You are on page 1of 4

თემა 1.

ეკონომიკური პოლიტიკის თეორია


ეკონომიკური პოლიტიკა ესაა სახელმწიფო ღონისძიებების ერთობლიობა, მიმართული
ეკონომიკური პროცესების დარეგულირებაზე. ეკონომიკური პოლიტიკის ქვეშ იგულისხმება
სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა.

ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების


გადაწყვეტა.

ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

 ეროვნული ეკონომიკის ზრდა - არსებობს უამრავი ბერკეტი, რომლითაც სახელმწიფო


ხელს უწყობს ეროვნული ეკონომიკის ზრდას. მაგ: პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოზიდვა მიმზიდველი საგადასახადო გარემოს შექმნის გზით.
 სრული დასაქმების მიღწევა - ბუნებრივი უმუშევრობის დონემდე უმუშევართა
მაჩვენებლის დაყვანა. სრული დასაქმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
 სტაბილური ფასები - ძირითადად ესაა ეროვნული ბანკის ფუნქცია შეინარჩუნოს
ფასების სტაბილიზაცია.
 ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველყოფა - აქ საუბარია საკუთრების უფლების
დაცვაზე, სხვა დემოკრატიული უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება.
 ეროვნული შემოსავლის შეძლებისდაგვარად სამართლიანად გადანაწილება -
როგორც ვიცით შემოსავალი ნაწილდება წარმოების ფაქტორების მესაკუთრეებზე.
მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირები), რომლებსაც არ გააჩნიათ წარმოების ფაქტორები და შესაბამისად არ არიან
ჩართულნი შრომაში. ამ შემთხვევაში ბაზრის საქმიანობაში ერევა სახელმწიფო,
რომელიც ეროვნულ შემოსავალს გადაანაწილებს წარმოების ფაქტორებსა და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის.
 საგარეო სავაჭრო ბალანსის გაწონასწორება - სახელმწიფოს შეუძლია სხვადასხვა
გზებით განავითაროს საგარეო ვაჭრობა. მაგ: ხელი შეუწყოს იმპორტის ან ექსპორტის
გაზრდას. მთლიანობაში იზრდება ეროვნული შემოსავალი

ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი;

ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლები: ხელისუფლება , მთავრობა, მმართველი პარტია ,


უმრავლესობა პარლამენტში,სხვა.

პრაქტიკული და თეორიული ეკონომიკური პოლიტიკა;

პრაქტიკული და თეორიული ეკონომიკური პოლიტიკის სფეროები:

 ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკა


 სპეციპიკური ეკონომიკური პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკა დამოკიდებული არის ხელისუფლების იდეოლოგიაზემ იმაზე, თუ
რა პოლიტიკური ხედვები აქვს ხელისუფლებას.

მემარცხენეები არიან უფრო ხალხისკენ.


მემარცხენეები კი უფრო ბიზნესისკენ გადახრილი ხალხია. - მეტი თავისუფლება ბიზნესს,
ნაკლები დახმარებები ხალხს.

ეკონომიკური პოლიტიკა დამოკიდებულია იმაზე განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფება


ქვეყანა.

 ეკონომიკა შეიძლება იყოს ვარდნის პერიოდში.


 შეიძლება ქვეყანა იმყოფებოდეს ფსკერზე
 განიცდიდეს აღმავლობას

თითოეულ ამ სტადიან ადრე თუ გვიან ყველა ქვეყანა გადის. აქედან გამომდინარე , როდესაც
ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვას და განსაზღვრას ცდილობს სახელმწიფო პირველ
რიგში ყურადღება ექცევა ეკონომიკის განვითარების ბუნებრივ ხასიათს ანუ სტადიას.

ხელისუფლების მიერ ფაქტობრივად წარმოებული პოლიტიკა( რეალურად რა ღონისძიებებს


ატარებს) ამ ღონისძიებებს უწოდებენ პრაქტიკულ ეონომიკურ პოლიტიკას.ეს უკანასკნელი
კი ეფუძნება თეორიას, ანუ თეორიულ ეკონომიკურ პოლიტიკას.

თეორიულ ეკონომიკურ პოლიტიკას ყოფენ ორ ძირითად სფეროდ: ზოგადი და


სპეციფიკური ეკონომიკური პოლიტიკა.

ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის საგანია მთლიანად ეკონომიკაში მის ველა სფეროში


ერთობლივად მნიშვნელოვანი მოვლენები - მაკროეკონომიკური პრობლემები.

სპეციფიკური ეკონომიკური პოლიტიკა კი იკვლევს ცალკეულ, სექტორულ ან დარგობრივი


მნიშვნელობის ეკონომიკურ მოვლენებს - მიკროეკონომიკურ პრობლემებს.

ეკონომიკური პოლიტიკა კლასიფიცირდება მიზნობრიობის მიხედვით- ანუ რა მიზანს


ემსახურება. მაგ; საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა ტარდება , იმისთვის რომ სავაჭრო
მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ცნობილია 5 ძირითადი მეთოდი, რომელსაც შეუძლია აირჩიოს სახელმწიფომ მის მიერ


წინასწარ დასახული ეკონომიკური მიზნის მისაღწევად.

ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების მეთოდები:


 სამართლებრივი
 ადმინისტრაციული
 ეკონომიკური
 პირაპირი
 ირიბი

სამართლებრივი რეგულირება- სახელმწიფოს მხრიდან ფირმებისთვის და


მომხმარებლებისთვის აწესებეს გარკვეულ წესებს, რის მიხედვითაც მათ უნდა
იფუნქციონირონ.მაგ; საკანონმდებლო ნორმების რეგულირება , რითაც საკუთრების
ფორმები რეგულირდება, ხელშუკრულების გაფორმების წესები...

