You are on page 1of 19

1.

ბიზნესის გარემო და მისი ელემენტები

ბიზნესის გარემო, ეს არის იმ გარეშე ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც


არსებობენ, ბაზრის სამეურნეო სუბიექტების გარეთ და განსაზღვრავენ ამ
სუბიექტების ქცევის წესებს ბაზარზე.

ბიზნესის გარემოს განსაზღვრავენ სტიქიური ძალები - ეს ის ძალებია,რომლებიც


არსებობენ, თავს იჩენენ ბიზნესის ყოველდღიურ ყოფაში და რომელთა არსებობა
განისაზღვრება დროით.

ბიზნესის გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაძლებელია, გამოვყოთ


გამსხვილებულ ფაქტორთა ნუსხა, რომლებიც ერთიანდებიან ბიზნესის მიკრო, მაკრო
და საერთაშორისო ფაქტორებში.

მიკროგარემო მოიცავს: მიმწოდებლებს, მომხმარებლებს, კონკურენტებს,


პროფკავშირებს და ა.შ. მაკროგარემო მოიცავს: ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას,
საზოგადოებრივ-კულტურულ დონეს, ფიზიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას.

სოციალურ-კულტურული გარემო მოიცავს ყოველდღიურ ყოფით


ღირებულებებს, ქვეყნის მოსახლეობის ტრადიციებს.

გეოგრაფიული გარემო ბიზნესზე არსებით ზეგავლენას ახდენს. მაგალითად,


საქართველოს უნიკალური ფლორა და ფაუნა იძლევა შესაძლებლობას ტურიზმის
განვითარებისთვის.

ინსტიტუციური, ორგანიზაციულ-სამართლებრივი გარემო გულისხმობს იმ


ინსტიტუტების არსებობას, რომლებიც ეწევიან საკონსულტაციო, საბუღალტრო
მომსახურებებს.

საერთაშორისო გარემო ვლინდება იმპორიოტების, საზღვარგარეთის


ინვესტორების, ერთობლივი საწარმოების, მრავალეროვნული კორპორაციების
საქმიანობაში.
2)ბიზნესის შეფასების მიდგომები და პროცესები

ბიზნესის შეფასების პროცესში გამოიყენებენ გაანგარიშების სპეციალურ


ხერხებსა და მეთოდებს. ღირებულების შეფასების ხერხები და მეთოდები დგინდება
3 სახით:საშემოსავლო, ხარჯვითი და შედარებითი მიდგომა. საშემოსავლო მიდგომა-
მომავალი შემოსავლების მიმდინარე ღირებულების განსაზღვრაა.ბიზნესის
შეფასების საშემოსავლო მიდგომისას გამოიყენება შემოსავლების პირდაპირი
კაპიტალიზაციისა და დისკონტირებული ფულადი ნაკადის მეთოდი.შემოსავლების
კაპიტალიზაციის მეთოდი შეფასების მეთოდია,რომლის დროსაც ობიექტის
ღირებულება განისაზღვრება მიმდინარე შემოსავლებით კაპიტალიზაციის
კოეფიციენტზე გაყოფით. ამ მეთოდის საბაზრო ღირებულება
გამოიანგარიშება:V=D/R, სადაც V-ბიზნესის ღირებულებაა, D-ბიზნესის
წმ.შემოსავალი წლის განმავლობაში, R-კაპიტალიზაციის კოეფიციენტია. ხარჯვითი
მიდგომა-გულისხმობს ბიზნესის ღირებულების შეფასებას მასზე გაწეული
დანახარჯის მიხედვით. საწარმოს სალიკვიდაციო ღირებულების დადგენა
ცალკეული აქტივების მიხედვით ხდება. ქონების ღირებულების გასაანგარიშებლად
ვიყენებთ ფორმულას:C=H(1+K)-L. C-შეფასების ობიექტის სალიკვიდაციო
ღირებულება, H-შეფასების ობიექტის საბაზრო ღირებულება, K-იზულებითი
გაყიდვის მაკორექტირებელი შესწორება, L-შეფასების ობიექტის ლიკვიდიზაციაზე
დანახარჯები. შედარებითი მიდგომა-ამ დროს ხდება ბიზნესის შედარება
ანალოგიურ ბიზნესთან.შედარებითი მიდგომის ფარგლებში გამოყოფენ 3
მეთოდს:კაპიტალის ბაზრის,გარიგების და დარგობრივი კოეფიციენტის მეთოდს.
3.საქონლისა და მომსახურების წარმოება

ნებისმიერი ბიზნესის საფუძველი არის წარმოება, რომლის ქვეშაც იგულისხმება


მატერიალური რესურსების საქონლად და მომსახურებად გარდაქმნის პროცესი.

წარმოების პროცესის არსი გამომდინარეობს კონვერსიიდან, მის ქვეშ


იგულისხმება მოვლენების ის თანმიმდევრობა , როდესაც რესურსები
თანმიმდევრულად გარდაიქმნება პროდუქციად.

განასხვავებენ კონვერსიის 2 ძირითად ტიპს: პირველი, რომელიც ცნობილია,


როგორც ანალიტიკური და ის გულისხმობს, რომ ერთი და იმავე სახეობის
ნედლეულიდან იწარმოება ერთი ან რამდენიმე პროდუქტი. მეორე ტიპი არის
სინთეტიკური. მასში იგულისხმება სხვადასხვა მასალიდან პროდუქციის წარმოების
პროცესი.

წარმოების საბოლოო მიზანი არის მოგების მიღება. პროგრესულად მოაზროვნე


მწარმოებლები ცდილობენ, მიაღწიონ წარმოების მაღალ ეფექტიანობას, მათ მიერ
გამოშვებული პროდუქციის ხარისხის ამაღლების საფუძველზე
კონკურენტუნარიანობის ზრდას.

სამრეწველო რევოლუციის ერთ-ერთი მიღწევა არის რამდენიმე ამწყობ


კონვეირზე ერთი სახეობის პროდუქციის შექმნა. წარმოების პროცესში დღეისათვის
აშკარად გამოიკვეთა ახალი ტენდენცია. დრეკადი საწარმოო სისტემების დანერგვა
და ვიწრო სპეციალიზებული საწარმოების შექმნა წარმოადგენს პროგრესული
წარმოების განვითარების საფუძველს.

