You are on page 1of 9

თემა 1.

გლობალიზაცია და საერთაშორიისო ბიზნესი

1.1. საერთაშორისო ბიზნესის არსი და შესწავლის აქტუალურობა

როგორც უკვე ვიცით, ბიზნესი რისკისა და განუსაზღვრელობის პირობებში, საყოველთაოდ


აღიარებული ნორმების ჩარჩოებში, შემოსავლის მისაღებად განხორციელებულ საქმიანობაა. თავის მხრივ,
საერთაშორისო ბიზნესი გულისხმობს ამ საქმიანობის განხორციელებას სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთით
ანუ სხვადასხვა ქვეყნის სუბიექტების მონაწილეობით. საერთაშორისო ბიზნესის კლასიკურ მაგალითს
წარმოადგენს: ერთი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში ან ქვეყნებში საქონლის გატანა გასაყიდად; ერთ ქვეყანაში
ნედლეულის და მასალების შესყიდვა და მეორე ქვეყანაში (ეროვნულ ქვეყანაში) შემოტანა მოსახმარად ან
შემდგომო გადამუშავების მიზნით; ერთი ქვეყნიდან მეორეში არამატერიალური ღირებულების (ნოუ-ჰაუ,
პატენტი და ა.შ.) გატანა მისი რეალიზაციის მიზნით და პირიქით; ერთი ქვეყნიდან კაპიტალის გატანა მეორე
ქვეყანაში პროდუქციისა და მომსახურების საწარმოებლად; ერთი ქვეყნიდან მეორეში კრედიტების მიღება და
ა.შ.
წარსულში საერთაშორისო ბიზნესში ჩართვა დიდ ძალისხმევას და კაპიტალდაბანდებებს საჭიროებდა.
შესაბამისად, მიიჩნეოდა, რომ ეს მხოლოდ მსხვილი ფირმების პრეროგატივა იყო, ხოლო ცნებებს _
`საერთაშორისო ბიზნესი~ და `დიდი (მსხვილი) ბიზნესი~ ხშირად სინონიმებადაც მოიხსენიებდნენ.
თანამედროვე ეტაპზე კი, მცირე საწარმოებიც ადვილად ებმევიან საერთაშორისო ბიზნესში, ეს ისეთივე
მარტივია, როგორც ინტერნეტში შესვლა. გლობალური ქსელის განვითარების შედეგად, როდესაც ნებისმიერ
ქვეყანაში შეღწევა შესაძლებელია თაგვის ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით, მსოფლიო არც თუ ისე დიდად
გამოიყურება. ბიზნესი, მასშტაბების მიუხედავად _ პატარა მაღაზია ქალაქის გარე უბანში, თუ
თვითმფრინავების ქარხანა, განიცდის მსოფლიო ბაზრის კონინკტურის ზემოქმედებას და აქვს შესაძლებლობა
დაუკავშირდეს მომხმარებელს ნებისმიერ ქვეყანაში _ დაწყებული კენიიდან, დამთავრებული სამხრეთ კორეით.
საერთაშორისო ბიზნესი გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორების მიერ საქმიანი ოპერაციების
განხორციელებას. ასეთ გარიგებასი მონაწილე მხარეები შეიძლება წარმოადგენდნენ ფიზიკურ პირებს,
ცალკეულ ფირმებს, მათ გაერთიანებებს ან სახელმწიფო ორგანიზაციებს.
ბუნებრივია, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა სცდება ქვეყნის საზღვრებს წარმოიშვება დამატებითი
გარემოებები, რომელთა არსებობა განასხვავებს კიდეც ბიზნესს საერთაშორისო ბიზნესისაგან:
 საერთაშორისო ბიზნესში ჩაბმა შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის გამოყენებას,
რაც იწვევს ვალუტის კონვერტირების აუცილებლობას სულ მცირე ერთ-ერთი მონაწილის მხროდან;
 სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი სისტემები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, რაც
საჭიროებს ერთი მხარის ან რამდენიმეს მიერ თავის მოქმედებაში კორექტივების შეტანას, რათა
შესაბამისობაში მოიყვანოს ის ადგილობრივ კანონმდებლობასთან. ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა
ქვეყნის საკანონმდებლო ნორმები შეიძლება არათავსებადი აღმოჩნდეს, რაც მნიშვნელოვნად
ართულებს პრობლემას;
 კულტურული განსხვავება, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის, ხშირად საჭიროებს ქცევის
სტრატეგიის კორექტირებას მეორე მხარის მოლოდინებთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
 ყველა ქვეყნისათვის დამახასიათებელია მისაწვდომი რესურსების განსხვავებული სტრუქტურა და
მოცულობა. ერთ ქვეყანას შეიძლება გააჩნდეს ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგები, მაგრამ აკლდეს
კვალიფიციური შრომითი რესურსები, მაშინ როდესაც სხვა ქვეყანა ფლობს მწარმოებლურ,
მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას და იმავე დროს განიცდის ბუნებრივი რესურსების ნაკლებობას.
ამგვარად, პროდუქციის წარმოების ტაქნოლოგიები და გამოშვებული პროდუქციის ტიპები შეიძლება
განსხვავდებოდეს ამა თუ იმ ქვეყნის პრობლემებზე დამოუკიდებულებით.
საერთაშორისო ბიზნესი ამა თუ იმ ფორმით ხორციელდება იმდენივე ხანია, რამდენსაც
სახელმწიფოების ისტორია ითვლის. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც
მუდმივად მოქმედებენ ბიზნესზე და უბიძგებენ მას გასცდეს ეროვნული სახელმწიფოს საზღვრებს. შეიძლება
გამოვყოთ ასეთი ძალების სამი არე:
შიდა ბაზრის ამრეკლავი ზემოქმედება (არეკვლა ნიშნავს რაღაცის რაღაცისგან განზიდვას. ამრეკლავი
ზამოქმედება განმზიდველია თავისი არსით. ის განიზიდავს ბიზნესს შიდა ბაზრისაგან) _ ეს არის იმ ფაქტორთა
ერთობლიობა, რომელიც ართულებს საწარმოს საქმიანობას ადგილობრივ ბაზარზე და ქვეყნის გარეთ
გაფართოებას აიძულებს. კერძოდ:
 მწვავე კონკურენცია ადგილობრივ ბაზარზე;
 დაბალი მოგება;
 მომაკვდავი ბაზარი;
 შემზღუდველი კანონმდებლობა;
 არაკავალიფიციური, უმოტივაციო სამუშაო ძალა;
 დიდი დანახარჯები შრომაზე;
 მაღალი გადასახადები;
1
 ნედლეულის და მასალების დეფიციტი;
 არადემოკრატიული, არასტაბილური მთავრობა;
 პოლიტიკური დესტაბილიზაციის სხვა ფაქტორები, მაგალითად, სამოქალაქო ომი, სახელმწიფო
გადატრიალება.
საგარეო ბაზრის მიმზიდავი ზემოქმედება _ ესაა საგარეო ბაზრის ხელსაყრელი ფაქტორები, რომელიც
ახალ შესაძლებლობებს ხსნის ბიზნესის წინაშე და ასტიმულირებს მის საზღვრებს გარეთ გაფართოებას. ეს
ძალები ამრეკლავის საპირისპიროა, კერძოდ:
 სტაბილური ან მზარდი ბაზარი;
 მაღალი მოგება;
 სუსტი კონკურენტები;
 ბიზნესის ხელშემწყობი კანონმდებლობა;
 მაღალკვალიფიციური და მოტივირებული სამუშაო ძალა;
 იაფი სამუშაო ძალა;
 ხარისხიანი ნედლეულის და მასალების სიჭარბე;
 დაბალი გადასახადები;
 სტაბილური, დემოკრატიული მთავრობა.
დივერსიფიკაცია _ მრავალი, ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმანობის სახეების
წარმართვა რმდენიმე ქვეყანაში. თუ ფირმა მხოლოდ ერთი დასახელების საქონლით ვაჭრობს და უცებ ამ
საქონელზე მოთხოვნა გაქრა, მისი თავმოყვარეობა შელახული აღმოჩნდება. იგივე მსჯელობა მიესადაგება
ბიზნესის გეოგრაფიულ კონცენტრაციასაც. ქვეყნები განსხვავდებიან ბაზრების სტრუქტურით, გაფართოების
შესაძლებლობებით, ნედლეულზე ხელმისაწვდომობით და ა.შ. თუ ფირმა მოღვაწეობას ავითარებს
ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, ცალკეულ ბაზარზე მარცხი მას ნაკლებად დააზარალებს, რადგან იგი
ადვილად გადაერთვება სხვა ქვეყნის ბაზარზე, სადაც მის პროდუქციაზე მომატებული მოთხოვნაა.
დივერსიფიკაცია საჭიროა ბიზნესისათვის, რათა ყველა კვერცხი ერთ კალათში არ იყოს მოთავსებული.
მიუხედავათ ზემოთ აღნიშნულისა, უმეტეს შემთხვევებში ის საბაზო ჩვევები და ცოდნა, რომლებიც
აუცილებელია როგორც საერთაშორისო ბიზნესის, ისე შიდა საქმინობის ოპერაციების (ბიზნესის)
წარმატებულად მართვისათვის (მენეჯმენტისათვის), არ განსხვავდებიან თავიანთი ძირითადი არსით. კერძოდ,
ეს შეეხება მენეჯრებს, რომლებიც მუშაობენ მარკეტინგის, დაგეგმვის, კადრებსა და სხვა სფეროებში. მაგრამ,
ამასთან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო ბიზნესში დაკავებული მენეჯერების მუშაობის
სირთულის დონე (საერთაშორისო ბიზნესი მენეჯმენტის - მართვის სირთულის დონე) მნიშვნელოვნად
მაღალია იმ ანალოგიურ სამუშაოსთან შედარებით, რომელიც სრულდება ერთი ქვეყნის შიგნით. საერთაშორისო
ბიზნესში დაკავებული მუშაკები (სპეციალისტები) კარგად უნდა იყვნენ გათვიცნობიერებულები სხვადასხვა
ქვეყნებს შორის არსებული კულტურის, კანონმდებლობის, პოლიტიკურ და სოციალურ განსხვავებათა
საკითხებში. ასეთი სპეციალისტების ვალდებულებებში შედის იმ ქვეყნების სწორად არჩევა, სადაც უნდა
გაიყიდოს კომპანიის პროდუქცია და ქვეყანა, სადაც შეძენილი უნდა იქნეს აუცილებელი რესურსები. გარდა
ამისა, მათვე უნდა მოახდინონ კომპანიის საზღვარგარეთული შვილობილი ფირმების (საწარმოების)
საქმიანობის კოორდინაცია.

