You are on page 1of 6

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება, 1-ლი კურსი


საგანი: ბიზნესის საფუძვლები
ლექტორი: ლეილა ცეცხლაძე

სტუდენტი თიკო მოწყობილი 61004069916


(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

VΙ ვარიანტი

დასკვნითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები:


თეორიული საკითხი ფასდება 5 ქულით, სულ 15 ქულა
ღია კითხვა ფასდება 1 ქულით, სულ 9 ქულა
სხვა ტიპის დავალება ფასდება 2 ქულით, სულ 6 ქულა
ესე - 5 ქულა
ამოცანა - 5 ქულა

თეორიული საკითხები:
1. ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერა და დაფინანსება.
სახელმწიფო არ შეიძლება გულგრილი იყოს იმის მიმართ , თუ როგორ ფუნქციონირებს და
ვითარდება ბიზნესი. სახელმწიფო მოწოდებულია შეიმუშაოს ბიზნესის სამართლებლივი
ბაზა და შექმნას საზოგადოებრივი კლიმატი საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის.
განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება
სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მართველობაა.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს მცირე და
საშუალო ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემა. ბიზნესისთვის სახელმწიფო
დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს როგორც ფედერალური ბიუჯეტის, ასევე
ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები. სახელმწიფო ბიზნესის დაფინანსებას ახდენ
პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით. პირდაპირი დაფინანსების მეთოდს
განეკუთვნება სუბსიდია , ანუ ფინანსური მხარდაჭერის ისეთი ფორმა , რომლის დროსაც
ბიზნესისთვის სახელმწიფოს მიერ გაცემული ფულადი სახსრები არ ექვემდებარება
დაბრუნებას. განსაკუთრებით იზრდება სახელმწიფოს დაფინანსება ეკონომიკური
კრიზისების დროს , რათა თავიდან იქნას აცილებული მსხვილი ბიზნესის გაკოტრება და
მისი დამდევნი ნეგატიური მოვლენები.
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება
მთელი თავისი ქონებით , ხოლო პარტნიორების პასუხისმგებლობა საწესდებო
კაპიტალში მისი წილის ოდენობით , არის შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც. შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად , წილი არის
მიმოქცევითი უფლება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი
შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.
ეს არის სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი განვითარებული ფორმა, როგორც
მსოფლიოში ასევე საქართველოში. საზღვარგარეთის პრაქტიკაში კომპანიების
აბრავიატურაში გამოყენებული მინიშნება ,,LTD’’,, PLc’’ ,,AG’’ ,,A/S’’ და სხვა, რომელიც
მიუთითებს საზოგადოების შეზღუდულ ხასიათზე.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ ცოტა ათას აშშ დოლარს
ექვივალენნტის ლარებში.
3. სახელმწიფოს როლი ბიზნესის უსაფრთხოების დაცვაში.