დრეკადი საწარმოო სისტემის ერთ-ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ


მის საფუძველზე მოქმედი საწარმოები შეიძლება იყოს მცირე ზომის და გააჩნდეთ
სპეციალიზაციის მაღალი ხარისხი. ამდენად, ყოველივე ეს შეადგენს ვიწრო
სპეციალიზებულ საწარმოს თავისებურებას.

ასეთ წარმოებას საფუძვლად უდევს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველის


მიხედვით, ერთ საწარმოზე ძნელია პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებულია
ყველა საკითხის გადაწყვეტა, ხელმძღვანელობამ უნდა დაადგინოს პრიორიტეტული
საკითხების რიგითობა და მოახდინოს მათზე ყურადღების კონცენტრირება. მეორე,
მდგომარეობს იმაში, რომ წარმატებული საქმიანობა ექვე,დებარება სიმარტივეს და
განმეორებადობას.
4.დაახასიათეთ ინდივიდუალური საწარმო და შეზღუდული შესაძლელობის
საზოგადოება

-ინდივიდუალური ბიზნესი(საწარმო)

ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც


მოწყობილი აქვს სამეწარმეო ორგანიზაცია, საკასო და საბუღალტრო საქმე.
ინდივიდუალური საწარმო შეიძლება ეკუთვნოდეს მოქალაქეს. საწარმოს მფლობელი
თვითონ აგებს პასუხს ვალდებულებებზე. ინდივიდუალური მეწარმე წარმოიშვება
მხოლოდ მეწარმეთა და არამეწარმეთა იურიდიული პირების რეესტრში
რეგისტრაციის მომენტიდან.

ინდივიდუალური საწარმოს უპირატესობები: მარტივია საწარმოს


დარეგისტრირება, საწარმოს მფლობელი თვითონა მეპატრონე და თავისუფალია
გადაწყვეტილებების მიღებაში, წარმატების შემთხვევში მფლობელს ეკუთვნის
მთლიანი მოგება.

ნაკლოვანებები: ფინანსური რესურსები არაა საკმარისი ინდ.საწარმოს


განვითარებისთვის, გაკოტრების ალათობა სააკმაოდ მაღალია, საწარმოს მფლობელს
მარტო უწევს გადაწყვეტილებების მიღება რაც საკმაოდ რთულია.

-შეზღუდილი შესაძლებლობის საზოგადოება

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) არის საწარმოს დაფუძნების


ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. შპს წარმოადგენს იურიდიულ
პირს და იგი, როგორც უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ
სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. შპს როგორც კორპორაციის სახე
არის გერმანელი იურისტების გამოგონება. შპს საზოგადოება არ არსებობს ინგლისში,
ჰოლანდიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში.

შპს საზოგადოების პარტინიორთა უფლება-მოვალეობანი მდგომარეობს


შემდეგში: საზოგადოების პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი და წილების
თავდაპირველი განაწილების წესი განისაძღვრება საწარმოს წესდებით(პარტნიორთა
შეთანხმებით); საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ დააგირაონ საკუთარი
წილი,თუ წესდებით შეზღუდული არ არის; დირექტორებმა პარტნიორებს უნდა
მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ;

შპს მართვა ხდება: საზოგადოების პარტნიორთა მმართველები


უფლებამოსილებებს ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით;
წელიწადში ერთხელ უფლებამოსილი პირი მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენს
ინფორმაციას.

5.ბიზნესის ფინანსური რესურსები და დაფინანსების ფორმები

-ფინანსური რესურსები ბიზნესის ფინანსური რესურსები არის ფულადი


სახსრების ნაწილი შემოსავლებისა და ამორტიზაციის, გარედან შემოსულობებისა და
გაუცვლელი გადასახადის ფორმით, რომლებიც გათვალისწინებულია ფინანსური
ვალდებულებების შესასრულებლად და გაფართოებული კვლავწარმოებისთვის
ხარჯების გასაწევად. წარმოების იმხედვით ბიზნესის ფუნანსური რესურსები იყოფა:
შიგა(საკუთარი) და გარე (მოზიდული)რესურსებად. ბიზნესის ფინანსური
რესურსები იმ დროსი მიხედვით, რომლის განმავლობაში ისინი მისგანკარგულებაში
იმყოფებიან, იყოფიან მოკლევადიან(ერთ წლამდე) და გრძელვადიან(ერთ წელზე
მეტი) რესურსებად.

წმინდა მოგება წარმოადგენს საწარმოს შემოსავლების ნაწილს და რომელიც


გვჩება მთლიანი შემოსავლიდან ხარჯებისა და სავალდებულო გადასახადების
გადახდის შემდეგ.

ამორტიზაცია არის ძირითადი და სხვა არასაბრუნავი ფონდების ფიზიკური და


მორალური ცვეთის ღირებულების გამოხატულება.მისი გაანგარიშება შეუძლება
განხორციელდეს წრფივი და არაწრფივი მეთოდებით.

ბიზნესის შიგა ფინანსური რესურსები იყოფა ორ ჯგუფად : მოზიდული დ


ნასესხები. მოზიდული: ფინანსური რესურსები არის საწარმოს ფინანსური
რესურსების საბაზრო ნაწილი, რომელიც წარმოიქმნება საწარმოს შეწმნის პროცესში
და იგი საწარმოს არსებობის მთელ მანძილზე მის განკარგულებაშია. ნასესხები:
ფინანსური რესურსები მეტწილად შემდეგი ფორმით გვხვდება:1.საბანკო კრედიტი,
2.ობლიგაციებით 3. ბაზრის სხვა არასაბანკო სუბიექტებიდან სესხებით.

საწარმოს კაპიტალის ფულად ფორმაში დიდი ხნით გაჩერება არაა


მიზანშეწოლილი რადგან მან უნდა გამოიმუშაოს ახალი შემოსავალი.