1.2 საერთაშორისო ბიზნესის შესწავლის მნიშვნელობა

საერთაშორისო ბიზნესის შესწავლის მნიშვნელობა თანამედროვე ეტაპზე შეიძლება განხილული იქნეს


სხვადასხვა კუთხით. კერძოდ მისი მნიშვნელობა საყურადღებოა პროდუქციისა და მომსახურების
მწარმოებლებისათვის, კომპანიის მართვაში დაკავებული მუშაკებისათვის (განსაკუთრებით მართვის
უმაღლესი და საშუალო დონის რგოლებში დაკავებული მუშაკებისათვის), კომპანიის საქმიანობის გაშუქებაზე
(დახასიათებაზე) დაკავებული პირებისათვის, სხვადსხვა პროფილის სპეციალისტებისათვის და ა.შ. მაგრამ ამ
შემთხვევაში ძირითადი ყურადღება გამახვილებული ინება იმ მნიშვნელობაზე, რომელიც გააჩნია
საერთაშორისო ბიზნესის შესწავლას სტუდენტებისათვის.
ამჟამად არსებობს მრავალი მიზეზი იმისა, რათა სტუდენტებმა უფრო ღრმად შეისწავლონ
საერთაშორისო ბიზნესი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ თანამედროვე ეტაპზე მსხვილი
კომპანიები, სადაც მომავალში ყოფილი სტუდენტების ძირითადმა ნაწილმა უნდა იმუშაონ, ან პირდაპირი
გზით ახორციელებენ საქმიან ოპერაციებს (ბიზნესს) სხვა ქვეყნებში, ან სხვა გზებით არიან ჩართულნი
ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესში. ამიტომ სტუდენტმა, როგორც მომავალმა სპეციალისტმა, იმისათვის,
რომ მიაღწიოს წარმატებას და გაიკეთოს კარგი კარიერა, აგრეთვე სასარგებლო კონტაქტები დაამყაროს
საზღვარგარეთელ მენეჯერებთან, კარგად უნდა ერკვეოდეს საერთაშორისო კომერციული საქმიანობის
(ბიზნესის) საკითხებში. ეს საკითხები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოს მაშტაბით, რომელთა
კარგი ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამჟამად მსხვილმა კომპანიამ მიაღწიოს სერიოზულ წარმატებას ბიზნესში.
მაგალითად, ყოფილი სტუდენტის და შემდგომში უკვე მენეჯერის, რომელიც მსხვილ კომპანიაში იწყებს
2
მოღვაწეობას, პირველი დავალება შეიძლება იყოს მონაწილეობის მიღება რომელიმე პროექტის რეალიზაციაში,
რომლის განხორციელებაშიც ასევე მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები (მენეჯერები).
საერთაშორისო ბიზნესის საფუძვლების ცოდნა აუცილებლად დაეხმარება ამ მენეჯერს უფრო ღრმად გაერკვეს
ამ პროექტის ფორმირების მიზეზებში, ბიზნესში და მის წინაშე დასმულ ამოცანებში, აგრეთვე გამონახოს
კოლეგებთან ურთიერთმოქმედების ეფექტური გზები (საშუალებები).
გარდა აღნიშნულისა საერთაშორისო ბიზნესის შესწავლის აუცილებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს
იმით, რომ მომავალი სპეციალისტი თუ მუშაობას დაიწყებს რომელიმე კორპორაციის კუთვნილებაში არსებულ
კომპანიაში, რომლის სათაო ოფისი იმყოფება მეორე ქვეყანაში, საჭირო იქნება ამ ქვეყანაში ბიზნესის
თავისებურებების ცოდნა. ასეთი მაგალითები ბევრია მსოფლიოში. კერძოდ, როგორც ირკვევა 7,4 მლნ
ამერიკელი მუშაობს საზღვარგარეთის კომპანიებში, რომელთა შვილობილი კომპანიები განლაგებულია აშშ
ტერიტორიაზე. მეორეს მხრივ, ამერიკული კორპორაციების საზღვარგარეთ არსებულ შვილობილ კომპანიებში
დაკავებულია ევროპის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიის, ლათინური ამერიკის 9,1 მლნ მცხოვრები.
ბოლო პერიოდში აგრეთვე გამოიკვეთა სიტუაცია, რომლის თანახმადაც მცირე კომპანიებიც სულ უფრო
მეტად ებმევიან საერთაშორისო ბიზნესში. ასეთ კომპანიას შეიძლება დასჭირდეს საზღვარგარეთული
მასალების შეძენა ან მოწყობილობათა გამოყენება, ასევე ჩაებას კონკურენციაში საზღვარგარეთის
კონკურენტებთან თავისი პროდუქციის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასაყიდად გატანის შემთხვევაში, რაც
ამჟამად სავსებით შესაძლებელი გახდა. საქმე ისაა, რომ ადრე (წარსულში) საგარეო ბაზარზე გასვლისათვის
აუცილებელი იყო პროდუქციის გამანაწილებელი ცენტრების შექმნა, ასევე სავაჭრო მარკის აღიარების
უზრუნველყოფა ცალკეულ ქვეყანაში და მთელი რიგი სხვა სამუშაოების განხორციელება, რაც მნიშვნელოვან
დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ყოველივე ამის გაკეთება კი შეეძლოდ ძირითადად მხოლოდ მსხვილ
კომპანიებს, რის გამოც ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები ექმნებოდათ მსხვილ კომპანიებს მცირე
ფირმებთან შედარებით. თანამედროვე პირობებში კი, როდესაც სწარაფად ვითარდება საერთაშორისო ვაჭრობა
კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მეტად კარგი ახალი შესაძლებლობები შეექმნა
მცირე კომპანიებსაც საზღვარგარეთის ბაზრებზე გასასვლელად. ამჟამად, კარგად დამუშავებული ჭებ-საიტი
შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ კომპანიას, მისი სიდიდიდს მიუხედავათ, გავიდეს საზღვარგარეთის
ბაზრებზე და გააფართოვოს კიდეც, ცალკეულ ქვეყანაში მისი ფიზიკური ყოფნის გარეშე. ასეთი შესაძლებლობა
არსებითად უმსუბუქებს მცირე კომპანიას მსოფლიო ბაზარზე გასვლის პროცესს. გარდა ამისა, ინფორმაციული
ახალი ტექნოლოგიების, კერძოდ ინტერნეტის გამოყენება მცირე ფირმებს საშუალებას აძლევს შეამცირონ
დანახარჯები და წარმატებით გაუწიონ კონკურენცია მსხვილ კომპანიებს. ეს დასტურდება სხვადასხვა
პრაქტიკული მაგალითებით. მცირე ფირმებში ზემოთ აღნიშნულის წარმატებით განხორციელება კი
აუცილებლად მოითხოვს მენეჯერების მიერ საერთაშორისო ბიზნესის საფუძვლების დაუფლებას.
საერთაშორისო ბიზნესის შესწავლის აუცილებლობის კიდევ ერთი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ
საერთაშორისო ბაზრებზე გასული კომპანიის მენეჯერებმა არ უნდა დაუშვას თავის მომავალ კონკურენტებთან
ჩამორჩენა. თანამედროვე პირობებში სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ბიზნესს უმაღლეს სასწავლებლებში
(განსაკუთრებით ეს შეეხება ევროპის ქვეყნებს) აუცილებლად ეუფლებიან უცხო ენებს, ბევრს მოგზაურობენ
საზღვარგარეთის ქვეყნებში და სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობისას იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას. ბევრ
უნივერსიტეტში მენეჯმენტის პროგრამებში გათვალისწინებულია სტუდენტის მიერ სულ მცირე, ერთი
სემესტრით უცხო ქვეყანაში გასვლა. ასევე სტუდენტები, რომლებიც განათლებას ღებულობენ აზიის ქვეყნებში,
ცდილობენ რათა ღრმად შეისწავლონ სხვა ქვეყნების ბაზრები და კულტურა. განსაკუთრებით ეს შეეხება
ჩრდილოეთ ამერის ქვეყნებს და ევროპას.
ყოველივე ზემოთ ნათქვამთან ერთად საერთაშორისო ბიზნესის შესწავლა აუცილებელია იმისათვის,
რომ ვიყოთ მართვის ტექნოლოგიების სფეროში მიღწეული წარმატებების საქმის კურსში. მაგალითად,
იაპონიაში დამუშავდა და პრაქტიკაში დაინერგა მატერიალური მარაგების მართვის ახალი მეთოდი, რომელმაც
მიიღო სახელწოდება ,,ზუსტად დროულად” (,,ზუსტად დროში). ამ სისტემის მუშაობისას მომწოდებლები
ვალდებულნი არიან უზრუნველყონ კომპანია ძირითადი რესურსებით მითითებულ მისამართზე მათზე
მოთხოვნის წარმოშობის კვალობაზე. ისეთი კომპანიები, როგორიცაა ვოლვო, რომელიც მდებარეობს ევროპაში,
და ჰონდა, მდებარე იაპონიაში, იყვნენ იმ კომპანიათა რიცხვში, რომლებმაც პირველებმა გამოსცადეს შრომის
ორგანიზაციის ისეთი ახალი მეთოდები, როგორიცაა უფლებამოსილებათა დელეგირება, ხარისხის წრეები,
ავტონომიური და მრავალფუნქციური მუშა ჯგუფები. ამ მეთოდების დანერგვის მიზანი იყო მუშაკთა შრომის
მწარმოებლურობისა და თავისი სამუშაოთი დაკმაყოფილების დონის ამაღლება.
ზოგადი თვალსაზრისით (რაც მისაღებია მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის) საერთაშორისო ბიზნესის
შესწავლის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ამაღლდეს მომავალი მენეჯერების კომპეტენტურობა
სხვადსხვა ქვეყნების კულტურის ცოდნის სფეროში, რის გარეშეც შეუძლებელია კომპანიამ, რომელშიც
მოცემული მენეჯერი მუშაობს, მიაღწიოს რაიმე სერიოზულ წარმატებას საერთაშორისო ბიზნესში. კომპანიის
საერთაშორისო ბიზნესში ჩაბმა და მისი შემდგომი განვითარება მოითხოვს კომპანიის მენეჯერების მიერ
კონტაქტების დამყარებას და მის გაფართოებას კოლეგებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან,
კონკურენტებთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან და განსხვავებული კულტურული

3
მემკვიდრეობა გააჩნიათ. ყველა მათგანთან კი ნორმალური ბიზნეს-ურთიერთობების დამყარება იქნება
შეუძლებელი თუ მენეჯერს არ ეცოდინება მათი კულტურული თავისებურებანი.
ამრიგად, ზემოთ ჩამოთვლილია და მოკლედაა განხილული საერთაშორისო ბიზნესის შესწავლის ის
ძირითადი მიზეზები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის
კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ. მაგრამ, ამასთან ერთად, საჭიროა ამ მიზეზების განსაზღვრისას ანგარიში
გაეწიოს მოცემული ქვეყნის იმ სპეციფიკურ სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ
თავისებურებებსაც, რომლებიც მას გააჩნია მოცემულ სიტუაციაში. მაგალითად, საქართველოში საერთაშორისო
ბიზნესის შესწავლის აუცილებლობის მიზეზებს შეიძლება დაემატოს ზოგიერთი სხვა მიზეზიც, რომლებიც
განპირობებულია იმ განსხვავებული ფაქტორებით, რომლებიც აქ მოქმედებს.

