You are on page 1of 4

safinanso kontroli

საფინანსო კონტროლის სამართლებრივი


რეგულირების მექანიზმების
თეორიული ასპექტები
დემოკრატიულ სახელმწიფოთა ერთ-ერთ უმნიშ-
ვნელოვანეს და აუცილებელ ფუნქციაა კონტროლის
განხორციელება სახელმწიფო საქმიანობის ყველა
მიმართულებით, რომლის გარეშეც წარმოუდგენლად
მიგვაჩნია სრულფასოვანი ხელისუფლების არსებობა
სახელმწიფოში.
სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციე-
ლებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა
უფლებამოსილი ორგანოების წინაშე, წარმოდგენილი
ანგარიშის ანალიზი და ანალიზის შედეგად შესაბამისი
დასკვნების გამოტანა, სახელმწიფოს და საზოგადოე-
ბის ინტერესების დაცვა კონტროლის განხორციელე-
ბის გზით, ასევე მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის
აღკვეთა და სავარაუდო სამართალდარღვევათა
თავიდან აცილება - ესაა ის ძირითადი საკითხები რომ-
ლებიც კონტროლის შინაარსს განსაზღვრავს.
სახელმწიფო კონტროლის ყველაზე თვალსაჩინოდ
მნიშვნელოვან სფეროა საფინანსო კონტროლი, რო-
მელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი
და სპეციალური სახელმწიფო კონტროლის ორგანოე- და სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე მდგარი პოლი-
ბი ახორციელებენ და რომლის ძირითადი დანიშნულე- ტიკური ამოცანების შესაბამისად ცვლიდა საფინანსო
ბაა მთელი სახელმწიფოს საბიუჯეტო და საფინანსო ორგანოთა ორგანიზაციულ ფორმებსა და მეთოდებს,
სისტემის ყველა რგოლის რესურსების წარმოქმნის, მაგრამ ამის მიუხედავად საფინანსო კონტროლის
განაწილებისა და გამოყენების სფეროში ორგანოთა განხორციელების ძირითადი ამოცანა ყოველთვის
თუ ცალკეულ საჯარო პირთა ქმედებების კანონიერე- იყო ფულადი სახსრების მობილიზაციის, განაწილე-
ბისა და მიზანშეწონილობის უზრუნველყოფა. ბისა და გამოყენების პროცესის მართლზომიერად
ვინაიდან, ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო წარმართვის უზრუნველყოფა. დღესაც დღევანდელ
სისტემის ნორმალური ფუნქციონირება წარმოუდგე- პერიოდშიც აუცილებელია საფინანსო კონტროლის
ნელია საფინანსო კონტროლის სწორი და ეფექტური მეთოდებისა და ფორმების დახვეწა და მეტად სრულ-
#3 ivlisi - agvisto 2017

წარმართვის გარეშე. პროფესორი რომან შენგელია ყოფა, რაც თავისთავად შეუწყობს ხელს სახელმწიფოს
შემდეგი სახის განმარტებას იძლევა საფინანსო კო- ფინანსური გაძლიერების და განვითარების პროცესს.
ნტროლის ცნებასთან მიმართებით: საფინანსო კონ- ფინანსური კონტროლის დროს მნიშვნელოვა-
ტროლი არის სახელმწიფოს საფინანსო საქმიანობის ნად მიგვაჩნია, შეფასდეს ფინანსური ოპერაციების
პროცსში ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტისა კანონიერება და მიზანშეწონილობა და კონტროლი
და ეროვნული შემოსავლის წარმოების, განაწილებისა განხორციელდეს ფინანსური რესურსების როგორც
და გამოყენების კანონიერებაზე ზედამხედველობის მობილიზების, ასევე გამოყენების გაუმჯობესების
განხორციელების პროცესი. მიზნით, რომლის დროსაც ასევე ხორციელდება ფი-
როგორც აღვნიშნეთ, საფინანსო კონტროლს ნანსური რეზერვების იდენტიფიკაციის პროცესიც და
ახორციელებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვით- სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო ისე
მმართველობის ორგანოების მთელი სისტემა, ასევე ხარჯვითი ნაწილის ეფექტური მართვა.
სპეციალური მაკონტროლებელი ორგანოები მოქალა- საფინანსო კონტროლის თეორიის თვალსაზრისით,
ქეების და იურიდიული პირების მონაწილეობით. საფი- კონტროლის ერთ-ერთი ფუნქცია წარმოადგენს უკუ-
ნანსო კონტროლის მთავარი ამოცანა მდგომარეობს კავშირის მექანიზმს, ანუ საფინანსო კონტროლის სუ-
იმაში, რომ დაცულ იქნას კანონიერება სახელმწიფოს ბიექტის მიერ მართვადი ობიექტის ფუნქციონირების
და ადგილობრივი ორგანოების საბიუჯეტო ფულადი გადამოწმებისა და მონიტორინგის სისტემის შემოწმე-
რესურსების წარმოქმნის განაწილების და გამოყენე- ბას, მართვადი ობიექტის მიერ მმართველობითი გადა-
ბის პროცესში, ფულადი რესურსების სრულ ობიექტურ წყვეტილებების, საქმიანობის პირობების, დამდგარი
და ეფექტურად გამოყენებაზე. შედეგებისა და მათი რეალიზაციის ეფექტურობის
საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან შეფასებისთვის.
- დღემდე, სახელმწიფოებრივი განვითარების სხვადა- საფინანსო კონტროლის მართვის როგორც სუ-
სხვა ეტაპზე, ეკონომიკური განვითარების პირობების ბიეტი, ასევე ობიექტი შეიძლება იყოს მთლიანად