საწარმოს დაფინანსებ არის ფულადი სახსრების წარმოქმნა


სტატისტიკაში(ფულადი ფონდების სახით) და ფულადი მომსახურება
დინამიკაში.დაფინანსების ქვეშ იგულისხმება ფულადი რესურსების წარმოქმნა,
ხოლო ინვესტირების ქვეშ მათი გამოყენება.
-ბიზნესის ფუნანსური რესურსების ფორმირება

ბიზნეს-საქმიანობა შეუძლებელია ფუნანსური რესურსების გარეშე, მაგრამ


ფინანსების მოზიდვა მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული. ძირითად
ფინანსურ წყაროებს წარმოადგენენ კრედიტები, აქციების განთავსება, თამასუქის
გამოშვება. ფინანსური რესურსების მოზიდვის ცნობილი ფორმაა საკრედიტო
დავალიანება, ასეთ ფორმებს წარმოადგენს: სათამასუქო მიმომქცევის აქტივიზაცია,
წინასწარ გადახდის წესის გამოყენება, უნაღდო ანგარიშსწორების გამოყენება და სხვა.
დაფინასნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა კომერციული კრედიტიანუ
სახსრები რომელიც საწარმოომ უნდა გადაუხადოსმიმწოდებელს. იგი არის
მოკლევადიანი საკრედიტო დავალიანება. განასხვავებენ 3 სხეს: ღია ანგარიში,
თამასუქი და საბანკო აქცეპტი.შიდა ბაზარზე გამეორებადი გაყიდვა თითქმის
ყოველთვის ორციელდებაღია ანგარიშის წესით და ეფუძვნება გამყიდველსა და
მყიდველს შორის მოლაპარაკებას. თამასუქი ფასიანი ქაღალდია , მყიდველი
გამოწერს თამასუქს რაც ადასტურებს გამყიდველის წინაშე დავალიანებას. თამასუქი
უნდა განაღდეს გარკვეულ დროში. თუ ა რსებობს ევი მყიდველის
გადახდისუნარიანობის შესახებ, გამყიდველს შეულია თხოვოს მყიდველს, რომ მისმა
ბანკმა მოახდინოს ვადიანი თამასუქის აქცეპტირება.

დაფინანსების საკუთარ წყაროებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია


გაუნაწილებელ მოგებას და ამორტიზაციას.ინვესტიციების მიზნით შენხული
გაუნაწილებელი მოგება წარმოადგენს საკუთარი კაპიტალის ზრდის მთავარ ფორმას.
თვითდაფინანსების მეორე მსხვილ წყროს წარმოადგენს ამორტიზაციის ანარიცხი.

6. მოტივაცია და ხელმძღვანელობა

მომუშავეთა მოტივაცია ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ


ექცევიან მათ ხელმძღვანელები. არსებობს მოტივაციის მრავალი თეორემა.

X თეორია: ‘’საშუალო’’ ადამიანს სროგორც წესი არ უყვარს სამუშაოს შესრულება,


ამ მიზეზის გამო აუცილებელია ‘’საშუალო’’ ადამიანის იძულება, კონროლი,
წარმართვა, დასჯა რათა ის იყოს დაინტერესებული, რომ მოემსახუოს თავის შრომით
ორგანიზაციის მიზნებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მენეჯრეი, რომელიც
ორიენტირებული არის Xთეორიაზ, ფიქრობენ, რომ შრომის მოტივაციისთვის
აუცილებელია შიშის ფაქტორის გამოყენება.
Yთეორემა: „საშუალო“ ადამიანი მოწოდებულია იშრომოს. მისთვის შრომა არის
ისეთივე მოთხოვნილება, როგორც სპორტი და გართობა. შიში არ არის შრომის
ძირითადი მოტივაცია. ის მენეჯერები რომლებიც იღებენ ორიენტაციას Y თეორიაზე
მიიჩნევენ რომ ადამიანების სტიმულირება აუცილებელია. პირველი თეორიის
საფუძველში არის პოსტულატები რომლებიც დაფუძვნებულია ძალადობის
ბერკეტების გამოყენებაზე. Yთორია ორიენტაციას იღბს პროფესიულ ზრდასა და
დამოუკიდებლობაზე.

რა წარმოადგენს თანამედროვე მუშაკების შრომით მოტივაციის საფუძველს და


არის თუ არა არსებითიაქ მხოლოდ ფინანსური ბერკეტები ?მეცნიერთა
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ თანამედროვე პირობებში მხოლოდ მაღლი ხელფასი ამ
შემთხვევაში არ გამოდგება. საფუძვლიანი არგუმენტია რომ თანამედროვე
ახალგაზრდობა მიისწრაფის არა მხოლოდ მაღალი ხელასისთვის, არამედ
სრულყოფილი ცხოვრებისაკენ.

7. ბიზნეის შემოსავლების შეფასების არსი, მიზნები და ამოცანები

ბიზნესის შემოსავლები ახასიათებენ მისის საქმიანობის ფინანსურ შედეგებს.


შემოსავლების მიღებით სრულდება საწარმოო ბრუნვის ციკლი. შემოსავლების
რთული ეკონომიკური კატეგორიაა. საანგარიშო პერიოდში საწარმოს ერთობლივი
შემოსავალი წარმოშობს ერთობლივ ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც გამოიხატება
მისი აქტივების ზრდაში ან ვალდებულებათა შემცირებაში საწარმოს შემოსავლების
სახეების სტრუქტურა ნახაზზეა ნაჩვენები: ?

შემოსავლების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს:


1) ოპერატიულ შემოსავლებს - იგი დაკავშირებულია სხვა ორგანიზაციების მიერ
აქტივების გამოყენებიდან სარგებლის მიღებასთან. ისნი ატარებენ ძირითადად
სისტემურ ხასიათს.
2) საგანგებო შემოსავალი - წარმოიქმნება როგორც სამეურნო საქმინობის საგანგებო
მდგომარეობის შედეგი. ისინი განეკუთვნებიან არასისტემმატიური შემოსავლების
ჯგუფს.

საწარმოო შემოსავლები ითვლება აღიარებულად თუ:


1) საწარნმომ შეასრულა დამქირავებლის ხელშეკრულებაში არსებული მოთხოვნები
2) შემოსავლების სიდიდე შეფასდება სიზუსტით მაღალი ხარისხით
3) საწარმო მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს.

