You are on page 1of 11

მონეტარული პოლიტიკა

მაკროეკონომიკა

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების


ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: ნანა ხეცურიანი

ჯგუფი 8-2

პრეზენტატორები:

საბა ხითარიშვილი
ვაჟა ღვალაძე
საქართველოს ეროვნული
ბანკის მიზანი და დანიშნულება
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდ როლს თამაშობს
ქვეყნის ეკონომიკის გამყარებაში. მისი მიზანია მოახდინოს
ფასების სტაბილურობა,და ეფექტიანი მონეტარული
პოლიტიკის ჩამოაყალიბება. იგი ხელმძღვანელობს მის
მიერ შემუშავებული, ინფლაციის საპროგნოზო და
საქართველოს ეკონომიკის ზოგადი მაკროეკონომიკური
მოდელით. ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-
ერთი უმნიშვნელოვანეს და ამავდროულად რთულად
მისაღწევ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ფინანსური
სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეროვნული ბანკმა უნდა
იზრუნოს საფინანსო სტაბილურობაზე და ამავდროულად ამ
მიზნის მიღწევისას გადადგმული ყოველი ნაბიჯი უნდა
იყოს გამჭვირვალე ყველასთვის. საქართველოს
ეროვნულმა ბანკმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად
ეკონომიკურ ზრდას რა თქმა უნდა ყოველივე ეს უნდა
მოხდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითად
ამოცანას რომელიცაა ფასების სტაბილურობა.
საქართველოს ეროვნული ბანკი და
მათი მონეტარული პოლიტიკა
"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის
მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის
უზრუნველყოფაა. ამ მიზნის მისაღწევად
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ
პოლიტიკას წარმართავს. კონსტიტუციით მინიჭებული
უფლების საფუძველზე და "საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით
ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში
დამოუკიდებელია და უფლებამოსილია მონეტარული
პოლიტიკა დამოუკიდებლად წარმართოს.
საქართველოს ეროვნული ბანკის
მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი
მონეტარული პოლიტიკის განხორციელება ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს ეყრდნობა.
ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ფასების სტაბილურობის მისაღწევად საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკაა. ამ რეჟიმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს
წინასწარ აქვს განსაზღვრული ინფლაციის თარგეთი (მიზნობრივი მაჩვენებელი)-3% და
მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს იმგვარად, რომ საშუალოვადიან პერიოდში
ინფლაცია მასთან ახლოს იყოს.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, მონეტარული პოლიტიკის მთავარი


ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია (რეფინანსირების განაკვეთი).
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საპროცენტო განაკვეთის, საკრედიტო,
მოლოდინებისა და გაცვლითი კურსის არხით აისახება ეკონომიკაზე. მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთზე გადაწყვეტილება ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზსა
და მაკროეკონომიკურ პროგნოზებს ეყრდნობა.

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი


ინსტრუმენტები განსაზღვრულია "ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად
მიმართულებებში", რომელიც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ
ყოველწლიურად მუშავდება და საქართველოს პარლამენტის მიერ მტკიცდება.
რაც მოიცავს მონეტარული
პოლიტიკა

მონეტარული პოლიტიკა მაკროეკონომიკური


პროცესია, რომელიც მართავს ქვეყანაში ვალუტის
მარაგს, რათა მიაღწიოს ისეთ ეკონომიკურ მიზნებს,
როგორიცაა ფასების სტაბილურობა, მოსახლეობის
სრული დასაქმება, ფინანსური სტაბილურობა და სხვ.
მონეტარულ პოლიტიკას ძირითადად წარმართავს
ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის
ინსტრუმენტების მეშვეობით.
მონეტარული პოლიტიკის
ინსტრუმენტები
პოლიტიკის გასატარებლად, (მათ შორის მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთი, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა (ლარისა და უცხოური
ვალუტისთვის), ღია ბაზრის ოპერაციები და სხვ.) ეროვნული ბანკი საკუთარი
პოლიტიკის გასატარებლად იყენებს მრავალ ინსტრუმენტს რომლებიცაა ,
მაგალითად: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი ;
მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები
მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური
სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. მაგრამ ამ
ინსტრუმენტებიდან ძირითადად მიანც გამოყოფენ სამ ინსტრუმენტს:

