმენტების უმეტესობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

სამუშაო დოკუმენტის ან თემის სათაური;

შემოწმებული საქმიანობის ან ფუნქციის დასახელება, სამუშაო დოკუმენტის


შემსრულებლისა და დამმოწმებლის დასახელება;

სამუშაო დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ვადები;

გამოყენებული ნიშნების, სიმბოლოების ან აბრევიატურების ახსნა;

სამუშაო დოკუმენტების ფაილების შენახვა და დაცვა

სამუშაო დოკუმენტები უნდა ინახებოდეს საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებიდან


მინიმუმ 6 წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა ფაქტორები
(როგორიცაა გამოძიება) მოითხოვს სამუშაო დოკუმენტების უფრო ხანგრძლივ
შენახვას. აუდიტის პროცესში შეგროვებული მასალა, რომელიც აღარ არის საჭირო,
უნდა განადგურდეს და არ დაარქივდეს.

სამუშაო დოკუმენტის ფაილები დაცული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ


შესაბამისი ნებართვის მქონე თანამშრომლებისთვის.

შიდა აუდიტის ანგარიშგება (დასკვნა)

შიდა აუდიტის ანგარიში არის შიდა აუდიტორის მიერ შესრულებული სამუშაოს


საბოლოო შედეგი. შიდა აუდიტის ანგარიშის მომზადების მრავალი მიზეზი ან
მიზეზთა კომბინაცია არსებობს, კერძოდ:

ა) რეკომენდაციების შემუშავება და ორგანიზაციული ცვლილებების ინიცირება -


სუბიექტის მიერ მომზადებულ ობიექტურ, დამოუკიდებელ ანგარიშში ასახული
რეკომენდაციების საფუძველზე დაწესებულებას შეუძლია განახორციელოს
ფუნდამენტური ორგანიზაციული ცვლილებები;

ბ)არსებული პრობლემების შესწავლა და განხილვა შიდა კონტროლის


თვალსაზრისით - შიდა კონტროლის ანგარიში ეხმარება მენეჯმენტს სრულყოფილად
გაიაზროს და შეისწავლოს შიდა კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები და
საკითხები;

გ) აუდიტისა და ხელმძღვანელობის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების


შედეგად გამოვლენილი ფაქტებისა და რეკომენდაციების მიმოხილვა;
დ) შიდა აუდიტორის მიერ ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი მტკიცებულებების
მოპოვება და მათ შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება

შიდა აუდიტის ანგარიშში ასახული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი


საკითხები: ანგარიშის სათაურში მითითებული უნდა იყოს აუდიტის თემის
დასახელება, იმ პირთა სახელი და თანამდებობა, რომლებთანაც უნდა გაიგზავნოს
ანგარიში, ასევე ანგარიშის შედგენის და წარდგენის თარიღი .

ანგარიშის ძირითადი ტექსტი შედგება ორი ნაწილისაგან: I - აუდიტის


ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები; II - აღმოჩენილი ფაქტებისა და
შეთანხმებული ქმედებების დეტალები.

აუდიტის ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

• რისკები;

• შეთანხმებული ღონისძიებები;

• პასუხისმგებლობა;

• შეთანხმებული ღონისძიებების განხორციელების ვადები.

ხარისხის კონტროლი

შიდა აუდიტის ხელმძღვანელმა უნდა შეიმუშაოს ხარისხის უზრუნველყოფის


პროგრამა, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ფუნქციის ყველა ასპექტს და
უზრუნველყოფს აუდიტის ხარისხსა და ეფექტურობას.

ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამით ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი


შიდა აუდიტის დარგობრივი კანონმდებლობის, სსიპ – სახელმწიფო შიდა
კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მითითებების, შიდა აუდიტის
სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის სუბიექტის
დებულების მოთხოვნების შესაბამისობის დაცვა.შიდა აუდიტის სუბიექტის
თანამშრომლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შიდა აუდიტის სერთიფიკატი ან
უნდა სწავლობდეს მუშაობის პარალელურად შიდა აუდიტის სერთიფიკატის
ასაღებად.

შიდა აუდიტორის უფლებები და მოვალეობები.

1. შიდა აუდიტორი უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების


განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია,
დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი
ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს,
შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა,
გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი შეზღუდვებისა.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ვალდებული არიან
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა
აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში.

3. შიდა აუდიტორი ვალდებულია:

ა) დაიცვას შიდა აუდიტის სუბიექტის დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები,


შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა
აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს


აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;

გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების,


სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის
ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის
განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი
გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და
გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

დ) დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა


აუდიტორული შემოწმების შედეგები

You might also like