მოგება საწარმოო წმინდა შემოსავალია ანუ ერთობლივი შემოსავალი გაწეული


ხარჯების გამოქვითვით.
8. ბიზნესის მართვის ფუნქციები

მართვა ეს არის ორგანიზაციის მიზნიდან გამომდინარე წიანსწარ შედგენილი


გეგმის მიხედვოთ რესურსების ოპტიმალური განაწილების პროცესი. ცნება
ოპტიმალური, მართვაში გულისხმობს ოპტიმალურობის კრიტერიუმების დადგენას,
ერთმანეთთან შეწონასწორებას, საბოლოო ვარიანტის შერჩევას. არსებობს ფირმების
მართვის საკითხისადმი 3ძირითადმი მეცნიერული მიდგომა: ტრადიციული,
სისტემური და სიტუაციური.
ტრადიციული მიდგომის შემთხვევაში ცალ-ცალკე განისაზღვრება სამუშაო
პერსონალი, ადმინისტრირება, მოტივაცია, მართვის სიტემა. სისტემურის დროს
ორგანიზაცია განიხილება, როგორც სისტემა თავისი ამოცანებით, მიზნებით,
ძირითადი შედეგებით, უკუკავშირებით და ა.შ. სიტუაციურის დროს მართვის
მეთოდები იცვლება სიტუაციიდან გამომდინარე. ორგანიზაციის სახეობისა და
ზომისგან დამოუკიდებლად მენეჯერი უნდა ფლობდეს სამ ძირითად ცოდნას:
ტექნიკურ, ანალიტიკურ და კომუნიკაციის სფეროებში. ტექნიკური ჩვევები ეს არის
ადამიანის შესაძლებლობა შეასრულოს ესა თუ ის სამუშაო. იმისათვის რომ სწორად
გავუგოთ სხვა ადამიანებს და ეფექტიანად განვახორციელოთ მათთან ურთიერთობა
საჭიროა კომუნიკაბულურობის ჩ/ვევების შეძენა. მენეჯერებისათვსი მთავარი
პრიორიტეტი ანალიტიკური აზროვნებაა. მათ მთლიანობაში უნდა დაინახონ
ორგანიზაცია და მისი ცალკეული ნაწილების ურთიერთქმედება. დაგეგმვა ეს არის
მართვის ძირითადი ფუნქცია, რომელზეც დამოკიდებულია სხვა ფუნქციების
შესრულება. დაგეგმვის პროცესში კომპანიის დანიშნულება უნდა აისახოს მიზნებში.
ოპერატიული გეგმები არის მიმართული ოპერატიული მიზნების რეალიზაციისკენ
და ტაქტიკური გეგმების მხარდაჭერაზე. უკანასკნელ პერიოდში ამოცანებისა და
მიზნების რეალიზაციისთვის გამოიყენება გუნდური მუშაობის მეთოდი. გუნდები
შეიძლება იყოს ფორმალური მუდმივი და არაფორმალური. ხელმძღვანელობა
შედგება ორი ურთიერთდაკავშირებული პრინციპისაგან. უპირველეს ყოვლისა ეს
არის მოტივაცია და ასევე დამრიგებლობა, როცა ხელმძღვანელი ასწავლის მუშაკს თუ
როგორ უნდა შეასრულოსნ მოცემული დავალება. ხელმძღვანელობის სამი სტილი
არსებობს: ავტორიტარული, დემოკრატიული და ჩაურევლობის.(თითოეული
მისაღებია კონკრეტულ სიტუაციაში)
ავტორიტარული გამოიყენება როდესაც გადაწყვეტილება მისაღებია ოპერატიულად,
დემოკრატიული, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაში სასურველია
თანამშრომლების მონაწილეობა. ჩაურევლობის სტილი გამოიყენება მაშინ, როდესაც
აუცილებელია შემოქმედის წახალისება. ყველა ბიზნესის ძირითადი მიზანი არის
სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება. კრიზისულ
სიტუაციებში ყველაზე დიდი შეცდომა არის პრობლემის სერიოზულობის
გაუთავისებლობა ან კომპანიის მიერ ამ სიტუაციის დამალვა. სწორი მოქმედების
სტრატეგიის დადგენა არ არის რთული იმ შემთხვევაში თუ კომპანიის
ხელმძღვანელობა წინასწარ ემზადება კრიზისული სიტუაციებისთვის.

9. ბიზნესის ორგანიზაციული სტრუქტურის ფუნქვიები და სახეები

ბიზნესის ორგანიზაციული სტრუქტურა არის ხერხების ერთობლიობა, რომლის


საშუალებითაც შრომის პროცესი იყოფა ცალკეულ სამუშაო ამოცანებად, შემდგომ
ხდება ამ ამოცანების შემსრულებელი მოქმედების თანმიმდევრობით დალაგება.
არსებობს ბიუროკრატიული და კლასიკური სტრუქტურები. სტრუქტურის
ელემენტებს შორის შეიძლება გამოიყოს ბიუროკრატიული სტრუქტურის 2 სახე:
წრფივი და ფუნქციონალური. წრფივი ფუნქციის ეფექტურობა მდგომარეობს მის
ელემენტებს შორის მკაფიო და პირდაპირი ურთიერთკავშირის არსებობაში. წრფივი
ფუნქცია გულისხმობს შედარებით ავტონომიურობას საქმიანობაში . მისი
უპირატესობაა მაღალი პასუხისმგებლობა, ზუსტად ფორმირებული
ვალდებულებები და ა. შ. ფუნქციონალური სტრუქტურა არის როდესაც
ქვედანაყოფები იქმნება მათი შესასრულებელი სამუღაოების სახეების შესაბამისად
და დაექვემდებარება ფუნქციონალურ ხელმძღვანელობას. მართვის
დივიზიონალური სტრუქტურა არის ბიზნესის მართვის ისეთი სტრუქტურა სადაც
მკაფიოდააა დანაწილებული ცალკეული პროდუქტების და ფუნქციების მართვა.
მართვის დივიზიონალური სტრუქტურის ერთ-ერთი ქვესახეა პროდუქტიული
სტრუქტურა: ბიზნესის სტრატეგიული გეგმებვის რეალიზაციის მიზნით გამოიყენება
მართვის პოგრამულ-მიზნობრივი სტრუქტურები. ეს არის: მართვის ისეთი
სტრუქტურა სადაც ხელმღვანელი ახორციელებს მისგან დამოუკიდებელი მაგრამ
პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებული ქვედანაყოფის სამუშაოთა
კოორდინაციას.მისი ქვედანაყოფებია ადაპტიური და სიახლეზე ორიენტირებული
სტრუქტურები. ადაპრიური სტრუქტურები შეიძლება მოდიფიცირებული იქნას
თვით საწარმოს გარემოპირობების შესაბამისად. ამ სტრუქტურას ძირითადად
იყენებენ ის საწარმოები რომელთა პროდუქციას გააჩნია მოკლე სასიცოცხლო ციკლი.
სიახლეზე ორიენტირებული სტრუქტურა მოითხოვს ორი ჯგუფის დახმარებას:
სიახლეთა ჯგუფი, რომლის ამოცანაა ახალი იდეები და ახალი პროდუქციის
წარმოებისა და გასაღწბის პროექტების შემუშავება და მეორე, მიმდინარე საქმიანობის
ჯგუფი, რომლის ამოცანაა სიახლეთა ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
რეალიზაცია.
4 სააქციო საზოგადოება