სახელმწიფოს ფუქციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია


ბიზნესისადმი გარემო პირობების შექმნას,მისი განვითარებისადმი ხელშეწყობას და
უსაფრთხოების დაცვას.სახელმწიფოს ძლიერება კი დამოკიდებულია ბიზნესის
წარმატებულ განვითარებაზე, ამიტომაც, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება
ვალდებულია, რომ დაიცვა ბიზნესი შიგა და გარე რისკებისაგან.ასევე ხელი შეუწყოს მის
მდგრად და სწრაფ განვითარებას.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო თავისი სხვადასხვა კომიტეტებისა და სპეციალური
მაკონტროლებელი უწყებების მეშვეობით უზრუნველყოფს ბიზნესის უსაფრთხოების
მარეგულირებელი კანონების შემუშავებას და მის განხორციელებაზე კონტროლს.
ბიზნესის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს ქვეყნის მეთაურის
ადმინისტრაციულმა სამსახურმა. მთავარი როლი ბიზნესის დაცვაში სასამართლო
ორგანოებს განეკუთვნება.მეწარმის სამართლებრივი დაცვის აუცილებლობა დგება იმ
შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ადგილი აქვს მოქალაქის, სახელმწიფო ორგანოს ან
სხვა მეწარმის არაკანონიერ ქმედებას.მეწარმის უფლებების დაცვა სასამართლოს
დაკისრებული ქვთ საერთო ან არბიტრაჟულ სასამართლოებს.
არბიტრჟული სასამართლოები განიხილავენ შემდეგი კატეგორიის საკითხებს:
 იურიდიული პირების ან მოქალაქეების სარჩელებს ხელშეკრულებათა
დადებაზე,მისი პირობების შეცვლაზე ან შეუსრულებლობაზე;
 ბიზნესის სახელმწიფო რეგისტრაციაზე უარის თქმაზე, საწარმოს სადამფუძნებლო
დოკუმენტების ძალადაკარგულად ცნობაზე;
 დავებზე უცხოური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილ საწარმოსა და ქვეყნის
აღმასრულებელ ორგანოებს შორის;
საერთო სასამართლოებს ექვემდებარება შემდეგი საქმეები:
 მოქალაქეთა ან იურიდიული პირების საჩივარი ღირსებისა და პატივის, საქმიანი
რეპუტაციის დაცვაზე;
 სხვადასხვა სამოქალაქო საქმეები,რომელიც ნაწილობრივ დაკავშირებულია
ბიზნეს-საქმიანობასთან და ა.შ.
ბიზნესის დაცვაში სახელმწიფო როლი ვლინდება აგრეთვე სანოტარო სამსახურის
მეშვეობით.ნოტარიუსის კომიტეტში შედის ბიზნესის დასაცავად მიმართული შემდეგი
ქმედებები:
 ბიზნეს-გარიგების დამოწმება;ქონების გასხვისებაზე აკრძალვის დადება და
მოხსნა;
 დოკუმენტის ან მისგან ამონაწერის დამოწმება;
 დოკუმენტზე ხელმოწერის სინამდვილის დადასტურება;
 ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სინამდვილის დადასტურება;
 დამოწმება იმ ფაქტისა, რომ მოქალაქე ცოცხალია;
 დამოწმება იმისა,რომ მოქალაქე იმყოფება განზასღვრულ ადგილას;
 დამოწმება იდენტურობის მოქალაქის ფოტოზე გამოსახულ სურათთან.
ბიზნესის უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრეთვე
სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო ორგანოები და რეგიონული
ინტეგრაციული სტრუქტურები.

