You are on page 1of 36

1.

ბიზნესი,როგორც ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა


ბიზნესი და ეკონომიკა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია, თუმცა მათ შორის
დიდი განსხვავებაა.

ეკონომიკა უფრო ფართო ცნებაა ვიდრე ბიზნესი, რადგან იგი შეისწავლის მიკრო,
მაკრო და მეგა ეკონომიკურ დონეებს.

ბიზნესი არის უფრო მცირე ცნება,რომელიც უფრო კონკრეტულ შემთხვევებს


შეისწავლის. ბიზნესს აქვს თავისი გეგმა და სტრატეგია. ის ორიენტირებულია იმაზე,
რომ ნახოს მაქსიმალური მოგება, რა თქმა უნდა, თავისი ეთიკური წესების დაცვით.
ბიზნესს მისი მრავალსახეობის მიუხედავად, გააჩნია ის საერთო ნიშნები, რომლებიც
ჩნდებიან საქმიან ურთიერთობებში. ეს ნიშნებია: ინტერესების დაცვა,მონაწილეთა
ინიციატივა,პერსონალური რისკების გათავისება და საქმიანი ურთიერთობების
დამყარების უნარი.

2. ბიზნესის სისტემის ჩამოყალიბება

ბიზნესის ჩამოყალიბების პროცესი, მეწარმის, როგორც ბიზნესის ძირითადი


ფიგურის ფორმირება, დაკავშირებულია კაპიტალის თავდაპირველ დაგროვებასთან.
არსებოს მეცნიერული თვალსაზრისი, რომლის შესაბამისად, კაპიტალის
თავდაპირველი დაგროვება მოიცავს ფეოდალური საზოგადოების დაშლის შემდგომ
პერიოდს, მაგრამ სინამდვილეში მისი ნიშნები უფრო ადრეულ ეპოქაშიც გვხვდება.

კაპიტალის დაგროვება ემყარებოდა პირად-საკუთრებით ურთიერთობებს


მონათმფლობელურ საზოგადოებაში. ამ საზოგადოებაში მონათმფლობელი
კაპიტალს აგროვებდა მიწების, ფულის, საქონლის, შრომის იარაღებისა და თვით
მონების ზრდის საფუძველზე.

ფეოდალურ საზოგადოებაში კაპიტალის თავდაპირველი დაგროვებას გააჩნია სხვა


ხასიათი წინა ეპოქისგან განსხვავებით. გლეხები ამ ეპოქაში არ ეკუთვნოდნენ
ფეოდალებს, მაგრამ ისინი მიმაგრებულნი არიან ფეოდალის მიწაზე. ამიტომ,
კაპიტალის დაგროვება არის დაფუძნებული შრომის ეკონომიკურ იძულებაზე.

ფეოდალური საზოგადოებბის დაშლის და საბაზო ეკონომიკური ურთიერთობების


ჩასახვის პროცესში გაჩნდა კაპიტალის დაგროვების ახალი ფორმები:

 მანუფაქტურების შექმნა
 მევახშეობის გზით
 სახელმწიფო მოხელეების მიერ ცალკეული მეწარმეებისთვის ექსკლუზიური
უფლებების გადაცემა
 სავაჭრო ომების წარმატებული წარმოება
კაპიტალის დაგროვება ხდებოდა არალეგალური ფორმითაც:

 სახელმწიფო მოხელეების მიერ კანონის საწინააღმდეგოდ სამეწარმეო


მაქინაციების წარმოება
 სახელმწიფო მოხელეების აქციონერების ფორმით ახალი კომპანიების
შექმნაში მონაწილეობა
 კორუფცია, მექრთამეობა, გამომძალველობა
 დაპყრობილი ხალხის კოლონიური ძარცვა
 დამპყრობლური ომების წარმოება ახალი მიწების და სამუშაო ძალის ზრდის
მიზნით

3. ეკონომიკური სისტემის ბუნება


მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებისთვის, დიდი მნიშვენლობა აქვს
ეკონომიკურ სისტემას. ეკონომიკურ სისტემაში იგულისხმება ყველა იმ წესების
ერთიანობა, რომლებსაც იყენებს საზოგადოება რესურსების გადანაწილების დროს.

საზოგადოების რესურსებს ეკონომისტები უწოდებენ წარმოების ფაქტორებს.


წარმოების პირველ ფაქტორს მიეკთვნება ბუნბრივი რესურსები: მიწა, წყალი, ტყე,
სასარგებლო წიაღისეული. მეორე არის შრომა, ანუ ადამიანური რესურსი, რომლებიც
აწარმოებენ საქონელს და მომსახურებას. მესამე ფაქტორი არის კაპიტალი და
თვითონ ეს კაპიტალიც იყოფა ნაწილებად: ნატურალურ-ნივთობრივი და ფულადი
კაპიტალი.

ნატურალურ-ნივთობრივია: ნაგებობები,მანქანები და სხვა, ხოლო ფულადი


კაპიტალია ყველა სახეობის ფულადი რესურსი. წარმოების მეოთხე ფაქტორი არის
მეწარმეობის უნარი. მეწარმეები არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ
მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილებები და გონივრულად მოიხმარონ მოცემული
რესურსები.

იდეალურ კაპიტალისტურ სისტემაში ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც


დაკავშირებულია რესურსების განლაგებასა და წარმოებასთან , ღებულობს კერძო
მესაკუთრე.

შერეული კაპიტალიზმის დროს, კერძო პირებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ თუ


რა და რა რაოდენობით აწარმოონ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ხართ მეწარმე
შეგიძლიათ დააწესოთ თქვენი ფასები სურვილისამებრ.

სისტემას, რომელიც ყველზე მეტადაა შეზღუდული ეწოდება კომუნიზმი.


კომუნიზმის დროს ნებისმიერი წარმოება და განაწილება კონტროლის ქვეშაა და
დამოუკიდებლად არაფერი არ ხდება.
4. ბიზნესზე მოქმედი ეკონომიკური მოტივატორები
განვითარების მთავარი მოტივატორი არის მოგება. ფირმის მფლობელს შეუძლია ეს
თანხა შეინახოს ან გამოიყენოს და ჩადოს ისევ თავის ბიზნესში, რათა გააფართოვოს
იგი. ბიზნესის მთავარი მიზანი არის მეტი მოგების ნახვა, შესაბამისად ის იყენებს
თავის შემოსავალს იმისთვის, რომ განავითაროს ბიზნესი და შემდგომ უფრო მეტი
მოგება ნახოს. ეს არის ბიზნესის პრინციპი, რომელიც ისეა შედგენილი, რომ
ერთგვარი მოტივაცია გამოდის ბიზნესმენისთვის, რომ იშოვოს უფრო და უფრო
მეტი.

ეკონომიკური ცხოვრების ერთ-ერთი საფუძველი კონკურენციაა. თუ გვსურს რაიმე


საქონლის გაყიდვა, მაშინ უნდა გავიაზროთ ის, რომ შეიძლება სხვასაც აქვს მსგავსი
სურვილი. კონკურენტული გარემო ხდება მოტივატორი მომხმარებლის მიერ
გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით.

კონკურენციისას მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორია პროდუქტზე


დაწესებული ფასები. თუ ფასები არ იქნება დაწესებული რაციონალურად,
რასაკვირველია, მომხმარებელიც არ ეყოლება და ასეთ შემთხვევაში ბიზნესი
ზარალში იქნება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასების დაწევით მოგებას ვნახავთ,
არა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევთავაზოთ მომხმარებელს ისეთი
პროდუქტი, რაც უცხო და საინტერესო იქნება მისთვის.

5. სახელმწიფოს როლი ბიზნესის რეგულირებაში

სახელმწიფოს საბაზრო რეგულირება შეუძლია მოახდინოს შემდეგი ბერკეტებით:


1) შეზღუდვებისა და წესების დადგენით; 2) მოსახლეობისადმი საზოგადოებრივი
სიკეთეების და სატრანსფერო გადასახადის განსაზღვრით; 3) კონკურენციის
გაფართოებით; 4) ეკონომიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერით.

ვინაიდან კონკურენცია არის ეკონომიკურად სასარგებლო მოვლენა, სახელმწიფო ვერ


დაუშვებს მის შეზღუდვას. ბაზრის იდეალური მოდელის თეორიაში ყველაზე
სრულყოფილი არის წმინდა კონკურენციული ბაზარი. იმ ტიპის დარგებს, სადაც
დომინირებენ მწარმოებლების პატარა ჯგუფები, ეწოდება ოლიგოპოლიური
დარგები. მიუხედავად იმისა, რომ ოლიგოპოლიური კავშირი არ იკრძალება,
სახელმწიფო ზღუდავს ამ ტიპის ფირმების გაერთიანებას, რადგან ისინი
უარყოფითად მოქმედებენ კონკურენციაზე და ხელს უწყობენ ოლიგოპოლიური
ფასების დაწესებას.
სახელმწიფო აგრეთვე იყენებს ყველა ღონეს, რათა არ წარმოიქმნას მონოპოლისტური
კავშირები. მონოპოლისტი არის კონკრეტულ დარგში მწარმოებელი ფირმა, რომელიც
მთლიანად აკონტროლებს საქონლის წარმოებასა და ფასებს. ასევე არსებობს
ხელოვნური მონოპოლიები, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ შექმინლი
კომუნალური მომსახურების მონოპოლიები, სადაც სახელმწიფო მკაცრად
აკონტროლებს ბაზარზე მათი ქცევის ნორმებს.

