You are on page 1of 3

მდგრადობა ბაზარზე

ბიზნესის ფლობა, ან მის მმართველად ყოფნა ადამიანებში კეთილდღეობის ასოციაციას


იწვევს: ბევრი ფული, კარგი მანქანა, ფეშენებელური სახლი, ყველა ოცნების ასრულება..
თუმცა, ვის ოჯახსაც ბიზნესთან შეხება ჰქონია, ეცოდინება, რა რთულია მოგების მიღება.
ბიზნესის დაწყებიდან საოცნებო ცხოვრებამდე რთული გზაა გასავლელი. მიღწეული
წარმატება კი სამუდამო არ არის, ხშირად წარმატებით წამოწყებულ ბიზნესს უჭირს
სასურველი მდგომარეობის ხანგრძლივად შენარჩუნება და ბაზრის დატოვება უხდება.

მდგრადობა ბაზარზე ბიზნესის მომგებიან მდგომარეობაში ხანგრძლივ არსებობს ნიშნავს.


ბაზარზე მდგრადი მდგომარეობის შესანარჩუნებლდ საწარმო იძულებულია პოტენციურ
მყიდველს თავი მოაწონოს - დააინტერესოს საკუთარი პროდუქციით, შესთავაზოს მაღალი
ხარისხის ან დაბალი ფასის მქონე პროდუქცია, შესთავაზოს განსხვავებული მომსახურება,
შესთავაზოს ნოვატორული საქონელი.

თუ მომხმარებელს საქონელი მოწონს, მოთხოვნა იზრდება და გამყიდველი მოგებული


რჩება. მოთხოვნა მძლავრი საბაზრო ფაქტორია, რომელიც მეწარმეს უფრო მეტი და
ხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტიმულს აძლევს. თუ დროთა განმავლობაში საქონლის
მიმართ მომხმარებლის ინტერესი კლებულობს - მოთხოვნა მცირდება. თუ მეწარმემ
ალტერნატიული საქონლის წარმოებაზე დროულად არ იფიქრა, გაკოტრების საფრთხის
წინაშე აღმოჩნდება.

ბაზრის მკაცრი კანონები მეწარმეებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. მეწარმემ


მომხმარებლის სურვილები, პრიორიტეტები, მიდრეკილებები უნდა შეისწავლოს დ მათი
გათვალისწინებით იმოქმედოს. ნებისმიერი მეწარმისათვის ბაზარზე სასურველი
მდგომარეობა , დარგში მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მოპოვებაა.

ბაზრის წილი განისაზღვრება იმით, თუ რა ნაწილი უკავია კომპანიის მიერ წარმოებულ


პროდუქციას ამ დარგში მთლიანად წარმოებული პროდუქციის რაოდენობიდან. წილს
პროცენტულად განსაზღვრავენ. რაც უფრო მეტია მთლიანად წარმოებული პროდუქციიდან
(100%-დან), მოცემული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია, მით უკეთესი
მდგომარეობა აქვს კომპანიას ბაზარზე. როგორ შეიძლება ბაზრის წილის გაზრდა? ფირმები
ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიის მიხედვით მოქმედებენ:

1.მოულოდნელად გაჩენილი ხელსაყრელი შესაძლებლობებით სარგებლობა (მომგებიანი


იდეის აღმოჩენა, კომპანიათა შერწყმა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა..) მაგ.: კომპანიები
ყიდულობენ პატენტებს, ლიცენზიებს, სავაჭრო ნიშნებს, „კოკა-კოლა“-ს და „ მაკდონალდსის“
პროდუქცია არის მსოფლიოს უმეტესობა ქვეყნებში.

2.მომხმარებლისათვის ალტერნატიული საქონლის ან მომსახურების მიწოდება(ფირმები


პროდუქტის ან მომსახურების ახალ ვარიანტებს შეიმუშავებენ). მაგ.:სწრაფი საფოსტო
მომსახურება(DHL) პოპულარული გახდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
ადრესატებისათვის გზავნილების 2-3 დღეში მიტანით.

3.საბაზრო ცვლილებების გათვალისწინება(დამატებითი მომსახურების შეთავაზება), მაგ.:


ავტოსახელოსნოების ქსელმა „serve“, ავტომანქანების მფლობელებს დამატებითი
მომსახურებაც შესთავაზა, მან სახელოსნოები გამოძახებით გახსნა, რითაც მნიშვნელოვან
წრმატებას მიაღწია და ბაზრის ლიდერი გახდა.

4. პროდუქციის ან საწარმოო პროცესის გაუმჯობესება (ახალი პროდუქციის შექმნა ან ძველის


დახვეწა და მოხმარების გაადვილება). მაგ.:სათვალეების ჩანაცვლება კონტაქტური
ლინზებით, ციფრული ფოტოგრაფიის ბაზარზე გამოჩენა.

5.საზოგადოებრივი ტენდენციების ოპერატიული გამოყენება( საზოგადოებრივი ცნობიერება


და ცხოვრების სტილი შემოსავლების ზრდასთან და სხვა ქვეყნებთან ინტეგრაციის შედეგად
იცვლება, რაც ბიზნესისთვის ახალ, ხელსაყრელ შესაძლებლობებს ქმნის). მაგ.:თუ
მოსახლეობის დიდ ნაწილს ბუნებრივზე მეტად ხელოვნური ტყავის ქურთუკები იზიდავს,
მეწარმემ ეს ტენდენცია ახალი პროდუქციის წარმოების დაგეგმვისას უნდა გამოიყენოს.
სამშენებლო ბუმი თბილისში,საზოგადოებრივი ტენდენციების ბიზნესზე ზეგავლენის
ნათელი მაგალითია.