ღია კითხვები:
1. რა ელემენტებს მოიცავს ბიზნესის შიდა და გარე გარემო?
ბიზნესის შიდა გარემო მოიცავს ელემენტებს,რომლებიც ორგანულად ეკუთვნიან
მოცემულ ფირმას და ექვემდებარებიან შიდა კონტროლს, ესენია: მიზანი, სტრუქტურა
ამოცანა, პერსონალი, ტექნოლოგია. ბიზნესის გარე გარემო მოიცავს ელემენტებს,
რომლებიც ორგანულად არ ეკუთვნიან მოცემულ ფირმას, მაგრამ არსებით ზეგავლენას
ახდენს ფირმის ფუნქციონირებაზე, ესენია: მომხმარებლები, მომწოდებლები,საკონტაქტო
აუდიტორია, კონკურენტები,ეკონომიკური გარემო, პოლიტიკური და სამართლებლივი
გარემო, სოციალურ-კულტურული გარემო, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი,
ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო.
2. მოტივაციის რა ასპექტები გააჩნია საერთაშორისო ბიზნესს?
ბიზნესის მთავარი მოტივატორია მოგება, რომელიც მოიპოვება ბიზნესის მიერ
წარმოებული პროდუქციის გაყიდვის შედეგად, კერძოდ, თუ გაყიდული საქონელი ან
მომსახურეობის შედეგად ვღებულობთ შემოსავალს უმეტესი ხელმძღვანელები
ელოდებიან მოგებას ანუ დანახარჯების ანაზღაურებას დამატებული პრივილეგია
(დამატებითი დოვლათი).
ესეიგი ბიზნესმენების ამოცანაა დანახარჯების ანაზღაურება და მოგება.
3. რატომ გახდა საჭირო ინფრაინდუსტრიის ფორმირება?
ინფრაინდუსტრია წარმოადგენს სატრანსპორტო-სასაწყობო ტექნოლოგიების
ერთობლიობის ინტეგრირების წარმოების პროცეს. შინაარსობრივად ეს არის მდგრადი
საწარმოო ლოგისტიკური სისტემების შექნა, რაც ბიზნესის რესურსებით მომარაგების
აუცილებელი პირობაა. ანუ ინფრაინდუსტრია მარტივად რომ ვთქვათ წარმოადგენს
ლოგისტიკური სისტემის ნაწილს რომელის საშუალებითაც ხერხდება რესურსებით
მომარაგება, რომლების საბოლოო პროდუქტისთვის აუცილებელია.
4. რას ნიშნავს ბიზნესის კონკურენტუნარიანობა?
ბიზნესი კონკურენტუნარიანობა ნიშნავს ბაზრის სხვა მოთამაშეებს შორის შედარებით
წარმატებულ საქმიანობას, ანუ ბაზრის უფრო მეტი სეგმენტის დაპყრობას,
წინააღმდეგობის გაწევის უნარს.
5. რას ნიშნავს საწარმოო სიმძლავრეები და რა მნიშვნელობა ენიჭება მათი განთავსების
საკითხს?
საწარმოო სიმძლავრე. იგი აღნიშნავს დროის გარკვეულ მონაკვეთში კომპანიის მიერ
გამოშვებული პროდუქციის რაოდენობას. მომსახურების ობიექტების შემთხვევაში
საწარმოო სიმძლავრის სინონიმად ტერმინი „სერვის-კომპანიის გამტარუნარიანობა“
გამოიყენება, რაც დროის ერთეულში მომსახურებული კლიენტების რაოდენობაზე
მიუთითებს.
6. ახსენით ოპერაციული ლიზინგის არსი;
ეს არის საჯარო ურთიერთობა, რომლის დროსაც ლიზინგის გაცემის ხარჯები არ
ანაზღაურდება სრულიად ერთი სალიზინგო კონტრაქტის ფარგლებში. ლიზინგის საგანია,
ლიზინგის გამცემის მიერ მის ხელთ არსებული აქტივები.როცა ხელშეკრულებას ვადა
გასდის ობიექტი არ უბრუნდება გამცემს და შესაძლებელია განმეორებით გადასცეს
ლიზინგში ან ლიზინგის მიმღების მიერ გამოისყიდება ნარჩენი ღირებულებით. ამ დროს
ფინანსურ ლიზინგთან შედარებით გადასახადი უფრო მაღალია.
7. რას ნიშნავს ნულოვანი მოგება?
ნულოვანი მოგება ნიშნავს შემოსავლის მოცულობა ან გაყიდვების რაოდენობა, რომელიც
საჭიროა როგორც ფიქსირებული, ისე ცვლადი ხარჯების სრულად დასაფარად.
8. რას ნიშნავს ბიზნესის ღირებულების შეფასება?