ეკონომიკური სისტემა არ ხასიათდება სტაბილურობით. მისთვის


დამახასიათებელია, როგორც აღმავლობა, ასევე დაღმავლობა და რეცესია, ანუ
პერიოდი, როდესაც მიმდინარეობს ეროვნული შემოსავლის მკვეთრი დაცემა, ეცემა
წარმოება და დასაქმება. დაცემის პერიოდში მომხმარებლების მიერ საქონლის
შესყიდვა მცირდება, ამას თან ახლავს უმუშევრობის ზრდა და კომპანიების დახურვა.
ეკონომიკური პრობლემების დასარეგულირებლად, სახელმწიფო მიმართავს
კონტრზომებს; მანიპულირებს გადასახადით, საპროცენტო განაკვეთით.
ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მეთოდი არის დოლარის კურსის
რეგულირება.

6. ბიზნესის გარემოს არსი


მეწარმეს გააჩნია საბაზრო თავისუფლება. თავისუფლების ხარისხი განისაზღვრება
სამი გარემოებით:

 ბაზრის მოთხოვნით
 საკუთარი მეწარმეობითი პოტენციალით
 იმ შესაძლებლობებით, რომმელსაც ბიზნესის გარემო ქმნის
ბიზნესის გარემო, ეს არის იმ გარეშე ფაქტორების ერთობლიობა, რომოლებიც
არსებობენ ბაზრის სუბიექტების გარეთ და განსაზღვრავენ ამ სუბიექტების ქცევის
წესებს ბაზარზე.

ბიზნესის გარემოს განსაზღვრავენ სტიქიური ძალები - ეს ის ძალებია, რომლებიც


არსებობენ ბიზნესის ყოველდღიურ ყოფაში და რომელთა არსებობა განისაზღვრება
დროით.

ბიზნესის გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაძლებელია, გამოვყოთ


გამსხვილებულ ფაქტორთა ნუსხა, რომლებიც ერთიანდებიან ბიზნესის მიკრო,
მაკრო და საერთაშორისო ფაქტორებში. მიკროგარემო ფირმის საქმიანობაზე
პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს. ის მოიცავს: მიწოდებლებს, მომხმარებლებს,
კონკურენტებს, დაქირავებულ მუშებს, კანონებს, სახელმწიფო ორგანოებს და
პროფკავშირებს.
ბიზნესის მაკროგარემო სამეურნეო სუბიექტების საქმიანობაზე ირიბ, მაგრამ
არსებით ზეგავლენას ახდენს. ის მოიცავს: ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას,
სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს, საზოგადოებრივ-კულტურულ დონეს, ფიზიკურ
და გოეგრაფიულ მდებარეობას და სხვა.

საერთაშორისო გარემო ირიბ ზეგავლენას ახდენს. ეროვნულ ეკონომიკაზე


ზეგავლენის თვალსაზრისით, ის ვლინდება საზღვარგარეთის ინვესტიციების,
იმპორტიორობის, ერთობლივი საწაროების, მრავალდარგოვანი კორპორაციების
საქმიანობაში.

7. ბიზნესის სამართლებრივი გარემო


ნებისმიერი ფირმის საქმიანობაში აუცილებელია სამართალი, რომელიც ისახება
საკანონმდებლო ბაზაში. სამეწარმეო სამართალი დამოკიდებულია საზოგადოების
განვითარებასა და შესაბამისად ბიზნესის ადეკვატურობის დონეზე. ბიზნესსა და
სამართალს შორის იქმნება ორმხრივი ურთიერთობა.

ერთის მხრივ სამართალი აწესრიგებს ბიზნესს, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესი


სრულყოფს და ავითარებს სამართლებრივ ნორმებს. ბიზნესის სამართლებრივი
რეგულირების ობიექტებად გვევლინება რამდენიმე ელემენტი, ესენია: საკუთრება,
შემოსავლის მიღების საშუალებები, მეწარმეებს შორის ურთიერთობის ფორმები,
დამქირავებელსა და მუშაკს შორის ურთიერთობის ფორმები.

სხვადასხვა ქვეყნების სამართლებრივი სისტემები, კანონები და აქტები დიდად


განსხვავდება ერთმანეთისაგან. კომპანიები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ
მრავალი კანონი, საგადასახადო და შრომის კოდექსი, სამოქალაქო სამართალი და
სხვა, რომელიც შეეხება დაბეგვრის ოპერაციებს, პასუხისმგელობას სახელმწიფო
ორგანოების წინაშე და სხვა.

8. ბიზნესის პოლიტიკური გარემო


პოლიტიკა ბიზნესის გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ისეთი
ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. ბიზნესი მოქმედებს პოლიტიკაზე, უფრო
ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ხოლო ამავდროულად პოლიტიკა განსაზღვრავს
ბიზნესში დაწესებულ კანონებს და მისი მოქმედების წესებს. ანუ ისინი
ურთიერთდაკავშირებულები არიან.
პოლიტიკა არის ბიზნესის ზედაშენი, რადგანაც პოლიტიკური ხელისუფლებისთვის
ბრძოლისას, ყველაზე მეტად ბიზნესის ეკონომიკური მოტივები ზემოქმედებს.
ლობიზმის მიზნით ადამიანები ერთიენადებიან პოლიტიკურ პარტიებში.
პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ცდილობენ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ
ბიზნესმენებს, რადგან მოიგონ მათი გული, რაც პოლიტიკური სტრატეგიაა,
მაგალითად სამეწარმეო მხარდაჭერით ან სახელმწიფო ბიუჯეტის გაგდანაწილების
გზით.

განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან ხელისუფლებისაკენ


ამ ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის მიზნით, რამეთუ ეკონომიკური პროგრესი
ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. ამიტომაც არის, რომ
ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები არ ხდებიან პოლიტიკური გადატრიალებების და
რევოლუციების მსხვერპლნი.

9.ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის


ევოლუცია, არსი და ფორმები
ფირმა არსებობს, რათა აწარმოოს ხარისხიანი საქონელი და მომსახურება,
გამოიმუშაოს სათანადო მოგება და შექმნას სამუშაო ადგილები. შესაბამისად,
სოციალური პასუხისმგებლობის ეკონომიკური მოდელიდან გამომდინარე,
საზოგადოება იღებს ყველაზე მეტ მოგებას, როდესაც ბიზნესს შეუძლია აწარმოოს და
გაყიდოს ის პროდუქტი, რაც მომგებიანი და საჭირო იქნება მომხამრებლისთვის.
მოგებაზე ორიენტირებულ მმართველებს სჯერათ, რომ ისინი ასრულებენ თავიანთ
სოციალურ პასუხისმგებლობას არაპირდაპირ, გადასახადების გადახდის გზით,
ხოლო ზოგიერთ მენეჯერს სჯერა, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ
აქციონერების, არამედ მომხმარებლების და საზოგადოების წინაშე. საზოგადოება ორ
ნაწილად იყოფა იმ თემაზე რომ, უნდა იყოს თუ არა ბიზნესი ჩართული
საზოგადოების პრობლემებში და უნდა ეხმარებოდეს თუ არა მათ მოგვარებაში.
ორივე მხარეს აქვს არგუმენტები:

ჯერ განვიხილოთ არგუმენტები იმ საზოგადოებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ


ბიზნესი უნდა ზრუნავდეს მათ სოციალურ პრობლემებზე:
1. ბიზნესი თვითონ არის ამავე საზოგადოების წევრი, შესაბამისად ის ვალდებულია
იზრუნოს დასმულ პრობლემებზე.

2. ბიზნესს აქვს იმის რესურსები და შესაძლებლობა, რომ გადაჭრას დღეს არსებული


პრობლემები და დაეხმაროს საზოგადოებას.

3. საზოგადოებას დაეხმარების შედეგად მას ექნება უკეთესი რეპუტაცია და უფრო


მეტი მომხმარებელი.

4. და ბოლოს ბიზნესი თუ გადაწყვეტს ამ პრობლემებს მთავრობის ჩარევის გარეშე, ის


ასევე აიცილებს მოსალოდნელი კანონების დაცვას.

ახლა კი ის არგუმენტები, რომლებიც მოიაზრებენ იმას რომ ბიზნესი არ უნდა


ფიქრობდეს საზოგადოების პრობლემებზე:

1. ბიზნესი არის იმისთვის, რომ გამოიმუშავოს მოგება და ისევ ეს მოგება ჩადოს


ბიზნესში და ნახოს მეტი მოგება.

2. ზოგადად საზოგადოების პრობლემა ეხება თვით საზოგადოებას და ცალკეულ


ბიზნესებს არ აქვთ იმის დრო, რომ იფიქრონ ერთდროულად მოგებასა და
საზოგადოების პრობლემებზე.

3. საზოგადოების პრობლემებში ბიზნესი კი არ უნდა იყოს ჩართული, ამაში უნდა


იყოს ჩართული მთავრობა, რადგანაც სწორედ ამ მიზნით არჩევენ მას.

10. ბიზნესი და ბუნებრივი გარემო


ნებისმიერი ბიზნესი ბუნებრივ გარემოსთან კავშირში მოქმედებს, რომლის
შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ეკოლოგია და მისი დეტალები. მოდი
ჩამოვთვალოთ ეს დეტალები: ბუნებრივი რესურსების ქონა, ბიზნესის
უსაფრთხოებისთვის ეკოლოგიური ბარიერების შექმნა, საწარმოს პროდუქციის
მიმართ ეკოლოგიური მოთხოვნები, პროდუქციის წარმოებისას ან მომსახურების
გაწევისას გარემოზე საწარმოს ზემოქმედება.

