You are on page 1of 3

1-მენეჯერული აღრიცხვა

1- საიმედო ინფორმაცია

1) მონაცემი ნიშნავს ფაქტებს, ის შედგება დაუმუშავებელი ფაქტებისგან, მოვლებესია და


ოპერაციებისგან, ასოები და რიცხვები, რომელთა დამუშავებაა საჭირო , რომ შემდგომ
გამოვიყენოთ.

2) ინფორმაციას არის მონაცემები, რომლებიც დამუშავებულია იმგვარად, რომ გააჩნია


ღირებულება, ანუ გამოდგება გადაწყვეტილების მისაღებად. (მენეჯერული
აღრიცხვისთვის უნდა იყოს) . ინფორმაცია სანდოა, როცა დროულია.

3) საიმედო ინფორმაცია- ზუსტი უნდა იყოს. სრულყოფილი უნდა იყოს.დანახარჯების


თვალსაზრისით ეფექტური. გასაგები. რელევანტური(ზედმეტი ინფო უნდა იყოს
ამოღებული). ხელმისაწვდომი, დრული.

2- დაგეგმივს, გადაწყვეტილების მიღებისა და კონტროლის მმართველობითი პროცესები

1) დაგეგმვა- ორგანიზაციის მიზნების განსაზღვრას და შესაბიმისი სტრატეგიის


შემუშავებას. დაგეგმვა შეიძლება იყოს გრძელვადიანი ანუ სტრატეგიული და ტაქტიკური .

2) გადაწყვეტილების მიღება- ჯერ უნდა დაგეგმო, მერე მიიღო გადაწყვეტილება. მერე


გადაწყვეტილების შესრულეა და კონტროლი.

3) კონტროლი- ინფორმაციის შეგროვება, ფაქტობრივი და მოსალოდნელი შედეგების


შედარება, თავდაპირველი მიზნების გადახედვა, შესწორება.

3-ორგანიზაციის მისია

1) ორგანიზაციის მიზნების მოკლე აღწერილობა. მისი 4 ელემენტია დანიშნულება რატომ


და რისთვის არსებობს, სტრატეგია რას და როგორ სთავაზობს, პოლიტიკა და კულტურა
როგორ ქცევას მოელის კომპანია თავის თანამშრომლებისგან, ღრებულებები .

4- დაგეგმვის დონეები

1) მიზნები უნდა იყოს შემდეგნაირი: კონკრეტული, გაზომვადი და მიღწევადი,


რელევანტური, დროული.

2) დაგეგმვის სამი დონე არსებობს- 1. სტრატეგიული დაგეგმვა-5 წელზე მეტი


პერიოდისთვის, მთლიანად ორგანიზაციისთვის. 2. ტაქტიკური დაგეგმვა- სტრატეგია
იშლება მართვად ბლოკებად, მოკლევადიანი გეგმები, რომლებიც უზრუნველყოფს
სტრატეგიის მიღწევას. 3. ოპერატიული- ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება .

5-ცენტრები

1) დანახარჯთა ცენტრი- წარმოების ან მომსახურების ადგილი, ფუნქცია, საქმიანობა,


რომლისთვისაც განისაზღვრება და აღირიცხება დანახარჯები. მაგალითად , საღებავის
მწარმოებლისთვის ეს იქნება: შემფუთავი, საღებავების შემრევი, გასაღების და
მარკეტინგის გნაყოფილება.
2) შემოსავლების ცენტრები- იღებს რეალიზაციიდან შემოსავლებს. დანახარჯთა ცენტრის
მსგავსია, მაგრამ მხოლოდ შემოსავლებზეა ორიენტირებული. რეგიონალური
მენეჯერების რეალიზაციის გეგმები აქვთ შესასრულებელი.

3) მოგების ცენტრი- მისთვის განისაზღვრება გაწეული ხარჯები და მოგება. თითეული


მოგების ცენტრი შეიძლება რამდენიმე დანახარჯთა ცენტრსა და შემოსავლებს
აერთიანებდეს. მენეჯერი პასუხისმგებელია როგორც დანახარჯებზე, ისე შემოსავლებზე
და შესაბამისად უდნა დაგეგმოს ყველაფერი, და აკონტროლოს. უნდა გროვდებოდეს
როგორც დანახარჯებთან, ასევე შემოსავლებთან დაკავშირებული მონაცემები .

4) ინვესტიციის ცენტრი- პასუხისმგებელია საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ასევე იმ


გადაწყვეტილებებზეც, რომელთაც გავლენას აქვს დანახარჯებსა და შემოსავლებზე .
ინვესტიციის ცენტრის მენეჯერი ანგარიშვალდებულია როგორც კაპიტალის გამოყენების
მაჩვენებელზე, ისე მოგებაზე. მისი შედეგი იზომება ROCE(return on capital employed),
მიღებული მოგების შეფარდებული გამოყენებულ კაპიტალზე, იგივე კაპიტალის უკუგება .

6-მმართველობითი აღრიცხვა

ფინანსური აღრიცხვა არაა საკმარისი მენეჯერებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად , ის


განკუთვნილია გარე პირებისთვის, მენეჯერებს ესაჭიროებათ ინფო ცალკეულ პროდუქტის
ხარჯზე და მისგან მიღებულ მოგებაზე.

სტრატეგიულ დონეზე შეიძლება აინტერესებდეთ ბაზარი და ეკონომიკა , კონკურენტები ,


ტაქტიკურ დონეზე პროდუქტის ხარისხი, მომხმარებლის დაკმაყოფილების დონე ,
ოპერატიულ დონეზე კი მასალების მიწოდების დრო, მანქანა საათების რაოდენობა.

მენეჯმენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისეთი რიცხვები უნდა იყოს


წარმოდგენილი, რომლებზეც ეს გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს, რიცხვები უნდა
იყოს: მომავალი- დანახარჯები და შემოსავლები, რომელბიც წარმოიშვება მომავალში .
დამატებითი ხარჯები- ხარჯები და შემოსავლები, რომელბიც წარმოიშობა
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ფულადი ნაკადები- ფაქტობრივი დანახარჯები ან
შემოსავლები.

მენეჯერებს ასევე აინტერესებთ არაფინანსური ინფორმაცია, ხარისხი , ქცევა მოტივაცია ,


მათი გაზომვა რთულია.

თავი 2- მონაცემთა წყაროები

1) მონაცემთა ტიპები: პირველადი მონაცემები მოიპოვება გამოკითხვით, დაკვირვებები ან


ექსპერიმენტები. შესაძლოა იყოს მიღებული მარკეტინგული მონაცემებიდან ,
თავდაპირველი კვლევებიდან.
2) მეორადი- წინა პერიოდში იყო შეგროვებული ან მიღებული კვლევის შედეგით. ასეთებია
ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, კომპანიების ანგარიშგებები. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია
წყაროს სანდოობა, სიზუსტე. ეს მონაცემები სხვა დანიშნულებით იყო შეგროვებული .

You might also like