1.3 საერთაშორისო ბიზნესის ფორმები


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეწარმეთა შორის ეკონომიკური ურთიერთობების ჩასახვა და
განვითარება, ისტორიული თვალსაზრისით, ექსპორტ-იმპორტის ფორმით დაიწყო. შემდგომში კი მსოფლიოში
ფართოდ გავრცელდა საერთაშორისო ბიზნესის სხვა ფორმებიც. მოკლედ განვიხილოდ ზოგიერთი მათგანი:
ექსპორტ-იმპორტი. იგი გულისხმობს ქვეყნებს შორის საქონლისა და მომსახურების გაცვლათა ერთობლიობას,
რომელიც ძირითადად ურთიერთსარგებლიანობისა და შრომის საერთაშორისო დანაწილების პრინციპს
ეფუძნება. მსოფლიოში მიმდინარე მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი და ქვეყნების ეკონომიკაში
მომხდარი სტრუქტურული ცვლილებები, რაც აღრმავებს წარმოების სპეციალიზაციას, იწვევს საერთაშორისო
ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) გააქტიურებას. ექსპორ-იმპორტი, რომლიც განისაზღვრება ქვეყნებს შორის
სასაქონლო და მომსახურების ნაკადების მოძრაობით, უფრო მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე მათი წარმოება.
ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს წარმოების განვითარებას.
როგორც უკვე აღნიშნული იყო საერთაშორისო ბიზნესის ჩასახვა და განვითარება ექსპორტ-იმპორტის
ფორმით დაიწყო. ექსპორტი _ ესაა ეროვნულ ქვეყანაში (თავის ქვეყანაში) წარმოებული პროდუქციის გატანა
(გაყიდვა) სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე შემდგომი გამოყენების მიზნით. იმპორტი _ ესაა სხვა ქვეყნებში
წარმოებული პროდუქციის შესყიდვა მისი შემდგომი გამოყენების ან თავის ქვეყნის ტერიტორიაზე გაყიდვის
მიზნით.
საგარეო ვაჭრობაში საქართველო იყენებს მის არღიცხვის ,,ზოგად მეთოდს”, რაც ნიშნავს, რომ საქონლის
ექსპორტ-იმპორტის აღრიცხვის კრიტერიუმის მისი ქვეყნის საბაჟო საზღვრის გადაკვეთა. ექსპორტში
იგულისხმება როგორც ეროვნული წარმოშობის პროდუქციის გადატანა საზღვარგარეთ, ისე იმპორტირებული
საქონლის (სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი საქონლის) რეექსპორტი. იმპორტში იგულისხმება ქვეყანაში
პროდუქციის შემოტანა, რომელიც გამიზნულია საბოლოო მომხმარებისათვის ან მისი შემდგომი
ექსპორტისათვის. ექსპორტი აღრიცხულია FOB, ანუ ესპორტიორი ქვეყნის ფრანკოსაზღვრის ფასებში. იმპორტი
აღრიცხულია GIF, ანუ იმპორტიორი ქვეყნის ფრანკო-საზღვრის ფასებში, რაც ნიშნავს, რომ საქონლის ფასში
ჩართულია იმპორტიორი ქვეყნის საზღვრამდე მისი ტრანსპორტირებისა და დაძღვევის ხარჯები.
ყველა საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციები იყოფა ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება საქონლით
(მატერიალური პროდუქტებით) ვაჭრობა, როგორიცაა ნედლეული, მასალები, ავტომობილები, ტანსაცმელი,
კომპიუტერები და სხვ. ზოგიერთი ქვეყნების მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტებში ვაჭრობის ასეთი ტიპი
აღინიშნება ტერმინით ,,საქონლის ექსპორტ-იმპორტი” (მაგალითად აშშ-ში აღინიშნება ასე - ,,Mერცჰანდისე
ეხპორტს ანდ იმპორტს”). ზოგიერთ ქვეყანაში კი (დიდი ბრიტანეთი) ამ მიზნით იყენებენ ტერმინს ,,ხილული
ვაჭრობა” (,,ვისიბლე ტრადე”) საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციათა მეორე ჯგუფს მიეკუთვნება მომსახურებით
ვაჭრობა (არამატერიალური პროდუქტებით ვაჭრობა) ანუ მომსახურების ყველა სახე, რომელიც მიეკუთვნება
მომსახურების სფეროს, როგორიცაა საფინანსო-საკრედიტო (საბანკო) მომსახურება, სატრანსპორტო
მომსახურება, სააუდიტორო მომსახურება და მრავალი სხვ. ვაჭრობის ამ ტიპს ზოგიერთ ქვეყანაში ეწოდება
,,მომსახურების ექსპორტ-იმპორტი”, ხოლო ზოგიერთში _ ,,არახილული (უხილავი) ვაჭრობა”.
საერთაშორისო ბიზნესის ამ ფორმას, კერძოდ, ექსპორტს ძალიან ბევრ შემთხვევაში გადამწყვეტი
მნიშვნელობა ენიჭება მსხვილი კომპანიების წარმატებული ფინანსური მდგომარეობის შექმნაში, რადგან
მთელი რიგი კომპანიების პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვების ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთის
დამკვეთებზე (მყიდველებზე) მოდის. მაგალითად, კომპანია ბოინგში თვითფრინავების კომერციული
გაყიდვების 53% საზღვარგარეთელ დამკვეთებზე მოდის, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ათი ათასობით
სამუშაო ადგილები თვით კომპანიაში და უფრომეტი _ სათადარიგო ნაწილებისა და დეტალების მომწოდებელ
ფირმებში. ასევე საკმაოდ ხშირად საზღვარგარეთული გაყიდვები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ უფრო
მცირე კომპანიებშიც. ექსპორტს ასევე დიდი მნიშვნელობა გააჩნია მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკურ
ცხოვრებაში.
უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს საერთასორისო ბიზნესის (საერთაშორისო სამეწარმეო
საქმიანობის) მეორე ფორმას, რომელსაც გააჩნია ისეთივე დიდი მნიშვნელობა, როგორც ექსპორტ-იმპორტს.

4
უცხოური ინვესტიციების განხორციელება ნიშნავს ერთი ქვეყნის რეზიდენტების მიერ მეორე ქვეყნის
რეზიდენტებისათვის კაპიტალის გადაცემას გამოსაყენებლად. ერთ-ერთი მიდგომით ასეთი ინვესტიციების
ჯგუფდება ორად: პირდაპირი უცხოურ ინვესტიციები და პორტფელური ინვესტიციები. პირდაპირი უცხოური
ინვესტიციები არის დაბანდებული კაპიტალი, რომელიც გამოიყენება სხვა ქვეყნებში საკუთრების ობიექტების,
აქტივების და მთლიანად კომპანიების შესასყიდად და რეალური კონტროლის განსახორციელებლად.
პორთფელური ინვესტიციები გამოიყენება საზღვარგარეთული ფინანსური აქტივების (აქციები, ობლიგაციები,
დეპოზიტური სერთიფიკატები) შესაძენად, რომლის მიზანს არ წარმოადგენს კონტროლის განხორციელება.
საერთაშორისო საქმიანი ოპერაციების (საერთაშორისო ბიზნესის) სხვა ფორმებიდან აღსანიშნავია
ლიცენზირება, ფრანჩაიზინგი და მმართველობითი კონტრაქტები. ლიცენზირება საერთაშორისო ბიზნესში
გვთავაზობს ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებას, რომლის თანახმადაც ერთ ქვეყანაში არსებული კომპანია
გასცემს ლიცენზიას სხვა ქვეყნებში არსებულ კომპანიებზე თავისი ინტელექტუალური საკუთრების (პატენტის,
სავაჭრო მარკის, საფირმო სახელწოდების, საავტორო უფლებამოცილების, წარმოების საიდუმლოების)
გამოყენებაზე, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ. საერთოდ ლიცენზია ნიშნავს ნების დართვას, ანუ
ესაა ნებართვა, რომელსაც გასცემს სათანადო სახელმწიფო ორგანო საქონლის ექსპორტზე, იმპორტზე ან სხვა
სამეწარმეო საქმიანობაზე. იგი არის ამ ნებართვის დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც აღნიშნულია
სხვადასხვა რეკვიზიტები.
რანჩაიზინგი არის ლიცენზირების განსაკუთრებული ფორმა, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ
ერთ ქვეყანაში არსებული კომპანია (ფრანჩაიზერი) გადასცემს სხვა ქვეყანაში არსებულ კომპანიაზე (ფრანჩაიზი)
ნებართვას თავისი წარმოების ტექნოლოგიის, აგრეთვე ბრენდის, სავაჭრო მარკის და ლოგოტიპის
გამოყენებაზე, რისთვისაც ახდევინებს შესაბამის თანხას.
მართველობითი კონტრაქტი _ ესაა შეთანხმება, რომლის თანახმად ერთი ქვეყნის კომპანია Aაძლევს სხვა
ქვეყანაში არსებულ ფირმას თანხმობას თავსი კომპანიის საწარმოო სიმძლავრეთა მართვაზე ან სხვა სახის
მმართველობით მომსახურებაზე განსაზღვრული თანხის გადახდის სანაცვლოდ, რომლის სიდიდეც მიეთითება
კონტრაქტში. მმართველობითმა კონტრაქტმა ფართო გავრცელება ჰპოვა იმ შედარებით უფრო მსხვილ
კომპანიებში, რომლებიც ფუნქციონირებენ სასტუმროების ბიზნესში.