აღნიშნულ სისტემაზე გარკვეულ გავლენას ახდენენ სახელმწიფოს ორგანოები,


რომლებსაც გარემოს დაცვის სფეროში ევალებათ კონტროლის გაწევა. ბიზნესში
მომუშავე მენეჯერებმა უნდა გაითვალისწინონ ქვეყნის ეკოლოგიური
კანონზომიერებების ამსახველი სამართლის ნორმები და შეისწავლონ შესაბამისი
ნორმატიული და სამართლებრივი აქტები, რათა თავიდან აიცილონ ჯარიმები და
სხვა პრობლემები, რომლებიც ბიზნესს დააზარალებს.
11. ბიზნესი და მომხმარებლები
მოხმარებლებს გააჩნიათ უფლებები. ესენია:

უსაფრთხოების უფლება
უსაფრთხოების უფლების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიებმა უნდა
აწარმოონ ისეთი საქონელი, რომელიც არ შეიცავს მომხმარებლისათვის რაიმე
საფრთხეს. მსოფლიოს ქვეყნებში ამ პროცესს აკონტროლებენ სპეციალური
ორგანოები, რომლებიც ამ სფეროში აფორმებენ კონტრაქტებს და აკონტროლებენ მათ
შესრულებას. ასეთი ტიპის რისკ-ჯგუფის შემცველ საქონელს მიეკუთვნება: მანქანები,
წამლები, კვების პროდუქტები, სამედიცინო აპარატურა და სხვა.

ხელისუფლება საქონლისა და მომხმარებლის უსაფრთხოებაზე აწესებს საკუთარ


ნორმებს, განსაზღვრულს საკანონმდებლო ბაზაში, რომლის დარღვევას
შესაძლებელია, მოჰყვეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან ბაზარზე
გამოწვეული საქონლის მოთხოვნის მოტივირებული დაცემა, რომელიც ასევე ამ
დარგში სახელმწიფო რეგულირებითაა განპირობებული.

ინფორმაციის მიღების უფლება


ერთ-ერთი მეთოდი, რომ მომხმარებელი დავიცვათ მავნე საქონლისგან, არის
იარლიყზე ან შეფუთვაზე იმის მითითება, თუ რამდენად საშიშია ის ადამიანისთვის.
თუ მისი მოხმარების საფრთხე დიდია, მაშინ ასეთ გაფრთხილებას მოითხოვს
მსოფლიოს უნივერსალიზებული კანონმდებლობა. მომხმარებლებს აქვთ უფლება
იცოდნენ, თუ რისგან შედგება საქონელი და რამდენად მავნებელია ის
ჯანმრთელობისთვის.

არჩევითობის უფლება
ბიზნესი რეაგირებს არჩევითობის უფლებაზე. გაოგნებას იწვევს საქონლის ის
რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილია სამომხმარებლო ბაზარზე. ამასთან ერთად,
ყველა მომხმარებელს აქვს უფლება, აირჩიოს ის საქონელი, რომელიც პასუხობს მის
მაღალ სამომხმარებლო მოთხოვნებს. ბიზნესის თანამედროვე მიდგომა ამ
საკითხებში გამოიხატება იმაში, რომ მნიშვნელოვნად ამაღლდა თვით პროდუქციის
მწარმოებლის პასუხისმგებლობა ამ სფეროში.
12. ბიზნესის ეთიკური პასუხისმგებლობის სტიმულირება

თანამედროვე კომპანიები დამოუკიდებლად ამუშავებენ ბიზნესის


ეთიკის კოდექსს, რომელშიც ასახულია ის პრინციპები და
ღირებულებანი, რომლითაც ისინი გადაწყვეტილებათა მიღების
პროცესში ხელმძღვანელობენ. თანამედროვე კომპანიები ხარჯავენ
დიდძალ თანხას იმისათვის, რომ ბიზნესის ეთიკური ნორმების დაცვის
სფეროში განახორციელონ მომუშავეთა სწავლება. ფირმათა
უმრავლესობა საფუძვლიანად ეცნობა სამუშაოზე ასაყვანი პიროვნების
კეთილსინდისიერებას. ამ მიზნით, გამოიყენება ინტერვიუს მეთოდი,
სადაც სპეციალისტები ამოწმებენ სამუშაოს პრეტენდენტების მორალურ
თვისებებს. ეს მეთოდები გულისხმობს სპეციალური ტესტების
გამოყენებას, რომელთა შედეგები ცხადყოფენ პრეტენდენტების
პატიოსნებას.

კომპანიები დიდ ადგილს უთმობენ კორპორაციული პასუხისმგებლობის


პრობლემას. ისინი აყალიბებენ სტრუქტურებს, რომლებიც
საზოგადოებრივ კავშირზე, გარემოს დაცვაზე არიან პასუხისმგებელნი.
ამ სტრუქტურების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ კორპორაციის
ყველა ქმედება უნდა აიგოს სოციალური პასუხიმგებლობის პრინციპზე.

13. წარმოებისა და მომსახურების სფეროში


დასაქმებული კომპანიები

კომპანიები ეკონომიკის სექტორების მიხედვით იყოფა ორ


ძირითად ჯგუფად: მომსახურების სფეროში დასაქმებულ და
წარმოების სფეროში დასაქმებულ კომპანიებად.

მომსახურებასა და წარმოებას შორის ურთიერთკავშირი არ


განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკაში მისი ხვედრითი წილით.
ორივე სექტორი ურთიერთავსებს ერთმანეთს და წარმოადგენს
ერთი მთლიანის ორგანულ ნაწილს.
14. ფირმების დაყოფა საკუთრების ფორმების მიხედვით

საკუთრების ფორმების მიხედვით კომპანიები იყოფა:


1. ერთპიროვნულ მფლობელობად და ინდივიდუალურ
ფირმად.
2. ამხანაგობად
3. კორპორაციად
ინდივიდუალური ფირმა არის ფირმა, რომელიც მიეკუთვნება
ერთ პიროვნებას, თუმცა მასში შეიძლება დასაქმებული იქნეს
რამდენიმე ათეულობით ადამიანი.
ამხანაგობის შემთხვევაში პარტნიორებს შორის ნაწილდება
ყველა სახეობის ვალდებულება დაწყებული ამხანაგური
მართვიდან, დამთავრებული მოგების თუ ზარალის
გადანაწილებამდე.
კორპორაციები შეიძლება იყოს ღია და დახურული ტიპის, ღია
ტიპის კორპორაციები აქტიურად ყიდიან თავიანთ აქციებს
ბაზარზე, ხოლო დახურული ტიპის ცორპორაციები საკუთარ
სახსრებს იყენებენ წარმოების გასაფართოებლად.

საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ’’ დადგენილია


საწარმოთა შემდეგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმები:
1. ინდივიდუალური საწარმო
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
3. კომინდატური საზოგადოება
4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
5. სააქციო საზოგადოება
6. კოოპერატივი
15. მცირე ბიზნესის ჩასახვა და განვითარება
მცირე ბიზნესი ეწოდება ბიზნესის კატეგორიას, სადაც 500-ზე ნაკლები
მუშაკია დასქმებული.

მცირე ფირმები იყოფა ორ განსხვავებულ ტიპად. მათი უმრავლესობა


80-90% არის მოკრძალებული საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ ზრდის
შეზღუდული შესაძლებლობები. ამ კატეგორიას მიეკუთვნება
ყვავილების მაღაზია ან მცირე ზომის საფუნთუშე.

არსებობს საწარმოები,რომელსაც ’’მცირეს’’ მხოლოდ მათი სიახლის გამო


უწოდებენ, სინამდვილეში ეს არის სწრაფად მზარდი ობიექტები,
რომლებიც ფართოდ იყენებენ ინვესტიციებს და დაფინანსების სხვა
წყაროებს.

წარმოების ორგანიზაციის გაუმჯობესების, ტექნიკურ სიახლეთა


საფუძველზე, მცირე საწარმოები მეწარმეობის ეფექტიან ფორმად
ითვლებიან და ისინი ხშირ შემთხვევაში მსხვილი კორპორაციების
სერიოზული კონკურენტები ხდებიან.

მცირე ბიზნესის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკის


ციკლურობა და მისი წამოწყება უფრო ეფექტიანია აღმავლობის ფაზაში.

გარდა იმისა, რომ მცირე ბიზნესში ხდება საქონლისა და მომსახურების


დანერგვა, ის ამავდროულად ხელს უწყობს დასაქმებას და მნიშვნელოვან
როლს თამაშობს მსხვილი კორპორაციების საქმიანობაში.

16. მცირე ფირმების შექმნის ორგანიზაცია


მცირე ფირმის დაფუძნებისას გასათვალისწინებელია, თუ როგორია
მეწარმის შანსები ამ ბიზნესში. სტატისტიკიდან გამომდინარე, ახლად
შექმნილი 3 საწარმოდან მხოლოდ 1 აღწევს წარმატებას და 85% პირველი
10 წლის განმავლობაში კოტრდება.

ძირითადი საკითხი ბიზნესის დაწყების პროცესში ისაა თუ რით შევიდეს


იგი მომავალ ბიზნესში, ანუ მოიძებნოს პერსპექტიული ბიზნესი.

ბიზნესი შეიძლება დაიწყოს ცარიელ ადგილას, მოქმედი ფირმის ან


ფრენჩაიზის შესყიდვით. როგორც წესი, დამწყები ბიზნესმენების
უმეტესობა საკუთარ საქმეს ნულიდან იწყებს. ეს არის ბიზნესის ყველაზე
რთული გზა. ამასთან, ამ გზით მოძრავი ბიზნესმენების უმეტესობას
გააჩნდა ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილება, რის გამოც რისკები
მინიმუმამდეა დაყვანილი.