სააქციო საზოგადოება არის საწარმო, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით


განსაზღვრული და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალური
სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების
ვალდებულებებს პარტნიორის მიმართ და აქციონერის უფლეებს სააქციო
საზოგადოებაში.საქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე
შემოიფარგლება მთლი თავისი წონებით. აქციონერთა მთავარი მოვალეობაა
გადაიხადოს შენატანი განსაზღვრულ აქციის მმისაღებად. მატი პასუხისმგებლობა
საზოგადოების ვალდებულებებისთვის შემოიფარგლებ აქციების შესაძენად
გადახდილი თანხით ანუ მისი წილით სააქციო საზოგადოების კაპიტალში. სააქციო
საზოგადოების მართვის მთავარი ორგანოა საერთო კრება, მის მუშაობას
ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არ ყოფნისას მოადგილე ან ერთ-ერთი
დირექტორი. სააქციო საზოგადოების აქციები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან
პრივილეგირებულ. საერთო კრებაზე ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს
ერთი ხმის უფლებას, ხოლო პრივილეგირებული არ იძლევა ხმის უფლებას.
პრივილეგირებული აქცია უზრუნველყოფს დივიდენდების მიღებას დადგენილი
განაკვეთით. აქციონერების ერთადერთი მოვალეობაა შეიტანონ თანხა კუთვნილი
აქციების მისაღებად. აქციონერების წილი მოგება განისაზღვრება აქციათა
რაოდენობით. აქციონერს უფლება აქვს დადგენილი წესით საზოგადოების
მასაისთვის თავისი აქციის შეფასება და გამოსყიდვა. აქცია გამოსყიდული უნდა იქას
მისი საბოლოო ღირებულებით, თუმცა კანონით გათვალისწინებული გარკვეული
შეზღუდვებით. თუ ბიზნესის გაფართოებას დასჭირდა სესხი, აუცილებლელია
ბანკირს, ან სხვა დამფინანსებელს ვაჩვენოთ თუ როგორ და რაში იქნება დახარჯული
ნასესხები ფული. მნიშვნელოვანია რომ გამსესხებელმა ზუსტად უნდა იცოდეს,
როგორ და როდის დაუბრუნდება სესხი. მხოლოდ მომავალი გაყიდვების
პროგნოზირებით ბიზნესის მფლობელი ვალს ვერ გადაიხდის. ფული უნდა
შემოვიდეს საჭირო დროს, ხოლო მოგება უნდა განისაზღვროს წლის ბოლომდე. რომ
განსაზღვროთ რეალურია თუ არა დგეგმილი გაყიდვები და დანახარჯები, უნდა
შემოწმდეს ფულის მოძრობის პროგნოზი 12 თვეში გაყიდვებისა და დანახარჯების
მიხედვვით

11. ბიზნესის ღირებულების არსი, მიზნები, ამოცანები


ბიზნესის ღირებულების შეფსება არის დროის გარკვეული მომენტისთვის
საწარმოს ღირებულების დაანგარიშება და დახასიათება. პირველი: ბიზნეის
ღირებუების შეფასება არის პროცესი, მეორე: არის მოწესრიგებული ანუ ყოველი
მოწმედება რაღა თანმიმდევრბით ხორციელდება. მესამე: მიზანმიმართული პროცესი
მეოთხე: მოიცავს ღირებულების რაოდენობის ფულად ერთეულში განსაზღვრას.
მეხუთე: არ უნდა შემოისაზღვროს მოლოდ შესაფასებელ ობიექტების შეძენის ან
შექმნის არჯებით, საჭიროა საბარზრო ფაქტორების ერთობლიობა. ბიზნესის
შეფასების ამოსავალი ფაქტორებია დრო და რისკი, ბიზნესის შეფასებაში რისკი
ნიშნავს ალბატობას იმისა, რომ შესაფასებელი ბიზნესის ინვესტიციებიდან
მიღებული შემოსავალი იქნება პროგნოზირებადზე უფრო მაღალი ან დაბალი.
ბიზნესის დამოუკიდებლად საკუთარი ძალებით შფასება უფრო ძვირი ჯდება,
რადგან ამ მიზნით საჭირო ხდება ინფორმაციული ბაზის შეგროვებ, სპეციალური
პროგრამების შეძენა და ასე შემდეგ. საწარმო ბიზნესის შეფასების აუცილებლობა
შეიძლება დადგეს შმდეგ შემთხვევებში: რესქტრუქტიზაციის როს, აქციების ყიდვის
ან გაყიდვის დროს, ღირებულების განსაზღვრის დროს. ბიზნესის შეფასებაში
მონაწილეობს საწარმო როგორც საკუთარი კაპიტალით, ასევე მისი ქონებრივი
კომპლექსსის ცალკეული ნაწილებით. ბიზნესი ინვესტიციური საქონელი, ანუ
საქონელი, რომელშიც დაბანდება ხორციელდება მომავალში მოგების მიზნით.
ბიზსნესი წარმოადგენს სისტემას, თუმცა მისი გაყიდვა შეიძლება, როგორც ერთიანი
სისტემის, ასევე ცალკეული ელემენტების სახით. ბიზნესზე, როგორც საქონელზე,
მოთხოვნილებ დამოკიდებულია იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს როგორც
თვით ბიზნესის შიგნით, ასევე გარეშე სამყაროში.