12
safinanso kontroli
მმართველობითი სისტემა - სახელმწიფო ორგანოები, ლმწიფო საფინანსო კონტროლი ვრცელდება მხოლოდ
ორგანიზაციები და განყოფილებები, როგორც საკა- სახელმწიფოს წინაშე საბიუჯეტო ვალდებულებების
ნონმდებლო ასევე აღმასრულებელი და სასამართლო შესრულების ნაწილზე, საბიუჯეტო გათვლების გათ-
ხელისუფლება, ასევე ადგილობრივი თვითმმართვე- ვალისწინებით. სახელმწიფო საფინანსო კონტროლის
ლობისა და მმართველობის ორგანოები. გამომდინარე ძირითადი დანიშნულებაა - სახელმწიფოს საფონანსო
აქედან, საფინანსო კონტროლის ყველაზე მნიშვნე- პოლიტიკის წარმატებული რეალიზაციის ხელშეწყო-
ლოვანი სახეა - სახელმწიფო საფინანსო კონტროლი, ბა, სახელმწიფო ფინანსური რესურსების ეფექტური
რომელიც ხორციელდება სახლმწიფოს ნებით, სახე- გამოყენება.
ლმწიფოს სახელით და სახელმწიფოს ძალაუფლების განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის მაღალი
გამოყენებით. ეფექტურობის მიზეზთა ანალიზი მოწმობს იმას, რომ
დღევანდელ ეპოქაში, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საფინანსო კონტროლი წარმოადგენს
ხელისუფლების მიერ ღიადაა გაცხადებული დემოკრა- მნიშვნელოვან ინსტრუმენტს საბაზრო ეკონომიკის
ტიული სახელმწიფოს მშენებლობის კურსი, საჭიროა განვითარების პროცესში.
საფინანსო კონტროლის ეფექტურობის გაზრდის საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების
მიზნით გავითვალისწინოთ ევროპის მაღალგანვი- დღიდან სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სისტე-
თარებული ქვეყნების გამოცდილება, რათა ჩვენმა მა ფორმირდებოდა ერთიანი ცენტრალიზებულიდან
სახელმწიფომაც შეძლოს არსებული გარდამავალი დეცენტრალიზებული სისტემის მიმართულებით
ეპოქის თანმდევი კრიზისების დაძლევა და განვითა- საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინე-
რების ახალ თანამედროვე ეტაპზე გადასვლა. ჩვენი ბით. გასული ათწლეულების მანზილზე შესამჩნევი
ქვეყნისთვის მისაღები უნდა იყოს საფინანსო კონტ- იყო საგადასახადო სისტემის არასტაბილურობა და
როლის სფეროში ევროპის ქვეყნებში უკვე არსებული, სახელმწიფო ფინანსური რესურსების მოძრაობის
აპრობირებული დ აგაანალიზებული გამოცდილების ორგანიზაციული მიმართულებების არაეფექტურობა.
გაზიარება, თუმცაღა ეს ყველაფერი ამ სფეროში 90-იან წლებში ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენდა
საქართველოში უკვე არსებულ დადებით პრაქტიკას, ქვეყნის საბიუჯეტო ბრუნვაში რამდენიმე ვალუტის
დაგროვილ გამოცდილებას და ეროვნულ კანონმდებ- გამოყენება. რაც წარმოშობდა ხელსაყრელ შესაძ-
ლობას უნდა მოერგოს. ლებლობებს ფინანსური რესურსების უკონტროლო
რამდენადაც სახელმწიფო ფინანსური სისტემა შე- ბრუნვისა. მაღალ ნიშნულებს აღწევდა სახელმწიფო
იცავს სახელმწიფოს ყველა ადმინისტრაციულ-ტერი- აპარატის კორუმპირებულობის ხარისხი ჩრდილოვანი
ტორიული ერთეულის და ეკონომიკური სუბიექტების ეკონომიკის უდიდეს მასშტაბებთან შეხამებით.
ფინანსურ სისტემებს, ამიტომ სახელმწიფო საფინანსო არსებულმა ნეგატიურმა გარემოებებმა ხელი
კონტროლი არის მრავალდონიანი და მრავალმხრივი, შეუწყო სახელმწიფოს, როგორც ქვეყნის ეკონომი-
რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო კანონიერი კური ცხოვრების ნორმალიზაციისთვის აუცილებელი
საშუალებებით დაცულ იქნას სახელმწიფოს კუთ- ინსტრუმენტის - ფინანსური კონტროლის მწყობრი
ვნილი საფინანსო სახსრების მობილიზაციისა და სისტემის ფორმირებას ნაციონალური ეკონომიკის
ხარჯვის პროცესი. იმ ინსტიტუტებთან მიმართებაში, ეფექტიანობის გაზრდის და მისი სოციალური პრიო-
რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო ორგანოებს, რიტეტების ხელშეწყობის მიზნით.