ეს არის ის ძირითადი სტრატეგიები, რაც კომპანიებს ეხმარება გაზარდონ ბაზარზე საკუთარი


წილი წარმოებულ პროდუქციაში.

ბაზარზე ხანგრძლივად ის საწარმო რჩება, რომელსაც მომხმარებლის მიმართ სწრაფი


რეაგირების უნარი აქვს. თუმცა, ყოფნა-არყოფნის საკითხი მხოლოდ მომხმარებლის
მოთხოვნილებების დროულ რეაგირებაზე, ჩადებულ ინვესტიციებზე, მეწარმის მონდომებასა
და უნარ-ჩვევებზე არ არის დამოკიდებული. ბიზნესის „სასიცოცხლო“ პირობებს უამრავი
სხვა ფაქტორიც ქმნის, საწარმოები იზოლირებულად ვერ იარსებებენ. მათ ფუნქციონირება
უხდებათ გარკვეულ გარემოში,რომელიც მათზე ზემოქმედებს და ხშირად მათი არსებობის
საკითხის გადამწყვეტიც ხდება.

ბიზნესის მდგრადობაზე მოქმედი ფაქტორები:

 სახელმწიფოს საშინაო მდგომარეობის ზეგავლენა-ქვეყნის სტაბილურობა ბიზნესის


განვითარების აუცილებელი პირობაა.
 სახელმწიფოს ზეგავლენა- სახელმწიფო სამეწარმეო საქმიანობის უფლებას
ლიცენზირების წესით იძლევა. ბიზნესის მართვას სამართლებრივი ნორმებით
არეგულირებს, სახელმწიფომ შეიძლება ისეთი საკანონმდებლო ბაზა და
საგადასახადო ფონი შექმნას, რომელიც ბიზნესის განვითარებას გაართულებს.
ხშირად, პირიქით ხდება: მთავრობა თავისუფალ ბაზარს და კონკურენციის დაცვას,
ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და გაძლიერებას ანტიმონოპოლიური
კანონებით, უცხოურ საქონელზე შეზღუდვების დაწესებით ახდენს. მკაცრი
მოთხოვნებია საწარმოთა მხრიდან გარემოს დაბინძურებასთან მიმართებაში, მაღალი
ჯარიმები მკვეთრად ზრდის საწარმოო დანახარჯებს.
 კონკურენტების ზეგავლენა- კონკურენციის გარეშე თავისუფალი ბაზრის არსებობა
წარმოუდგენელია. ნებისმიერი მატერიალური რესურსი, რომელიც ერთი
ფირმისთვის ხელმისაწვდომია, ხელმისაწვდომი ხდება მეტოქისათვისაც დროთა
განმავლობაში.კომპანიას კონკურენტების მხრიდან აგრესიის (ფასების შემცირება,
გაყიდვების წახალისებ,სარეკლამო საქმიანობა და სხვა.)მოგერიება მუდმივად
უხდება. რაც უფრო მეტი და ძლიერი კონკურენტი ყავს საწარმოს, მით უფრო
უძნელდება ბაზარზე ადგილის შენარჩუნება. მეორეს მხივ, იგივე კონკურენტები
ბიზნესისათვის სტიმულის მიმცემნი ხდებიან ბაზარზე ადგილის შესანარჩუნებლად,
საწარმო იძულებული ხდება ბაზრის მკაცრ წესებს დაემორჩილოს -მაღალი ხარისხის
პროდუქცია დაბალი ფასით აწარმოოს , რაც მომხმარებლისათვის მომგებიანია.
 მომხმარებლის ზეგავლენა- ბიზნესის ფუნქციონირების ძირითადი იზანი მოგების
მიღებაა, რასაც ფირმა მომხმარებლის საშუალებით იღებს, მათი კმაყოფილება
განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას, მათი გემოვნება, განათლების დონე,
კულტურა,რელიგიური კუთვნილება, სოციალური მდგომარეობა, ასაკი,
შემოსავლები, ცოვრებისეული ფასეულობები გავლენას ახდენს წარმოებაზე.
 მიმწოდებელთა ზეგავლენა- ნედლეულის მიმწოდებლების მხრიდან შეფერხებები
საწარმოს ფუნქციონირების პარალიზებას, ზოგჯერ კი შეწყვეტასაც იწვევს,
მაგ.:ელექტროენერგიის შეწყვეტა წარმოების გაჩერების მიზეზი შეიძლება გახდეს.
 გეოგრაფიული გარემოს ზეგავლენა- ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია როგორც
ბუნებრივი გარემო (მიწა,წყალი, სათბობ-ენერგეტიკული რესურსები, კლიმატი,
ბუნებრივი ნედლეული და სხვა), ასევე ეკოლოგიური გარემოც. არც თუ იშვიათად
საწარმოები გარემოს აბინძურებენ, ტოქსიკური ნარჩენები ეკოლოგიურ ცვლილებებს
და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. თუ ასეთი დარღვევები
მასშტაბურია, ხელისუფლება იძულებულია საწარმო დახუროს.
 საერთაშორისო მდგომარეობის ზეგავლენა- მაგ.:საომარმა მოქმედებებმა სპარსეთის
ყურეში გამოიწვია ჯაჭვური რეაქციები ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებში, წარმოებას
პრობლემები შეექმნა. ნავთობის მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია მის პროდუქტებზე
ფასების გაზრდა, რაც აისახა მთელი რიგირ ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

You might also like