12. ბიზნესის ბიუროკრატიული(მექანისტური) სტრუქტურა

სიტყვა მექანისტური ამ შემთხვევაში გულისხმობს სამართავი სისტემის


მექანიზმის სახით წარმოდგენას. ბიუროკრატიული ორგანიზაცია სტრუქტურა
ხასიათდება: 1. შრომმის დანწილების მაღლი ახრისხით, რაც თითოეული
თანამშრომლიდან მოითხოვს მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების
მომარაგებაას. 2. მართვის იერარქიის განვითარებით , როცა მართვის თითოელი
ქვედა დონე უტოლდება ზემდგომთ. ბიუროკრატიულისტრუქტურის ფართო
მაშტაბით გამოყენების მიზეზი იმაში მდგომარეობს რომ მისი მახასიათებლები
მიესადაგება მრავალი სახის ბიზნესის მოთხოვნებს. მას გააჩნია ორი სახის
სტრუქტურ ესენია: 1. სწრფია- მის ელემენტებს შორის დამყარებულ მკაფიო და
პირდაპირ კავშირს გულისხმობს. თავისი შინაარსით იგი გულისმობს ბრძანებების
სიმცირეს და ორგანიზაციის წევრებს შორის ვალდებულების სითანაბრეს 2.
ფუნქციური- ორგანიზაციიისსისეთი სტრუქტურ რომელის დროსც ქედანაყოფი
ექვემდებაარება ხელმძღვანელობას.

13. ბიზნეს-გეგმის შედგენის ორგანიზაცია მცირე საწარმოებში

ბიზნე-გეგმა წარმოადგენნს, როგორც ინვესტიციების მოზიდვის ინსტრუმენტს,


ასევე შიდასაფირმო დაგეგმვის საფუძველს. ბიზნეს-გეგმის შედგენა არის
იტერაციული პროცესი, რაც გულისხმობს მასში ახალი ინფორმაციის საფუძველზე
აუცილებელი ცვლილებების შეტანას.
ბიზნესის გეგმას შეუძლია მცირე საწარმოს მომავალ მფლობელს დაანახოს გზა
მოგებისკენ. ის შეიძლება სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბდეს.
ბიზნეს-გეგმის ტიპიური სტრუქტურა წარმოგვიდგება შემდეგი სახით:
1.რეზიუმე; 2.ფირმის აღწერა; 3.მარკეტინგი; 4.პროდუქციის (მომსახურების)
აღწერა; 5.საბაზრო ტენდენციები; 6.საწარმოს გეგმა; 7.საფინანსო გეგმა;
8.რისკების ფაქტორები.
რეზიუმე არის ბიზნეს-გეგმის მოკლე მიმოხილვა.
მარკეტინგის გამოკვლევისას, აუცილებელია, შევისწავლოთ: ბაზრის სეგმენტი,
დავადგი-ნოთ სად და ვისთვის ვაპირებთ საქონლის მიყიდვას, აუცილებელია
განისაზღვროს ბაზრის სეგმენტი, როგორც გეოგრაფიული, ასევე მომხმარებლის
თვალსაზრისით.
კონკურენტები. მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ის ძირითადი კონკურენტები,
რომლებიც ბაზრის ამ სეგმენტზე მოღვაწეობენ.აუცილებელია, შევისწავლოთ და
დავადგინოთ კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეები.
პროდუქციის განაწილება. აქ უნდა დაზუსტდეს: როგორ მიეწოდება საქონელი
საბოლოო მომხმარებელს: პირდაპირი მიყიდვით, სავაჭრო ორგანიზაციის
მეშვეობით, თუ არაპირ-დაპირი გზით აგენტების, ბროკერების, ბითუმად
მოვაჭრეების და ა.შ. მეშვეობით.
საბაზრო ტენდენციები. უნდა გაანალიზდეს ბაზრის მოცემულ სეგმენტზე
ძირითადი სა-ქონლის გაყიდვის ტენდენციები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში.
საბაზრო წილის დასადგენად აუცილებელია, განვსაზღვროთ პროდუქციის
ხვედრითი წილი ადგილობრივ ან მთლიან ბაზარზე.
ნედლეული. რა ნედლეული, მასალები, მაკომპლექტებელი ნაკეთობები
დაგვჭირდება და მათი მოწოდების წყაროები. აუცილებელია მარაგების დადგენა.
დაფინანსება. ფული ის იარაღია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბიზნეს-
გეგმის ამოქმედება. ფული, აგრეთვე, გაზომვის საშუალებაცა, შეაძლებელია ბიზნეს-
გეგმა ლა-რების ენაზე შეფასდეს.
მარკეტინგი და წარმოების დაგეგმვა, მეწარმეობითი ბიზნესის მხოლოდ ნააწილს
შეადგენს. თუ გვსურს, რომ ბიზნესმა მოგვცეს ის, რასაც მისგან ველით, საჭიროა მისი
ორგანიზაცია. აუცილებელია სამუშაოს, პასუხისმგებლობისა და უფლებამოსლების
დელეგირება. ამისათვის უნდა განისაზღვვროს ბიზნესის ორგანიზაციული
სტრუქტურა.

14. საერთაშორისო ბიზნესის განვითარება და საერთაშორისო საქმიანი


ურთიერთობების ფორმები
ფორმების უმეტესობის საბოლოო მიზანს წარმოადგენს წარმოებისა და
მომსახურების გატანა საზღვარგარეთ. ზოგადად, საერთაშორისო ვაჭრობა არსებობს
იიტომ, რომ ერთი და იგივე ქვეყანას არ შეუძლია, აწარმოოს ყველა მისთვის
აუცილებელი საქონელი და მომსახურება.
ცალკეული ქვეყნები სპეციალიზდებიან იმის წარმოებაში, რაც მათთვის
განსაკუთრებით მომგებიანია. ცვლიან იმ საქონლს, რომელსაც ყველაზე ეფექტიანად
აწრმოებენ.ამდენად, სპეციალიზაციაზრდი საქონლის ჯამურ მიწოდებას და
ამცირებს მათ საერთო ფასს.
იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ სად განვათავსოთ ბიზნეს, აუცილებელია,
გავითვალის-წინოთ ქვეყნების შეფარდებითი უპირატესობის მაჩვენებელი. ბიზნესი
უნდა განთავსდეს იქ, სადაც არის იაფი მუშახელი, ნედლეული და კარგად
განვითარებული სატრანსპორტო სისტემა.
ქვეყნის საგარეო ვაჭრობის სისტემაში სისი მნიშვნელობა აქვს სავაჭრო ბალანსის
მაჩვენე-ბელს. სავაჭრო ბალასი არის ქვეყნის მიერ ექსპორტირეული საქონლისა და
მომსახურების ღირებულბის სხვაობა იმპორტირებული საქონლისა და
მომსახურების ღირებულებას-თან. სავაჭრო ბალანსის სალდო დადებითია თუ
ექსპორტის მოცულობა აღემატება იმპორ-ტის მოცულობას. ხოლო უარყოფითი-
პირიქით.
თანამედროვე კომპანიებში შეიძლება არსებობდეს საერთაშორისო საქმიანი
ურთიერთო-ბის შემდეგი ფორმები: იმპორტი და ექსპორტი, ლიცენზირება, ფრენ-
ჩაიზინგი, ერთობ-ლივი საწარმოების შექმნა და საზღვარგარეთის ფირმის შესყიდვა
სრული საკუთრებით.
ყველაზე გავრცელებული ფორმა არის საქონლის იმპორტი და ექსპორტი.
ლიცენზირების შეთანხმება აძლევს შესაძლებლობას ერთ ფირმას, აწარმოოს ან
გაყიდოს სხვა ფირმის საქოელი და მომსახურება ერთჯერადი ან პერიოდული
გადასახადის ხარჯზე.
ერთობლივ საწარმოში იგულისხმება არა მარტო პროექტის რეალიზაციის
პროცესში საერთო ინვესტიციების გაწევა, არამედ ხანგრძლივი პესპექტივით
სამეწარმეო საქმიანობა.
ადგილობრივი ნედლეულის დამუშახელის სიიაფის გამო მნიშვნელოვანია
ინდივიდუალური საწარმოს საზღვარგარეთ დაარსება.
სანამ ავითვისებთ საზღვარგარეთის ბაზარს, აუცილეელია, საფუძვლიანად
შევისწავლოთ ამ ქვეყნის კულტურა, რელიგია,პოლიტიკა, ადათ-წესები,
განსაკუთრებით, საქმიანი ურთიერთობების ტრადიციები.

