You are on page 1of 8

თსუ ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა თარიღი: 01.05.

2023

მოდული: „ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია“

შუალედური გამოცდისთვის საგანში : „ფირმის განვითარების


მასტიმულირებელი საგადასახადო პოლიტიკა“

მე-2 სემესტრის მაგისტრანტი : ნიკა წოწორია

საგამოცდო საკითხები:

1. სამეწარმეო საქმიანობის სფეროები და სახეები;

2. ინოვაციები და პროდუქციის კონკურენტუნარიანობა

1. სამეწარმეო საქმიანობის სფეროები და სახეები.

განვიხილოთ სამეწარმეო საქმიანობის სფეროები და სახეები. პირველ რიგში,


შევეხოთ სამეწარმეო საქმიანობის სფეროებს. სამეწარმეო საქმოანობის სფეროები
შედგება ხუთ ძირითად ჯგუფად :
1) მოპოვებითი მრეწველობა;
2) სოფლის მეურნეობა;
3) გადამამუშავებელი მრეწველობა;
4) მომსახურების სფერო;
5) ინფორმაციის მართვა.
უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ბიზნეს - საქმიანობის საწყისი გახლავთ
მოპოვებითი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. მოცემული სფეროს გარეშე
შეუძლებელია სხვა დანარჩენი სფეროების ფუნქციონირება. მოპოვებითი
მრეწველობა და სოფლის მეუნეობა არის მატერიალური წარმოების ერთ-ერთი
ძირითადი დარგი, რომელიც ქმნის ნედლეულს, როგორც საწყისს. აღნიშნულ დარგში
მოპოვებული ნედლეული მიეწოდება გადამამუშავებელ მრეწველობას.
რაც შეეხება გადამამუშავებელ მრეწვწლობას, გადამამუშავებელ მრეწველობაში
ხდება ნედლეულის გარდაქმნა მზა პროდუქციად. შემდგომში შეიძლება ეს
პროდუქცია მიეწოდოს სხვა წარმოებას ნედლეულის სახით, რათა დამზადდეს სხვა
სახის პროდუქცია, ან ის შეიძლება მიეწოდოს საბითუმო ანდა საცალო გამყიდველს
ან უშუალოდ მომხმარებელს.
ვისაუბროთ ასევე, დღესდღეობით, ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ
სამეწარმეო საქმიანობის სფეროზე, იიგი გახლავთ მომსახურების სფერო. ამ
სფეროში ერთიანდებიან მომსახურე ფირმები, რომლებიც არ აწარმოებენ
პროდუქციას, ისინი ყიდიან მომსახურებას და საქონელს მეწარმეებზე, საბითუმო
მოვაჭრეებზე და მომხმარებელზე. მომსახურების სახეა ასევე ვაჭრობა. ვაჭრობა ორ
მიმართულებად, საბითუმო და საცალო ვაჭრობად იყოფა. საბითუმო ვაჭრობა
წარმოადგენს შუამავალ რგოლს მწარმოებელსა და საცალო ვაჭრობას შორის.
ბითუმად მოვაჭრეები საქონელს იძენენ მწარმოებლისგან, ასაწყობებენ მზა
პროდუქციას და შემდეგ ყიდიან საცალო მოვაჭრეებზე.
და ბოლოს სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი სფერო გახლავთ ინფორმაციის
მართვა. ინფორმაციის მართვა მოიცავს ინფორმაციულ მომსახურებას, რომლის
ცნებაში იგულისხმება ზემოქმედება მომხმარებლებზე მათთვის საჭირო
ინფორმაციული პროდუქტების დახმარებით. ინფორმაციული მომსახურების გაწევა
წარმოადგენს მომხმარებელთა ინფორმირებას სხვადასხვა ობიექტების მიხედვით.
ბიზნესის სუბიექტების ქცევა, განსაკუთრებით გადაწყვეტილებათა მიღების
სტადიაზე, ყოველთვის განპირობებულია ინფორმაციით, რომელსაც ისინი ფლობენ:
პროდუქტებისა და მომსახურების ცალკეულ სახეებზე ფასების, მათი ხარისხისა და
ასორტიმენტის შესახებ; ფინანსური ინდიკატორებისა და მაკროეკონომიკური
მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული
ადამიანისთის, სამეწარმეო საქმიანობისთვის, ბიზესისთვის, ამიტომ ინფორმაციის
მართვას დიდი ადგილი უკავია.
ვისაუბროთ ასევე მეწარმეობის სახეებზე, განასხვავებენ მეწარმეობის ხუთ სახეს:
1)წარმოება;
2) კომერცია;
3) საფინანსო-საკრედიტო;
4)სადაზღვევო;
5)საშუამავლო.
განვიხილოთ მეწარმეობის ეს ხუთი სახე ცალ-ცალკე, პირველი გახლავთ
წარმოება.
წარმოების საფუძველია ნებისმიერი მიმართულების საწარმოო საქმიანობა.
წარმოება ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ბიზნესია. მას ისე სწრაფად არ
მოაქვს მოგება, როგორც ბიზნესის სხვა სახეებს. ამიტომაც ბიზნესმენები სამეწარმეო
საქმიანობის ამ სახეს ნაკლებად ეტანებიან. მას მიეკუთვნება სამეწარმეო საქმიანობა
მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტზე,
საყოფაცხოვრებო მომსახურებაში და სხვ.
განვიხილოთ ასევე კომერციული მეწარმეობა. კომერციულ მეწარმეობაში
ბიზნესმენი გამოდის შუამავლის როლში მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის;
იგი მჭიდროდ უკავშირდება მწარმოებელს, იძენს მისგან საქონელს და ყიდის
მომხმარებელზე. კომერციული მეწარმეობა უფრო მარტივია, ვიდრე საწარმოო
მეწარმეობა. მასზე მოქმედი ფაქტორები შეზღუდულია, ამიტომ რისკი ნაკლებია,
ხოლო შემოსავალი _ უფრო სტაბილური.
ასევე მნიშვნელოვანია, საფინანსო-საკრედიტო მეწარმეობა, იგი გახლავთ ბიზნესის
განსაკუთრებული სახე, რომელშიც ყიდვა-გაყიდვის საგანია ფული,
საზღვარგარეთის ვალუტა და ფასიანი ქაღალდები. მეწარმის მოგება იქმნება
საფინანსო-საკრედიტო რესურსების უფრო მეტ ფასში გაყიდვით, ვიდრე მან იგი
შეიძინა.
რაც შეეხება მეწარმეობის ერთ-ერთ სახეს სადაზღვევო მეწარმეობას, მისი არსი
მდგომარეობს იმაში, რომ მეწარმე აძლევს დამზღვევს გარანტიას - მისი ქონების,
ფასეულობის და საცხოვრებლის გაუთვალისწინებელი ზარალის შემთხვევაში გასცეს
გარკვეული კომპენსაცია. არსებობს ქონების დაზღვევა, სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაზღვევა, რისკისა და პასუხისმგებლობის დაზღვევა. ბიზნესი
დაკავშირებულია მხოლოდ ნებაყოფლობით დაზღვევასთან, რომლის ბაზარზე
იყიდება მომსახურება - სადაზღვევო დაცვა.
ბოლოს კი განვიხილოთ მეწარმეობის ერთ-ერთ სახეზე საშუამავლო მეწარმეობა ,
იგი მჭიდროდ უკავშირდება სამეწარმეო საქმიანობის ისეთ სახეებს, როგორიცაა
საწარმოო, კომერციული, საფინანსო-საკრედიტო და სადაზღვევო მეწარმეობა.
განსხვავება ისაა, რომ შუამავალი არ აწარმოებს და არ ვაჭრობს საქონლით, ფასიანი
ქაღალდებით, არ იძლევა ფულად კრედიტს და სადაზღვევო პოლისს. იგი მხოლოდ
ეწევა საშუამავლო მომსახურებას საქონლის (მომსახურების) მწარმოებელსა და
მყიდველებს შორის. შუამავალი ბიზნესმენი ღებულობს თავისი მოგების წილს
იმისათვის, რომ მან მოძებნა და დააკავშირა ერთმანეთთან საჭირო ადამიანები,
თუმცა მისი როლი მეორეხარისხოვანია. შუამავლის რისკი საკმაოდ დიდია.
რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის სახეებს, ისინი განსაზღვრულია
საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით, რომლის მიხედვითაც სამეწარმეო
(ეკონომიკური) საქმიანობის სახეები იყოფა 17 მიმართულებად, მათ შორის 4
წარმოებაა, ხოლო დანარჩენი მომსახურება.
სამეწარმეო (ეკონომიკური) საქმიანობის სახეებს მიეკუთვნება:

1. სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა;


2. თევზჭერა, მეთევზეობა;
3. სამთომოპოვებითი მრეწველობა;
4. დამამუშავებელი მრეწველობა;
5. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება;
6. მშენებლობა;
7. ვაჭრობა;
8. სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება;
9. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა;
10. საფინანსო საქმიანობა;
11. ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლი, მომსახურების გაწევა;
12. სახელმწიფო მმართველობა;
13. განათლება;
14. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება;
15. კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა;
16. შინამოსამსახურის საქმიანობა და შინამეურნეობების საქმიანობა;
17. ექსტერიტორიული ორგანიზაციების საქმიანობა, რომელიც მოიცავს:
საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, როგორიცაა გაერთიანებული ერების
ორგანიზაცია და მისი სპეციალიზებული დაწესებულებები, რეგიონული ორგანოები
და ა.შ., ევროპული გაერთიანებები, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია,
ეკონნომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, საბაჟო
თანამშრომლობის საბჭო, ნავთობის ექსპორტიორ-ქვეყნების ორგანიზაცია,
საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.შ. ასევე დიპლომატიური
და საკონსულო მისიების საქმიანობას, თუ ისინი აღირიცხებიან მათი
ადგილმდებარეობისა და არა იმ ქვეყნის მიხედვით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.
2. ინოვაციები და პროდუქციის კონკურენტუნარიანობა.

განვიხილოთ ინოვაციები და პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, პირველ რიგში