#3 ivlisi - agvisto 2017


კონტროლი მათი საქმიანობის ყველა მხარეს მოიცავს, მითითებული მიზნებიდან გამომდინარე გამოი-
ხოლო არასახელმწიფო ეკონომიკურ სფეროში კი სახე- ყოფენ სახელმწიფო ფინანსური კონტროლის შემდეგ

13
safinanso kontroli

ძირითად ამოცანას, რომელიც მდგომარეობს სახელ- წარმოადგენს სახელმწიფოს ფინანსური რესურსების


მწიფო ბიუჯეტის შემადგენლობისა და გამოყენების, მიზნობრივი გამოყენება. კრიტერიუმის ,,რესურსების
ყველა დონის ბიუჯეტის სისწორის შემოწმებაში. მიზნობრივი გამოყენება’’ - დადგენა, ოფიციალუ-
საბოლოოდ კი, კონტროლი საჭიროა სახელმწიფოს რად დაფიქსირებული არამიზნობრივი გამოყენების
ფინანსური რესურსების გაზრდის და რეზერვების მაჩვენებლიდან გამომდინარეობს. ბიუჯეტიდან გა-
გამოვლინების მიზნით. მოყოფილი სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაში
სახელმწიფო საფინანსო კონტროლის ძირითადი იგულისხმება ფინანსური სახსრების გამოყენება,
პრინციპებია: ტოტალურობა, ეფექტურობა, კანონი- რომელსაც არ მივყავართ კანონმდებლობით დადგე-
ერება, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და საჯა- ნილ შედეგამდე, რომელიც გათვალისწინებულია
როობა. გადავხედოთ აღნიშნული პრინციპების არსს. მათი წარდგენისას, ან მივყავართ შედეგამდე, მაგრამ
ტოტალურობა გამოვლინდება მთელი ფინანსური კანონმდებლობის გვერდის ავლით, უკანონო გზით.
რესურსების მოძრაობის და ფინანსური დინებების ფინანსური კონტროლის დამოუკიდებლობის
ჯამში. მაგრამ მთელი ფინანსური რესურსების მოძ- პრინციპი, რომლის მნიშვნელობაზეც საუბარია
რაობის არხებისა და საფინანსო სახსრების შესაძლო ლიმის დეკლარაციაშიც, ეს არის მაკონტროლებელ
გაჟონვის კონტროლი თითოეულ კონტროლირებად ორგანოთა ფუნქციონირების და ორგანიზაციული
ობიექტზე საკმაოდ ძვირი და არაეფექტურია. ამიტომ თავისუფლების ძირითადი პოსტულატი, რათა დამოუ-
#3 ivlisi - agvisto 2017

ტოტალურობის პრინციპი გულისხმობს მთავარი კიდებლად, მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა


საკონტროლო ობიექტების გამოვლინებას, ხოლო ფარგლებში შეასრულონ მათთვის დაკისრებული
სახელმწიფოს მხრიდან მათი მეთვალყურეობა და კო- ამოცანები.
ნტროლი კი გვაძლევს საშუალებას, თვალი ვადევნოთ საფინანსო კონტროლის საჯაროობის პრინციპი
ფინანსური და მატერიალური რესურსების მდგომარე- გულისხმობს მისი შედეგების ღიაობას, (მონაცემების
ობასა და მოძრაობას სრულად. გარდა, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო ან კომერცი-
საფინანსო კონტროლის ეფექტურობის პრინციპი ულ საიდუმლოებას) არა მხოლოდ საკონტროლო ობი-
ძირითადად ორ კრიტერიუმად იყოფა: პირველ შემ- ექტებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.
თხვევაში ის გამოიხატება სოციალურ-ეკონომიკური ამაში მდგომარეობს ფინანსური კონტროლის პირობა
დინამიურობის მაჩვენებლის კომპლექტით, მეორე მისი ეფექტურობისა და ობიექტურობისა.
შემთხვევაში კი - კონტროლის ჩასატარებლად გაკე- საფინანსო კონტროლის კლასიფიკაცია შესაძლე-
თებული დანახარჯებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ბელია მოხდეს რამოდენიმე კრიტერიუმის მიხედვით.
შემოსული მოგების თანაფარდობით, განხორციელე- ეს კრიტერიუმებია: საფინანსო კონტროლის შინაარსი
ბული შემოწმებების შედეგად. ეფექტურობის პრინცი- და საფინანსო კონტროლის განმახორციელებელი
პის მთავარი არსია გასაკონტროლებელი ობიექტების ორგანოების სისტემა.
მდგომარეობის დიაგნოსტიკა და მათ მიერ ფინანსური საფინანსო კონტროლი შინაარსის მიხედვით იყოფა
ოპერაციების შედეგად დაშვებული დარღვევების შემდეგ სახეებად: საბიუჯეტო კონტროლი, საგადა-
გამოვლინება. სახადო კონტროლი, საბანკო კონტროლი, სავალუტო
კანონიერების პრინციპის ძირითადი არსი მდგომა- კონტროლი, საბაჟო კონტროლი და სხვა. საფინანსო
რეობს - კონტროლის განხორციელებას მოქმედი კა- კონტროლი მისი განმახორციელებელი სუბიექტე-
ნონმდებლობის შესაბამისად და მისი სრული დაცვით. ბის (ორგანოების) მიხედვით კი შეგვიძლია დავყოთ:
კანონიერების პრინციპის კონკრეტულ საფუძველს სახელმწიფო საფინანსო კონტროლად, ადგილობრივ