ბიზნესის ღირებულების შეფასება ნიშნავს დროის გაარკვეული პერიოდისათვის საწარმოს
ღირებულების გაანგარიშება და დახასიათება ანუ ის წარმოადგენს ფულად განსაზღვრას,
რომელიც ახასიათებს სხვა ნებისმიერ საკუთრების ობიექტს, კერძოდ, ამ დროს ისინი
განსაზღვრავენ: მიზანმიმართულებას, პროცესის მოწესრიგებულობას, მასზე მოქმედ
ფაქტორებს და ა.შ.
9. რომელ მიზნებში ვლინდება ბიზნესის ეგოისტური ინტერესები?
ბიზნესის ეგოისტური ინტერესებია:
1) საკუთრების შენარჩუნება, გამტკიცება და გაფართოება,
2) კონკურეტუნარიანობის შენარჩუნება და გამტკიცება,
3) გადასახადების შემცირება,
4) დანახარჯების ანაზღაურება და მაქსიმალური მოგების მიღება.
სხვა ტიპის დავალება:
1. თქვენი აზრით მისაღებია თუ არა თანამედროვე პირობებში ქვეყნების მხრიდან
პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება? დაასაბუთეთ.
ჩემი აზრით მისაღებია რადგანაც პროტექციონიზმი გულისხმობს უცხოური
კონკურენციისაგან შიდა ბაზრის დასაცავად მიმართულ პოლიტიკას. იგი
სახელმწიფოს მიერ საბაჟო ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების გაძლიერებას
გულისხმობს. პროტექციონიზმი ხელს უწყობს სიღარიბეს და არა ადამიანების
კეთილდღეობას, ზიანს აყენებს და ანადგურებს ეროვნულ საექსპორტო წარმოებას,
ასევე მანქანამოწყობილობებისა და სანედლეულო რესურსების იმპორტს, რომელიც
ადგილობრივი წარმოებისათვისაა აუცილებელი კომპონენტი.
2. იმსჯელეთ და არგუმენტებით დაასაბუთეთ ლოგისტიკის როლის შესახებ ბიზნესის
განხორციელებაში.
მაგალითად ლოგისტიკა სატრანსპორტო-საექსპედიტორო ბიზნესი, რომელიც ეწევა
ლოგისტიკური ადმინისტრირების მომსახურებას,მაგრამ არა საკუთარი
საჭიროებისთვის, არამედ სხვისთვის, ამასთან ახდენს გადაზიდვას, ექსპედირებას და
სასაწყობო ნაგებობების მართვას.ლოგისტიკა ბიზნესის განხორციელებისთვის ხშირ
შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია,ერთ-ერთი ამის მაგალითია ჩემ მიერ ზემოთ
მოყვანილი მაგალითი სატრანსფპორტო-საექპედიტორო ბიზნესში,ამ შამთხვევაში
ლოგისტიკის ძალზედ დიდი როლი უჭირავს ტრანსპორტირებაში,მათ შეუძლიათ
ნებისმიერი საქონლის მიწოდება მნებისმიერი რაოდენობით და მნებისმიერ
ადგილას.წარმოვიდგინოთ ის კონკრეტული საქონელი ჩვენ ქვეყანაში არ არის ამაში
კი ლოგისტიკა ძალიან დაგვეხმარება.მე ვფიქრობ,რომ ლოგისტიკას დიდი როლი
უჭირავს ბიზნესში.
3. რატომ მიმართავენ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას კომპანიები?
დაასაბუთეთ.
დივერსიფიკაციის სტრადეგია არის რისკების შემცირება და კომპანიის მოქნილობის
გაზრდა . ბიზნესის დივერსიფიკაცია კრიზისის დასაძლევად სპეციალურიგზაა.
კომპანიების ბიზნესის დივერსიფიკაციაა ყოველთვის იწერება მანევრებით ,
ყველაზე ეფექტური პროდუქტის მოსაძებნად და ხშირად იწვევს პროფილის
რადიკალურ ცვლილებას .ამის მაგალითია ამერიკული შეშფოთების
WESTINGHAUSE ELECTRIC -ის ისტორია , რომელმაც მთლიანად მიატოვა
საყოფაქცეო ტექნიკის ელექტრიკის წარმოება 1950 -იან წლეებში ენერგიისა და
ზუსტი ისტრუმენტაციის სასარგებლოდ . ზოგი კომპანია წარმატებით ანვითარებს
ინვესტიციურ ბიზნეს სასტუმროს , ბეჭდვის ან სხვა ბიზნესის პარალელურად. ამ
აგგებით დივერსიფიკაცია არის , ისეთი საქმიანობის შემუშავება , რომელიცარამნაირ
კავშირშიარ არის.