ახალი საწარმოს ყიდვა მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს, რადგან მისი


მდგომარეობა წინასწარაა ცნობილი. გამართლებულია წარმოების
ფუნქციონირებადი სისტემის ან მომსახურების ფუნქციონირებადი
ობიექტის შეძენა, რადგანაც ის აგვაცილებს იმიჯის შექმნის, კლიენტების
მოზიდვის და მომსახურეთა მომზადების აუცილებელ პერიოდს.

17. ბიზნესის შესახებ ინფორმაციული წყაროების ანალიზი

იმისათვის, რომ ვიპოვოთ ისეთი ბინესი,რომელსაც შევიძენთ,


მნიშნელოვანია ინფორმაციის შემდეგი წყაროების ანალიზი:

ა) რეკლამა პრესაში

ბიზნესის გაყიდვის შესახებ რეკლამა ინფორმაციის გავრცელების


ხელსაყრელ და ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს. სარეკლამო
განცხადებებს, ათავსებენ შუამავლები, მაგრამ ზოგჯერ ამას თვით
ბიზნესის მფლობელები აკეთებენ. ბიზნესისათვის სარეკლამო
განცხადებების კარგ წყაროს ადგილობრივი გაზეთები წარმოადგენენ.

ჩვეულებრივ ინფორმაცია ბიზნესის გაყიდვის შესახებ, წარმოადგენს ამ


ბიზნესის აღწერას რამდენიმე მოკლე ფრაზით, სადაც მითითებულია
მისი დასახელება, საკონტაქტო ტელეფონი, იმეილი და სხვა. სარეკლამო
განცხადება უნდა ასახავდეს ბიზნესის საუკეთესო თვისებებს.

ბ) სავაჭრო წყაროები

ბიზნესის გაყიდვის შესახებ სავაჭრო წყაროები ინფორმაციის


გავრცელების ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს. მრეწველობაში ან მის
მონათესავე დარგებში არსებულ კომპანიებში დასაქმებულ პირებს,
მაგალითად, მომწოდებლებს, ხშირად მოეპოვებათ ინფორმაცია იმის
შესახებ, თუ რომელი ბიზნესი როდის შეიძლება იყოს გასაყიდად
წარმოდგენილი. თუ გასაყიდი ბიზნესის მფლობელი ფიქრობს, რომ ამ
ბიზნესის მყიდველი იგივე დარგის წარმომადგენელი იქნება, მაშინ მან
კონტაქტი უნდა დაამყაროს ამ ტიპის ასოციაციასთან, რათა შეამოწმოს
გასაყიდი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის ხარისხიანობა.

გ) შუამავლები

ბიზნესის შუამავლები ორ ჯგუფად იყოფა. 1) ბიზნესის ბროკერები და 2)


შერწყმისა და შესყიდვების სპეციალისტები. მათ შორის განსხვავება
უმნიშვნელოა. ბიზნესის ბროკერები კერძო, მცირე ზომის ბიზნესში
არიან დაკავებულნი, ხოლო შერწყმისა და შესყიდვების სპეციალისტები -
უფრო დიდი ზომის, საშუალო სიდიდის კომპანიებში.

შუამავლები მიღებული თანხის დაახლოებით 10%-ს ითხოვენ. ჰონორარს


ზოგჯერ მყიდველი უხდის შუამავალს, ხშირ შემთხვევაში კი ამას
გამყიდველი აკეთებს.
18. ბიზნეს-გეგმის შედგენის ორგანიზაცია მცირე საწარმოებში

ბიზნეს-გეგმა წარმოადგენს, როგორც ინვესტიციების მოზიდვის


ინსტრუმენტს, ასევე შიდასაფირმო დაგეგმვის საფუძველს. ბიზნეს-
გეგმის შედგენის მეთოდოლოგია ყველა კომპანიაში განსხვავებულია.
ბიზნეს-გეგმის შედგენა არის იტერაციული პროცესი, რაც გულისხმობს
მასში ახალი ინფორმაციის საფუძველზე აუცილებელი ცვლილების
შექმნას. აღნიშნულიდან გამიმდინარე, მცირე საწარმოების სპეციფიკის
მიხედვით არსებობს ბიზნეს-გეგმის შედგენის სხვადასხვა ლოგიკა.
ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ ზოგადი პრინციპები,
რომლებიც მიესადაგება ყველა ტიპის ბიზნეს-გეგმას.

რეზიუმე არის ბიზნეს-გეგმის მოკლე მიმოხილვა. ის უნდა შეიცავდეს


შემდეგი სახის ინფორმაციას:

 პროექტის დასახელება
 ორგანიზაციის დახასიათება
 პროექტის აღწერა
 ფირმის აღწერა, მისი განვითარების ძირითადი ეტაპები და ნიშნები
 პროექტის მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, რა შემოსავლები
მიიღება რა დროის განმავლობაში
 ტაქტიკური გეგმა
 ინვესტიციური მოთხოვნა

ფირმის აღწერის პროცესში აუცილებელია დავახასიათოთ მოცემული


ფირმა. ჩამოვაყალიბოთ მისი სხვა ფირმებისგან განმასხვავებელი
ნიშნები. აქ მნიშვნელოვანია ემდეგი საკითხების გაანალიზება:

 მიზნები და ამოცანები
 ორგანიზაციული სტრუქტურა და საკადრო შემადგენლობა
 პრროდუქციის გასაღრების ტენდენციები
 საფინანსო მაჩვენებლები
 ფირმის ძირითადი უპირატესობანი
 სეზონურობა
 ტექნოლოგიური დონე
 ფირმის ძლიერი და სუსტი მხარეები
 დანახარჯთა ანალიზი
 გეოგრაფიული მდებარეობა

ბიზნესის გეგმას შეუძლია მცირე საწარმოს მომავალ მფლობელს


დაანახოს გზა მოგებისკენ.

ბიზნეს-გეგმის ტიპიური სტრუქტურა წარმოგვიდგება შემდეგი სახით:

1. რეზიუმე
2. ფირმის აღწერა
3. მარკეტინგი
4. პროდუქციის აღწერა
5. საბაზრო ტენდენციები
6. საწარმოო გეგმა
7. საფინანსო გეგმა
8. რისკების ფაქტორები

მნიშვნელოვანია შვისწავლოთ კონკურენტები:

1. მათი ვინაობა და ადგილმდებარეობა


2. საბაზრო წილი პროცენტებში
3. მათი გაყიდვების მოცულობა
4. ამ მიზეზით შესაძლო დანაკარგების მოცულობა

პროდუქციის განაწილება:

1. ძირითადი მომხმარებლების სახელი


2. სრული სავაჭრო მოცულობა
3. ხვედრითი წილი პროდუქტის მიხედვით
4. თქვენი გაყიდვების წილი პროცენტებში
საბაზრო ტენდენციების საანალიზო მაჩვენებლებია:

1. გაყიდული საქონლის მოცულობა


2. გაყიდვები 5 წლის წინ
3. მიმდინარე გაყიდვები
4. მოსალოდნელი გაყიდვები 5 წელიწადში

19. ვენჩურული კაპიტალის არსი და სიდიდე


კერძო ინვესტორების ძიებასთან ერთად, მრავალი სწრაფად მზარდი
ფირმა ცდილობს მოექცეს ვენჩურული კაპიტალისტების ინტერესთა
სფეროში. ვენჩურული კაპიტალისტები საქონლისა და კაპიტალის
მიწოდების სანაცვლოდ ითხოვენ მცირე საწარმოს მოგების წილს,
რომელიც მის 50%-ს ან მეტს აღწევს. ამასთან ერთად, ისინი
მონაწილეობენ მის მართვაში. ისინი ყიდულობენ აქციებს დაბალ ფასში
და შემდგომ ყიდიან უფრო მაღლ ფასში.

ვენჩურული კაპიტალისტის მოძებნა რთულ ამოცანას წარმოადგენს. მის


დასარწმუნებლად უნდა გაიწეროს ფირმის 5-7 წელზე განვითარების
პერსპექტივა.

მცირე ბიზნესს არასდროს აქვს საკმარისი ფულადი სახსრები. მცირე


ბიზნესის დაფინანსებაში დიდ როლს თამაშობენ ბანკირები და
მომწოდებლები სესხის გაცემის გზით, მაგრამ გრძელვადიანი ზრდის
შემთხვევაში, მეტად მნიშვნელოვანია ვენჩურული კაპიტალის ფირმებით
დაფინანსებაც.

ვენჩურული კაპიტალის ფირმები ფლობენ კომპანიის აქციებს, ამიტომ


ისინი უდიდესი ყურადღებით იკვლევენ არსებულ ან მოსალოდნელ
საქონელს ან მომსახურებას და მის პოტენციურ ბაზარს. ისინი აბანდებენ
მხოლოდ ისეთ ფირმებში, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად გაზარდონ
რეალიზაციის მოცულობა და ამით გაადიდონ თავიანთი შემოსავლები.
20. ვენჩურული დაფინანსების მაძიებელი
კომპანიების განვითარების დონე
დაფინანსების შესახებ წინადადება უნდა ასახავდეს შემდეგ მუხლებს:

 მიზნები და ამოცანები - ეს არის პროექტის მოკლე მიმოხილვა.