15. სამუშაოზე ორიენტირებული ხერხები და ორგანიზაციაზე ორიენტირებული


ხერხები
სამუშაო ადგილებზე დასაქმებული მუშაკების მოტივაციის გაიზრდა
შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორისაა: სამუშაო ადგილრბის
სრულყოფა, მომუშავეთა ფუნქციონირების სფეროს გაფართოება, სამუშაოს დრეკადი
გრაფიკი, ტელეკომუნიკაცია, საშინაო ოფისები, სამუშაოს დღის შემცირება,
ფუნქციონალური დატვირთვის დაყოფა და ა.შ.
იმ ადამიანეისთვის, რომლებიც განიცდიან დროის დეფიციტს, სულ უფრო
მისაღებია სამუშაოს დრეკადი გრაფიკი.სამუშაოს შესრულების თვითკონტროლი და
არა კონტროლი ზემოდან არის შრომითი პროცესის ხარისხის ამაღლების
შესრულების დამატებითი მოტივატორი. დრეკად გრაფიკებს გააჩნი ნაკლოვანებებიც,
მაგ: ხელმძღვანელებს ექმნებათ მართვის პრობლემები, გართულებულია სამუშაოზე
მოსვლის კონტროლი.
დროის ეკონომიის მიზნით , თანამედროვე კომპანიები ნერგავენ
ტელეკომუნიკაციის სისტემას. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მუშაკი
საქმიანობს სახლში, ხოლო ცენტრალურ ოფისთან აქვს მუდმივი კავშირი
ინტერნეტის მეშვეობით.
თუ კომპანია მუშაკების შემცირების ნაცვლად სამუშაოს საათების შემცირებას
მიმმართავს, მოგებული რჩება, როგორც კომპანია, ასევე მისი თანამშრომლები და
საზოგადოება.
ორგანიზაციაზე ორიენტირებული მეთოდების უმეტესობა ერთიანდება ისეთ
კატეგო-რიაში, როგორიცაა: მომუშავეთა უფლებამოსილების გაფართოება მათი
კომპანიის საქმია-ნობაში უფრო ფართო ჩართვის გზით.
ბ. უ. ტაკმენმა დაახასიათა „ჯგუფის“ შექმნის ხუთი სტადია: ფორმირება, შერჩევა,
ქცევის ნორმების დადგენა, დავაალებათა შესრულება, დაშლა. თუ ჯგუფმა ყველა
სტადია უპრობლემოდ გაიარა, ის წარმატებული ფგუფია. თუმცა, როგორც წესი, ეს
ასე არ ხდება.
კათზენბახისა და სმიტის აზრით ის ოთხი მახასიათებელი, რომელიც
გუნდსთვის მნიშვნელოვანია:
1.რთული და მასშტაბური ამოცანების არსებობა გუნდს უფრო ენერგიულს, და
მიზანსწრაფულს ხდის;
2.იმისთვის, რომ გუნდი იყს პროდუქტიული ხელმძღვანელობამ უნდა
ასტიმულიროს შრომითი მორალი და არა სასათბურე პირობები;
3.ინდივიდუალიზმი არ არის გუნდის მუშაობის შემაფერხებელი ფაქტორი.
4.დისციპლინა არის წარმატების საწინდარი.
რიგ შემთხვევაში, კომპანიის ხელმძღვანელები უფრო შორს მიდიან და თავიანთ
მუშაკებს აძლევენ აძლევენ იმის უფლებას, რომ ისინი გახდნენ კომპანიის
თანამფლობელები.