ესე:
ინოვაციების როლი ბიზნესის განვითარებაში

ტექნოლოგიური პროგრესი არის პრიორიტეტი ყველა ქვეყნისთვის რომლებსაც უნდათ


ეკონომიკური განვითარება. ინოვაცია, რომელიც დაკავშირებულია
კონკურენტუნარიანობასთან, მწარმოებლურობასთან და სამუშაო ადგილების შექმნასთან,
მიჩნეულია საციცოცხლო ძალად ეკონომიკური ზრდისთვის. დღეს გლობალიზაციისა და
ტექნოლოგიური ცოდნის სწრაფი გავრცელების გამო ფირმები
იძულებული არიან მეტად დანერგონ ინოვაციები და გააფართოვონ ტექნოლოგიური
შესაძლებლობები. ეს შეიძლება განხორციელდეს ან კვლევა-განვითარებით ან გარეგანი
ტექნოლოგიური ცოდნა, გამოცდილების წვდომით. საერთო შეთანხმებებმა ხელი შეუწყო
ცოდნის გაზიარებას და ტრანსფერს იმ საწარმოებს შორის, რომელიც ცნობილია როგორც
მნიშვნელოვანი მექანიზმი ასეთი გარეგანი ცოდნის მიღებისთვის.
ბიზნესში თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის გამოყენების პროცესი
ინოვაციის ცნებით გამოიხატება.
ინოვაცია - ესაა პრინციპულად ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონლის
წარმოების, უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიის დანერგვის, წარმოების ორგანიზაციისა
და მენეჯმენტის თვისებრივი სრულყოფის პროცესი.
ინოვაციური საქმიანობის პრინციპები. ინოვაციურ ბიზნეს საქმიანობას მოქმედების
შემდეგი წესები, ანუ პრინციპები უდევს საფუძვლად:
--ინოვაციური საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს არა ლოკალურად, არამედ
როგორც სამეწარმეო სუბიექტის საქმიოანობის ორგანული ნაწილი და მისი
მოღვაწეობის ყველა მიმართულებას კომპლექსურად მოიცავდეს;
--ინოვაციური საქმიანობას ტრადიციულად შედარებით უპირატესობა ენიჭება;
--ინოვაციური პროექტები ისე იგეგმება, რომ ტრადიციულ საქმიანობასთან
შედარებით უფრო მაღალი მომგებიანობა უზრუნველყოს;
ინოვაციებს შეუძლიათ გაზარდონ ფირმის ეფექტიანობა, მწარმოებლურობის ზრდით და
დანახარჯების შემცირების კუთხით. სულ უფრო მზარდი კონკურენციის და რესურსების
შეზღუდულობის პირობებში ფირმებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის
ფირმებს ესაჭრიოებათ ახალი ტექნოლოგიები, რათა გაუმკლავდნენ საბაზრო სირთულეებს
კერძოდ, მსხვილი ფირმების კონკურენციას და სხვა საბაზრო სირთულეებს და
დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნილებები.
ინოვაციის გავრცელება მოიცავს საწყისი ახალი ტექნოლოგიის დანერგვას საწარმოს მიერ
და ინოვაციის შემდგომ გავრცელებას საწარმოს შიგნით და არის პროცესი როდესაც
საწარმოს ძველი ტექნოლოგია და ინფრასტრუქტურა იცვლება ახლით. გავრცელების
სტადია არის ნაკლებად მნიშვნელოვანი ეტაპი ტექნოლოგიური ცვლილების პროცესის
წვილი, რომელიც შექვს ტექნოლოგიებს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში
განისაზღვრება იმ ტემპითა და ხასიათით რომლითაც ინოვაციები ვრცელდება შესაფერის
პოპულაციაში. გავრცელების გარეშე ინოვაციას ექნებოდა მცირე ეკონომიკური და
სოციალური გავლენა, თუმცა ის არის დამახასიათებელი ინოვაციური პროცესისთვის.
მცირე და საშუალო ზომის ფირმებს საციცოხლოდ ესაჭიროებად ესეთი ინოვაციების
დანერგვა, რათა გაიზარდოს მათი ეფექტიანობა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო
ბაზრებზე.

ამოცანა:

გამოსაშვები პროდუქციის შესახებ ცნობილია შემდეგი მონაცემები: ფასი - 120 ლარი


ერთეულზე. რეალიზაციის მოცულობა - 3 ათასი ცალი, თვითღირებულება - 105 ლარი
ერთეულზე, საერთო მუდმივი დანახარჯები - 125 ათასი ლარი. აღნიშნული მონაცემების
საფუძველზე განსაზღვრეთ:

- ამონაგები; = 120*3000=360000
- საერთო ცვალებადი დანახარჯები;= 315000-125000=190000
- საერთო თვითღირებულება; 105*3000=315000
- პროდუქციის რეალიზაციიდან მოგება; =360000-315000=45000
- პროდუქციის ერთეულზე ცვალებადი =125000-3000=122000
- მუდმივი დანახარჯები.=45000/3000=15

You might also like