1.4. ტრანსნაციონალური კორპორაციები

ფართო გაგებით საერთასორისო ბიზნესი ორი ან მეტი ქვეყნის სუბიექტების მონაწილეობითა და


შემოსავლის მიღების მიზნით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციაა, მაგრამ მიუხედავად ამისა,
საერთაშორისო ბიზნესში, ჩვეულებრივ, ძირითადი ყურადღება ტრანსნაციონალური კორპორაციების
საქმიანობას ანუ დიდ ბიზნესს ეთმობა.
ტერმინი `ტრანსნაციონალური კორპორაცია~, შემოკლებით ტნკ, გამოიყენება საერთაშორისო ბიზნესში
აქტიურად ჩართული ფირმის აღსანიშნავად. უფრო ზუსტად კი, ესაა ფირმა, რომელიც ანხორციელებს
ინვესტიციებს, აგრეთვე ფლობს საწარმოო სიმძლავრეებს და აკონტროლებს ფასეულობათა შექმნას
საზღვარგარეთ. აღნიშნულის გარდა, ტნკ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ნაყიდი ნედლეულით წარმოებულ
საქონელსა და მომსახურებას ყიდის სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელზე.
რამდენადაც ზოგიერთი მსხვილი საერთაშორისო ფირმა, მაგალითად, ისეთი როგორიცაა ბრიტანეთის
სადაზღვევო კომპანია ლლოიდს ოფ ლონდონ, არ მიეკუთვნება კორპორაციის კატეგორიას. ცალკეული ავტორი
ახდენს განასხვავებას ტრანსნაციონალური კორპორაციის და ტრანსნაციონალური საწარმოს ცნებებს შორის. ეს
უკანასკნელი გაცილებით ფართოა და მოიცავს საერთაშორისო ბიზნესში აქტიურად ჩართულ ყველა
კომერციულ ორგანიზაციას.
მესაკუთერთა ეროვნული სტრუქტურის მიხედვით ხშირად, ერთმანეთისაგან მიჯნავენ
ტანსნაციონალურ და მულტინაციონალურ კორპორაციებს:
 ტრანსნაციონალური კორპორაცია – ეკუთვნის ერთ ქვეყანას, ხოლო ეკონომიკურ საქმიანობას
ანხორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში;
 მულტინაციონალური კორპორაცია (მნკ) _ ეკუთვნის ორ ან მეტ ქვეყანას და საქმიანობს
მსოფლიოს სხხვადასხვა ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ ინგლისურ ტერმინს „Transnational“ სხვადასხვა თარგმანი გააჩნია და ამიტომ,
ეკონომიკურ ლიტერატურაში საერთაშორისო ბიზნესში აქტიურად ჩართული ყველა საწარმო ხშირად
ტრანსნაციონალურ კორპორაციად მოიხსენება. ტერმინი „ტრანსნაციონალური კორპორაცია“ განსაკუთრებით
ფართოდ გამოიყენება გაეროს ჩარჩოში. გაეროს მიერ შემუსავებული ტრანსნაციონალური კორპორაციების
კოდექსის თანახმად, ტნკ-ის მახასიათებელი ნიშნებია:
 წლიური ბრუნვა (გაყიდვების მოცულობა) 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი;
 ფილიალები არანაკლებ 6 ქვეყანაში;
 უცხოური აქტივების წილი ყველა აქტივის მთლიან ღირებულებაში არა ნაკლებ 25-30%;

5
 საგარეო ოპერაციების მოცულობა საქონელბრუნვის მთლიან მოცულობაში ანუ რეალიზაცია რეზიდენტი
ქვეყნის ფარგლებს გარეთ – არა ნაკლებ 1/5-1/3.
ტნკ-ში სახვდასხვა ფირმების საქმიანობის მაკონტროლებელ ფირმას ჩვეულებრივ დედა-კომპანიას ან
მეთაურ კომპანიას უწოდებენ. დედა-კომპანიის კუთვნილი კაპიტალის ზომით, მასზე დაქვემდებარების
დონითა და სამართლებრივი მდგომარეობით ტნკ-ში შემავალი საწარმოები იყოფა შემდეგ სახეებად:
ფილიალები, ქალიშვილი-კომპანიები და ასოცირებული კომპანიები.
ფილიალს არ გააჩნია იურიდიული და სამეურნეო დამოუკიდებლობა, საკუთარი ბალანსი და წესდება,
ამიტომ იგი მოქმედებს დედა კომპანიის სახელწოდებითა და დავალებით. საქმიან საკითხებზე
გადაწყვეტილებას იღებს დედა-კომპანია. ფილიალის სააქციო კაპიტალი თითქმის მთლიანად მეთაური
კომპანიის კუთვნილებაა.
ქალიშვილი-კომპანიები იურიდიულად დამოუკიდებლები არიან, მაგრამ მეურნეობრივად ისინი დედა-
კომპანიაზე არიან დამოკიდებულნი. ქალიშვილი-კომპანიები თვითონ აწარმოებენ გარიგებებს, აქვთ საკუთარი
სახსრები და ქონება, მათი დოკუმენტაცია განცალკევებულია დედა-კომპანიისაგან. ამასთან, მეთაური კომპანია
არაა პასუხისმგებელი თავისი ქალიშვილი-კომპანიის ვალდებულებებზე, ანუ მის კრედიტორებს არ შეუძლიათ
დედა-კომპანიის აქტივებზე პრეტენზიის წაყენება.
ქალიშვილი კომპანიები ჩვეულებრივ ფლობენ სხვა კომპანიათა აქციებს. ეს უკანასკნელნი, თავის მხრივ,
დედა-კომპანიისათვის შვილიშვილი-კომპანიებია. შვილიშვილ-კომპანიებს აგრეთვე შეუძლიათ სხვა ფირმების
აქციების ფლობა და ა.შ. შესაბამისად ასეთი სახით იქმნება კომპანიათა მთელი ჯაჭვი. ასოცირებული კომპანია
იურიდიულად და მეურნეობრივად დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება მისი აქციების მფლობელი ფირმის
კონტროლს.
ბოლო წლებში ტნკ-ების საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია კომპანიათა
ტრანსნაციონალიზაციის ინდექსი. იგი შედგება სამი მაჩვენებლისაგან: 1) კომპანიის საკუთრება საზღვარგარეთ,
2) კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა საზღვარგარეთ და 3) რეალიზაცია საზღვარგარეთ. ინდექსი
გაიანგარიშება აღნიშნული სამი მაჩვენებლის საფუძველზე. უცხოური აქტივების წილი მთლიან აქტივებში.
უცხოეთში განხორციელებული გაყიდვები წილი კომპანიის მთლიან გაყიდვებთან. კომპანიის უცხოურ
ფილიალებში დასაქმებულთა წილი თანამშრომელთა მთლიან რაოდენობასთან. აღნიშნულთა შორის დიდი
ყურადღება ექცევა კომპანიის საკუთრებას საზღვარგარეთ.
2015 წელს მსოფლიოში მოქმედებდა 80 000 ტნკ, დაახლოებით 800 000 შვილობილი კომპანიითა და
ფილიალით. იზრდება ტნკ-ების უცხოური განყოფილებების გაყიდვები, მათ მიერ შექმნილი დამატებული
ღირებულება, აქტივები, დასაქმება და ექსპორტი.
ტნკ-ების საქმიანობა ძლიერ დივერსიფიცირებულია. აშშ-ს 500 უდიდეს ტნკ-ს აქვს განყოფილებები
საშუალოდ 11 დარგში, ხოლო მათგან ყველაზე ძლიერნი მოიცავენ 30-50 დარგს. 100 წამყვანი სამრეწველო
კომპანიიდან დიდ ბირტანეთში მრავალდარგოვანია 96, გერმანიაში _ 78, საფრანგეთში _ 84, იტალიაში _ 90.
ტნკ-ები სულ უფრო დიდ გავლენას ახდენენ მსოფლიო ეკონომიკაზე. ისინი აკონტროლებენ მსოფლიო
სამრეწველო წარმოების თითქმის ნახევარს, საგარეო ვაჭრობის 65%, ახალ ტექნიკაზე და ტექნოლოგიებზე
პატენტებისა და ლიცენზიების 80%-ს. ამასთან ტნკ-ის მიერ წარმოებული პროდუქციის 30-35% მოდის
საზღვარგარეთის ფილიალებზე. მსოფლიოს ასი უმსხვილესი ეკონომიკური სტრუქტურიდან ნახევარზე მეტს
ქვეყნები კი არა კორპორაციები წარმოადგენენ. მაგ. ჯენერალ მოტორსის გაყიდვათა ჯამი აჭარბებს დანიის მშპ-
ს, ფორდის _ სამხრეთ აფრიკისას, ხოლო ტოიოტასი _ ნორვეგიისას.