● ღია ბაზრის ოპერაციები


● უდმივმოქმედი ინსტრუმენტები
● არეზერვო მოთხოვნები
მონეტარული პოლიტიკის
ინსტრუმენტები
ღია ბაზრის ოპერაციები ცენტრალური ბანკის მიერ კომერციულ ბანკებთან განხორციელებული ტრანზაქციებია
თავად ცენტრალური ბანკის ინიციატივით. ეს ტრანზაქციები მოიცავს ა) სასესხო ოპერაციებს, განხორციელებულს,
როგორც წესი, აუქციონების მეშვეობით; ბ) სავალო ფასიანი ქაღალდების პირდაპირ შესყიდვა/გაყიდვას.
მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღია ბაზრის ოპერაციები მოიცავს
რეფინანსირების სესხებითა და ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტით ფინანსური ბაზრისთვის ლიკვიდობის
მიწოდების ოპერაციებს და ასევე, მთავრობის სახაზინო ვალდებულებების, სახაზინო ობლიგაციებისა და
ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვის ოპერაციებს.
მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები ცენტრალურ ბანკთან კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული
ოპერაციებია ამ უკანასკნელთა ინიციატივით. ისინი ძირითადად მოიცავს ერთდღიან სესხებს (კომერციული
ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდების ოპერაციებს გარკვეულ გირაოზე დაყრდნობით) და ერთდღიან
დეპოზიტებს (ლიკვიდობის ამოღების ოპერაციებს ცენტრალური ბანკის სპეციალურ ანგარიშზე სახსრების
განთავსებით).
სარეზერვო მოთხოვნები ავალდებულებს კომერციულ ბანკებს მოზიდული სახსრების (ძირითადად, კლიენტთა
დეპოზიტების) ნაწილის განთავსებას ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე. კერძოდ , საშუალო მოზიდული
სახსრებისთვის კომერციული ბანკები ვალდებულები არიან წინასწარ ცნობილი (დასაცავი) პერიოდის
განმავლობაში ცენტრალურ ბანკში საკორესპოდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთის სახით იქონიონ არანაკლებ
მინიმალური სარეზერვო თანხისა. როგორც წესი, სარეზერვო თანხას ერიცხება სარგებელი. საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული დასაცავი პერიოდი 14 დღეა და ამასთან, მოთხოვნები განსხვავებულია
მოზიდული სახსრების დენომინაციის მიხედვით, მათ შორის, სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 7%-ს ეროვნული
ვალუტით მოზიდულ სახსრებზე და 20%-ს - უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე.
სტატისტიკური მიმოხილვა ბოლო წლებში
ინსტრუმენტებთან დაკავშირებით

ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა 2020 წლის მეხუთე თვის მიხედვით იყო


შემდეგი:8,852,482 ლარი; 2021 წლის მეხუთე თვის მიხედვით 8,721,115 ლარი;
ხოლო 2022 წლის მეხუთე თვის მონაცემებით: 7,577,646 ლარი. უდავოა, რომ ამ
წლების განმავლობაში იგი მერყეობდა და საბოლოოდ შემცირდა დიდი
რაოდენობით. მოთხოვნების რაოდენობა კომერციული ბანკების მიმართ 2020
წლის მიხედვით 2,950,070 ლარს შეადგენდა; 2021 წლის მიხედვით 2,252,561 ლარს;
ხოლო 2022 წლის მიხედვით 3,589,208 ლარს. შესაბამისად, ამ წლების
განმავლობაში ინსტრუმენტის რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა.
მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო
ორიენტირი
მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ორიენტირი წარმოადგენს იმ ეკონომიკურ (მონეტარულ) ცვლადს, რომლის
უშუალო ცვლილებითაც ცენტრალური ბანკი აღწევს მანდატით განსაზღვრულ საბოლოო მიზნებს (ფასების
სტაბილურობას, დაბალ უმუშევრობის დონეს და ა.შ.). ხშირად ორიენტირად აიღება მოკლევადიანი საპროცენტო
განაკვეთი, სარეზერვო ფული ან სხვა მონეტარული აგრეგატები

საქართველოს ეროვნული ბანკი საოპერაციო ორიენტირად იყენებს საპროცენტო განაკვეთს მოკლევადიან


(ერთკვირიან) ლარის სესხზე (რეფინანსირების სესხზე), რომელსაც იგი კომერციულ ბანკებზე გასცემს, ძირითადად,
აუქციონების სახით. აღნიშნული განაკვეთი ხშირად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთად ან რეფინანსირების
განაკვეთად მოიხსენიება. 2017 წლის ბოლოსთვის ის 7.25%-ს შეადგენს.
რა მექანიზმებით და რა პერიოდში ახდენს
გავლენას მონეტარული პოლიტიკა
ეკონომიკაზე
მონეტარული პოლიტიკა კრიზისის ასაცილებლად არის გამოყენებული. მოკლედ, რომ
ვთქვათ, ცენტრალური ბანკი უზრუნველყოფს გაკოტრებამდე მისულ ბანკებს. ბანკის
გაკოტრებით სხვა ბანკებიც დაზარალდებიან შესაბამისად ცენტრალური ბანკი სესხებს
გასცემს მათზე ან მათგან ფასიან ქაღალდებს შეისყიდის. 2022-2024 წლების განმავლობაში
სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი
შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება,
გეოპოლიტიკური და სხვა გლობალური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების
ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა .
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას
გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი
გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ
გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე

You might also like