16. ბიზნესის მართვის ფუნქციები

მართვა ეს არის ორგანიზაციის მიზნიდან გამომდინარე წინასწარ შედგენილი


გეგმის მიხედვით რესურსების ოპტიმალური განაწილების პროცესი. ცნება
ოპტიმალური, მართვაში გულისხმობს ოპტიმალურობის კრიტერიუმების დადგენას,
ერთმანეთთან შეწონონასწორებას, საბოლოო ვარიანტის შერჩვას. არსებობს ფირმების
მართვის საკითხისადმი სამი ძირითადი მეცნიერული მიდგომა: ტრადიციული,
სისტემური, სიტუაციური. ტრადიციული მიდგომის შემთხვევაში ცალ–ცალკე
განისაზღვრება სამუშაოპერსონალი, ადმინისტრირება, მოტივაცია, მართვის სისტემა.
სისტემურის დროს ორგანიაზია განიხილება როგორც სისტემა თავისი მიზნებით,
ამოცანებით, ძირითდი შედეგებით, უკუკავშირებით და ა.შ. სიტუაციურ დროს
მართვის მეთოდები იცვლება სიტუაციიდან გამომდინარე. ორგანიზაციის სახეობისა
და ზომისგან დამოუკიდებლად მენეჯერი უნდა ფლობდეს სამ ძირითად ცოდნას :
ტექნიკა ანალიტიკურ, კომუნიკაციების სფეროებში. ტექნიკური ჩვევები– ეს არის
ადამიანის შესაძლებლობა შეასრულოს ესა თუ ის სამუშაო. იმისთვის რომ სწორად
გავუგოთ სხვა ადამიანებს და ეფექტიანად განვახორციელოთ მათთან ურთიერთობა
საჭიროა კომუნიკაბელურობის ჩვევების შექმნა. მენეჯერებისათვის მთავარი
პრიორიტეტი ანალიტიკური აზროვნებაა, მათ მთლიანობაში უნდა დაინახონ
ორგანიზაცია და მისი ცალკეული ნაწილების ურთიერთქმედება. დაგეგმვა არის
მათთვის ძირითადი ფუნქცია, რომელზეც დამოკიდებულია სხვა ფუნქციების
შესრულება. დაგეგმვის პროცესში კომპანიის დანიშნულება უნდა აისახოს მის
მიზნებში. ოპერატიული გეგმები არის მიმართლი ოპერატიული მიზნების
რეალიზაციისკენ და ტაქტიკური გეგმების მხარდაჭერაზე. უკანასკნელ პერიოდში
ამოცანებისა და მიზნების რეალიზაციისთვის გამოიყენება გუნდური მუშაობის
ეფექტი. გუნდები შეიძლება იყოს ფორმალური მუდმივი და არაფორმალური.
ხელმძღვანელობა შედგებ ორი ურთიერთდაკავშრებული პრინციპისგან, უპირველეს
ყოვლისა ეს არის მოტივაცია და ასევე დამრიგებლობა, როცა ხელმძღვანელი
ასწავლის მუშაკს თუ როგორ უნდა შეასრულოს მოცემული დავალება.
დემოკრატიული სტილის დრო ხდება მართვის ფუნქციების დელეგირება იერარქიის
ყველა დონის მიხედვით. კრიზისულ სიტუაციებში ყველაზე დიდი შეცდომა არის
პრობლემის სერიოზულობის გაუთავისებლობა ან კომპანიის მიერ ამ სიტუაციის
დამალვა. სწორი მოქმედების სტრატეგიის დადგენა არ არის რთული იმ შემთხვევაში
თუ კომპანიის ხელმძღვანელობა წინასწარ ემზადება კრიზისული
სიტუაციებისათვის.

17. რისკებიის სახეები, მართვის პროცესი და დაზღვევის მექანიზმი.

ზოგადად რისკის ქვეშ იგულისხმება გარკვეულ რამეში ხელსაყრელი მოვლენის


დადგომა, რომელიც იწვევს სხვადასხვა სახის დანაკარგებს. ბიზნესის რისკის ქვეშ
იგულისხმება საკუთარი რესურსების დაკარგვის ალბათობა, შემოსავლების
მიუღებლობა ანდა დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობის დადგომა.
საწარმოო საფინანსო საქმიანობის განხორციელების შედეგად. ბიზნეს–რისკი
წარმოადგენს ეკონომიკურ კატეგორიას, რომელიც რაოდენობრივადდა
თავისობრივად ასახავს წარმოების შედეგების განუსაზღვრელობას წარმატების ან
წარუმატებლობის ხარისხს წინასწარ დასახულ მიზნებთან მიმართებაში. რისკის არსი
სრულად შეიძლება გაიხსნას მისი ფუნქციებით, რომელთა შორის მთავარია შემდეგი:
მასტიმულირებელი ფუნქცია– გააჩნია ორი ასპექტი კონსტრუქციული და
დესტრუქციული. კონსტრუქციული რისკი ახდენს აქტივაციას ნოვატორული
გადწყვეტილების ძიებისათვის და დესტრუქციული– როდესაც დასაბუთებული
რისკის ქვეშ გადაწყვეტილების მიღებას მივყავართ ვოლუნტარიზმამდე. შედეგების
ხასიათის მიხედვით რისკები იყოფა:

1) წმინდა რისკები, რომლებსაც პრაქტიკულად მუდამ აკავშირებდნენ ქონებას ან


შემოსავალს. მათი გამომწვევი მიზეზებია: სტიქიური უბედურებები, უბედური
შემთხვევები და სხვა.

2) სპეკულაციური რისკები– რისკები, რომლებიც ბიზნესს აზარალებს ან მოაქვს


დამატებითი მოგება. გამომწვევი მიზეზები: ვალუტის კურსის ცვლილება,
ინვესტიციის პირობების ცვლილება, მიწოდებსი პირობების ცვლილება და სხვა.

3) კატასტროფული რისკი, რომლის დროსაც წარმოიშობა ბიზნესის გადახდის


უუნარობა.

4) პოლიტიკური რისკები განპირობებულია ქვეყნის პოლიტიკაში მომხდარი


ცვლილებებით.

5)ეკონომიკური რისკები, რომლებიც განპირობებულია არახელსაყრელი


ცვლილებებით ეკონომიკაში. იგი იყოფა ქვედარგებად: საწარმოო რისკი–
დაკავშირეუბლია საქონლის წარმოებასა და რეალიზაციასთან. კომერციული რისკი–
წარმოიშვება ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების
რეალიზაციის დროს. ფინანსური რისკი–წარმოიშვება ფინანსური ბიზნესის
განხორციელებისას. ინვესტიციური რისკი–წარმოიშვება ბიზნეს სუბიექტის მიერ.

6)ბუნებრივი–ბუნებრივი, შედეგით;

7)ეკოლოგიური გარემოსადმი ზიანის მიყენების კუთხით;


8)სავაჭრო საქონლის მიუწოდებლობის გადახდაზე უარის თქმით გამოწვეული
რისკი;

9) სატრანსპორტო– ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის რისკი;

10)გარე რისკები–რისკები, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშრებულები


ბიზნეს საქმიანობასთნ გარე რისკების დონეზე გავლენას ახდენენ პოლიტიკური,
ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და სხვა ფაქტორები;

11) შიგა რისკები– რისკები, რომლებიც განპირობებულია საკუთარი ბიზნესისა


და მისი საკონტაქტო აუდიტორიისა საქმიანობით;

12) ორგანიზაციული რისკები გამოწვეულია ნაკლოვანობებით ორგანიზაციულ


საქმიანობაში. გამომწვევი მიზეზებია; ორგანიზაციის შეცდომები, პროდუქციის
არასწორი შერჩევა, არამდგრადი ფინანსური მდგომარეობა.

You might also like