14
safinanso kontroli
საფინანსო კონტროლად, შიდასაუწყებო საფინანსო დაგეგმვისა და საბუღალტრო დოკუმენტაციისა და
კონტროლად, საზოგადოებრივ საფინანსო კონტრო- ინფორმაციის სხვა წყაროების გამოყენებით. იგი საშუ-
ლად და აუდიტორული ანუ დამოუკიდებელ საფინანსო ალებას იძლევა, მოხდეს წინასწარი და მიმდინარე კონ-
კონტროლად. ტროლის ნაკლოვანებების შესწავლა და რადიკალური
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკაში, გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის რეპრესიული.
კონტროლის მექანიზმის ტიპის მიხედვით ფინანსური ფინანსური კონტროლის ძირითადი ფორმაა ყო-
კონტროლი ტრადიციულად დაყოფილია სახელმწიფო ვლისმომცველი აუდიტი ან აუდიტი. აუდიტის დროს
და არასახელმწიფო საფინანსო კონტროლად და ამ შემოწმებულია პირველადი დოკუმენტები, საბუღალტ-
უკანასკნელს აუდიტის საფუძველზე ახორციელებს რო აღრიცხვა, საბუღალტრო და სტატისტიკური ანგა-
დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა. რიშგება, ფულადი სახსრებისა და ინვენტარიზაციის
სახელმწიფო ფინანსების კონტროლის განხორცი- ფაქტობრივი ხელმისაწვდომობა. აუდიტის შედეგებზე
ელება შეიძლება განხორციელდეს საკანონმდებლო დაყრდნობით მიღებულ აქტს აქვს იურიდიული ძალა,
ორგანოების (წარმომადგენლობითი ორგანოს), როგორც მტკიცებულების წყარო საგამოძიებო და
აღმასრულებელი ორგანოების (ადმინისტრაციული სასამართლო პრაქტიკაში.
კონტროლის), სასამართლო ორგანოებისა და სამი- ჩვეულებრივ, აუდიტი სამ ეტაპად გაივლის: ორგა-
ნისტროებისა და უწყებების სახელით მათი უფლება- ნიზაციული, კვლევისა და შედეგების განზოგადების
მოსილების ფარგლებში. და განზოგადების ეტაპი.
ასევე, საფინანსო ლიტერატურაში გვხვდება ორგანიზაციული ეტაპი მოიცავს აუდიტის ობი-
აგრეთვე საფინანსო კონტროლის სახეებად დაყოფა ექტის შერჩევას და მის ორგანიზაციულ და მეთოდურ
კპნტროლის განხორციელების დროის მიხედვით წი- მომზადებას. ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია სპეცია-
ნასწარ, მიმდინარე და შემდგომ კონტროლად. ლისტთა ჯგუფი, მათ მიერ შესწავლილი უნდა იქნას
წინასწარი კონტროლი კონტროლის ობიექტის ორგანიზაციის საქმიანობის ფინანსური დოკუმენტა-
ზეგავლენის ყველაზე რაციონალური გზაა. ეს პრე- ცია, წინა აუდიტის აქტების, თემატური ინსპექტირე-
ვენციული ხასიათისაა და ხელს უშლის ფინანსური ბის და კვლევების დოკუმენტები.
კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებს და იმავდრო- კვლევის ეტაპი ხორციელდება უშუალოდ აუდი-
ულად ხელს უწყობს დაგეგმვის ეტაპზე დამატებითი ტორულ ობიექტზე შემოწმების მოულოდნელობის
რესურსების იდენტიფიცირებას. ეს კონტროლი განსა- პრინციპის დაცვით. ამ ეტაპზე აუდიტისა და კონტ-
კუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ძალაში შედის როლის პროცედურები ხორციელდება პროგრამისა
ახალი მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლებიც და გეგმების შესაბამისად, ანუ აუდიტის გრაფიკები,
კონტროლირებადი ორგანიზაციების ფინანსური საქ- აუდიტის სამუშაო გეგმები.
მიანობის რეგულირების საკითხებს ეხება. აუდიტის შედეგების განზოგადების და განხორცი-
მიმდინარე მონიტორინგი, რომელსაც ეწოდება ელების ეტაპი მოიცავს აუდიტორთა დასკვნების დო-
ასევე ოპერატიული კონტროლიც, ხორციელდება ეკო- კუმენტურ გამართლებას, ანალიტიკური ცხრილების
ნომიკურ და ფინანსურ ოპერაციების შემოწმებისას. მომზადებას, აუდიტის შედეგების განზოგადებას და
იგი ეფუძნება პირველადი აღრიცხვის მონაცემებს, პრეზენტაციას.
ინვენტარითა და ვიზუალური დაკვირვების შედეგებს. დასასრულს, ეს შედეგები განხილულია შემოწმე-

#3 ivlisi - agvisto 2017


მისი გამოყენების უპირატესი სფეროა შიდა კონტრო- ბული ობიექტის ხელმძღვანელობასთან, რომელიც
ლის მექანიზმი. შესაბამის ოქმითაა გაფორმებული.
შემდგომი კონტროლი გამოხატულია გარკვეული
დროის განმავლობაში დაწესებულების ფინანსური ალექსანდრე ჩხიტაური,
საქმიანობის სიღრმისეულ შესწავლაში, ანგარიშგების, სამართლის დოქტორი

გამოყენებული ლიტერატურა:

1. საქართველოს კონსტიტუცია. 2017


2. საქართველოს კანონი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ. 2017
3. საქართველოს კანონი ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” - 1997 წლის
15 აპრილი.
4. შენგელია რომან. საფინანსო სამართალი. თბ. 2009
5. შოთა ქისტაური ლევან ქისტაური, საქართველოს საფინანსო და საბანკო სამართლის
პრობლემები. თბ. 1997
6. მელქაძე ო. ,,საფინანსო კონტროლი ევროპულ ქვეყნებში” - თბ. 1996 წ.
7. მელქაძე ო. ,,სახ-ო კონტროლი: თეორია, პრაქტიკა, პერსპექტივა” - თბ. 1996 წ.
8. მელქაძე ო. რამიშვილი ნ. ,,გერმანიის კონსტიტუციური სამართალი” - თბ. 1999 წ.
9. ,,საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი” - კრებული 1. რედაქ.
ო.მელქაძე თბ. 1999 წ,
10. ,,საზღვარგარეთის ქვეყნების საპარლამენტო პრაქტიკის მიმოხილვა” - რედ. ი.მესხია
- თბ. 1991 წ.

15

You might also like