1.5 გლობალიზაციის არსი


თანამედროვე პირობებში ბიზნესის მასშტაბებმა მთელი მსოფლიო მოიცვა, რაც თვალსაჩინოა არა მარტო
მსხვილი საერთაშორისო ფირმების ოპერაციებით, არამედ იმითაც, რომ ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურად
უხდება შეხება საერთაშორისო კომერციულ კულტურასთან. ამდენად, სამეცნიერო წრეები და პრაქტიკოსები
სულ უფრო ხშირად საუბრობენ ბიზნესის გლობალიზაციის, როგორც მისი განვითარების ძირითადი
ტენდენციის შესახებ.
გლობალიზაციის ფენომენი ფართო, ცვალებადი და მრავალფეროვანია, შესაბამისად განსხვავებული
მოსაზრებები არსებობს მისი ისტორიული ბუნების, მამოძრავებელი ძალების, საზოგადოებრივი ცხოვრების
სხვადასხვა სფეროზე მისი ზემოქმედების შედეგების შეფასების თვალსაზრისით.
ი. შოლტე სტატიაში “გლობალური კაპიტალიზმი და სახელმწიფო” გლობალიზაციის სამგვარ გაგებას
გამოყოფს. ერთ შემთხვევაში ურთიერთკავშირები და საქმიანობა კვეთს ეროვნულ საზღვრებს, მეორე – როცა
ურთიერთობები ღია საზღვრების პირობებში ხორციელდება; მესამე განიხილავს გლობალიზაციას, როგორც
ურთიერთობებს საზღვრების გარეშე.
პირველ შემთხვევაში გლობალიზაცია სინონიმია ინტერნაციონალიზაციის და გამოხატავს საქონლის,
ინვესტიციების, ადამიანთა, ფულის, იდეების მზარდი ნაკადების მოძრაობას. ამ ხედვით გლობალური
ურთიერთკავშირები სხვა არაფერია, თუ არა გაღრმავებული საერთაშორისო ურთიერთდამოკიდებულება.

6
მეორე მნიშვნელობით გლობალიზაცია ნიშნავს საზღვრების ფართომასშტაბიან გახსნას, ბარიერების
მოხსნას, რომელიც აბრკოლებს საერთაშორისო ვაჭრობას, ფინანსურ ტრანსფერებსა და კომუნიკაციას. ე.ი. იგი
გულისხმობს ლიბერალიზაციის გზით პლანეტარულ ინტეგრაციას.
მესამე ხედვა საზღვრების არ არსებობას გულისხმობს. გლობალური მოვლენები არის ის მოვლენები,
რომლებიც მსოფლიოს მრავალ ადგილას ერთდროულად ვრცელდება და დაუყოვნებლივ შეუძლიათ
გადანაცვლება დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მანძილი და ტერიტორიული საზღვრები კარგავს
მნიშვნელობას.
ზოგჯერ გლობალიზაცია გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნელობით, როგორც სახელწოდება საერთოდ
კაპიტალიზმის ან საბაზრო ეკონომიკის. ამ მოსაზრების თანხმად კაპიტალიზმამდე მსოფლიოს არ ჰქონდა
განვითარების ერთიანი ხაზი. იგი დაყოფილი იყო ლოკალურ ცივილიზაციებად, რომლებიც ურთიერთისგან
დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ. კაპიტალიზმმა კი დაიწყო მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური
გაერთიანება.
ბიზნესის თვალსაზრისით გლობალიზაცია ვლინდება მსოფლიო მასშტაბის მოგებაზე ორიენტირებულ
საქმიანობაში, რომელიც უნივერსალურ ზესახელმწიფოებრივ წესებსა და ნორმებზე დაყრდნობით
წარიმართება. ბიზნესის გლობალიზაციის პროცესი უკავშირდება ბაზრების მიერ გლობალური სახის მიღებას,
ფირმების სწრაფვას საქმიანობა განალაგონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოახდინონ სტრატეგიებისა და
ოპერაციების კოორდინაციის ცენტრალიზაცია.
ბიზნესის გლობალიზაციის მნიშვნელოვანი ასპექტია ბაზრების გლობალიზაცია. უკანასკნელ
ათწლეულებში მომხდარმა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა, სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა
მოვლენებმა დააჩქარა მსოფლიო ბაზრის გლობალიზების პროცესი. მიმდინარეობს სამომხმარებლო
გემოვნებებისა და მოთხოვნილებების მიხედვით ერთგვაროვანი, უნიფიცირებული ბაზრის ფორმირება. ეს
ფირმებს საშუალებას აძლევს გაზარდონ სტანდარტიზებული საქონლისა და მომსახურების წარმოების
მოცულობა და მიაღწიონ მასშტაბის ეკონომიას. ამიტომ, თანამედროვე ბიზნესის გლობალური სტრატეგია
ეფუძნება საქონლის, ბრენდინგისა და სარეკლამო პოლიტიკის სტანდარტიზაციას. ბაზრების უნიფიკაციის
შედეგად მომხმარებლები მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთსა და იმავე საქონელს მოიხმარენ. `BMჭ~-ს
ავტომობილის, იენში გამოხატული ობლიგაციის, `შONY~-ს ტელევიზორის, `NEშთLE~-ს საკვები
პროდუქტების ბაზარი ტერიტორიული სივრცით არ განისაზღვრება. მ. პორტერი აღნიშნავს, რომ დღეს ბაზრის
სეგმენტები ნაკლებადაა დაფუძნებული ქვეყნებს შორის განსხვავებებზე და მეტად _ მომხმარებელთა
გემოვნების არაერთგვაროვნებაზე, რაც ქვეყნის საზღვრებს შეღწევადს ხდის. ამიტომ, თანამედროვე საფირმო
გაყიდვების ქსელები ბიზნესს აწარმოებენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უახლესი საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენებით.
მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, სამომხმარებლო საქონლის ბაზარს ჯერ კიდევ დიდხანს ვერ
ვუწოდებთ გლობალურს, რადგან აქ კვლავ შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი განსხვავებები მომხმარებელთა
მოთხოვნილებებსა და გემოვნებაში, გასაღების არხებში, კულტურული ღირებულებების სისტემაში და რაც
ყველაზე პრობლემატურია შემოსავლებში. შედარებით გლობალიზებულია სამრეწველო საქონლისა
(მიკროპროცესორები, მეხსიერების ჩიპები, საავიაციო საქონლის) და ნედლეულის (რესურსების, სასოფლო-
სამეურნეო საქონლის) ბაზრები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტული მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას ემსახურება.
ბიზნესის გლობალიზაცია ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული წარმოების გლობალიზაციასთან,
რომელიც საწარმოებს შესაძლებლობას აძლევს ისე განალაგონ საწარმოო სიმძლავრეები, რომ ათვისებულ იქნეს
მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში რესურსების, სამუშაო ძალის კვალიფიკაციისა და ეკონომიკური პირობების
თავისებურებებთან დაკავშირებული უპირატესობები. მ. პორტერი აღნიშნავს, რომ საქმიანობის ეფექტიანი
კონფიგურაციითა და გლობალური კოორდინაციით შესაძლებელია გლობალური კონკურენტული
უპირატესობის მოპოვება. მომარაგების გლობალური წყაროების მეშვეობით კომპანიები იზიდავენ ნედლეულს,
კომპონენტებს, მოწყობილობებს, მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან. აშშ-ს წამყვანი 500
კომპანიიდან 100 აქტიურად იყენებს პროგრამულ მომსახურებას აზიაში. როგორც მ. ფრიდმანი აღნიშნავს,
შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების წარმოება ნებისმიერ ადგილას, დედამიწის ნებისმიერი
წერტილიდან რესურსების გამოყენებით, საწარმოთა განლაგებითა და გაყიდვების განხორციელებით. იმის
მიხედვით, თუ როგორ იცვლება წარმოების ხარჯები, შესაძლებელია ადგილმდებარეობის შეცვლა.
წარმოების გლობალიზაცია ნიშნავს, რომ გლობალიზაციის ეპოქაში საწარმოები ჭეშმარიტად
თავისუფალი კაპიტალით იქმნება, რომლებსაც აქვთ ინტერნაციონალიზებული მენეჯმენტი და არ გააჩნიათ
კონკრეტული ეროვნულობა ანუ მათი გადატანა შესაძლებელია დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, სადაც მას
ყველაზე უსაფრთხო და მაღალი უკუგება ექნება. სამწუხაროდ ჯერჯერობით გლობალური საწარმოების რიცხვი
მცირეა. მსოფლიოში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის და არათანაბარი ეკონომიკური
განვითარების გამო, ფირმების უმრავლესობას ეროვნული ბაზა აქვს და მათი სიძლიერე ძირითადად საკუთარ
ქვეყანაში კონცენტრირებულ აქტივებს, წარმოებასა და გაყიდვებს ემყარება.