 აუცილებელი დაფინანსება - ინფორმაცია ფულის იმ რაოდენობაზე,
რომელიც გჭირდება პროექტის დასაწყისიდან განვითარებამდე,
თანხის გამოყენების გზებს და ფინანსურ გეგმას, მოთხოვნილი
თანხის და პროექტის დანახარჯების ანალიზს.
 მარკეტინგი - ბაზრის იმ სეგმენტის აღწერა, რომელიც უკვე
დაკავებული აქვს კომპანიას ან გეგმავს მის დაკავებას;
კონკურენციის პირობები; ის გეგმები, რომლებითაც კომპანია
აპირებს საჭირო ბაზრის სეგმენტის მოპოვებასა და შენარჩუნებას.
 ფირმის ისტორია - ფინანსური და ორგანიზაციული მოღვაწეობა;
მომსახურე პერსონალის დახასიათება და მათ შორის
ურთიერთობა.
 საქონლის ან მომსახურების აღწერა - წარმოებული საქონლის, ან
მომსახურებისა და დანახარჯების დეტალური აღწერა.
 ფინანსური დოკუმენტები - წინა წლების და მომავალი 3-5 წლის
დაგეგმილი სავარაუდო ფინანსური დოკუმენტები.
 კაპიტალიზაცია - აქციონერთა სია, ინვესტიციების რაოდენობა
დამათი სახეოება.
 ბიოგრაფიული მონაცემები - მფლობელთა და მომუშავეთა
გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დონე.
 მოსალოდნელი პრობლემები - ინფორმაცია პოტენციური
გაუთვანისწინებელი მოვლენების შესახებ.
 უპირატესობანი - უპირატესობები, რომლებიც პროექტს
განსაკუთრებულ მიზიდვეელობას ანიჭებს.

21. ვენჩურული ფირმის სახეები


არსებობს სხვადასხვა სახის ვენჩრული კაპიტალის ფორმები:

 ტრადიციული ამხანაგობა - ეს კომპანიები ფუძნდება მდიდარი


ოჯახების მიერ, რათა თავისი ფონდების ნაწილი მცირე
კომპანიებში დააბანდონ.
 პროფესიულად მართუული პულები - იქმნებიან სხვადასხვა
ორგანიზაციების ფულადი ფონდების საფუძველზე და
მოქმედებენ, როგორც ტრადიციული ამხანაგობები.
 საინვესტიციო საბანკო ფირმები - მოღვაწეობენ მაღალი
გარანტიების პირობებში. ისინი რიგ შემთხვევაში აყალიბებენ
ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო სინდიკატებს.
 სადაზღვეო კომპანიები - ინფლაციისგან დაცვის მიზნით, ისინი
სესხის ამღები კომპანიისგან მისი გაცემის წინაპირობათ აქციების
ნაწილს ითხოვენ.
 სამრეწველო კომპნაიები - მცირე კომპანიების დაფინანსებას
განიხილავენ, როგორც თავიანთი სამეცნიერო კვლევითი
პროგრამების დამატებით საშუალებას.
 მცირე ბიზნესის საინვესტიციო კორპორაციები - მცირე ფირმებს
ვენჩურულ კაპიტალთან ერთად მენეჯმენტის სფეროში
დახმარებასა სთავაზობენ.

მათ გარდა კიდევ არსებობენ ცალკეული კერძო ინვესტორები და


ფაინდერები. ისინი კარგად იცნობენ ფულის სამყაროს და შეუძლიათ
დაეხმარონ მცირე კომპანიებს აუცილებელი საფინანსო რესურსების
მოძიებაში.
22. ფრენჩაიზინგი როგორც საკუთარი საქმის
ორგანიზაციის ფორმა
ერთ-ერთი მეთოდი ჩავიბაროთ და ვმართოთ ბიზნესი, არის
ფრენჩაიზინგი. ფრენჩაიზინგი არის ბიზნესის ფორმა, რომელიც
აძლევს მეწარმეს უკვე ცნობილი საქონლის გაყიდვის ან
მომსახურების გაწევის უფლებას. ანუ ეს არის ლიცენზია, რომელიც
იძლევა უფრო მსხვილი კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოყენების
შესაძლებლობას. ამ უფლების გამო, ფრენჩაიზის მფლობელი მსხვილი
ფირმის მეპატრონეს უხდის ერთჯერად, ხოლო შემდგომ
ყოველთვიურ შენატანებს.

არსებობს ფრენჩაიზის 4 ძირითადი ფორმა:

1. სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფრენჩაიზინგი


2. მზა პროდუქციის გაყიდვის ფრენჩაიზინგი
3. საქონლის წარმოების ფრენჩაიზინგი
4. საქმიანობის სახეობაზე შექმნილი ფრენჩაიზინგი

ფრენჩაიზინგი წარნოიშვა XIX საუკუნეში, როდესაც კომპანიებმა,


რომელთაც გააჩნდათ მათი საქონლის ექსკლუზიური გაყიდვის
უფლება, დააფუძნეს ფირმები მსოფლიოში. XX საუკუნეში
კომპანიები, როგოროცაა „კოკა-კოლა“ და სხვა, აქტიურად იყენებდნენ
ფრენჩაიზინგს საქონლის და მომსახურების გასაყიდად.
ფრენჩაიზინგის ლიცენზიის ყიდვა არა მხოლოდ გარანტირებული
საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა, არამედ მისი
საშუალებით შეიძლება დავძლიოთ დამწყები ფირმებისათვის
ყველაზე მნიშვნელოვანი - ფულის დეფიციტის პრობლემა.

23. ფრენჩაიზინგის შესაძლებლობათა შეფასება

იმის მიუხედავად, რომ ფრენჩაიზულ საწარმოებს საქმიანი


ურთიერთობის სხვა ფორმებთან შედარებით წარმატების მიღწევის
უფრო დიდი შანსი გააჩნიათ, ამის გარანტირება მაინც არავის
შეუძლია. უდიდესი შეცდომა, რაც კი შეიძლება დავუშვათ, არის ამ
ბიზნესში ნაჩქარევად ჩაბმა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენჩაიზინგის
სათავეში უმეტეს წილად კარგი რეპუტაციის მქონე ფირმა დგას,
ზოგჯერ მაინც ხდება გამონაკლისი, შეიძლება ზოგიერთ
ფრენჩაიზინგს უხეირო ან ფინანსურად სუსტი ფირმა ედგეს სათავეში.

ფრენჩაიზის რთულ ფორმას წარმოადგენს „ბიზნესის ფრენჩაიზინგი“.


ბიზნესის ფრენჩაიზინგი უზრუნველყოფს ადგილმდებარეობის
შერჩევას, პროდუქციის მომზადებას, მომარაგებას, მარკეტინგულ
გეგმებსა და დაფინანსებასაც კი. ჩვეულებრივ, ფრენჩაიზი ვაჭრობს იმ
საქონლითა და მომსახურებით, რომლითაც მას ფრენჩაიზერი
ამარაგებს, ან საქონლით, რომელიც ფრენჩაიზერის სტანდარტებს
პასუხობს.

გამონაკლისს არ წარმოადგენს ფრენჩაიზინგი, ყველა ძირითადი


საქმიანი გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებელია ატერნატივათა
გამოკვლევა, დაგეგმვა და ანალიზი.

24. ფრენჩაიზინგული პაკეტი


როდესაც კონტრაქტის შესწავლას დავიწყებთ, აუცილებელია,
გავაანალიზოთ ის აუცილებელი ინფორმაცია და შესაძლებლობები,
დამოუკიდებლობის ის დონე, რომელსაც, როგორც ფრენჩაიზი,
შევინარჩუნებთ. განვსაზღვროთ ხარჯების ის რაოდენობა, რაც
ფრენჩაიზინგის შესასყიდად არის საჭირო. აქ აუცილებელია
გაანალიზდეს შემდეგი მონაცემები:

1. დანახარჯების სიდიდე ფრენჩაიზინგის საწყის ეტაპზე და რას


მოიცავს ეს ხარჯები.
2. რა გრძელვადიანი ხარჯებია დაკავშირებული ფრენჩაიზერთან.
3. ითხოვს თუ არა ფრენჩაიზერი თქვენგან მისი მარაგების
შესყიდვას და არის თუ არა მათ მიერ შემოთავაზებული ფასები
სხვა მიმწოდებლებთან შედარებით კონკურენტუნარიანი.
4. არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვები სხვა ფრენჩაიზერის
კონკურენციასთან დაკავშირებით.
5. რა პირობებია წამოყენებული ფრენჩაიზული ხელსეკრულების
გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების განსახილველად , აუცილებელია,


გამოვიყენოთ ექსპერტთა დახმარება. კონტრაქტის ზოგიერთი პუნქტი
შესაძლოა საკამათო აღმოჩნდეს. ეს საკითხები ფრენჩაიზინგის
ხელშეკრულების ხელისმოწერამდე უნდა დაზუსტდეს.

25. საერთაშორისო ბიზნესის განვითარება


ფირმების უმეტესობის საბოლოო მიზანს წარმოადგენს წარმოების და
მომსახურების საზღვარგარეთ გატანა. ამასთან, საერთაშორისო
ბიზნესი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესებს.

ზოგადად საერთაშორისო ვაჭრობა არსებობს იმიტომ, რომ ერთი და


იგივე ქვეყანას არ შეუძლია აწარმოოს ყველა მისთვის აუცილებელი
საქონელი და მომსახურება. მოცემული ქვეყნის მასშტაბებში
საქონლის წარმოება დამოკიდებულია იმ დანახარჯებზე, რომლის
გაწევა მოუხდება მას მომავალში, რადგანაც რესურსები, რომელსაც
ქვეყანა იყენებს პროდუქციის საწარმოებლად შეზღუდულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება უარი ვთქვათ
ერთი სახეობის პროდუქციის წარმოებაზე, რათა ვაწარმოოთ სხვა
პროდუქცია.
მაგალითად, ირანი ახდენს დაუმუშავებული ნავთობის
ექსპორტირებას. მას შეეძლო ეწარმოებინა ხორბალი, მაგრამ
ამისათვის მას არ გააჩნია მიწა, წყალი და კლიმატი. რათა ირანმა
აწარმოოს ხორბალი, მან მთელი თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს
ნავთობის მოპოვების ნაცვლად ამ პროდუქციის შესაქმნელად.
ამგვარად, მას გააჩნია ალტერნატიული დანახარჯებიდან მისთვის
ყველაზე ეფექტიანი მიმართულების შერჩევის შესაძლებლობა.