უნდა აღვნიშნოთ, რომ საბაზრო ეკონომიკისათვის განსაკუთრებით
დამახასიათებელია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარება და მათი
გავლენის ზრდა ადამიანთა საქმიანობის ნებისმიერ სფეროზე. ინოვაციების
დანერგვა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფირმისთვის, იგი წარმოადგენს ფირმის
განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალას. ინოვაციური საქმიანობის შედეგად
დასაბამი მიეცა ახალ ტექნოლოგიებს, ახალი სახის საქონლის გამოშვებას.
ინოვაციური საქმიანობის მახასიათებლებია ინოვაციური ციკლი და
სიცოცხლისუნარიანობის ციკლი. განვიხილოთ ორივე მათგანი, ინოვაციური ციკლი
იწყება იდეის წარმოშობიდან და გრძელდება მათ პრაქტიკულ გამოყენებამდე,
კონკრეტული შედეგების მიღებამდე, რაც შეეხება სიცოცხლისუნარიანობის ციკლს
იგი წარმოებაში დანერგვიდან მის სრულ დაძველებამდე. ანუ თუ ინოვაციური
ციკლი იწყება მეცნიერული იდეის წარმოშობით, ინოვაციის სასიცოცხლო ციკლი
იწყება სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევის პრაქტიკული დანერგვით.
დღესდღეობით, მსოფლიოს მრავალი ცნობილი კომპანია ყოველწლიურად
მილიარდობით დოლარს ხარჯავს ახალი პროდუქციის შესაქმნელად ან არსებული
საქონლის სრულყოფისთვის. როგორც ცნობილია, ყოველწლიურად უამრავი ახალი
საქონელი იწარმოება. ინოვაცია ფირმებს აძლევს კონკურენტულ უპირატესობას
ბაზარზე, ისინი მუდმივად მზად არიან ინოვაციების შესაძენად. ფირმებმა
ინოვაციური პროდუქცია შეიძლება შეიძინონ ბირჟებზე, აუქციონებზე, გამოფენებზე,
სამეცნიერო-ტექნიკურ სემინარებზე და სხვა.
ინოვაციური პროდუქციის მფლობელ-მიმწოდებლები შეიძლება იყოს:
1. გამომგონებლები და რაციონალიზატორები, მეცნიერები, კონსტრუქტორები და
სხვა;
2. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, სასელექციო და საცდელი სადგურები,
უმაღლესი სასწავლებლები და სხვა.
ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ინოვაციური საქმიანობის სუბიექტები შეიძლება
დასპეციალებული იყვნენ მეურნეობის დარგების მიხედვით , საქმიანობის დარგების
მიხედვით. მათ შეიძლება ჰქონდეთ საწარმოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმა (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვა). შეიძლება იყვნენ
დროებითი ან მუდმივი, იურიდიულად დამოუკიდებელნი ან დამოკიდებულნი.
სიდიდის მიხედვით: მცირე, საშუალო და მსხვილი.
რა თქმა უნდა, ინოვაციური საქმიანობა მაღალი რისკით ხასიათდება. რისკის
შემცირების საუკეთესო საშუალებაა ინოვაციური საქმიანობის დაზღვევა. დაზღვევის
ობიექტი ამ შემთხვევაში ინოვაციური საქმიანობის მონაწილეთა ქონებრივი
ინტერესები ხდება. ინოვაციური საქმიანობის გააქტიურების კარგი საშუალებაა მისი
მასტიმულირებელი დაბეგვრა. ინოვაციისთვის მნოიშვნელოვანია პროდუქციის
ხარისხის გაუმჯობესება, მისი განახლება, ახალი პროდუქციის შექმნა და დანერგვა
დამოკიდებულია მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქციის
ხარისხზე ყველაზე მეტად ორი ფაქტორი მოქმედებს:
1. რეალური საშიშროება, რომ წარმოება გაკოტრდეს;
2. რეალური შესაძლებლობა, რომ ფირმა გამდიდრდეს, წელში გაიმართოს.
როგორც ვიცით, ბაზარზე პროდუციის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი
მახასიათებელი ხარისხთან ერთად არის ფასი.
ფასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მთავარი არის საქონლის ღირებულება,
მაგრამ იგი იცვლება კონკურენტებთან ბრძოლის ამოცანებიდან, ბაზრის
კონიუნქტურიდან, შუამავლების ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ტარდება
გარკვეული პოლიტიკა ფასების დარგში.
კარგი სერვისი აფართოებს პროდუქციაზე მოთხოვნას. ამიტომ ფირმაში მას დიდ
ყურადღებას უთმობენ. თავად სერვისს დიდი შემოსავალი მოაქვს ფირმისათვის, რაც
უნდა გაითვალისწინოს მარკეტინგის სამსახურმა.
ყველა შემთხვევაში სერვისის შედეგებზე მაინც ფირმა მწარმოებელი არის
პასუხისმგებელი. სერვისის სამსახურის სტრუქტურა შედგება ცენტრალური
სამსახურისაგან და პერიფერიული აპარატისაგან, რომელიც ახლოს არის
განლაგებული ექსპლოატაციაში მყოფ ტექნიკასთან.
მსოფლიო ბაზარზე სამამულო ნაწარმის კონკურენტუნარიანობის
უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქონლის ტექნიკური დონისა და ხარისხის
მაჩვენებლების შეფასების საიმედოობა.
სერტიფიკაციის სფეროში მოწმობა _ ლიცენზია არის სერტიფიკაციის სისტემის
წესების მიხედვით გაცემული დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც სერტიფიკაციის
ორგანო ადასტურებს სერტიფიკატის გამოყენების უფლებას .
სერტიფიკაციამ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული წარმოების პროდუქციის
ხარისხის ამაღლებას საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების დონემდე, რაც
განაპირობებს მის მაღალ კონკურენტუნარიანობას. ასევე საფირმო მარკა, ბრენდინგი
და ა.შ.
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ინოვაცია არის ფირმის
მაცოცხლებელი ძალა, იგი უმნიშვნელოვანესია ფირმის განვითარებისთვის და
ჯანსაღად ფუნქციონირებისათვის. ფირმას უნდა შეეძლოს სიახლეების შექმნა,
პროდუქციის დახვეწა და განახლება. დღესდღეობით კი მსოფლიო ბაზარზე
სამამულო ნაწარმის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია
საქონლის ტექნიკური დონისა და ხარისხის მაჩვენებლების შეფასების საიმედოობა.

You might also like