7
ბიზნესის გლობალიზაცია პირდაპირ კავშირში იმყოფება უნივერსალურ ზესახელმწიფოებრივი
მექანიზმების არსებობასთან. უნივერსალურობა ნიშნავს საერთასორისო ორგანიზაციის უნარს გააერთიანოს
მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა. ზესახელმწიფოებრიობა კი დაკავშირებულია, საერთაშორისო
ორგანიზაციის მარეგულირებელ ფუნქციასთან, როდესაც ქვეყნები ნებაყოფლობით თანხმდებიან
ურთიერთქმედების პრინციპებზე და იმაზე, თუ როგორ დასჯიან ერთობლივად იმ ქვეყნებს, რომლებიც
აღიარებულ პრინციპებს არ დაიცავენ.
სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში უნივერსალური ზესახელმწიფოებრივი რეგულირების
მექანიზმების არსებობა ნაკლებად შეინიშნება. მათ ჯერჯერობით მხოლოდ ვიწრო რეგიონული ხასიათი გააჩნია
(მაგ. ევროკავშირი თავისი ინსტიტუციური სისტემით).
უნივერსალურობაზე პრეტენზიის მქონე საერთაშორისო ორაგანიზაციებიდან მხოლოდ ვაჭრობის
მსოფლიო ორგანიზაციას გააჩნია ზესახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმი. კერძოდ, ვმო-ს ფარგლებში
ჩამოყალიბებულია საერთაშორისო ვაჭრობის განსაზღვრული წესები, რომელიც მისაღებია მსოფლიოს 150-მდე
ქვეყნისათვის და ასევე, მკაცრი ანტიდემპინგური და სხვა დამსჯელი მექანიზმები დამრღვევთა წინააღმდეგ. ამ
კატეგორიას შეიძლება ნაწილობრივ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მივაკუთვნოთ. ფონდის წესდების IV
და VIII მუხლები, ასევე II და III მუხლები ზოგიერთ ნაწილში `რეციპიენტი~ ქვეყნების ეკონომიკური
პოლიტიკის გარკვეული ზომით რეგულირების შესაძლებლობას იძლევა, როდესაც მთავრობა ფინანსური
დახმარების მისაღებად იძულებულია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
აღნისნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზებად და არა
სრულად გლობალურ მსოფლიოში. თანამედროვე მეწარმეებმა ნათლად უნდა გააცნობიერონ, რომ საქონლის
წინ წაწევის პოლიტიკა გარკვეულწილად კვლავ მოთხოვნის ადგილობრივ პირობებს უნდა მოარგონ, ხოლო
საერთაშორისო წარმოების ორგანიზაცია ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი
და კულტურული გარემოს გულმოდგინე შეფასებას მოითხოვს.

1.6 გლობალიზაციის მამოძრავებელი ძალები


უკანასკნელ პერიოდსი საერთაშორისო ბიზნესის ზრდა ყველასათვის თვალსაჩინო და შთამბეჭდავი
გახდა. მაგრამ აუცილებლად ისმება კითხვა, თუ რამ განაპირობა ასეთი განვითარების შესაძლებლობა და რატომ
არის მომავალში საერთაშორისო ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარების მაღალი ალბათობა? ექსპერტთა
აზრით არსებობს ამ მოვლენის ორი ძირითადი მიზეზი: 1) კომპანიის სტრატეგიული მიზნები (მოთხოვნები),
რომლებიც წარმოადგენენ გლობალიზაციის პროცესის გაღრმავების მოტივატორებს და 2) საერთასორისო
ბიზნესის გარემოში მომხდარი ცვლილებები, რომლებიც ხელს უწყობენ გლობალიზაციის პროცესის
გაძლიერებას.
აღნისნული ძირითადი მიზეზებიდან გამომდინარე არსებობს მთელი რიგი საბაზრო მიზეზები,
რომლებიც აიძულებენ კომპანიებს გახდნენ უფრო გლობალურები როგორც განვითარების საეთო კურსის, ისე
ყოველდღიური პრაქტიკული სქმიანობის კუთხით. ასეთ სტრატეგიულ მიზეზებს (უპირატესობებს,
იმპერატივებს) მიეკუთვნება: კომპნიის საკვანძო უპირატესობების (კომპეტენციების) გამოყენება, რესურსების
შეძენა უფრო დაბალი ფასებით, კომპანიის ახალ ბაზრებზე შეღწევა, თავის დარგში უფრო ეფექტური
კონკურენციის გაწევა.
კომპანიის საკვანძო უპირატესობების (კომპენტენციების) გამოყენება. გლობალიზაციის ერთდერთი
უმნისვნელოვანეს საფუძველს კომპანიის საკვანძო კომპეტენციების (უპირატესობათა) უფრო ფართოდ
გამოყენების შესაძლებლობა წარმოადგენს, რომელთა განვითარებაც შეძლო კომპანიამ შიდა ბზარზე. საკვანძო
კომპეტენცია განსაზღვრავს იმ განსხვავებულად გამორჩეული ძლიერ მხარეს ან უპირატესობას, რომელსაც
პირველხარისხოვანი მნიშვნელობა გააჩნია კომპანიის წარმატებული საქმიანობისთვის. ახალ ბაზარზე საკვანძო
კომპენტენციების გამოყენებით კომპანიას შეუძლია გაზარდოს თავისი შემოსავლები და მოგება. ამის
მაგალითად შეიძლება მოყვიყვანოთ უცხოერი კომპანიები, რადგან საქართველოში ასეთი კომპანიების მოძებნა
მეტად გაძნელებულია. სახელდობრ, კომპანიაში ,,ნოკია“ შეიმუშავეს ფიჭვური ტელეფონების წარმოების
უახლესი ტექნოლოგია, რომელიც ხალისით იქნა მიღებული მომხმარებლის მიერ ფინეთის შიდა ბაზარზე.
კომპანიის ხელმძღვანელობა მალე მიხვდა, რომ შემოსავლების და მოგების კიდევ უფრო გაგიდების
შესაძლებლობა ეძლეოდათ თუ ტელეფონების წარმოებასა და გაყიდვას გააფართოებდნენ სხვა ქვეყნებშიც, რაც
წარმატებით იქნა განხორციელებული. ასეთი მაგალითები შეიძლება მრავლად იქნეს დასახელებული.
რესურსების შეძენა უფრო დაბალი ფასებით. საერთაშორისო მაშტაბით ბიზნესის განხორციელების
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია დაბალ ფასებში საწარმოო რესურსების (მასალების, სამუშაო
ძლის, კაპიტალის, ტექნოლოგიის) შეძენის აუცილებლობა. მთელ რიგ შემთხვევებში კომპანიები განიცდიან
საზღვარგარეთის ქვეყნებში რესურსების შეძენის მწვავე მოთხოვნას, რადგანაც ადგილობრივ ბაზარზე