26. ხელისუფლების როლი საერთაშორისო ბიზნესის


რეგულირების დარგში
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობათა მსვლელობა
დამოკიდებულია მთავრობის იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც
დაკავშირებულია საერთაშორისო ვაჭრობასთან, უცხოურ
კაპიტალდაბანდებებთან და ვალუტის კურსთან. ამ დარგში
ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია ისეთი სახელმწიფო
ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაა, რომელიც გააწონასწორებს
კომპანიების, მუშაკების და მომხმარებლების ინტერესებს. ყველა
მონაწილე სუბიექტს განსხვავებული მიზანი გააჩნია. ამის გამო,
ხელისუფლება ვალდებულია განახორციელოს კონტროლი საკუთარ
რესურსებზე, წინ აღუდეგს გარედან სავაჭრო ექსპანსიას და დაიცვას
ადგილობრივი მეწარმეების ინტერესსები, რაც მიიღწევა
პროტექციონიზმის პოლიტიკით. პროტექციონიზმი - ეს არის
სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია
ადგილობრივი კომპანიების დაცვაზე.

ექსპერტების შეფასებით, მსოფლიო ვაჭრობის ნახევარზე მეტი


ექვემდებარება ადგილობრივი ბაზრების დაცვაზე ორიენტირებულ
სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს. პროტექციონიზმის ძირითად სახეებს
მიეკუთვნება: ტარიფები, კვოტები, სუბსიდიები, პროდუქციის
შემზღუდველი სტანდარტიზაცია და დამსჯელი ღონისძიებანი.

ტარიფები არის გადასახადები, რომლებიც ვრცელდება


იმპორტირებულ საქონელზე. ახლო წარსულში ეს გამოიყენებოდა,
როგორც სახელმწიფო შემოსავლების შევსების წყარო. დღეისათვის
ტარიფების უმეტესი ნაწილი პროტექციონისტული ხასიათისაა.

ტარიფებთან ერთად, იმპორტის შემცირების მიზნით, მრავალი ქვეყანა


ირჩევს სხვა ტაქტიკას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია
კვოტების დაწესება.

მსოფლიოს ქვეყნები ადგილობრივი მეწარმეების სტიმულირებისთვის


იყენებენ სუბსიდიებს, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას აწარმოონ
პროდუქტი უფრო დაბალი ღირებულებით, ვიდრე უცხოელმა
კონკურენტებმა.

27. საერთაშორისო ორგანიზაციები


მსოფლიოს ქვეყნების მიერ შექმნილია საერთაშორისო
ორგანიზაციები, რომლებიც არეგულირებენ საერთაშორისო ვაჭრობას.
ქვეყნების დიდი ნაწილი იცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს.
თავისუფალი ვაჭრობა ეს არის საერთაშორისო ვაჭრობის ისეთი
სახეობა, როდესაც ცალკეულ ქვეყნებს შორის არ არსებობს ამ სფეროში
შეზღუდვები. იმისათვის, რომ ქვეყნებმა თავისუფლად ივაჭრონ
მსოფლიოში, შექმნილია ორგანიზაციები, რომლებიც არეგულირებენ
ამ პროცესს. ასეთია ტარიფებისა სა ვაჭრობის გენერალური
შეთანხმება (ტვგშ).

რეგიონალურ ჭრილში ქვეყნები ქმნიან რეგიონულ სავაჭრო ბლოკებს.


ეს ბლოკები მათი ინდივიდუალობის მიუხედავად, საერთო ნიშნებით
ხასიათდებიან: ისინი ბლოკის წევრებისთვის აუქმებენ სპეციფიკურ
გადასახადებს და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ შედიან ბლოკში
აწესებენ საგადასახადო შეზღუდვებს და სხვა.

ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ბლოკია ევროპის ეკონომიკური


თანამეგობრობა (ეეთ), რომელიც აერთიანებს დასავლეთ ევროპის 12
ქვეყანას. „ეეთ“-ეს ქვეყნები ცდილობენ მიაღწიონ ერთმანეთის
შემზღუდავი ბარიერების მოხსნას საერთაშორისო ვაჭრობის გზაზე. ამ
შეზღუდვების მოხსნით ყალიბდება ეერთიანი ბაზარი, რასაც ხელს
უწყობს ერთიანი ვალუტის - ევროს შემოღება.

28. საერთშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო


ბანკის როლი ბიზნესის განვითარებაში
მთელი რიგი ქვეყნების სიღარიბე მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი
პრობლემაა. ამ ქვეყნების დასახმარებლად არსებობს ორგანიზაციები,
როგორიცაა საერთშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.
საერთშორისო სავალუტო ფონდი ეხმარება იმ ქვეყნებს, რომელთც
გააჩნიათ საგადასახადო ბალანსთან დაკავშირებლი პრობლემები.
მსოფლიო ბანკის ოფიციალური დასახელებაა რეკონსტრუქციისა და
განვითრების ბანკი. იგი იძლევა კრედიტებს დაბალი პროცენტებით
საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად.

ასევე არსებობს რეგიონალური ბანკები, რომლებიც ეხმარებიან


მოცემული რეგიონების განვითარებას.

იმდენად, რამდენადაც ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთრი სავალუტო


ერთეული, საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში მიმდინარეობს ამ
ვალუტების გაცვლა. მაშინ, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანია ყიდის
საქონელს მეორე ქვეყანაში, აუცილებელი ხდება ვალუტების გაცვლა.
მაგალითად, იმისათვის, რომ იაპონურმა კომპანიამ შეისყიდოს აშშ-ს
ხორბალი, აუცილებელია იაპონური იენის გაცვლა დოლარზე. ის
პროპორციები, რომლითაც იენი, ფუნტი ან ფრანკი იცვლება
დოლარზე, მარკაზე ან ლარზე ქმნიან სავალუტო კურსს.

29. საერთაშორისო ურთიერთობების ბიზნესზე


მოქმედების სფერო
საერთაშორისო ბიზნესი მოიცავს ქვეყნებს შორის ნებისმიერი ტიპის
სამეურნეო ოპერაციას. ასეთი საქმიანი ურთიერთობანი შეიძლება
წარმოებდეს, როგორც კერძო პირებს, ასევე სახელმწიფო
ორგანიზაციების დონეზე. კერძო კომპანიების საქმიანობა
საერთაშორისო ბიზნესის სფეროში შეიძლება განხორციელდეს
მხოლოდ მოგების მიზნით, ხოლო ფირმების საქმიანობა, რომლებსაც
საერთაშორისო ბიზნესში გამოეყოფათ სუბსიდიები, არ არის
მოგებაზე ორიენტირებული.

მიზნების მისაღწევად კომპანიამ უნდა დაადგინოს საერთაშორისო


სავაჭრო ოპერაციების წარმოების ის ფორმები, რომლებიც
განსხვავდებიან ქვეყნის შიგნით ვაჭრობისგან. საერთაშორისო
ფირმების შერჩევაზე ზეგავლენას ახდენს როგორც წინასწარ
დაგეგმილი მიზანი, ასევე კომპანიის ფუნქციონირების გარემოც.

სეართაშორისო ბიზნესს გააჩნია თავისი მოტივაცია. არსებობს ამ


მოტივაციის 3 ძირითადი ასპექტი. ესენია:

გასაღების გაფართოება - ბაზარი არის შეზღუდული იმ პირებით,


რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფირმის პროდუქციით. ამასთან,
იზრდება მოსახლეობის შესყიდვიანობის უნარი. ეს ძირითადი
მოტივაციაა კომპანიებისთვის.

რესურსების შეძენა - მწარმოებელი ფირმები, როგორც წესი,


სხვადასხვა ქვეყნებში ეძებენ მათთვის აუცილებელ პროდუქციას. ამ
სავაჭრო ოპერაციების მიზანი დანახარჯების შემცირებაა.

დივერსიფიკაცია - კომპანიები, როგორც წესი, ცდილობენ არ დაუშვან


დიდი სხვაობა მის გასაღებასა და მოგება შორის და ამ მიზნით
საზღვარგარეთ ეძებენ პროდუქციის გასაღების შესაფერის ბაზრებს.

30. საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობების ფორმები

თანამედროვე კომპანიებში შეიძლება არსებობდეს საერთაშორისო


ურთიერთობის შემდეგი ფორმები: იმპორტი და ექსპორტი,
ლიცენზირება, ფრენჩაიზინგი, ერთობლივი საწარმოების შექმნა და
საზღვარგარეთის ფირმის შესყიდვა სრული საკუთრებით.

ყველაზე გავრცელებული ფორმაა იმპორტი და ექსპორტი. საიმპორტო


მაჩვენებლები ყველაზე მეტად დამოკიდებულია საცალო ვაჭრობაზე.
კომპანიები, რომლებიც ეწევიან ექსპორტს, ამ პროცესს ახორციელებენ
უშუალოდ საზღვარგარეთის პარტნიორებთან შეთანხმებით ან
სავაჭრო შუამავლების მეშვეობით.

საერთაშორისო ბიზნესში აგრეთვე გამოიყენება ლიცენზირება.