ადმინისტრაციული რეგულირება- სარეგისტრაციო , სალიცენზიო, კვოტების მექანიზმის


ამოქმედება- ამ მექანიზმებით სამეურნეო სუბიექტზე ზემოქმედებას. მაგ; ამ მეთოდებიტ
სსახელმჭიფო არეგულირებს და ზედამხედველობას უწევს სავლუტო კურსს, საპროცენტო
განაკვეთს, ფასებს შემოსვლებს...
ეკონომიკური რეგულირება - ეს გულისმობს იმ საშუალებების გამოყენებას, რომლებიც
პირდაპირ ახდენენ გავლენას ერთობლივ მო\თხოვნაზე, ერთობლივ მიწოდებაზე და
კაპიტალის სიდიდეზე.

პირდაპირი რეგულირება- ეს არის ისეთი ღონისძიებების გატარება სახლმწიფოს მხრიდან ,


როგორიც უშუალოდ ზემოქმედებს ფირმის ქცევაზე.
მაგ; საგადასახაო პოლიტიკის გატარება.

ირიბი რეგულირება- ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ღონისძიებების გატარება,


რომლითაც სახელმწიფო ერთგვარად ქმნის იმის წიაპირობას, რომ ფირმებმა ამ პოლიტიკის
შედეგად თვითონ აირჩიონ ის გზა და ვარიანტი, რომელიც საბოლოო ჯამში მოემსახურება ,
იმას რაც ჩაიფიქრა სახელმწიფომ .

მაგ;შესყიდვების გაზრდა - ხელფასების გაზრდა სახელმწიფოს მოხელეებისთვის. ეს


გამოიწვევს ბაზარზე ერთობლივი მოთხოვნის ზრდას , რამაც უნდა გამოიწვიოს ან ფასების
ზრდა ან მიწოდების ზრდა , ეს უკვე ფირმის გადასაწყვეთი იქნება.

სახელმწიფო რეგულირების დადებითი და უაროფითი მზარეები:


ეს არი ყოველთვის უხეში ქმედება , ნაკლებეფექტიანობაა. ნეგატიურ მზარეზე მიუთითებს,
განსაკუთრებით პირდაპირი რეგულირება.

ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტები:


 ფისკალური პოლიტიკა (გადასახადები, სახელმწიფო ხარჯები, ტრანსპერტები)
 ფულად-საკრედიტო პოლიტიკა (საპროცენტო განაკვეთი, სარეზერვო ნორმა,)
 სოციალური პოლიტიკა (სახელფასო მინიმუმი,სამუშაო საათების ლიმიტი)
 საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკა - ესაა საშინაო-საგარეო სავაჭრო პოლიტიკის
ინსტრუმენტი. მაგ: ექსპორტ-იმპორტის ტარიფები, ბაჟი, კვოტები... )
 კონკურენციის პოლიტიკა
 დასაქმების პოლიტიკა
 გარემოს დაცვითი პოლიტიკა
 და სხვა

ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანების გადაწყვეტა უნდა მოხდეს კომპლექსურად.

ეკონომიკური წესრიგი და ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა.

ეკონომიკური წესრიგი იგივეა რაც ეკონომიკური სისტემა, ეკონომიკური ფორმაცია.


ეკონომიკურ წესრიგს უწოდებენ ფირმას, მომხმარებელსა და სახელმწიფოს შორის არსებულ

სტრუქტურული ეკონომიკური პოლიტიკა;

სახელმწიფო პოლიტიკის არარაციონალური ხასიათი და რაციონალური ეკონომიკური


პოლიტიკა.

სახელმწიფო პოლიტიკის არარაციონალურ ხასიათში იგულისხმება ის, რომ ნებისმიერი


სახელმწიფოს მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკა არასდროს გამოირჩევა რაღაც
რაციონალურობით.

ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვა-გატარების სტადიები:

A. ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის მოგროვება-დამუშავება;


B. ეკონომიკური მდგომარეობის დიაგნოზის განსაზღვრა;
C. ეკონომიკური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების განმარტება-ახსნა;
D. ეკონომიკური მდგომარეობის მრავალმხრივი განვითარების პროგნოზირება;
E. გადაწყვეტილება ეკონომიკური მდგომარეობის დარეგულირების (ეკონომიკური
პოლიტიკის გატარების) საჭიროებაზე;
F. ეკონომიკური პოლიტიკის მიზნის სწორად განსაზღვრა;
G. ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის პროგრამის დასახვა;
H. ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა-დამტკიცება;
I. ეკონომიკური პოლიტიკის იმპლემენტაცია

ვიდრე სახელმწიფო განსაზღვრავს ეკონომიკურ პოლიტიკას, მან უნდა მოაგროვოს


ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა. ამ ინფორმაციას
აგროვებს და ამუშავებს სტატისტიკის ორგანო. შემდეგ ადგენენ განსაზღვრავენ დიაგნოზს
თუ რა არის საჭირო ეკონომიკური სისტემის სტიმულირებისათვის და სადაა პრობლემა.
ასევე ადგენენ ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს. ამ ყველაფრის შეჯამების შემდეგ უკვე
ადგენენ განვითარების პროგრამას, ანუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა.
წყვეტენ რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო ან საერთოდ არის თუ არა საჭირო რაიმე
კონკრეტული ღონისძიების გატარება. ამის შემდეგ უკვე ხდება ეკონომიკური განვითარების
პროგრამის დასახვა. ამ პროგრამას განიხილავს და ამტკიცებს მთავრობა მინისტრთა
კაბინეტის სხდომებზე. ხოლო როცა დაამტკიცებენ პროგრამას, შემდეგ უკვე ხდება მის
მოქმედებაში მოყვანა, ამოქმედება.

You might also like