8
შესბამისი რესურსები ან საერთოდ არ არის ან არასაკმარისია მოთხოვნის სრულყოფილად
დასაკმაყოფილებლად. ამის მაგალითები ძალიან ბევრია. მაგალითად, იაპონიის კომპანიები ხის მასალებსა და
ხის ნაწარმს ყიდულობენ კანადაში; მსოფლიოს ყველა ქვეყნის კომპანიები ნავთობს ყიდულობენ ახალო
აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში და ა.შ.
გასაღების ახალი ბაზრების ძიება. ბიზნესის გაფართოების მიზნით გასაღბის ახალი ბაზრების ძიების
აუცილებლობა წარმოადგენს ერთადერთ მნისვნელოვან მიზეზს კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე
გასასვლელად. როდესაც შიდა ბაზარი, რომელზედაც კომპანია ყიდის თავის პროდუქციას, ხდება მთლიანად
ფორმირებული (გაჯერებული). ამ ბაზარზე სულ უფრო ძნელი ხდება მაღალი შემოსველბის მიღება და მოგების
ზრდა. ამიტომ საჭირო ხდება შესაბამისი გზების ძიება მოცეული პროდუქციის გაყიდვების გასაფართოებლად
საზღვარგარეთის ახალ, ფორმირებად ბაზარზე გასვლისათვის.
თავის დარგში კონკურენციის უფრო ეფექტურად წარმართვა. კომპანიის საზღვარგარეთის გასაღების
ბაზარზე გასვლის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს სურვილი იმისა, რომ კომპანიამ აამაღლოს
კონკურენტუნარიანობა და კონკურენტული ბრძოლის ეფექტიქნობა იმ დარგში, რომელშიც იგი მოღვაწეობს.
გარდა ზემოთაღნიშნულისა თანამედროვე კომპანიებმა თავიანთი ბიზნესის წარმატებით
წარმართვისათვის აუცილებელია გაითვალისწინონ ბიზნეს-გარემოში მომხდარი ის ცვლილებები, რომლებიც
აღმოცენდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და განსაკუთრებით კი სოციალისტური სისტემის
დაშლის შემდგომ პერიოდში. ასევე გასათვალისწინებელია ის მუდმივად მიმდინარე ცვლლებები, რომლებიც
ხდება ბიზნესის გარეგანი გარემოს ძირითადი ფაქტორების მიხედვით. საერთაშორისო ბიზნესში ამ მხრივ
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პოლიტიკური გარემოს ცვლილება,
ტექნოლოგიური გარემოს ცვლილება და ა.შ. ანუ ამ შემთხვევაში იგულისხმება ისეთი ფაქტორები, რომლებიც
მოქმედებენ ეროვნული ქვეყნების საზღვრების მიღმა არსებული მაკროგარემოში და საერთაშორისო
მნიშვნელობა გააჩნიათ. ფაქტობრივად ისინი საერთაშორისო ბიზნეს-გარემოს ფაქტორებს წარმოადგენენ.
ტექნოლოგიური გარემოს ცვლილება. ახალმა ტექნოლოგიებმა (კერძოდ კავშირგაბმულობის,
სატრანსპორტო საშუალებების და ინფორმაციის დამუშავების სფეროში) საერთაშორისო ბიზნესი ადვილად
განხორციელებადი და უფრო მეტად მიმზიდველი გახადა. შეიძლება წარმოვიდგინოთ რამდენად რთული იყო
ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბით წარმართვა, როცა ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა
იალქნიანი გემი. მონაცემთა დამუშავების ძირითად ფორმას _ ფანქარი და ქაღალდი, ხოლო ინფორმაციის
გადაცემა ძირითადად ფოსტალიონის მეშვეობით გაგზავნილი წერილით ხდებოდა. სამეცნიერო-ტექნიკურმა
რევოლუციამ დააჩქარა საერთაშორისო ბიზნესის განვითარება და მისი ახალი მიმართულებების წარმოქმნას.
სწრაფად განვითარდა საერთაშორისო ტურიზმი, საინფორმაციო ბიზნესი, ახალი ტექნოლოგიების გაცვლა,
მუდმივად იზრდება ტრანსნაციონალური კორპორაციების სიმძლავრეები, ინფორმაციული ტექნოლოგიების
სფეროში წარმატებებმა _ ფაქსის შექმნამ, ელექტრონული ფოსტის და ინტერნეტის განვითარებამ ხელი შეუწყო,
მათი ოფისებისა და საწარმოო სიმძლავრეების განლაგებას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. უახლესი
ტექნოლოგიების გამოჩენა კიდევ უფრო ზრდის ფირმების აქტივობას საგარეო ბაზარზე.
პოლიტიკური გარემოს ცვლილება. ეროვნული მთავრობების მიერ პოლიტიკაში გატარებულმა
ცვლილებებმა გააქტიურა საეთაშორისო საქმიანი ოპერაციები. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში საგარეო
ბაზარზე გასვლას აბრკოლებდა საერთაშორისო ვაჭრობის გზაზე არსებული ბარიერები. პირველი მსოფლიო
ომის შემდეგ ბევრი ქვეყანა აქტიურად მიმართავდა პროტექციონისტულ ზომებს, რაც მკვეთრად ამცირებდა
საქონლისა და წარმოების ფაქტორების საერთაშორისო გადაადგილებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს
პრაქტიკა მთლიანად გადაისინჯა. ვაჭრობით დაკავებულ ძირითად ქვეყნებს შორის გააქტიურდა
მოლაპარაკებები საბაჟო ტარიფებისა და კვოტების შემცირებაზე, აგრეთვე პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების ხელშეწყობაზე. შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაციები, რამლებიც მოწოდებულნი არიან ხელი
შეუწყონ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილურ განვითარებას. ასეთი ინსტიტუტების
მაგალითებია: ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნამ გაზარდა ნდობა სახელმწიფოებს შორის და შეამცირა
შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნის ალბათობა.

დავალება
უნარ-ჩვევების განვითარება საერთასორისო ბიზნესში
შეადგინეთ საქონლის სია, რომელსაც თქვენ რეგულარულად იყენებთ, როგორიცაა საათი, ფოტოაპარატი, ავტომობილი, ყავის
მადუღარა, კომპიუტერი, სპორტული ფეხსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, ხილის წვენი და ა.შ. გაარკვიეთ რომელმა კომპანიებმა
გამოუშვეს ეს საქონელი. სიის შედგენის შემდეგ ეწვიეთ ბიბლიოთეკას, გლობალურ ქსელს და მოიძიეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე,
ყოველ ნაკეთობაზე.
1. რომელ ქვეყნებშია განლაგებული მწარმოებელი კომპანიის დედა კომპანია?
2. წლიური გაყიდვების მოცულობის რა პროცენტი შეადგენს გაყიდვას შიდა ბაზარზე? რა პროცენტს შეადგენს გაყიდვები სხვა
ქვეყნის ბაზარზე?
3. განსაზღვრეთ მოცემული პროდუქციის დამზადების ყველაზე საიმედო ადგილი.
4. განსაჯეთ საერთაშორისო ბიზნესის გავლენა თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

You might also like