ლიცენზირების შეთანხმება აძლევს შესაძლებლობას ერთ ფირმას
აწარმოოს ან გაყიდოს სხვა ფირმის საქონელი და მომსახურება
ერთხერადი ან პერიოდული გადასახადის ხარჯზე.

ერთობლივი საწარმოები ერთ-ერთი ეფექტიანი ფორმაა. ერთობლივ


საწარმოში იგულისხმება პროექტის რეალიზაციისთვის საერთო
ინვესტიციების გაწევა და ხანგრძლივი პერსპექტივით სამეწარმეო
საქმიანობა.

ადგილობრივი ნედლეულის და მუშახელის სიიაფის გამო,


მნიშვნელოვანია ინდივიდუალური საწარმოების საზღვარგარეთ
დაარსება. საზღვარგარეთ საქმიანობა დაკავშირებულია გარკვეულ
სპეციფიკასთან, რომელიც ქვეყნის კულტურული, ეთიკური,
რელიგიური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. ისინი
გათვალიწინებული უნდა უქნას ბიზნესის წარმოების პროცესში.

31. წარმოების პროცესის გენეზისი და განვითარება

ნებისმიერი ბიზნესის საფუძველი არის წარმოება, რაშიც


იგულისხმება მატერიალური რესურსების საქონლად და
მომსახურებად გარდაქმნის პროცესი.

წარმოების პროცესის არსი გამომდინარეობს კონვერსიიდან. ეს არის


პროცესი, როდესაც რესურსები თანმიმდევრულად გარდაიქმნება
პროდუქციად. ეს პროცესი წარმოგვიდგება ასე: დანახარჯები-
გარდაქმნა-პროდუქცია.
ეს სქემა მისაღებია, როგორც მატერიალური ასევე არამატერიალური
წარმოების სფეროსთვის. მაგალითად, კომპანიის მართვის დარგში
სპეციალისტის ცოდნა შეიძლება გარდაიქმნას კომპანიის მართვის
გასაუმჯობესებლად. პალტოს დამზადების პროცესში კონვერსიას
განიცდის შემდეგი რესურსები: ტილო და ძაფი, მათი წარმოებაში
ჩაბმით ვღებულობთ მატერიალურ პროდუქციას - პალტოს.

განასხვავებენ კონვერსიის 2 ძირითად ტიპს: პირველი, რომელიც


ცნობილია, როგორც ანალიტიკური და ის გულისხმობს, რომ ერთი და
იმავე სახეობის ნედლეულიდან იწარმოება ერთი ან რამდენიმე
პროდუქტი, მაგალითად საქონლის დაფასოებით ვღებულობთ ტყავს,
ხორცს, ძვალს და ა.შ. კონვერსიის მეორე ტიპი არის სინთეტიკური.
მასში იგულისხმება სხვადასხვა მასალიდან პროდუქციის წარმოების
პროცესი, მაგალითად, ფულადი წარმოება მოითხოვს რკინის მადნის
გადამუშავებას, მას მაღალ ტემპერატურაზე სხვადასხვა მინერალურ
ნედლეულს უმატებენ.

მეწარმოებითი საქმიანობის პროდუქტიულობის ამაღლებაში


ერთ-ერთი უდიდესი წვლილი მიუძღვის Henry Ford-ს. მის
საწარმოებში პირველად გამოიყენეს „კონვეიერი“, რამაც საფუძველი
ჩაუყარა მასობრივ წარმოებას.

32. წარმოების საწარმოო და ოპერატიული მართვა


წარმოების საწარმოო და ოპერატიული მართვა დაიყვანება
ორგანიზაციის იმ რესურსეების კოორდინაციაზე, რომელიც
აუცილებელია გარკვეული სახეობის საქონლისა და მომსახურების
წარმოებისათვის. როგორც მართვის სხვა მეთოდები, საწარმოო და
ოპერატიული მართვა მოიცავს უმთავრეს ფუნქციებს - დაგეგმვას,
ორგანიზაციას, ხელმძღვანელობასა და კონტროს.

საწარმოო და ოპერატიული მართვა ვითარდება, როგორც ბიზნესის


სფეროს სპეციალიზებული ერთ-ერთი დინამიური დარგი. საწარმოო
და ოპერატიული მართვა არის რთული პროცესი, მისი მიზეზებია:

 გამოყენების სფერო ეფუზნება სწრაფ ცვლილებებს


 არ მოიცავს საქმიანობის დიდ არეალს, დაწყებულს ბაზრის
შესაძლებლობების შესწავლით და დამთვარებულს საწარმოოს
დაგეგმვითა და კონტროლით
 მართვის ეს სფერო აუცილებელია ყველა ტიპის კომპანიისათვის
მათი საწარმოო მასშტაბებისგან დამოუკიდებლაად

საწარმოო და ოპერატიული მართვა ისევე, როგორც მართვის სხვა


მეთოდები მოითხოვს კომპანიის მიზნების დროულ განსაზღვრას,
სტანდარტების შემუშავებას, რომლებსაც უნდა შევადაროთ საწარმოო
საქმიანობის შედეგები, პროდუქციაზე მოთხოვნის პროგნოზირებას
და სხვა.

33. საწარმოო პროცესის კონტროლი


საწარმოო პროცესზე კონტროლის მეთოდები სხვადასხვა კომპანიებში
შეიძლება განსხვავებული იყოს, ამასთან, ცალკეული კომპანიისათვის
გამოიყენება ის ზოგადი წესები, რომელიც მოიცავს 5 ძირითად
საფეხურს:

 საწარმოო დაგეგმვას
 საწარმოო პროცესის მარშრუტიზაციას
 კალენდარულ დაგეგმვას
 დისპეჩერიზაციას
 შესრულების კონტროლს

საწარმოო პროცესის სქემები გამოიყენება იმ დარგებშიც, რომლებიც


დაკავებულია მომსახურების სფეროში. მაგალითად, კოლეჯს
შეიძლება გააჩნდეს ენების სწავლების, სამეცნიერო და სხვა
განყოფილებანი. იმის მიხედვით, თუ როგორ მოძრაობენ
სტუდენტები ამ საგანმანათლებლო სექტორში, ხდება მთლიანად
სასწავლო პროცესის ფორმირება.

ეს სქემა, ასევე, გამოიყენება მომსახურების რიგ დარგებში.


მაგალითად, უნივერსიტეტში სტუდენტი კურსიდან კურსე რომ
გადავიდეს მან უნდა დააგროვოს კრედიტების ის აუცილებელი
რაოდენობა, რომელიც საჭიროა.
34. კალენდარული დაგეგმვა
წარმოების მმართველი საწარმოო პროცესში უნდა ადგენდეს
მარშრუტიზაციის დროის შეზღუდვას, რომლის მიზანია
ტექნოლოგიური პროცესის დაწყებისა და დამთავრების დროის
დადგენა.

პროექტის რეალიზაციის სხვადასხვა სტადიის გრაფიკის შედგენა


დაკავშირებულია მსხვილ დანახარჯებთან. XX საუკუნის დასაწყისში
ლ.განტმა შეიმუშავა სპეციალური ცხრილების შედგენის ხერხი,
რომელიც ითვალისწინებდა ტექნოლოგიური ციკლის ყველა სტადიის
შესრულების დროის დადგენას.

წარმოების პროცესი არის ოპერაციების ის კომპლექსი, რომელიც


დროის დანახარჯებზე უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე სხვა
დანარჩენი ოპერაციები. ამ პროცესში კრიტიკული გზის გაანგარიშება
წარმოების ეფექტიანი ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ეტაპია. ამის დადგენის საფუძველზე მარტივია მთლიანად პროცესის
დასრულების პროგნოზირება.

კალენდარული დაგეგმვის კიდევ ერთი მეთოდი არის პროგრამის


ანალიზი და შეფასება. ის გამოიყენება ოპერაციებისთვის, რომელთა
აბსოლუტური დროის სიზუსტით შესრულება ძნელია. მასში
გამოიყენება 4 მაჩვენებელი:

 ოპტიმისტური შეფასება
 პესიმისტური შეფასება
 შესაძლო შეფასება
 მოსალოდნელი შეფასება
35. ლოჯისტიკის როლი ბიზნესის განვითარებაში
თანამედროვე ბიზნესი ორიენტირებულია სამეწარმეო პროცესების
რაციონალიზაციაზე. ამასთან, სამეწარმეო ბიზნესი გულისხმობს
მატერიალური, ენერგეტიკული, ინფორმაციული და სამგზავრო
ნაკადების სინქრონიზაციას.

მსხვილი კორპორაციების ბიზნესი - ეს არის დროული ამოქმედება


ყველა ამ ნაკადის წარმოების პროცესში, რასაც ბიზნესის
ლოჯისტიკური მართვა ეწოდება.

ბიზნესი წარმოუდგენელია ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების,


გაცვლის გარეშე. ინფორმაციული ბაზის რეგულირება აუცილებელია
ბიზნესის განხორციელების ყველა ეტაპზე. თანამედროვე
კომპიუტერული ბაზა კი იძლევა ამ ნაკადების მოძიების, მათი სწორი
წარმართვის შესაძლებლობას.

ბიზნესში მნიშვნელოვანია არა მარტო კადრების შერჩევა და


დასაქმება, არამედ სამგზავრო ნაკადების რეგულირება, რაც ასევე
ლოჯისტიკური დაგეგმვის გზითაა შესაძლებელი.

თანამედროვე ბიზნესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს


ლოჯისტიკური მართვა. მისი ათვისების და გამოყენების მეთოდები
დამოკიდებულია საზოგადოების განვითარების ხარისხზე. სწორედ
ამიტომ გამოიყენება ის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში.

ბიზნესი და ლოჯისტიკა განუყოფელი პროცესებია, რამდენადაც


თანამედროვე ბიზნესში დროის 98% იხარჯება მატერიალური,
შრომითი და ფინანსური რესურსების მოპოვება-გამოყენების
პროცესზე.
36. ლოჯისტიკის კონცეფციის ევოლუცია
სამეცნიერო ტერმინებს - „ლოჯისტიკა“-სა და „ლოგიკა“-ს საერთო
საფუძველი გააჩნიათ. ლოჯისტიკას, როგორც მეცნიერებას,
საფუძველი ძველ საბერძნეთში ჩაეყარა. იგი მათთვის შეისწავლიდა
ანგარიშებს, გაანგარიშებათა სისტემას. ჩინოვნიკებს, რომლებიც
აკონტროლებდნენ სამეურნეო, საფინანსო და სავაჭრო საქმიანობას
ლოგისტებს უწოდებდნენ.

შემდგომ ეპოქაში, იგი ბიზანტიაში გვხვდება და უკავშირდება


ბიზანტიის მეფეს, ლეონ VI-ს. ის მას განმარტავს , როგორც
მეცნიერებას ჯარის მომარაგებასა და მართვის შესახებ.

ჯარის მართვისა და მომარაგების საკითხში ნაპოლეონიც იყენებს


ლოჯისტიკის დებულებას. ამიტომაც, XIX საუკუნეში ლოჯისტიკა
დაფუძნდა, როგორც სამხედრო მეცნიერება.

სამოქალაქო და სამრეწველო ლოჯისტიკა წარმოიშვა მოგვიანებით და


ის დაკავშირებულია ტვირთბრუნვისა და მგზავრთბრუნვის
განაწილება-მართვასთან.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ის გამოიყენებოდა ორი


უმთავრესი მიმართულებით:

1. მათემატიკური ლოგიკის
2. სატრანსპორტო-სასაწყობო სამუშაოების ტექნიკისა და
ტექნოლოგიის ასახვისთვის სამოქალაქო და სამხედრო
სფეროებში.
ბიზნესთან მიმართებაში ლოჯისტიკა ასახავს მათემატიკურ
გაანგარიშებებს და მოდელებს სატრანსპორტო, სასაწყობო და სხვა
ამოცანების გადაწყვეტის პროცესში.

37. ლოჯისტიკა, როგორც მეცნიერული მიმართულება


ლოჯისტიკა განისაზღვრება, როგორც ფუნქციონირების ის სფერო,
რომელიც ახდენს მოთხოვნის, წარმოების, ტრანსპორტირებისა და
ინფორმაციის გაცვლის ინტეგრირებას.

ლოჯისტიკას განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერულ მიმართულებას,


რომლის მიზანია ნაკადური პროცესების მართვის მეთოდებისა და
ფორმების შემუშავება.

რესურსების მართვის ლოჯისტიკური სისტემის სიახლე


მდგომარეობს იმაში, რომ მის განვითარებასთან ერთად, ხდება
პრიორიტეტების ცვლა. წინა პლანზე იწევს არა პროდუქტი, არამედ
პროცესი. როგორც მეცნიერული მიმართულება, ლოჯისტიკა სულ
უფრო ფართო ხასიათს იძენს.

ლოჯისტიკას, როგროც მეცნიერულ საფუძველს, ფართოდ იყენებენ


როგორც მრეწველობასა და ვაჭრობაში , ასევე საბანკო და სადაზღვეო
ბიზნესში და სხვა სფეროებში.

ლოჯისტიკის ევოლუციური ხასიათი ვლინდება იმაში, რომ როდესაც


გადავდივართ სამეურნეო და მმართველობითი საქმიანობის შესაბამის
დონეზე, ჩაირთვება ბუნებრივი სელექციის რეგულატორები,
რომლებიც ორიენტირებუია მთელი სისტემის პროგრესულ
განვითარებაზე.
38. ლოჯისტიკის განვითარება და
ინფრაინდუსტრიის ფორმირება
ლოჯისტიკის განვითარებას და ლოჯისტიკური სისტემის
ფორმირებას თავისი სტადიები გააჩნია, რომელთა თანამიმდევრობა
დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყანაში ბაზრის მდგომარეობასა და
საბაზრო ურთიერთობათა განვითარების დონეზე.

ლოჯისტიკის განვითარების ეტაპებში იგულისხმება თეორიული


შემუშავებათა დონე და მათი პრაქტიკაში რეალიზაცია საბაზრო
ურთიერთობათა სრულყოფის პროცესში.

ლოჯისტიკის გამოყენება ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში


50-იან წლებში დაიწყო, მეორე მსოფლიო ომამდე და დამთავრების
შემდეგაც. 60-იან წლებში ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნას შორის
შეიქმნა უწონასწორობა, რამაც გამოიწვია მოთხოვნა ლოჯისტიკის
გამოყენებაზე. ამ პერიოდში ლოჯისტიკა განვითარების პირველ
ფაზაში იმყოფებოდა.

მეორე ეტაპმა, 80-იან წლებში, გამოიწვია მომსახურების გაუმჯობესება


ინფორმაციის მოპოვებისა და მისი დაჯგუფების ხარჯზე.

დღეისათვის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარებამ და


საბაზრო ეკონომიკის სრულყოფამ ლოჯისტიკა სრულიად ახალ
საფეხურზე აიყვანა, რაც განვითარების მესამე ეტაპს შეესაბამება.

მეოთხე სტადია ყველაზე მაღალია. მასში წარმოდგენილია


ინტეგრირებული სამარკეტინგო და ლოჯისტიკური სისტემები,
რომლებიც მოიცავს წარმოების მთელ ციკლს.
39. ტერმინ „ლოჯისტიკის“ ცნება
80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მეცნიერები ლოჯისტიკური
ელემენტების ერთობლიობას აღნიშნავდნენ ტერმინით -
„პროდუქტიულობა“. ამ ტერმინით აღინიშნებოდა მატერიალური
ნაკადების გადაადგილება და მისი ინტეგრაცია ამ პროცესთან.

80-იანი წლების ბოლოს უკვე ჩნდება ტერმინი - „ლოჯისტიკა“,


რომელიც უფრო ზუსტად ასახავს ლოჯისტიკურ პროცესებს.

თავდაპირველად სამოქალაქო საქმიანობაში ეს ცნება გამოიყენებოდა


სასაწყობო და სატრანსპორტო მეურნეობის ურთიერთკავშირის
დადგენის მიზნით. ეს შეზღუდვა არასაკმარისი იყო ამიტომ
აუცილებელი გახდა ლოჯისტიკის ცნების გაფართოება. დღეს ეს
ტერმინი მრავალი შინაარსობრივი დატვირთვით ხასიათდება.

დღეისათვის მან განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა მეცნიერული


და ინფორმაციული ნაკადების მართვის სფეროში. ლოჯისტიკის ქვეშ
ესმით:

1. ახალი მეცნიერული მიმართულება,რომლის კვლევის საგანია


მატერიალური და ინფორმაციული ნაკადების მართვა;
2. რაციონალური რესურსების განაწილების, გადაადგილებისა და
მართვის სისტემა;
3. მატერიალური რესურსების განაწილების, გადაადგილებისა და
მართვის სისტემა;
4. პროდუქციის რაციონალური გადაადგილების სიტემა
მწარმოებლიდან მომხმარებლამდე;
5. ეკონომიკის სფერო, რომელიც განსაზღვრავს მატერიალურ-
ტექნიკური მომარაგების, წარმოების, განაწილების,
ტრანსპორტირების, მოთხოვნისა და მოხმარების
ურთიერთკავშირს.

40. ლოჯისტიკის სახეები


ლოჯისტიკა, როგორც მეცნიერულ სწავლება, მოიცავს საზოგადოების
ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს. აღნიშნულიდან
გამომდინარე, სამეცნიერო გამოკვლევების და მათი პრაქტიკული
გამოყენების ფორმალიზაციის მიზნით პრობლემათა კვლევის
მასშტაბების მიხედვით ლოჯისტიკა იყოფა რამდენიმე
მიმართულებად:

1. მაკროლოჯისტიკად
2. მიკროლოჯისტიკად

მაკროლოჯისტიკის კვლევის საგანია ის პროცესები, რომლებიც


მიმდინარეობს რეგიონალურ, რეგიონთშორის, საერთო ეროვნულ და
სახელმწიფოთაშორისო დონეზე.

მიკროლოჯისტიკა, მიკროდონეებზე განიხილავს საინფორმაციო,


მატერიალური და სხვა ნაკადების მართვის საკითხებს. ის ეყრდნობა
ცალკეული ფირმების ან საწარმოთა კორპორაციული ჯგუფების
ინტერესებს, იმ ჯგუფების, რომლებიც ერთიანდებიან საერთო
სამეურნეო კავშირების ოპტიმიზაციის მიზნით.

შესამუშავებელი პრობლემების მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი


სტრუქტურიზაციის მიზნით, გამოიყენება სხვა პრინციპებიც.
მაგალითად, მოქმედების მასშტაბების მიხედვით იყოფა:

1. საგარეო ლოჯისტიკად
2. საშინაო ლოჯისტიკად
საგარეო ლოჯისტიკა განკარგავს იმ ნაკადებს, რომლებიც სცილდება
მართვის სუბიექტების ჩარჩოებს.

საშინაო ლოჯისტიკა მიმართულია სამეურნეო საქმიანობის


კოორდინაციის და სრულყოფისაკენ, ცალკეული ფირმების ან
საწარმოთა კორპორაციული ჯგუფების ჩარჩოებში.

You might also like